23 December 2013      ta_mo     Views 2 961    
Category: Stars

კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ

კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ

ავტრალიელმა ტოპ-მოდელმა კეტრინ მაკნილმა ამჯერად ჟურნალ Russh-ის
დეკემბრის გამოცემის გარეკანი დაამშვენა, სტუდიურ გარემოში გადაღებული მინიმალისტური
ფოტოსესია, რომელსაც ფოტოგრაფი სანტიაგო სიერა წარუძღვა იდეალურად წარმოაჩენს მაკნილის
ბუნებრივ სილამაზეს. მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე უარდ სკედერგოირმა იზრუნა.

კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ

ყველაზე ქალურად მაშინ ვგრძნობ თავს როდესაც: ვცურავ ოკეანეში

ყველაზე სასარგებლო რჩევა ბოლოს მომცა: სტილისტმა

და ეს იყო: გამოიყენე ყველაფერი რაც გაქვს, ყველა განსხვავებულია, 24 კი რთული ასაკია..

ქალები არან: ლამაზი, ემოციური ქმნილებები.

როდესაც მოზარდი ვიყავი მეგონა, რომ: ყველაფერი ვიცოდი

მაგრამ ახლა: ვფიქრობ, რომ ვიცი იმაზე სულ ცოტა მეტი, ვიდრე ვიცოდი.

ქალი, რომელსაც ვაღმერთებ არის: ბებიაჩემი, ის რომ არა მე დღემდე არ მეცოდინებოდა თუ ვინ ვარ მე.

ჩემი მეგობარი გოგონები ფიქრობენ, რომ: მე არ ვარ ნორმალური.

ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობ, როდესაც: მაცვია საცვლები და ფართე მაისური.

მე აღმომაჩინეს: 13 წლის ასაკში ავსტრალიაში.

ჩემთვის სტილის აიკონები არიან: ყველა და ყველაფერი, მე ვიმოსები ჩემი განწყობის მიხედვით.

ამ მომენტში შებყრობილი ვარ: ლავანდის ზეთით.

მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში თუ როგორ: ვიზრდებოდი ცხოველებისა და ფრინველების
გარემოცვაში, ყოველ დილით მე თვითონ ვაგროვებდი საუზმისთვის კვერცხებს.

მე მაკვირვებს: ბუნება

დატვირთული დღის შემდეგ: მივდივარ სახლში და ვაკეთებ აბსოლიტურად არაფერს.

ახლა ვუსმენ: The Black Keys

მე ვერ ვიცოცხლებდი: ჩემი ძაღლების გარეშე

ბოლო ფილმი, რომელსაც ვუყურე იყო: Friday the 13th

ბოლოს წავიკითხე: სტივენ კინგის "ქერი"

ყოველთვის მინდოდა: პარაშუტით გადახტომა.

მე ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ: ვიცხოვრებდი ნიუ-იორკში

ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ: ვიწვე საწოლში.

კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ
კეტრინ მაკნილი ჟურნალ Russh-ის გარეკანზე + ინტერვიუ



Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top