;
6 იანვარი 2014      Hermione...♥     13 კომენტარი     ნანახია 2749-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები

ვინ არის ჰოლივუდში მოღვაწე ის უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი, რომელსაც თანაბარი დამაჯერებლობით შეუძლია განასახიეროს ტაქსისტი, სერიული მკვლელი, ილუზიონისტი და ღმერთი? რთული იქნება იმ მსახიობის პოვნა, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს მოგრან ფრიმენზე უკეთ აკმაყოფილებს. თავისი 50-წლიანი კინოკარიერის მანძილზე, ფრიმენმა ითამაშა 100-ზე მეტ ფილმში (მათ შორის, ყველა დროის ყველაზე რეიტინგულ ნამუშევარში), მიიღო უამრავი პრესტიჟული ჯილდო (მათ შორის, ოსკარი, 2 ოქროს გლობუსი და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში) და სიცოცხლეშივე შეძლო კინოლეგენდის სტატუსის მოპოვება. მოდით, თვალი გადავავლოთ ამ მართლაც გენიალური მსახიობის კინოკარიერას როგორც ფოტომასალის, ისე მისი მონათხრობების მეშვეობით.

***

-მე გავიზარდე ჩრდილო-აღმოსავლეთ მისისიპიში მდებარე პატარა ქალაქში, სადაც მხოლოდ 2 600 ადამიანი თუ სახლობდა. მიუხედავად ბევრი უსიამოვნო ინცინდენტისა, ბავშვობას მაინც მხიარულად ვიხსენებ და თავს იღბლიანად ვთვლი, რომ ადრეული წლები სწორედ მისისიპიში გავატარე და არა ილინოისში, სადაც ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპი გავიარე. ჩიკაგოში ცხოვრებისას ბევრი გაჭირვება გადავიტანე, როგორც ღატაკმა შავკანიანმა ბიჭუნამ. ამას ისიც ემატებოდა, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად იძულებული იყავი რომელიმე ბანდის წევრი გამხდარიყავი.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-როგორც ხედავთ, ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება არცთუ სახარბიელოდ დაიწყო, მაგრამ მე მოვახერხე დიდი, ეკლიანი გზის წარმატებით გავლა. საკუთარი სხეული ბავშვობიდანვე მკარნახობდა, რომ მსახიობობა ჩემი უმთავრესი ვნება იყო და როდესაც რაიმე ფილმს ვუყურებდი, მუდამ მსახიობთა ტექნიკურ მხარეს ვაკვრიდებოდი და ვფიქრობდი: ამის გაკეთება ხომ მეც შემიძლია!
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო საჰაერო ძალებს შევუერთდი, რადგან ჰაერივით მჭირდებოდა გარემოს გამოცვლა და ამისთვის სხვა გზები ხსნილი არ მქონდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი ლოს-ანჯელესში ჩავედი, ერთ-ერთ პატარა თეატრს კითხვა-კითხვით მივაგენი, გამოცხადებული ქასთინგისთვის მთელი ბავშვობისდროინდელი მისწრაფებები და სკოლის პატარა დადგმებში მიღებული გამოცდილება გამოვიყენე და... როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სამუშაოდ ამიყვანეს.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-თეატრში უკვე სტაბილური სამსახური მქონდა, აშშ-ს მასშტაბით გასტროლებზეც დავდიოდით, მაგრამ როგორც მსახიობს, მსურდა განსხვავებულ ამპლუაშიც მეცადა ბედი და ეს განსხვავებული ამპლუა კინოინდუსტრიაში მელოდა.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-70-იან წლებში კინოში შავკანიან მსახიობებზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ვინაიდან ეს როლები არარეალისტურად და ჩემი რასისთვის შეურაცხმყოფელ თემებზე იყო აგებული, ისევ თეატრში დარჩენა ვამჯობინე, კინოში კი მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ვასრულებდი იმ მიზეზით, რომ ოდესმე ხელში ღირსეული სცენარი ჩამივარდებოდა.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-უსასრულო ლოდინის შემდეგ, ის საოცნებო ჟამიც დამიდგა, როდესაც ჩავთვალე, რომ დრო იყო თეატრიდან მთლიანად კინოში გადამენაცვლა და ასეც მოვიქეცი...
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
ფრიმენის გადაწყვეტილებამ თეატრიდან წამოსვლისა და კინოში გადასვლის შესახებ მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა და 1987 წელს, Street Smart-ში შესრულებული როლისთვის მან პირველი ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ამას მოჰყვა 1989 წელს გამოსული მის დეიზის მძღოლი (Driving Miss Daisy) სადაც მსახიობმა თეთრკანიანი ქალბატონის მძღოლის როლი განასახიერა და მილიონობით ამერიკელის სიყვარული მოიპოვა, მაგრამ მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ წინ ჰქონდა...

Street Smart

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

Driving Miss Daisy

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

1989 წელს დიდ ეკრანებზე გამოვიდა დიდება (Glory), რომელშიც ფრიმენს პარტნიორობას დენზელ ვაშინგტონი უწევს და რომელიც მსახიობისთვის ასევე საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

ამას მოჰყვა 1992 წელს გამოსული უპატიებელი (Unforgiven), სადაც ფრიმენს პარტნიორობას კლინტ ისტვუდი უწევს და პიროვნების სიძლიერე (The Power of One). წარმატების ზენიტი თითქმის მიღწეული იყო...

Unforgiven

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

The Power of One

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

...და აი, მსოფლიო აღიარების დროც დადგა! ალბათ ადვილად მიხვდებით, რომ ეს 1994 წელია და დიდ ეკრანებზე სტივენ კინგის რომანზე დაფუძნებული გაქცევა შოუშენკიდან (The Shawshank Redemption) გამოვიდა, რომელიც დღემდე ყველაზე რეიტინგულ ფილმად ითვლება და რომელში შესრულებული როლისთვისაც ფრიმენმა რიგით მესამე ოსკარის ნომინაცია მიიღო.

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

1995 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი შვიდი (Se7en), რომელშიც ფრიმენმა ბრედ პიტთან ერთად ითამაშა.

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა
მორგან ფრიმენის კინოკარიერა

2003 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მორგან ფრიმენის ვარსკვლავი გაიხსნა.

მორგან ფრიმენის კინოკარიერა

2005 წელს კი მსახიობმა ოსკარი მიიღო კლინტ ისტვუდის ფილმში, სახელწოდებით გოგონა მილიონ დოლარად (Million Dollar Baby) განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის.

მორგან ფრიმენის კინოკარიერა

Million Dollar Baby

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

ოსკარის აღებიდან - დღემდე მორგან ფრიმენმა უამრავი შასანიშნავი შესრულება გვაჩუქა, მათგან კი აღსანიშნავია ბეტმენის ტრილოგიასა და დაუმორჩილებელში (Invictus) შესრულებული როლები. ამ უკანასკნელში ფრიმენმა ნელსონ მანდელას როლი შეასრულა და რიგით მეხუთე ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა.

Batman Trilogy

მორგან ფრიმენის კინოკარიერა
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
მორგან ფრიმენის კინოკარიერა

Invictus

მორგან ფრიმენის კინოკარიერა მორგან ფრიმენის კინოკარიერა

-არც ჰონორარი მადარდებს და არც პოპულარობა. მომეცით საინტერესო სცენარი და მე სიამოვნებით ვითამაშებ თქვენს ფილმში.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-არსებობს თუ არა ფილმი, რომელში მონაწილეობისთვისაც ვთვლი, რომ ოსკარი უნდა მიმეღო? დიახ, ყველა მათგანი.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა
-ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ მიუხედავად ჩემი პროფესიისა, რომელიც მუდმივად გარდასახვას მოითხოვს, მაინც მოვახერხე საკუთარი ცხოვრებით მეცხოვრა.
მორგან ფრიმენის კინოკარიერა

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები
Tags:

13


  • Hermione...♥ თქვა:
    25 იანვარი 2014 13:24 - ID: 13,
    ციტატა: WelchIrene
    Hermione...♥
    პირიქით შენ მადლობა,რომ ასეთ საინტერესო სტატიებს გვთავაზობ :*

    ციტატა: tata ۰۪۫۰
    უუუნიჭიერესი ადამიანია, ძალიან მაგარი მსახიობია, მართლა ლეგენდაა! "გაქცევა შოუშენკიდან" შემიყვარდა, მაგრად თამაშობს, ფილმი კი უბრალოდ შედევრია love ნიუსი ძალიან კარგია love

    love love love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    8 იანვარი 2014 12:11 - ID: 12,
    უუუნიჭიერესი ადამიანია, ძალიან მაგარი მსახიობია, მართლა ლეგენდაა! "გაქცევა შოუშენკიდან" შემიყვარდა, მაგრად თამაშობს, ფილმი კი უბრალოდ შედევრია love ნიუსი ძალიან კარგია love

  • WelchIrene თქვა:
    8 იანვარი 2014 10:38 - ID: 11,
    Hermione...♥
    პირიქით შენ მადლობა,რომ ასეთ საინტერესო სტატიებს გვთავაზობ :*

  • Hermione...♥ თქვა:
    7 იანვარი 2014 20:17 - ID: 10,
    WelchIrene,
    კარგია, თუ ასე თვლი ^__^ დიდი მადლობა, ირინა! love

  • WelchIrene თქვა:
    7 იანვარი 2014 13:17 - ID: 9,
    'გაქცევა შოუშენკიდან' უძლიერესი ფილმია,საერთოდ მორგან ფრიმენის ფილმოგრაფია მრავალფეროვანია.
    Hermione...♥ რაღაც კი არა,მშვენიერი ნიუსი გამოვიდა.

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 19:14 - ID: 8,
    ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮,
    LiiZii,
    გმადლობთ! feel love

  • LiiZii თქვა:
    6 იანვარი 2014 15:33 - ID: 7,
    ძალიან ძალიან მაგარი New-სია..... ყოჩააღ !!!!

  • 6 იანვარი 2014 15:31 - ID: 6,
    ამ ადამიანს რამდენიმე სიტყვით ვერ დაახასიათებ.უნიჭიერესი როგორც მსახიობი და ძალიან დადებითი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.უძლიერესი და უნიჭიერესია,ვგიჟდები ამ ადამიანზე love კარგი ნიუსი იყო,მომეწონა ძალიან love

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 15:10 - ID: 5,
    beonce,
    keetaa,
    tamo,
    უღრმესი მადლობა სამივეს! ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენს აზრს და ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონათ love და ქეთა, დენზელ ვაშინგტონამდე, დღეს ისეთი ნიუსის დადებას ვაპირებ, რომ შეიძლება მცემო wink

  • tamo თქვა:
    5 იანვარი 2014 22:55 - ID: 4,
    ყველა ვიცი მორგანიs ფილმებითქო ტყუiლი იქნება,რამოდენიმე ვიცი.
    აი სულ,რომ არაფერი მქონდეს მისი ნანახი "გაქცევა შოუშენკიდან" საოცრებაა ამ ფილმიდან შემიყვარდა <3
    კარგი სიახლეა :)

  • keetaa თქვა:
    5 იანვარი 2014 22:50 - ID: 3,
    ვა რა მაგრა გამახარე არ მოველოდი მალადეც მაგარი ნიუსია ამას რო ამბობს სულ მბურძგლავს დიდ მსახიობებში ჩემს ხუთეულში ამას ვაყენებ პირველ ადგილას აი ეს თვითონ ადამიანი მიყვარს მგონია რო ძაან კეთილი და თბილი პიროვნებაა და უსაზღვროდ ნიჭერი. ეს როგორ არ უნდა გიყვარდეს არ ვციი ვინმე თუ არსებობს ასეთი. დენზელ ვაშინგტონზეც გააკეთე რა love

  • beonce თქვა:
    5 იანვარი 2014 22:40 - ID: 2,
    ვაფასებ ამ მსახიობს.განსაკუთრებით მომწონს ფილმში "დაუმორჩილებელი".ვფიქრობ,ძალიან კარგად შეასრულა მანდელას როლი. feel
    ნიუსი ძალიან კარგი და საინტერესო იყო : ))

  • Hermione...♥ თქვა:
    5 იანვარი 2014 21:39 - ID: 1,
    ეს ადრე შეპირებული ნიუსია, რომლის დადებაც, ჩემი გიჟური გრაფიკიდან გამომდინარე, დამაგვიანდა და ამისთვის ბოდიში. ერთ-ერთი მომხმარებლის სურვილი იყო, რომ ფრიმენის საუკეთესო როლებზე გამეკეთებინა ნიუსი, მაგრამ ვინაიდან წელს 50 წელი შესრულდა მისი კინოდებიუტიდან, გადავწყვიტე სხვანაირი სტატია დამეწერა და იმედია, ეს თქვენთვის იმედგამაცრუებელი არ იქნება. ცოტა სახლაფორთო კი იყო კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამორჩევა და ინტერვიუებიდან იმ ფრაზების ამოღება, რომელიც ნიუსს ნაამბობის სახეს მისცემდა, მაგრამ მგონი რაღაც გამოვიდა ^__^

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top