3 January 2014      ta_mo     Views 8 044    
Category: Stars

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

გუგლმა გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა მოდის
ინდუსტრიაში მოღვაწე 10 ყველაზე ძიებადი ვარსკვლავი. სიის სათავეში ვიხილეთ
ვიქტორია ბექჰემი, ალექსა ჩანგი, ქეით მოსი, პოლ სმიტი, ვერა ვონგი და სხვ...

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

1) კარა დელევინი

ახალგაზრდა მოდელისთვის 2013 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა,
გოგონა მოდის კვირეულის ფარგლებში გამოჩნდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე
როგორებიცაა: შანელი, ბალენსიაგა, რობერტო კავალი და სხვ...

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

2) პოლ სმიტი

დიზაინერი პოლ სმიტი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ
მოექცა რაც ლონდონის დიზაინის მუზეუმში გამოიფინა მისი ნამუშევრები "გამარჯობა, მე
მქვია პოლ სმიტი."

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

3) ვივიენ ვესტვუდი

ყველასათვის საყვარელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი მესამე პოზიციას დასჯერდა,
წელს იგი პოლიტიკური და ეკოლოგიური აქტივისტი გახდა, მან აგრეთვე არაერთ აქციაში მიიღო
მონაწილეობა და ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი.

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

4) ვიქტორია ბექჰემი

მოდის აიკონმა, დიზაინერმა, მომღერალმა და ბიზნესვუმენმა ვიქტორია ბექჰემმა
წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. Harper's Bazaar-ის
რეიტინგის მიხედვით კი წლის დიზაინერად დასახელდა.

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

5) ქეით მოსი

სუპერმოდელმა წელს British Fashion Awards-ის დაჯილდოვების
ცერემონიალზე საპატიო ჯილდო მიიღო, მან აგრეთვე წელს ფლეიბოის გარეკანიც
დაამშვენა და სხვა არაერთ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

6) როზი ჰანტინგტონ-უაითლი

ტოპ-მოდელმა და ახლა უკვე მსახიობმა როზი ჰანტინგტონ-უაითლმა
მიმდინარე წელს არაერთ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, მან
რეკლამირება გაუკეთა Marks&Spencer-ის უახლეს კოლექციას, იგი აგრეთვე დაამტკიცეს
ალისას როლზე ფილმში "ალისა სასწაულების ქვეყანაში"

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

7) ალექსანდერ მაქქუინი

მოდის სახლის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის სარა
ბარტონის წყალობით მაქქუინის გარდაცვალების შემდეგ ბრენდი კვლავინდებურად
ინარჩუნებს მოდის კრიტიკოსთა ზღვა კომპლიმენტების ყოველ სეზონზე. ალექსანდერის
ხელოვნების ნიმეშევი რამოდენიმე თვის წინ Somerset House-შიც გამოიფინა.

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

8) ალექსა ჩანგი

ტელეწამყვანმა და მოდის აიკონმა ალექსა ჩანგმა გასულ წელს თაყვანისმცემლებს
დიდი სიურპრიზი გაუკეთა, მან მისი სადებიუტო წიგნი გამოსცა სახელწოდებით "It", გარდა
ამისა ბრიტანელმა ლამაზმანმა საკუთარი კოლექცია შექმნა ბრენდისთვის Eyelure.

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

9) ვერა ვონგი

დიზაინერი კვლავინდებურად ინარჩუნებს მოდის ინდუსტრიში ერთ-ერთი
ყველაზე გავლენიანი პირის ტიტულს. მისმა ჩვენებამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე
დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა და შესაბამისად არაერთი ვარსკვლავი წარსდგა წითელ
ხალიჩაზე ვერას სამოსში გამოწყობილი გასულ წელს.

10 ყველაზე ძიებადი ბრიტანელი ვარსკვლავი გუგლის მიხედვით

10) ნაომი კემპბელი

ნაომი კემპპელმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო რეალითი შოუთი
The Face, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ისეთი სუპერმოდელები
როგორებიც არიან: კაროლინა კურკოვა და კოკო როშა.





Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top