;
19 დეკემბერი 2013      ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮     17 კომენტარი     ნანახია 12854-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები

ლეონარდო დიკაპრიო ყველასათვის კარგად ნაცნობი 38 წლის ამერიკელი მსახიობია.დაიბადა 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს-ანჯელესში. მან ითამაშა ისეთ პოპულარულ ფილმებში როგორებიცაა Titanic,Django Unchained,The Great Gatsby,Revolutionary Road,Shutter Island,The Departed და ა.შ. ლეონრდო ნომინირებულია სამ ოქროს გლობუსზე და ოქროს გლობუსის ჯავილდოვებაზე. მან მოიგო ოქროს გლობუსი როგორს საუკეთესო მსახიობი კაცი,პერფორმანსისთვის ფილმში The Aviator (2004).
გადავხედოთ ფილმოგრაფიას:


This Boy's Life / ამ ბიჭის ცხოვრება (1993)
ლეონარდომ ამ ფილმში 18 წლის ასაკში ითამაშა და განასახიერებს ტობი ვულფს.ფილმი გამოვიდა 1993 წლის 9 აპრილს.ფილმში ლეონარდოს მამინაცვალის როლს ასრულებს რობერტ დე ნირო.ფილმი მოგვითხრობს ახალგაზდრა ბიჭის ცხოვრების შესახებ დედის მეორედ გათხოვების შემდეგ.
ჟანრი:დრამა, ბიოგრაფია

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
What's Eating Gilbert Grape / რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? (1993)
ლეონარდო ფილმში ერნი გრეიფს განასახიერებს.ფილმში ასევე მონაწილეობს ჯონი დეპი.ფილმის შინაარსი ასეთია:
გილბერტ გრეიპი შტატ აიოვაში ცხოვრობს პატარა ქალაქში ათას კაციანი მოსახლეობით.მას ორი და ,გონებაჩამორჩენილი ძმა და სქელოა დედა ჰყავს.გილბერტი მაღაზიაში მუშაობს და გათხოვილ ქალბატონთან აქვს რომანი .მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ქალაქში ახალგაზრდა ლამაზი ქალი ბეკი ჩამოდის.
ჟანრი:დრამა, მელოდრამა

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
The Basketball Diaries / კალათბურთელის დღიურები (1995)
ოპიუმს შეუძლია ლოდინი.მისი ძალაუფლების ქვეშ როდესმე ჯიმიც აღმოჩნდება. მორიგი დოზისთვის ის მზადაა მოიპაროს, მოკლას და გაიყიდოს! ეს იქნება.როდესმე.დროის ამბავია.მოთხრობა ცნობილი მუსიკოსის და პოეტის - ჯიმ კეროლის - ქუჩის ყველაზე ღრმა ძირზე დაშვებაზე. ფილმი გადაღებულია სასტიკ სტილში, რომელშიც შოკის მომგვრელი სცენებია ნანჩვენები.
ჟანრი:დრამა, ბიოგრაფია, კრიმინალური, სპორტული

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Total Eclipse / სრული დაჩრდილვა (1995)
რთული, ვნებიანი და ამავე დროს ორაზროვანი მე–19 საუკუნის ფრანგი პოეტების ურთიერთობის ისტორია: პოლ ვერლენის და ახალგაზრდა არტიურ რემბოს. სასიყვარულო სამკუთხედში ნამდვილი ტრაგედია ვითარდება.
ჟანრი:დრამა, ბიოგრაფია, მელოდრამა

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Romeo + Juliet / რომეო +ჯულიეტა (1996)
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია.
ჟანრი:დრამა, მელოდრამა, კრიმინალური

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Titanic / ტიტანიკი (1997)
ჯეკი და როუზი ერთმანეთს ლეგენდარული გემზე- ტიტანიკზე გაიცნობენ. მათ არ იცოდნენ, რომ მდიდრული ლაინერი ჩრდილოეთი ატლანტიკის ყინულოვან ოკეანეში აისბერგს შეეტაკება და მათი ვნებიანი სიყვარული სიკვდილთან ბრძოლაში გადაიქცევა.
ჟანრი:დრამა, სათავგადასავლო, რომანტიული

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
The Man in the Iron Mask / ადამიანი რკინის ნიღაბში (1998)
საფრანგეთის ბრწყინვალებისა და სასოწარკვეთილების დროებაში დატანჯული საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XIV კი სიცოცხლით ტკბება იმ დროს როდესაც მთელი ქვეყანა მშიერია. ლიუდოვიკს, რომელიც სრულიად დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, მხოლოდ ერთი ადამიანის ეშინია, რომელსაც შეუძლია მის მეფობას ბოლო მოუღოს, – მისით სამუდამო პატიმრობისთვის მისჯილის და რკინის ნიღაბში ჩამწყვდეულის. მაგრამ როდესაც მეფე ძალიან შორს შეტოპავს, ყოფილი მუშკეტორები ატოსი, პარტოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა მათ ერთგული მეგობარი, დ'არტანიანი, – თუ წინააღმდეგ აღუდგება?
ჟანრი:დრამა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
The Beach / სანაპირო (2000)
რიჩარდი, ამერიკელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სწყურია თავგადასავლები, ტაილანდში მიემგზავრება, სადაც იაფფასიან სასტუმროში უცნაურ ადამიანს გაიცნობს. ეს ადამიანი მას საიდუმლო კუნძულის რუქას გადასცემს, სადაც "ბალახი" სარეველა ბალახივით იზრდება, სანაპიროზე კი კომუნა ცხოვრობს. ეს არის დედამიწის სამოთხე. რიჩარდი გაიცნობს ფრანგების წყვილს და ისინი სამივე ერთად მიემგზავრებიან ამ კუნძულზე. მათ უამრავი თავგადასავალი გადახტებათ თავს და გმირებს საკმაოდ საინტერესო ფინალი ელოდებათ.
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Catch Me If You Can / დამიჭირე, თუ შეძლებ (2002)
ფრენკ ებეგნეილმა მოასწრო ექიმად, ადვოკატად და პილოტად მუშაობა - და ყველაფერი ეს სრულ 21 წლამდე, ანუ სრულწლოვანებამდე მოასწრო. ტყუილის და ტაღლითობის ოსტატი, მას საბუთების გაყალბების ნიჭიც ჰქონდა, რასაც საბოლოო შედეგად მისთვის მილიონობით დოლარები მოჰქონდა, რომლებიც მან გაყალბებულ ჩეკებით მიიღო. ფედერალური ბიუროს აგენტი კარლ ხენრერტი ყველაფერს მისცემდა, ოღონდ ფრენკი აეყვანა და პასუხისმგებლობა აგებინებინა თავისი ქმედებებისათვის, მაგრამ ფრენკი მას ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს და აიძულებს დადენება გააგრძელოს.
ჟანრი:დრამა, ბიოგრაფია, კრიმინალური

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Gangs of New York / ნიუ იორკის ბანდები (2002)
ნიუ-იორკი, 1863 წელი. 'ამერიკული ოცნების' ქალაქის ღარიბ ველურ რაიონებში მხოლოდ ერთი კანონი მოქმედებს - ძალის კანონი. აქ ყველანაირი იარაღი გამოიყენება, არავინ არ ითვლის და არ დასტირის დაღუპულებს. ერთერთ სასტიკი შეტაკების დროს მეთაურის ხელით 'მკვიდრი ამერიკელების' - ზედმეტსახელად ყასაბი ბილი - იღუპება 'ირლანდიელების' ბანდის წინმძღოლი - ველონი. მისი შვილი მასტედამი დიდი ხნით ხდება გამოსასწორებელ სკოლაში, და ყასაბის მიმართ შურისძიების გრძნობა დღითიდღე იზრდება.
ჟანრი:დრამა, კრიმინალური

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
The Aviator / ავიატორი (2004)
ჰოვარდ ჰიუზმა მზმისგან მემკვიდრეობით მიღებული პატარა ქარხნისგან გიგანტური ფანტასტიურად მომგებიანი საწარმო შექმნა. ის ყველაზე დიდი კინოკომპანიის მფლობელი გახდა და თავისი დროის ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი გადაიღო ამით კი უმშვენიერესი ჰოლივუდის ვარსკვლავების გგუკები დაიბყრო. მას ლას-ვეგასის ყველაზე პრესტიჟული კაზინოები ეკუთვნოდა და მსოფლიოში სიდიდით მეორე ავაიკომპანია შეიძინა. მაგრამ მაინც, დედამიწაზე ბედნიერებას ვერ პოულობს, მხოლოდ ზევით, რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე ის ბედნიერებას პოულობს, იქ სადაც ყველაფერს პილოტის ოსტატობა და ღმერთი წყვეტს, არაფერს არააქვს ისეთი ფასი, როგორც ერთგულებას და პატიოსნებას.
ჟანრი:დრამა, ბიოგრაფია

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
The Departed / ორმაგი თამაში (2006)
პოლიციის აკადემიის ორი საუკეთესო სტუდენტი ორი სხვადასხვა ბარიკადის მხარეს აღმოჩნდენ: ერთი მათგანი - მაფიის აგენტია სამართალდამცავ ორგანოებში, მეორე - მაფიის რიგებში შემძვრალი პოლიციის აგენტია. ორივე თავს ვალდებულად თვლან მოწინააღმდეგეს გამოაშკარავებაში და განადგურებაში.
ჟანრი:დრამა, ტრილერი, კრიმინალური

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Blood Diamond / სისხლიანი ალმასი (2006)
1999 წელი, სიერა-ლეონე. სამოქალაქო ომი. სისხლი და ხაოსი. ამ დაძაბულ ატმოსფეროში მოქმედებს კონტრაბანდისტი, რომლის სპეციალობაც - ბრილიანტებია. მას სულაც არ აინტერესებს, რომ ამ თვლებს იყენებენ განვითარებული კომფლიქტის დაძაბულობის მოსამატებლად. მაგრამ ერთხელ კონტრაბანდისტი შეხვდედბა ადგილობრივ ფერმერს, რომელსაც დაეკარგა შვილი.როგორც ამბობენ ბიჭი "ბავშურ ჯარში" წაიყვანეს... და ორი საერთოდ განსხვავებული ადამიანი არაბუნებრივ კოალიციას ქმნიან.
ჟანრი:დრამა, სათავგადასავლო, ტრილერი

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Revolutionary Road / ცვლილებათა გზა (2008)
ფილმის მოქმედება 50–ნი წლების შუალედში ვითარდება და მისი მთავარი გმირები – პროვინციული ოჯახის წევრები არიან.ფრენკი და ეიფრილი დანარჩენ ოჯახის წევრებისგან განსხვავდებიან და პარიზში ცხოვრების დიდი სურვილი აქვთ,მაგრამ მეუღლეებს ბედისწერა არასასიამოვნო სიურპრიზების რიგს უმზადებს.
ჟანრი:დრამა, მელოდრამა

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Shutter Island / შეშლილთა კუნძული (2010)
ორი ამერიკელი ნაფიცმსაჯული ერთ კუნძულზე გაემგზავრებიან მასაჩუსესის შტატში შეშლილი დამნაშავეების კლიენტის პაციენტის გაუჩინარების გამოსაძიებლად. გამოძჳებისას მათ მოუწევთ სიცრუის აბლაბუდაში გახვევა, რომელიც ქარიშხალივით დაატყდებათ თავს და კლინის ბინადრების სასიკვდილო ბუნტთან, რომლებიც მათ კუნძულზე დატოვებენ , როგორც მახეში.
ჟანრი:დრამა, დეტექტივი, ტრილერი

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Inception / დასაწყისი (2010)
პატარა ფირმის აღმასრულებელი დირექტორი მართავს კანტორას, რომლის თანამშრომლებს შეუძლიათ შეაღწიონ სხვა ადამიანის გონებაში და დაავიწყონ ის ინფორმაცია რომელიც არ უნდა იცოდეს, ან პირიქით დაამახსოვროს ის რაც სინამდვილეში არ მომხდარა
ჟანრი:ფანტასტიკა, დრამა, დეტექტივი, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
J. Edgar / ჯ.ედგარი (2010)
ფილმი ეძღვნება FBI-ს ლეგენდარულ ხელმძღვანელს ედგარ გუვერს. ოდიოზური დირექტორი სათავეში ედგა ბიუროს ნახევარი საუკუნის მანძილზე. მან გამოუცხადა ომი ჰანგსტერებსა და კუ-კლუს-კლანის წევრებს. გუვერი აგროვებდა უამრავ დოსიეს "არასასიკეთო მოქალაქეებზე", რომელთა შორის იყვენენ ცნობილი პოლიტიკოსებიც და ჰოლივუდის ვარსკვლავებიც.
ჟანრი:დრამა, ბიოგრაფია

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
Django Unchained / ჯანგო (2012)
ჯანგო მონაა, რომელიც აღმოჩნდა თავისუფლებაზე და ეძებს თავის ცოლს–მონას. ეხმარება მას გერმანელი ექიმი კინგ შულცი. რასიზმი და მონობა აღიზიანებს მას, ამიტომ ის ათავისუფლებს ჯანგოს და ასწავლის მას თავის ხელობას.
ჟანრი:დრამა, სათავგადასავლო, კომედია, ვესტერნი

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
The Great Gatsby / დიდი გეთსბი (2013)
საოცარი და დახვეწილი ისტორია ძლიერი მამაკაცის "წარმატებული სვლის" შესახებ, რომელიც გულწრფელად თვლიდა, რომ ძალაუფლების მწვერვალს მიღწეული ის ავტომატურად გახდებოდა ბედნიერი. მამაკაცი, რომლის ილუზიების გაქარწყლება მიმდინარეობდა ნელა და ძალიან მტკივნეულად.
ჟანრი:დრამა, მელოდრამა

ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია
ლეონარდო დიკაპრიოს ფილმოგრაფია

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები
Tags:

17


  • Salo Mea თქვა:
    2 მარტი 2014 21:19 - ID: 17,
    ყველა მიყვარს

  • johnnydeppforever თქვა:
    9 თებერვალი 2014 17:57 - ID: 16,
    უბრალოდ გენიალურია! ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი!

  • stilinski თქვა:
    26 დეკემბერი 2013 21:29 - ID: 15,
    ციტატა: salolo
    უმაგრესი , უსაყვარლესი და უნიჭიერესი მსახიობია. ძალიან მიყვააააააარს love

  • salolo თქვა:
    25 დეკემბერი 2013 19:04 - ID: 14,
    უმაგრესი , უსაყვარლესი და უნიჭიერესი მსახიობია. ძალიან მიყვააააააარს love

  • Mari.♫ თქვა:
    23 დეკემბერი 2013 20:37 - ID: 13,
    "ლეონარდო დიკაპრიო" ეს სახელი და გვარი ჩემს ცნობიერებაში უკვე ძალიან დიდი ხანია ასოცირდება უაღრესად ნიჭიერ ადამიანთან, მისი ნიჭი ჩემთვის არის შთაგონება ლეოს ფილმების ყურებით ცხოვრებაში არ დავიღლები. ჩემი ყოველი დღე იწყება ლეონარდოს ფან-გვერდებისა თუ მისი ოფიციალური საიტების გადათვალიერებით. ეს ადამიანი ჩემთვის არის მსახიობზე მეტი.
    ჩემი აზრით, ლეო ჯერ კიდევ 1993 წელს იყო მზად, რომ აეღო ოსკარი,
    რადგან "What's eating Gilbert Grape"-ში აქვს ძალიან რთული როლი,
    გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის განსახიერება ძალიან მეეჭვება ადვილი იყო ამასთან ფილმის გადაღებების დროს ლეო სულ რაღაც 19 წლის იყო, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
    ის ფაქტი, რომ ლეოს არ აქვს ოსკარი მასზე არანაირი არ მიცვლის წარმოდგენას რადგან
    აი ის შიშველი კაცი რომ არ გეჭიროს ხელში იმის გარეშეც შეიძლება რომ გეწოდოს ჩვენი დროის ძლიერთა შორის ყველაზე ძლიერი მსახიობი. (შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ჩემთვის ასეა!)
    იყო მისი რამოდენიმე შესრულება რითაც ცოტათი უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ
    The Departed, ან თუნდაც ტარანტინოს Django ლეოსთვის იყო პიკი!!
    ჯეი გეთსბიც არაჩვეულებრივად შეასრულა,კინოს ყურების დროს რამდენჯერაც ლეო გამოჩნდებოდა
    ტანში ჟრუანტელი მივლიდა ისე კარგად ასრულებდა.
    მე (და ალბათ ყველა ლეოს გულშემატკივარიც) მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სკორესეს
    მორიგი შედევრი "The Wolf of Wall Street" ლეოსთვის ოსკარის აღების ბილეთი იქნება.

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    23 დეკემბერი 2013 00:40 - ID: 12,
    აი ძალიან მიყვარს, უდავოდ უუუნიჭიერესია, უძლიერესი მსახიობია... ამ ჩამოთვლითაგან ნახევარი ნანახი მაქვს, მარა მაინც ყველაზე მეტად შეშლილთა კუნძული მიყვარს, უმაგრესი ფილმია, რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? და დიდი გეთსბი უნდა ვნახო, ნიუსი ძალიან კარგია love

  • Lolipop.. თქვა:
    20 დეკემბერი 2013 23:07 - ID: 11,
    ერთი წინადადებით შემიძლია ლეონარდოს დახასიათება: საუკეთესოთა შორის საუკეთესოა! მაგრამ ეს ერთი წინადადებაც მრავლისმთქმელია, ეს კაცი არის უბრალოდ სასწაული ნიჭის პატრონი.
    ლეოს ერთი ფილმი მაინც რომ ნახო როგორ შეიძლება არ მოგეწონოს არ მესმის,,
    ადრე უფრო მომწონდა გარეგნულად, თუმცა ახლაც უსიმპატიურესია და რაც მთავარია უმაგრესიი მსახიობი, ყველა ფილმი მისი მონაწილეობით შედევრია! უბრალოდ მართლა სირცხვილია ამ კაცს რომ ერთი ოსკარიც არ აქვს, ერთიც ცოტაა ამისთვის უამრავ ოსკარს იმსახურებს, თუმცა ოკარს თუ არ მისცემენ ეგეც არაფერი უოსკაროდაც ძალიან ბევრს უყვარს და აფასებს მის ნიჭს..
    მისი ფილმოგრაფიიდან გამოვყოფდი 'კალათბურთელის დღიურებს', მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ჯერ კიდევ პატარაა უმაგრესად შეასრულა თავისი როლი, ემოციურად და ძლიერად სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ მის დასახასიათებლად!!!
    'შეშლილთა კუნძული', 'დასაწყისი', 'ტიტანიკი', 'სანაპირო', 'ჯანგო', კიდევ რამდენი ჩამოვთვალო ყველა ფილმი შედევრია!
    ლეოს თითქმის ყველა ფილმი ფსიქოლოგიურია და შესაძლებელია ერთნი ნახვით აზრი ვერ გაიგო,,
    მოკლედ შემიძლია გაუჩერებრად ვილაპარაკო ამ ადამიანზე
    სიახლეში სიას რამდენიმე ფილმი აკლდა, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგი ნიუსია რაც არის სრულყოფილად არის ყველაფერი ყოჩაღ ავტორო love

  • marusa თქვა:
    20 დეკემბერი 2013 11:48 - ID: 10,
    ვგიჟდები ლეოზე ძალიან ნიჭიერია და უსიმპატიურესიი უნიჭიერესია და ყველა ფილმი უმაგრესი აქვს winked

  • lady_tamo თქვა:
    19 დეკემბერი 2013 22:47 - ID: 9,
    ადამიანი - მოვლენა!
    ჩემთვის ოსკარის გარეშეც უძლიერესი მსახიობია, 5-6 ახალი ფილმი მაქვს მხოლოდ ნანახი და აღფრთოვანებული ვარ მისი მონაცემებით
    მადლობა ნიუსსითვის, სხვა ფილმებსაც გადავხედავ

  • WelchIrene თქვა:
    19 დეკემბერი 2013 22:22 - ID: 8,
    საუკეთესოთა შორის საუკეთესო მსახიობია,უძლიერესი როლები აქვს და ჩემში მოწონება მხოლოდ გარგნულ მხარესთან არ ასოცირდება.ნუ,რა თქმა უნდა ამ ფაქტორმაც შეუწყო ხელი(შეუძლებელია,რომ არ ვაღიაროდ),მაგრამ მაინც... 'კალათბურთელის დღიურები' ჩემთვის ერთ-ერთი უძლიერესი ავტობიოგრაფიული შემოქმედების საუკეთესო ეკრანიზაციაა,ლეო უმაღლეს დონეზე თამაშობს,დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ფილმმა. 'გეთსბი',ფილმზე რომ არაფერი ვთქვა ჯერ წიგნი რაა და სხვათა შორის ფილმმაც გაამართლა და 99%-ით ასახა თითოეული დეტალი.
    უფფ,მოკლედ მაგარი სტატია იყო! (მიუხედავად იმისა,რომ ლეოს ფილმოგრაფიის სრული ჩამონათვალი არ არის...)
    feel

  • NataLefayStew თქვა:
    19 დეკემბერი 2013 20:59 - ID: 7,
    ლეოოოოოოოოოოოოო! love

  • demetria თქვა:
    19 დეკემბერი 2013 20:58 - ID: 6,
    ბავშობაში ულამაზესი იყოო ძალიან მომხიბლელი რაც ახლა არაა ცდუი საერო ჯამში უნიჭიერესიიააა

  • ★ TEO ★ თქვა:
    19 დეკემბერი 2013 19:46 - ID: 5,
    ვერ წარმომიდგენია ადამიანი რომელსაც ლეონარდო არ უყვარს,ბრმა უნდა იყო ადამიანი მისი ნიჭიერება რომ ვერ დაინახო, გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ <3 ვგიჟდები ამ ადამიანზე, სრულყოფილია ყველანაირად, საოცრებაზე მეტია.
    ძალიან კარგი ნიუსია!

  • Nirvana თქვა:
    19 დეკემბერი 2013 18:56 - ID: 4,
    ჩემი ჩემი ლეო ეს ის ლეოა ვიზეც ბავშვობიდან ვგიჟდეებოდი ტელევიზორში რომ დავინახავდი იმდენად მიყვარდა რომ ვტიროდი ხოლმე :დ დღემდე ასე მიყვარს ჩემი ლეო <3 საუკეთესეო მსახიობია <3 მისი ყველა ფილმი შედევრია და ყველა ფილში შეუდარებელია ლეო <3

  • anna... თქვა:
    19 დეკემბერი 2013 18:49 - ID: 3,
    უნიჭერესია love

  • Hermione...♥ თქვა:
    19 დეკემბერი 2013 18:37 - ID: 2,
    მსუბუქად რომ ვთქვათ, ლეოზე, როგორც მსახიობზე, ისე - პიროვნებაზე, ვგიჟდები love მისი აბსოლუტურად ყველა ფილმი ნანახი მაქვს და განსაკუთრებით "დასაწყისი" და "განდგომილები" მიყვარს, შესრულებიდან კი "ავიატორში" განსახიერებულ ჰოვარდ ჰიუზის როლს გამოვარჩევდი, გენიალურად ითამაშა, ახლაც ტანზე მბურძგლავს გახსენებისას. ამ ეტაპზე მოუთმენლად ველოდები The Wolf of Wall Street-ის გამოსვლას და იმედს ვიტოვებ, რომ მისთვის მაინც მისცემენ ოსკარს, მაგრამ თუ აკადემია ნომინანტად დაასახელებს, საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ეყოლება ტომ ჰენქსის სახით, რომელმაც შეუდარებელი შესრულება შემოგვთავაზა კაპიტან ფილიპსის როლში და რომელიც ასევე შედის ჩემს საყვარელ მსახიობთა სიაში. ასეა თუ ისე, ჰენქსს 2 ოსკარი აქვს, თან Catch Me If You Can-ის ნახვის შემდეგ რთულია უარყო, რომ დიკაპრიო მას პროფესიონალური თვალსაზრისით არ ჩამოუვარდება და ალბათ მაინც უფრო ლეოს ვუგულშემატკივრებ. თუმცა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კინოაკადემიამ, დიკაპრიომ ისედაც საკმარისზე მეტჯერ დაამტკიცა, რომ აღმატებული ნიჭის პატრონია და მის ხელში ოსკარი მხოლოდ безделушка თუ იქნება. რაც შეეხება სიახლეს, გამიხარდა მისი ნახვა და ბევრიც გიშრომია, მაგრამ უნდა აღინიშნოს რამდენიმე ხარვეზიც - ლეო 39 წლისაა და ამ ეტაპზე, 3 ოსკარის და 10 ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული (მხოლოდ ერთხელ რომ მიიღო ოქროს გლობუსი, ამ რანგით ლამის საოჯახო საპნის ოპერების ვარსკვლავებს უტოლდება, სირცხვილი უცხოური პრესის ასოციაციას! angry ). ფილმების აღწერებშიცაა პატარა შეცდომები, ჩამონათვალში კი Don's Plum-ის, The Quick and the Dead-ისა და Marvin's Room-ის ნახვასაც ველოდი. ნუ გეწყინება ეს შენიშვნები, ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ სხვა დროს კიდევ "შეეჭიდები" მსგავს თემას, ჯობია ნიუსი 2 ნაწილად გაყო ან მხოლოდ გამორჩეულ როლებზე გააკეთო, რათა საბოლოო შედეგი უფრო მოწესრიგებული იყოს :)

  • Aniutaa თქვა:
    19 დეკემბერი 2013 16:59 - ID: 1,
    რა აწუხებს გილბერტ გრეიფს,კალათბურთელის დღიურები,რომეო და ჯულიეტა,ტიტანიკი,სანაპირო,დამიჭირე თუ შეძლებ,ნიუ იორკის ბანდები,ავიატორი,ორმაგი თამაში,სისხლიანი ალმასი,ცვლილებათა გზა,შეშლილთა კუნძული,დასაწყისი,დიდი გეთსბი
    ეს თოთხმეტი ფილმი მაქვს ნანახი და რომელი არაა გენიალური უბრალოდ მითხარით :)) საოცრებაა ეს კაცი და საოცრებაა ამის უასკარობა..
    რა აწუხებს გილბერტ გრეიფში ასეთი პატარა ასე ასრულებდე ავადმყოფი ბავშვის როლს წარმოუდგენელია :))
    კალათბურთელის დღიურებზე საერთოდ რა ვთქბა ყველა ბიჭმა(და არა მარტო)უნდა უყუროს ჩემი აზრით
    დამიჭირე თუ შეგიძლია,ნიუ ორკის ბანდები,ორმაგი თამაში,სისხლიანი ალმასი და დიდი გეთსბი ჩემი საყვარელი ფილმებია ვერ გამოვარჩევ
    სანაპირო და ცვლილებათა გზა არ მომწონსთქო ვერ ვიტყვი მაგრამ..
    არც ავიატორზე გავგიჟებულვა მიუხედავად იმისა რო ოსკარზე იყო წარდგენილია,უფრო სწორედ შეიძლება ვერ ჩავწვდი კარგად
    ტიტანიკი უკომნტაროდ რა თქმა უნდა
    ამ კაცის ფილმს უყურებ და გგონია სხვა ფილმში უკეთესს ვეღარაფერს იზავს მაგრამ თითოეულ ფილმი მაოცებს
    ადამიანი რკინის ნიღაბში მაინტერესებს ძალიან
    არ ვთვლი თავს არც კინომცოდნედ და არც კინოკრიტიკოსად მაგრამ დიკაპრიოს და დეპის ფილმებზე გაუჩერებლად შემიძლია ვილაპარაკო :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top