;
17 დეკემბერი 2013      Hermione...♥     16 კომენტარი     ნანახია 2025-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
უმშვენიერესი ოსკარის ნომინანტი კანადელი მსახიობი, ელენ პეიჯი ყველასაგან განსხვავებული სახეა თანამედროვე კინოინდუსტრიაში. 26 წლის პეიჯი უარს ამბობს ტიპური ჰოლივუდის ვარსკვლავი გოგონას იმიჯის მორგებაზე, ხშირად მონაწილეობს ვიწრო სეგმენტზე გათვლილ არტჰაუზის ფილმებში და შავი იუმორითაც გამოირჩევა. მსახიობის თქმით, უდიდეს სიამოვნებას კონკრეტული როლის შესრულებისას იღებს, მისით მიღწეული წარმატება და კი პოპულარობა კი მეორეხარისხოვანია. ელენს ასევე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ფემინისტია და ეს მის ქმედებებშიც აშკარად გამოიხატება - არასოდეს თანხმდება სტერეოტიპებზე დაყრდნობით შექმნილი სულელი და სუსტი გოგონების როლებს და ღიად აკრიტიკებს სექსისტური შეხედულებების მქონე პიროვნებებს. პეიჯის ინტერვიუებში ყოველთვის იკვეთება მისი ინდივიდუალიზმი, არატრადიციული მსოფლმხედველობა, მაღალი ინტელექტის დონე და საკუთარი პროფესიისადმი სერიოზული მიდგომა. მოდით, თვალი გადავავლოთ მსახიობის გამონათქვამებს.
ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-ყველას ჰგონია, რომ გოგონებს უნდა უყვარდეთ მძინარე მზეთუნახავი, მაგრამ ვის და რატომ უნდა მოუნდეს სუსტი და ბედისწერაზე მინდობილი პრინცესას ადგილას ყოფნა, როდესაც შეგიძლია ალადინის ადგილზე ყოფნასა და მის თავბრუდამხვევ თავგადასავლებში გაბმაზე იოცნებო?

-არასოდეს არაფერი მინდოდა ჰოლივუდისგან, რადგანაც მიმაჩნია, რომ შენი ფილმებით გარკვეული სათქმელი უნდა გადმოსცე, ამერიკული კინოინდუსტრია კი იშვიათად თუ გაძლევს ამის საშუალებას.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-არ მინდა, რომ ჩემს საქმიანობაზე დამოკიდებული გავხდე. სიამოვნებას მანიჭებს ჩემი პროფესიით მოღვაწეობა, მაგრამ არ მსურს, რომ მის გარეშე თავი ცუდად ვიგრძნო.

-კარიერა კანადაში დავიწყე, სადაც ყოველთვის დაბალბიუჯეტიან ფილმებს იღებენ და იქიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანია არა მაღალი ჰონორარი, არამედ საინტერესო სცენარი და არტისტული თვითშეგნების სრული გამოხატულება.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-ვბრაზდები, როდესაც ფილმის დაბალ შემოსავალს თითქმის სულ ქალ მსახიობებს აბრალებენ, მამაკაცებს კი არასოდეს.

-როგორი ხარისხიანი შესრულებაც არ უნდა შემოგვთავაზონ, უსიამოვნო გრძნობას მგვრის იმ მსახიობების ყურება, რომლებიც მკვათრად განსხვავებული აქცენტით გამოირჩევიან.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-მე მიყვარს მეტსახელები, რადგანაც მათი მეშვეობით თავს ნაკლებად მარტო ვგრძნობ.

-მიყვარს იმ როლების შესრულება, რომლებსაც მთელი შენი არსება უნდა მიუძღვნა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ემოციური მიზეზებით იქნება გამოწვეული თუ კასკადიორის ამპლუაში მომიწევს თავის გამოცდა.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-ნერვებს მიშლის იმ ფილმების არსებობაც კი, სადაც მამაკაცები საკუთარ ბედს თავად განაგებენ, ქალები კი უბრალო დეკორაციებად გვევლინებიან.

-სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სექსიზმის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ჩარჩოებში მოქცეულ, ტრადიციულ დედა-შვილურ ურთიერთობებს.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-10 წლის ვიყავი, როცა მსახიობობა დავიწყე. მას შემდეგ უამრავი ფილმის სცენარი წამიკითხავს და მინდა გითხრათ, რომ მათი 90% ნამდვილი ნაგავია.

-თინეიჯერობის ხანა რომ 70-იან წლებში გამეტარებინა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-მე ერთი უბრალო კანადელი ქალაბიჭა ვარ, რომელსაც გულწრფელი და მებრძოლი სულის პატრონი გმირების განსახიერება უყვარს.

-კარგ კომედიას არასოდეს აკლია ტრაგედიის გარკვეული დოზა. დიდი ინტერესით შევისწავლე ის პარადოქსი, რაც კომედიას ხარისხიანს ხდის.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-როდესაც რაიმეს მიმართ ძლიერი გრძნობები გამაჩნია, იმ თემაზე გაჩუმება არ შემიძლია.

-ჩვენ ვიზრდებით და პიროვნებებად ვყალიბდებით ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყველა გვეუბნება თუ რა უნდა გავაკეთოთ და ვერ აცნობიერებენ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება უფრო წაგვადგება.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-მიუხედავად ჩემი ფიცხი ხასიათისა, თავს მეამბოხედ არ მივიჩნევ.

-არ მიყვარს საკუთარი ფილმების ყურება და პრემიერებზე, ხალხით გავსებულ კინოთეატრებში თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები
-ბავშვობიდანვე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა სხვადასხვა ისტორიების მოყოლა.

-თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგანაც ჩემს ასაკში ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ, შემიძლია შევქმნა რაც მსურს, უარი ვთქვა უამრავ ბიუროკრატიულ პროცესზე და დრო წერას დავუთმო.

ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები ელენ პეიჯის გამონათქვამები

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

16


  • Hermione...♥ თქვა:
    19 დეკემბერი 2013 21:50 - ID: 16,
    niniko♥,
    Lolipop..,
    tata ۰۪۫۰,
    დიდი მადლობა სამივეს! love

  • NataLefayStew თქვა:
    19 დეკემბერი 2013 21:04 - ID: 15,
    ვგიჟდებიიიიიიიიიიი! love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    18 დეკემბერი 2013 22:08 - ID: 14,
    ძალიან საყვარელი, ნიჭიერი და ჭკვიანი გოგოა, აი რომ ვუყურებ ისევ პატარა მგონია :) <3 სიახლე ძალიან კარგია love

  • Lolipop.. თქვა:
    18 დეკემბერი 2013 21:19 - ID: 13,
    როგორ მომწონს ეს გოგო, ძალიან მელამაზება გარეგნულად უცხო და საყვარელია.. ყველაფერთან ერათად უნიჭიერესი მსახიობიცაა და თითქმის ყველა როლში ავლენს თავის ნიჭიერებას love

    მიყვარს იმ როლების შესრულება, რომლებსაც მთელი შენი არსება უნდა მიუძღვნა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ემოციური მიზეზებით იქნება გამოწვეული თუ კასკადიორის ამპლუაში მომიწევს თავის გამოცდა.

    კარგი სიახლეა ძალიანნ feel

  • niniko♥ თქვა:
    18 დეკემბერი 2013 17:46 - ID: 12,
    რომ ვუყურებ ასე მგონია 16 წლის არის , სახეზე ძალიან ახალგაზრდა შეხედულებით გამოირჩევა რაც ძალიან საყვარელს ხდის ამასთან ის უნიჭიერესი და ჭკვიანი გოგოა love love
    ძალიან მომწონს შენი დადებული ნიუსები... :)

  • Hermione...♥ თქვა:
    18 დეკემბერი 2013 17:44 - ID: 11,
    meducha,
    Juno, Hard Candy, Inception, Whip It, The East, Mouth to Mouth, To Rome with Love, Super, Peacock, An American Crime...
    ta_mo,
    demetria,
    უღრმესი მადლობა love და შევეცდები, რომ ამიერიდან უფრო ხშირად დავდო ელენზე ნიუსები :)

  • tamo თქვა:
    18 დეკემბერი 2013 17:33 - ID: 10,

    კარგ კომედიას არასოდეს აკლია ტრაგედიის გარკვეული დოზა. ეს მომეწონა მარტო :P)

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    18 დეკემბერი 2013 15:54 - ID: 9,
    ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი მსახიობია, პლიუს უსაყვარლესიც<3

  • demetria თქვა:
    18 დეკემბერი 2013 15:31 - ID: 8,
    მომეწონა სიახლე კარგი გოგოააა love

  • tatagutsy თქვა:
    18 დეკემბერი 2013 11:18 - ID: 7,
    ძალიან,ძალიან,ძალიან ჭკვიანი გოგოა. love

  • B2UTY თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:52 - ID: 6,
    Mevazeba...xD hollywoodze vetanxmebi

  • ta_mo თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:51 - ID: 5,
    ძალიან გამახარე თიკა ამ ბრწყინვალე სიახლით love
    ელენი ჩემთვის ყველანაირად შთამბეჭდავია, ნიჭიერება+მისი გონებრივი შესაძლებლობები+ვიზუალი, გენიალური ციცქნა არსებაა, რომლის ყურებითაც არასდროს დავიღლები love adn she's sexy wink
    ენჯელზე გვჭირდება პეიჯი უფრო დიდი დოზით wink

  • meducha თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:43 - ID: 4,
    როგორ მეცნობა ეს გოგო, მაგრამ ვერ ვიხსენებ. იქნებ დაწეროთ რომელ ფილმებში თამაშობს?

  • Hermione...♥ თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:18 - ID: 3,
    ჩემი ჰიპსტერი პრინცესა..! მიყვააარს love საუკეთესოა ელენი, ყველასაგან გამორჩეული როგორც ხასიათით, ისე სილამაზითა და ნიჭით. საოცარი პიროვნებაა, მარტო თვალები აქვს იმდენად ღრმა და აზრიანი, რომ უცებ მიხვდები როგორი საინტერესო და ექსტრაორდინალური პიროვნებაც ბრძანდება. რაც შეეხება ფრაზებს, ყველა საკითხში ვეთანხმები და მიხარია, რომ ასეთი თავგამოგამოდებული ფემინისტია. ძალიან ჭკვიანია, ისიც მომწონს, რომ მომენტებში თავისი ხასიათის "შავ-ბნელ" შტრიხებს ავლენს (ჩემსავით), მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა, რომ გულით დიდ სითბოსა და სიყვარულს ატარებს. გარეგნულადაც ულამაზესია, არ მბეზრდება მისი სპეტაკი და ბავშვური სახის ყურება, რომელიც მის მტკიცე ხასიათთან საკმაოდ საინტერესო კონტრასტს ქმნის. როგორც მსახიობი კი უძლიერესია, გამბედავი შესრულების სტილით გამოირჩევა და პროექტებსაც ჭკვიანურად ირჩევს, ძირითადად დამოუკიდებელ ფილმებში გვევლინება, მაგრამ არც მსხვილ პროექტებს ივიწყებს, რაც ჩემი აზრით, საუკეთესო სინთეზია. მოკლედ, ყველანაირად იდეალურია ჩემთვის ეს გოგო და მის მერე ზოგიერთ "დროჟით" გაფუებულ, გაუნათლებელ და გაუთლელ სირაქლემებს რომ გააღმერთებენ მოდი და ნუ მოგეშლება ნერვები wink
    MARAUDER,
    ძალიან დიდი მადლობა, მარიტა ♥♥♥

  • MARAUDER თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:12 - ID: 2,
    უნიჭიერესი და უსაყვარლესია love
    პეიჯის ინტერვიუებში ყოველთვის იკვეთება მისი ინდივიდუალიზმი, არატრადიციული მსოფლმხედველობა, მაღალი ინტელექტის დონე და საკუთარი პროფესიისადმი სერიოზული მიდგომა. აი, რატომ მიყვარს ასე ძალიან love
    თიკა, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი სტატიაა love

  • ruska10 თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:11 - ID: 1,
    <3 რა საყვარელიააა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top