;
10 დეკემბერი 2013      AnnLennon     4 კომენტარი     ნანახია 2228-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა

ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

რამოდენიმე თვეა ბრიტანეთში მიმდინარეობს ცნობილი მუსიკალური პროექტი X Factor-ის მეათე სეზონი. ურთულესი და დაძაბული კვირეების შემდეგ დადგა გადამწყვეტი მომენტი - შოუს ფინალური ეტაპი, სადაც ხალხის გადაწყვეტილებით მონაწილეობას მიიღებს სამი შემსრულებელი: ლუი ვოლშის გუნდიდან ორი მონაწილე ლუკ ფრენდი და ნიკოლას მაკდონალდი , ხოლო შერონ ოზბორნის გუნდიდან კი სენსაციური მომღერალი, რომელსაც სელინ დიონს ადარებენ სემ ბეილი . ნახევარ ფინალურ შოუს უკვე გამოეთიშა გარი ბარლოუს ერთადერთი გუნდი Rough Copy. როგორც, პროექტის ორგანიზატორები გვარწუნებენ ფინალი გრანდიოზული იქნება, სადაც იმღერებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან ელტონ ჯოლი, The Killers, One Direction, ტომ ოდელი და ერთ-ერთი ჟიურის წევრი გარი ბარლოუ . ფინალური შოუ 14 დეკემბერს უემბლის არენაზე გაიმართება. მანამდე კი მოდით გავიცნოთ X Factor 2013-ის დარჩენილი სამი ფინალისტი.
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

Luke Friend
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

ლუკ ფრენდი - 17 წლის ბრიტანელი მუსიკოსი დევონიდან. მისი დამახასიათებელი თვისებაა ნებისმიერი
სიმღერის გარდაქმნა და მისეული ვერსიის შემოთავაზება. მღერის 13 წლიდან და ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია X Factor-ის ისტორიაში. ლუკს საკუთარი სტილი და შესრულების მანერა აქვს. ‘ლუკ შენ გაქვს შენეული სტილი, მე მიყვარს შენი ხმა და მადლობას გიხდი, რომ ქასთინგზე მოხვედი.’ - ლუი ვოლში.
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

შესარჩევ ტურზე მან Ben E. King-ის 'Stand By Me’ შეასრულა, რითიც ოთხივე ჟიური მოხიბლა, განსაკუთრებით კი ნიკოლ შერზინგერი. რაც შეეხება ფინალურ შოუს, ლუკი შეასრულებს ორ სიმღერას One Direction-ის 'What Makes You Beautiful' და fun-ის 'We Are Young'. გთავაზობთ, მის საუკეთესო ლაივ პერფორმანსებს, ფოტოებსა და გიფებს.
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები





ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები





Nicholas Mcdonald
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

ნიკოლას მაკდონალდი - შოუს ყველაზე პატარა 16 წლის მომღერალი. გაიზარდა შოტლანდიაში და X Factor-ის ქასთინგზე გასვლას 12 წლიდან ელოდებოდა. მას ფანების არმია ჰყავს, მთელი შოტლანდია მისი გულშემატკივარია. ნიკოლასმა შესარჩევ ტურზე "You Raise Me Up" იმღერა და ჟიურის სამი წევრი მოხიბლა, გარდა გარისა. მეორე და მესამე ეტაპზე კი "A Thousand Years" და ჯეისონ მრაზის "I Won't Give Up" . ის გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია. ფინალურ შოუზე შოტლანდიელი მომღერალი რობი უილიამსის ქენდისა და Sarah McLachlan-ის 'Angel'-ს.




ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები





Sam Bailey
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

სემ ბეილი - იქს ფაქტორის მეათე სეზონის ერთპიროვნული ლიდერი. შერონ ოზბორნის გუნდის წევრი. 36 წლის ციხის პოლიციელი, რომელმაც ყოველგვარი საზღვრები დაამსხვრია და დაამტკიცა, რომ 2 შვილის დედასაც შეუძლია გახდეს ვარსკვლავი. სემს საოცარი დიაპაზონი აქვს და უმაღლესი ნოტების აღება შეუძლია. შესარჩევ ტურზე მან ბიონსეს "Listen" შეასრულა და ოთხივე ჟიურიწ წევრი ფეხზე წამოაყენა. ერთ-ერთ ლაივ შოუზე სელინ დიონის ცნობილი ჰიტის ‘My Heart Will Go On’-ის შესრულების შემდეგ გარი ბარლოუმ საჯაროც განაცხადა, რომ სემმა ეს სიმღერა სელინზე უკეთ იმღერა. ფინალურ შოუზე ბრიტანელების ფავორიტი კონკურსანტი ლედი გაგას რეპერტუარით 'The Edge of Glory' და ჯენიფერ რაშის 'Power Of Love' წარსდგება უემბლის არენაზე.


ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები




ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები


* * *
ბრიტანული X Factor 2013-ის ფინალისტები

კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

4


  • demetria თქვა:
    11 დეკემბერი 2013 15:48 - ID: 4,
    ბიჩემი რა კარგები არიან love
    ლუკი მართლა საყვარელიააა love

  • ta_mo თქვა:
    10 დეკემბერი 2013 18:30 - ID: 3,
    მეორე წელია რაც შევეშვი X ფაქტორს, არც ერთი ფინალისტი არ მომწონს, ნუ სემის ხმა კარგია, მაგრამ ახალი და განსაკუთრებული ვერაფერი ვერც ერთ მათგანში ვერ დავინახე.

  • KaTy )) თქვა:
    10 დეკემბერი 2013 17:44 - ID: 2,
    ყველაა კარგიაა მაგრამ Rough Copy_ც უნდა ყოფილიყო ფინალშიი :((( ძალიან მაგარი ჯგუფია და უნდა გასულიყნენ , აქედან არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს , ყველა კარგიაა <3 love

  • Creep თქვა:
    10 დეკემბერი 2013 17:38 - ID: 1,
    ის ლუკი რა საყვარელია <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top