;
17 დეკემბერი 2013      B2UTY     6 კომენტარი     ნანახია 2926-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

15 დეკემბერს გარდაიცვალა ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, ოსკაროსანი ჯოან ფონტეინი .
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია და წარმატებული როლები.

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა


ჯოანი დაიბადა 1917 წლის 22 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონია. მისი მშობლები ბრიტანელები იყვნენ. მისი ნამდვილი სახელი იყო ჯოან დე ჰევილენდი, ხოლო ფონტეინი მსახიობის სასცენო სახელი გახლდათ.
მსახიობის პირველი როლი იყო ფილმში Call It a Day 1935 წელს. მანამდე კი ჯოანმა კონტრაქტი გააფორმა კინოსტუდია RKO-სთან, რომელიც მაშინ საკმაოდ წარმატებულ კინოსტუდიად ითვლებოდა.

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა


1937 წელს ჯოანი გამოჩნდა ფილმში Ginger Rogers: A Damsel in Distress, სადაც პარტნიორობა ფრედ ასტერს გაუწია, მაგრამ კინონამუშევარმა დიდი პოპულარობა ვერ მოიხვეჭა. თუმცა 1939 წელს ჯოანმა ითამაშა კინოსურათში "ქალები", რაც მის ერთ-ერთ წარმატებულ როლად ითვლება.

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა


მაგრამ, ყველა კინომოყვარულისთვის ჯოან ფონტეინის სახელი ასოცირდება ალფრედ ჰიჩკოკის უკვდავ შედევრთან "რებეკა", სადაც ჯოანმა მთავარი როლი განასახიერა და ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა, თუმცა იმ წელს ოსკარი წილად ჯინჯერ როჯერსს ხვდა.

სამაგიეროდ, ფონტეინმა ოსკარი აიღო 1941 წლის ფილმისთვის "ეჭვი". ამ უკანასკნელის რეჟისორი იყო ალფრედ ჰიჩკოკი და ჯოანი პარტნიორობას უწევდა ისეთ ვარსკვლავს, როგორიცაა კერი გრანტი.

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა


ჯოანი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან ორი შვილი დარჩა.
ლეგენდარული ლამაზმანი 2013 წლის 15 დეკემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ამ დროს კალიფორნიაში, თავის სახლში იმყოფებოდა.

ჯოანი ამბობდა : "იმედი მაქვს 105 წლის ასაკში დავიღუპები სცენაზე, როცა პიტერ პენს განვასახიერებ."



შეგახსენენებთ, რომ ჯოანს ჰყავდა არანაკლებ ცნობილი და ოლივია დე ჰევილენდი,
რომელიც მაყურებელმა ყველაზე კარგად გაიცნო ფილმიდან "ქარწაღებულნი".

თუმცა დებს შორის მუდამ იყო კონკურენცია: დედის ყურადღებისთვის, კაცებისთვის, მთავარი როლისთვის, ოსკარისთვის და ა.შ. ჯოანას დედამ აიძულა გვარი "ფონტეინი" აეღო, რომ ოლივიასგან გამიჯნულიყო და მისი პოპულარულობა არ გამოეყენებინა საკუთარი წარმატების მისაღწევად. მან ასევე შვილს აუკრძალა Warner Bros-ის კონტრაქზე დათანხმება, რადგან ეს "ოლივიას სტუდია იყო". ჯოანა რომელიც ოლივიაზე 1 წლითა და 3 თვით პატარა იყო ბავშვობასა და კარიერის დასაწყისში დაჩაგრულად გრძნობდა თავს, თუმცა..



"ქარწაღებულნი"-ში მელანი ჰამილტონის როლზე ორივე და იბრძოლა, როლი ოლივიამ მიიღო. სამაგიეროდ ჰიჩკოკის "რებეკა" გახდა ჯოანი, და არა ოლივია. ჯოანმა კიდევ ერთხელ მოუგო დას, როდესაც 1942 წელს ოსკარი მიიღო მაშინ როდესაც, ოლივიაც ამავე კატეგორიაში იყო წარდგენილი! მოგვიანებით იხსენებდნენ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ემოციებს: ‘I felt Olivia would spring across the table and grab me by the hair. I felt four, being confronted by my older sister. Damn it, I’d incurred her wrath again!’ On her part, Olivia thought: ‘“I’ve lost prestige with my sister,” and it was true. She was haughty to me after that.’

1946 წელს კი ოლივიამ მოიგო ოსკარი To Each His Own-სთვის, მაშინ ჯოანა იხსენებს, თუ როგორ დააიგნორა დამ მისი მოლოცვა: ‘After Olivia delivered her speech and entered the wings, I went over to congratulate her as I would have done to any winner. She took one look at me, ignored my hand, clutched her Oscar and wheeled away.’

ჯოანა პირველი დაქორწინდა და ამასაც მის მოგებად თვლიდა. თუმცა დების ურთიერთობა არა კარიერულმა წარმატებამ, პირადმა თუ ფინანსურმა კრახმა დაანგრია, გოგონების დობა დედამისის ყურადღების გადანაწილებამ დაღუპა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მათ შორის კონტაქტი გაწყდა.

ჯოანი კალიფორნიაში, ოლივია კი პარიზში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ მიიღო საპატიო წოდებაც.
და აი ბოლო 35 წლის განმავლობაში მათ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის ლეგენდარულ ოსკაროსანი დებს და საერთოდ არ კონტაქტობდნენ.


ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

6


  • elga თქვა:
    20 დეკემბერი 2013 00:12 - ID: 6,
    ჩემი რებეკა ჩემი შეშინებულ სახიანი გოგო. ცუდია მისი გარდაცვალებით არავის გულთან არ მიუტანია. ნუ ჰოლივუდში კი გაიხსენებდნენ მაგრამ ჩვენთან ცოტამ თუ იცის ეს მსახიობი.გული დამწყდა

  • NataLefayStew თქვა:
    19 დეკემბერი 2013 20:44 - ID: 5,
    recourse love

  • keetaa თქვა:
    18 დეკემბერი 2013 15:29 - ID: 4,
    sad

  • gvantsa777 თქვა:
    18 დეკემბერი 2013 00:32 - ID: 3,
    sad

  • liliana თქვა:
    17 დეკემბერი 2013 16:29 - ID: 2,
    sad

  • B2UTY თქვა:
    17 დეკემბერი 2013 16:04 - ID: 1,
    Rest in peace angel... Misi monacileobit rebecca, suspicious da letters from unknown woman mkonda nanaxi mxolod magram mainc dzaalian did pativs vcemdi.. sakmaod dzlieri msaxiobi iyo tan mixaroda rom kidev erti cocxali legenda gvyavda magram isic daigupa (( cudia rom im dzveli pakaleniis msaxiobebi nel-nela gveclebian xelidan titkos is epoqa morcha da am unichota xelshi vrchebit.... viga darcha exla laureni,sopia, claudia, brigitte,gina... da samagierod gvyavs selena miley demi da egeti debilebi : (

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top