8 December 2013      AnnLennon1     Views 7 714    
Category: Stars

მირანდა ქერი ავსტრალიელ მილიარდერს ხვდება

- მირანდა ქერი ავსტრალიელ მილიარდერს ჯეიმს პაკერს ხვდება -

30 წლის ყოფილი ვიქტორია სიკრეტის მოდელი მირანდა ქერი ოქტომბრის ბოლოს ორლანდო ბლუმს 3 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ყვითელი პრესა გამუდმებით საუბრობდა ქერის შესაძლო რომანზე დიდიხნის მეგობართან ლეონარდო დიკაპრიოსთან, მაგრამ ჭორები წარსულს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც მირანდას ცხოვრებაში ავსტრალიელი მილიარდერი 46 წლის ჯეიმს პაკერი გამოჩნდა. პაკერი კაზინოების ქსელის მფლობელია და ამას გარდა უამრავი ბიზნესი აქვს. ფორბსზე დაყრდნობით მისი ქონება 6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
მირანდა ქერი ავსტრალიელ მილიარდერს ხვდება

პაკერიც სექტემბერში დაშორდა მეუღლეს, რომლისგან 3 შვილი ჰყავს. მირანდამ და მან ერთმანეთი 2 წლის წინ გაიცნეს, როდესაც მოდელს რამოდენიმე რჩევა ესაჭიროებოდა ბიზნესთან დაკავშირებით. მას შემდეგ ოჯახებით ბორა ბორას ესტუმრნენ. ახლა კი, სანდო წყაროს თქმით მათი მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
მირანდა ქერი ავსტრალიელ მილიარდერს ხვდება

- მირანდა და ორლანდო ჯეიმს პაკერთან და მის ოჯახთან ერთად -
მირანდა ქერი ავსტრალიელ მილიარდერს ხვდება

ამბობენ იმასაც, რომ მირანდა ახალი ბოიფრენდის დახმარებით, რომელსაც კინო ინდუსტრიაშიც კარგად იცნობენ აპირებს მოდელობისთვის ცოტახნით თავის დანებებასა და მსახიობის როლის მორგებას. 'ქერი მზადაა დიდ კინოში მოსინჯოს ძალები.'-აცხადებს მათთან დაახლოებული პირი.

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 »
Back to Top