;
30 დეკემბერი 2013      tata ۰۪۫۰     9 კომენტარი     ნანახია 1954-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები


სრული სახელი: ევან რეიჩელ ვუდი
დაბადების თარიღი: 1987 წლის 7 სექსტემბერი (26 წლის)
პროფესია: მსახიობი და მომღერალი
თვალის ფერი: ლურჯი
თმის ფერი: ქერა
სიმაღლე: 1.68

ევან რეიჩელ ვუდი (Evan Rachel Wood) დაიბადა 1987 წლის 7 სექტემბერს ქალაქ როლიში (ჩრდილოეთ კაროლინა), ის არის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. მამა დევიდ ვუდი არის ცნობილი მსახიობი, მომღერალი, დრამატურგი, აღმასრულებელი დირექტორი. დედა სარა ვუდი ასევე მსახიობი და დირექტორია. ევანის პირველი გამოსვლა შედგა სამი წლის ასაკში პარკის თეატრის სცენაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამამისი. 1996 მისი მშობლები გაეყარნენ, შემდეგ დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა უკვე მყარად ჩამოყალიბებული მიზნით - გამხდარიყო მსახიობი. პირველად ეკრანზე გამოჩნდა 9 წლის ასაკში დაბალბიუჯეტიან ფილმში Digging to China (1998), ევანი იხსენებს, რომ მას რთული როლი ჰქონდა, მაგრამ მან მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ მსახიობობა არის ის რომლის კეთებაც არ უნდა ოდესმე შეწყვიტოს. 90-იან წლებში ასევე გამოჩნდა სერიალებში: American Gothic (1995–1996) და Once and Again (1999–2002). 11 წლისამ ითამაშა ფანტასტიკური ჟანრის ფილმში Practical Magic, სანდრა ბალოკთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად. 2002 წელს Little Secrets-ში შესრულებული როლით მოიპოვა ნომინაცია: Best Leading Young Actress at the Young Artist Awards. ამავე წელს S1m0ne-ში მიიღო მეორახირსხოვანი როლი, ამ ფილმში ასევე მონაწილეობდა ალ პაჩინო. ხოლო პოპულარობა მოიპოვა ფილმით Thirteen (2003) სადაც პრობლემური მოზარდის როლი განასახიერა, რომელმაც ოქროს გლობუსის ნომინაცია და სხვა ჯილდოები მოუტანა.
Evan Rachel Wood
ამას მოჰყვა არანაკლებ გახმაურებული ფილმები Pretty Persuasion (2005),
ვუდი ალენის ფილმი Down in the Valley (2006), Running with Scissors (2006), Across the Universe (2007)
Evan Rachel Wood Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood Evan Rachel Wood
ფილმში King of California მაიკლ დუგლასთან ერთად ითამაშა. შემდეგი ფილმები იყო: The Life Before Her Eyes, დარენ არნოფსკის ფილმი The Wrestler (2008) სადაც ნარკომანი ლესბოსლის როლი ერგო, რომელსაც მშვენივრად გაართვა თავი. Whatever Works (2009) და The Ides of March (2011) სადაც ჯორჯ კლუნთან და რაიან გოსლინგთან ერთად ითამაშა.

ის ასევე დაუბრუნდა ტელევიზიას, წარსდგა True Blood-ში სადაც ვამპირის როლი მოირგო. (2009 – 2011)
Evan Rachel Wood
და Kate Winslet-ის ქალიშვილი განასახიერა HBO-ს ტელესერიალ Mildred Pierce-ში (2011),
ამ როლით ევანი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ემიზე ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

Evan Rachel Wood Evan Rachel Wood

საინტერესო ფაქტები
მას ყავს 2 უფროსი ძმა: ირა დევიდ ვუდი მე-4 და დანა ვუდი.
მას აქვს ინგლისური და ირლანდიური ფესვები.
გაწაფულია ცეკვაში.
მას უყვარს სიმღერა, ცურვა, როლიკებით სრიალი და ცხენზე ჯირითი.
Evan Rachel Wood
მან აიღო უმაღლესი სკოლის დიპლომი 15 წლის ასაკში.
მისი ფავორიტი მსახიობი ქალია კეიტ ბლანშეტი, ხოლო მსახიობი კაცებიდან კი ევან მაკგრეგორი და ედვარდ ნორტონი.
ედვარდ ნორტონთან ერთად ფილმში Down in the Valley
Evan Rachel Wood Evan Rachel Wood
მას სძულს თავისი მე-2 სახელი რეიჩელი.
ფილმში "Interview with the Vampire: The Vampire Chronicles" კლაუდიას როლი ევანს უნდა ეთმაშა, ასევე ‘Elizabethtown-ში კლერის, მაგრამ ის კირსტენ დანსტმა ჩაანაცვლა.
Evan Rachel Wood
სინამდვილეში ის არის ბრეიდი კორბეტზე უფროსი, რომელიც თამაშობდა ევანის უფროს ძმას ფილმში "Thirteen".
ევანს პირველი კოცნა ეკრანზე ჰქონდა მიშა ბარტონთან.
ფილმში "Raise Your Voice" ევანს ტერის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ შემდეგ ის ჰილარი დაფმა შეცვალა.

მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმე არის კარაოკე, ის თავის მეგობრებს წაიყვანს ხოლმე თავისთან და ერთად მღერიან.
დანიშნული იყო ბრიტანელ მსახიობ ჯეიმი ბელზე. (2005-2006)
პირველად ჯეიმი ბელი გაიცნო სანდენსის კინოფესტივალზე.
Evan Rachel Wood
ის ასევე ხვდებოდა მერლინ მენსონს, შეინ ვესტს და ალექსანდრ სკარსგარდს.
2007 წელს გამოჩნდა თავისი ყოფილი შეყვარებულის მერლინ მენსონის ვიდეოში "Heart-Shaped Glasses".
ჯეიმი და ევანი ერთად გამოჩნდნენ მუსიკალურ ვიდეოში "Wake Me Up When September Ends".
Evan Rachel Wood
2008 წელს Entertainment Weekly-ის ჟურნალის მიხედვით მე-7 ადგილს იკავებდა '30 Under 30' მსახიობების სიაში.
მას აქვს რამდენიმე ტატუ.
ის განიხილებოდა კენდის როლზე ფილმში Mean Girls, მაგრამ ბოლოს ამ როლზე ლინდსი ლოჰანი დაამტკიცეს.
1-ლი ადგილი დაიკავა 2009 წელს Venus Zine'-ის 25 Under 25 სიაში.
გუჩის კომპანიის სახე გახდა 2010 წელს ქრის ევანსთან ერთად.
Evan Rachel Wood
თავდაპირველად მას უნდა ეთამაშა ფილმში "Sucker Punch", მაგრამ True Blood-თან კონფლიქტები ჰქონდა განრიგის გამო და ეს ვერ მოხერხდა.
შეყვანილია მაქსიმის 100 ყველაზე სექსუალურ ქალების სიაში.
ძირითადად ცხოვრობს ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში.
ჯოან ჯეტის როლზე ფილმიდან "The Runaways“ განიხილებოდა ევან რეიჩელ ვუდი, მაგრამ საბოლოოდ ამ როლზე კრისტენ სტიუარტი დაამტკიცეს.

კრისტოფერ ნოლანის პირველი არჩევანი არიადნეს როლთან დაკავშირებით inception-ში იყო ევან რეიჩელ ვუდი, თუმცა მან უარი თქვა ამ წინადადებაზე.
Evan Rachel Wood
ის არის 12 წლით უმცროსი კეიტ ვინსლეტზე, რომელიც თამაშობდა ევანის დედის როლს ფილმში "Mildred Pierce".

Thirteen-ის ვარსკვლავებმა ევანმა და ნიკი რიდმა, მომავალში ორივემ ვამპირი განასახიერა, ერთმა ფილმში Twilight, ხოლო მეორემ კი True Blood-ში.

Evan Rachel Wood
მეგობრობს Inception-ის და 50/50-ის ვარსკვლავ ჯოზეფ-გორდონ ლევიტთან.
ევანს ყავს კატა.

ის თამაშობდა ჯიმ სტურგესთან ერთად ფილმში ‘'Across the Universe'’ 2007 წელს.

ევანმა თქვა რომ მისი პერსონაჟი ფილმიდან Across the Universe (მსოფლიოს გავლით), ახლოს არის მის რეალურ პიროვნებასთან.

მას შეეძინა პირველად ვაჟი 25 წლის ასაკში, 2013 წლის 29 ივლისს. ბავშვის მამა არის ჯეიმი ბელი.







Evan Rachel Wood Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood

Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood
Evan Rachel Wood


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    2 იანვარი 2014 12:57 - ID: 9,
    demetria
    nina (: ... ❤
    ორივეს ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ love

  • nina (: ... ❤ თქვა:
    1 იანვარი 2014 17:58 - ID: 8,
    ძალიან საინტერესო იყო, მაგარი ნიუსია love მომეწონა ეს გოგო, ძაან ლამაზია love

  • demetria თქვა:
    1 იანვარი 2014 13:31 - ID: 7,
    კარგი ნიუსია!

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    31 დეკემბერი 2013 17:59 - ID: 6,
    ta_mo
    ვა რა კარგია :) რატომღაც მეც ეგრე მეგონა რომ ჯერ არ იყო გამოსული, მადლობა რომ მითხარი, ეხლა ვნახავ
    Mari Glonti
    ძაან დიდი მადლობა love feel

  • Mari Glonti თქვა:
    30 დეკემბერი 2013 22:06 - ID: 5,
    love სუპერ ნიუსი..ევანი მიყვარს

  • ta_mo თქვა:
    30 დეკემბერი 2013 18:04 - ID: 4,
    : tata ۰۪۫۰
    თურმე უკვე გამოსულა და დევს საიტებზე ეხლა გადმოვწერე მე ტორენტიდან, ქართულ სერვერებზეცაა ატვირთული აი ლინკი
    http://myhit.ge/index.php?FID=1&id=37343

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    30 დეკემბერი 2013 17:05 - ID: 3,
    პირველად The Life Before Her Eye-ში ვნახე, იქედან მომეწონა, ფილმიც მიყვარს, რაღაცა განსხვავებულია და რთული მისახვედრი, ევანიც კარგად თამაშობს, ძალიან ნიჭიერი გოგოა, უნდა ავღნიშნო რომ კარგი მომღერალიცაა, ძალიან ლამაზი, საყვარელი, საოცრად ეშხიანი და მიმზიდველია, შესანიშნავია თავისი როლებით, thirteen-შიც ძალიან კარგად თამაშობს, თრეისის როლს, across the universese-შიც კარგია, true blood-შიც... ბევრი რო არ გავაგრძელო, მოკლედ ძალიან მაგარი გოგოა love
    ta_mo
    ძალიან დიდი მადლობა feel love ეგ ფილმი მეც მაინტერესებს :)

  • ta_mo თქვა:
    30 დეკემბერი 2013 16:24 - ID: 2,
    ბრწყინვალე სიახლეა, ევანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი, ძალიან ლამაზი და ნიჭიერია, The Necessary Death of Charlie Countryman ველოდები დიდი იმედებით love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top