;
13 დეკემბერი 2013      fashionista     33 კომენტარი     ნანახია 7047-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები


Chanel-ის „Métiers D’Art“-ის 2013/14 წლის კოლექციის სახე - კრისტენ სტიუარტი

შანელის სახლმა ოფიცილაურად დაადასტურა, რომ „ Métiers D’Art “-ის 2013/14 წლის კოლექციის სახე კრისტენ სტიუარტი გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი და თინეიჯერების კერპი, რომლემაც სახელი გაითქვა ბინდი საგის სერიებით, ფრანგული მოდის სახლის და მისი კრეატიული დირექტორის კარლ ლაგერფილდის ახალი მუზაა.

Chanel-ის  2013/14 წლის კოლექციის სახე კრისტენ სტიუარტი იქნება! Chanel-ის  2013/14 წლის კოლექციის სახე კრისტენ სტიუარტი იქნება!

2013 წლის 10 დეკემბერს გაიმართა Chenel-ის Metiers d'Art-ის ჩვენება დალასში, რომელსაც კრისტენიც დაესწრო. ჩვენებასთან ერთად გაიმართა კარლ ლაგერფილდის ახალი ფილმის პრემიერა „დაბრუნება“, რომელიც ეძღვნებოდა Coco Chanel-ის დაბრუნებას პოდიუმზე 1953 კოლექციით. ჩვენების დღესვე, ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრისტენ სტიუარტი შანელის ახალი კოლექციის „Métiers D’Art“-ის 2013/14 წლის კოლექციის სახე იქნება, რომლის სარეკამლამო კამპანიის გადაღებას შანელის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი პირადად უხელმძღვანელებს. სარეკლმაო რგოლის გამოსვლა 2014 წლის მაისში იგეგმება.



კრისტენ სტიუარტი, რომელიც თავისი დამახასიათებელი სპორტული ყოველდღიური სტილით, ძირითდად ვიწრო ჯინსებით, „sneakers-ებით“ და მაისურებით გამოირჩევა და მოდის კრიტიკოსების გაოცებას და კრიტიკასაც ხშირად იმსახურებს, მოდის სამყაროსგან არც მთლად შორსაა. ვარსკვლავი მრავალი ცნობილი ბრენდის სამოსით ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე და დროებით ტოვებს თავის საყვარელ თავისუფალ სტილს. რაც შეეხება მის და Chanel-ის ურთიერთობას, ფრანგული ბრენდის მიმართ სიმპათიები ყოველთვის გააჩნდა და ფრანგული ბრენდის სამოსით წითელ ხალიჩაზეც გამოჩენლია.





თავად კრისტენ სტიუარტისა და ფრანგული სახლის მთავარი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის პირველი შეხვედრა კი 2012 წელს მოხდა, როდესაც ვარსკვლავი პარიზში Chanel Couture ფოტო-გადაღებაში იღებდა მონაწილეობას. ასევე ვარსკვლავი 2013 წლის გაზაფხულზე პარიზში გამართულ შანელის ჩვენებას დაესწრო. მისი ბოლო კავშირი მოდის სახლთნ, რომელსაც მისი, როგორც ფრანგული ბრენდის ახალ მუზად დასახელება მოჰყვა, რამდენიმე დღის წინ გაიმართა.


2012 წელს პარიზში წვეულებაზე



უნდა აღინიშნოს, რომ მოდის სახლებთან და მათ კამპანიებში მონაწილეობა კრისტენისთვის უცხო არ არის.
2012 წელს იგი გახდა ბრენდ "ბალენსიაგას" სახე და მისი სუნამოს „ფლორაბოტანიქის“ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა კრისტენის ახალი სარეკლამო ბანერი ბალენსიაგას ახალი სუნამოს „როზაბოტანიქის“ კამპანიიდან, რომლის სრული ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა, და ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო ბანერი არის გასაჯაროებული. უცნობია თუ როდემდე აქვს კრისტენს ბალენსიაგასთან კონტრაქტი გახანგრძლივებული, მაგრამ, ცხადია, რომ მისი სახელი ორ მოდურ სახლთან, „შანელთან“ და „ბალენსიაგასთან“ არის დაკავშირებული და ორივე სახლის რეკლამირებას წარმატებულად ახდენს.

Chanel-ის  2013/14 წლის კოლექციის სახე კრისტენ სტიუარტი იქნება!

კრისტენის ფოტოები დალასში გამართული შანელის კოლექციის ჩვენებიდან,
რომლის წვეულებასაც კრისტენი მეგობარ დაკოტა ფენინგის გარემოცვაში ესწრებოდა.






კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

33


  • taamuunaa თქვა:
    24 იანვარი 2014 20:52 - ID: 33,
    ჩეემიიი კრისტენიიიიიიიიიი love

  • elentussaa თქვა:
    19 დეკემბერი 2013 01:31 - ID: 32,
    კარგი ხარ კრისტ love

  • gvantsa777 თქვა:
    18 დეკემბერი 2013 00:34 - ID: 31,
    ძალიან ეშხიანია კრისტენი love

  • loseyourself თქვა:
    16 დეკემბერი 2013 22:07 - ID: 30,
    კარლს არაერთხელ უთქვამს რომ მოსწონს არა სტანდარტული არამედ ეგზოტიკური სილამაზე, (ინდივიდუალურობა და შარმი) :)) რაც არ უნდა თქვნა ანტიფანებმა ლამაზი და შარმიანი გოგოა :))) love

  • linaa თქვა:
    16 დეკემბერი 2013 11:01 - ID: 29,
    love woow dzalian magaria

  • Bao თქვა:
    15 დეკემბერი 2013 23:35 - ID: 28,
    უმაგრესი მაკიაჟი ქონდა, ულამაზესიაა....უუ უუ მაგარიაა ძალიან მომეწონა ეს გადაწყვეტილება, რომ კრისტენი შანელის სახე იქნება. ჩემთვიის სრულიად მისაღები. ველი მოვლენების განვითარებას love
    კარლი უსულო ქანდაკებას გავს.

  • evergreen_angel თქვა:
    15 დეკემბერი 2013 11:09 - ID: 27,
    ციტატა: (((liza)))
    მე ამათ ტანსაცმელებს აგარ ჩავიცმევ არასოდეს რა ჯანდაბათ მინდა გუჩის ფირმა თუ მაგის სახე სტუარტი იქნება ბლინნ

    ჰაჰ თორე იქამდე ხო სულ ესეთი ბრენდები გეცვა :D

  • ani ani თქვა:
    14 დეკემბერი 2013 23:06 - ID: 25,
    The best !!! i love kristen so much love

  • liii :) თქვა:
    14 დეკემბერი 2013 18:41 - ID: 24,
    შანელი love ვაფრენ ამ ბრენდზე love

  • anna... თქვა:
    14 დეკემბერი 2013 17:28 - ID: 23,
    დარწმუნებული ვარ კარგი კამპანია იქნება კრისტენის მონაწილეობით love

  • (((liza))) თქვა:
    14 დეკემბერი 2013 15:45 - ID: 22,
    მე ამათ ტანსაცმელებს აგარ ჩავიცმევ არასოდეს რა ჯანდაბათ მინდა გუჩის ფირმა თუ მაგის სახე სტუარტი იქნება ბლინნ

  • NataLefayStew თქვა:
    14 დეკემბერი 2013 14:33 - ID: 21,
    მეამაყება ეს გოგო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! love ჩემი კრისტენი!!!!!! love

  • patella თქვა:
    14 დეკემბერი 2013 14:31 - ID: 20,
    თვითონ კრისტენი არ მომწონს, მაგრამ ზოგიერთ ფოტოსესიაში კარგადაა fellow ვფიქრობ საინტერესო გამოვა..

  • demetria თქვა:
    14 დეკემბერი 2013 14:20 - ID: 18,
    მიხარია მოუხდება რისწენი ამ ყველლაფერს და ვიცი წარმატებულიც იქნება love

  • Aniutaa თქვა:
    14 დეკემბერი 2013 13:46 - ID: 17,
    მეც მომწონს,რაღაც განსხვავებუია,ძალიან საინტერესო გამოვა...
    ცივი რაღაცნაირი სახე აქვს,მაღალი მოდა აშკარად უხდება

  • marika0704 თქვა:
    14 დეკემბერი 2013 13:01 - ID: 16,
    ეს შარვალი რაღაც ვერ მოიხდინა კრისტენმა. ისე მართლაც საინტერესოო და უცნაუურიაა. wink

  • Lolipop.. თქვა:
    14 დეკემბერი 2013 12:50 - ID: 15,
    ძალიან გამიხარდა კრისტენი რო აირჩიეს, ყველაფერი უხდება ამ გოგოს love

  • ReaL-gvaNca თქვა:
    14 დეკემბერი 2013 11:53 - ID: 14,
    ფუ რა გაუჭირდა

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top