;
6 იანვარი 2014      Hermione...♥     15 კომენტარი     ნანახია 2873-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა, ფილმები

ამ სიახლით გთავაზობთ, რომ ობიექტივი მივმართოთ ადამიანისკენ, რომლის განსახიერებული ყოველი პერსონაჟი უნიკალური მიმიკებითა და მანერებით გამოირჩევა; რომლის ფილმებიც მილიონობით ადამიანს შთააგონებს და სწორ გზაზე დადგომისაკენ მოუწოდებს და რომელმაც თავისი ბრწყინვალე კინოკარიერის მანძილზე 5 ოსკარის მოპოვება შეძლო. საუბარია კლინტ ისტვუდზე , ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორსა და მსახიობზე, რომელმაც, ბევრის აზრით, თავისი შემოქმედებით ჭეშმარიტი კინოხელოვნების არსი განსაზღვრა.
✔ საინტერესო ფაქტები ✔ გამონათქვამები ✔ კადრები გადასაღები მოედნებიდან
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა

საინტერესო ფაქტები:

სრული სახელი: კლინტონ ისტვუდ უმცროსი
დაბადების თარიღი: 1930 წლის 31 მაისი
დაბადების ადგილი: სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
სიმაღლე: 1.93 მ

კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
* ჰყავს 7 შვილი 5 სხვადასხვა ქალისგან. დაქორწინებული კი სულ 2-ჯერ იყო.

* ჰყავს უმცროსი და, ჯინი და 3 დისშვილი.

* ჯეიმს კეგნი, ჰამფრი ბოგარტი, გერი კუპერი და ჯეიმს სტიუარტი ისტვუდის საყვარელი მსახიობები არიან.

* როგორც რეჟისორი, იმდენად ორგანიზებული და მოწესრიგებულია, რომ მისი ფილმების გადაღება ხშირად დაგეგმილზე ადრე მთავრდება.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
* ისტვუდი, უორენ ბიტი, რობერტ რედფორდი, მელ გიბსონი, რიჩარდ ეტენბოროუ და კევინ კოსტნერი არიან ის რეჟისორები, რომლებმაც თავდაპირველად წარმატებული სამსახიობო კარიერა აიწყვეს, მაგრამ შემდეგ ოსკარები მიიღეს, როგორც საუკეთესო რეჟისორებმა.

* პროფესიონალის დონეზე უკრავს პიანინოზე.

* 1970-იანი წლების შუა ხანებში, ალფრედ ჰიჩკოკმა ისტვუდსა და კეტრინ დენევს თავის მომდევნო პროექტში მონაწილეობა შესთავაზა, რომელიც რონალდ კირკბრაიდის რომანის, სახელწოდებით "მოკლე ღამის" მიხედვით უნდა გადაღებულიყო, მაგრამ ჰიჩკოკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროექტი ვერ შედგა.

* მისი თქმით, რასიზმი ის თვისებაა, რაც ყველაზე მეტად სძულს ადამიანის ბუნებაში.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
* როგორც რეჟისორი, ყოველთვის უარს ამბობს მსოფლიო პრემიერამდე თავისი ფილმების სატესტო ჩვენების გამართვაზე გავლენიანი აუდიტორიის წინაშე.

* ისტვუდი დასავლური ხელოვნების ნიმუშების მოყვარული და აქტიური შემგროვებელიც გახლავთ.

* თავისუფლად საუბრობს იტალიურ ენაზე.

* მიუხედავად იმისა, რომ ისტვუდი ფილმებში ხშირად ეწევა, რეალურად იგი მწეველი არ გახლავთ და როგორც ამბობს, არც არასოდეს ყოფილა.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
* არ უყვარს ნადირობა, რადგან ფიქრობს, რომ ეს ცხოველთა უმიზეზოდ ხოცვის ფორმაა, რაც მისთვის გართობასთან არ ასოცირდება.

* არაერთხელ აღუნიშნავს, რომ როდესაც საქმე კინოს ეხება, მას ყოველგვარი კომპლექსი ეხსნება და ეს ბევრჯერ დაამტკიცა კიდეც.

* ჟურნალმა Empire-მ ყველა დროის საუკეთესო კინოვარსკვლავების სიაში ისტვუდს მეორე ადგილი არგუნა.

* ყოფილმა კალიფორნიის გუპერნატორმა და მსახიობმა, არნოლდ შვარცენეგერმა და მისმა მეუღლემ, მარია შრაივერმა, ვარსკვლავი პირადად დააჯილდოვეს, როგორს შტატის საპატიო მცხოვრები.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
გამონათქვამები:

-ვცადე მეცხოვრა სხვა დანარჩენებივით, მაგრამ არ მომეწონა.

-ამბობენ, რომ ქორწინება ზეციური საჩუქარია, მაგრამ კრიზისისას იგი ქვესკნელის რისხვას ემსგავსება.

-არასოდეს მიმიცია პესიმიზმისთვის იმის უფლება, რომ ჩემი მიზნები ეკონტროლებინა. თუ რამე არ გამოგივა, გზა მაინც უნდა განაგრძო და როცა იქნება, სასურველ შედეგს მიაღწევ.

-თუ მოსალოდნელი წვიმის შეგეშინდება, სულ მალე აუცილებლად იწვიმებს.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
-მე არასოდეს შევხვედრივარ გენიოს ადამიანს.

-თუ გარანტიები გნებავთ, ტოსტერი შეიძინეთ.

-ადამიანმა კარგად უნდა გაითავისოს როგორც საკუთარი პოტენციალი, ისე ლიმიტი.

-ჩემი აზრით, ღირსეულად დაბერებაც ერთგვარი ტალანტია.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა
-მიყვარს იმ მსახიობებთან მუშაობა, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამტკიცებელი.

-ყოველი ფილმი, რომელსაც ვქმნი, რაღაც ახალს მასწავლის და ამიტომაც მათ შექმნას კვლავ ვაგრძელებ.

-წარმატებას ძირითადად ჩემი ინსტინქტების, ცოტა კი იღბლის დახმარებით მივაღწიე.

-ყოველთვის შემწევს იმის ძალა, რომ მაყურებელს ვუთხრა: თუ მოგწონთ უყურეთ და თუ არა - გაისეირნეთ.
კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა

და ბოლოს, გთავაზობთ, რომ კლინტ ისტვუდს სხვადასხვა გადასაღებ მოედნებზე "ვესტუმროთ" და მის ნაკლებად ფორმალურ და ცნობილ ფოტოებს გავეცნოთ.

კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა კლინტ ისტვუდი კადრში და კადრს მიღმა

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა, ფილმები
Tags:

15


  • Hermione...♥ თქვა:
    25 იანვარი 2014 13:22 - ID: 15,
    ციტატა: MARAUDER
    ისტვუდი გენიალური მსახიობი და არაჩვეულებრივი რეჟისორია love
    თიკა, ნეტა იცოდე როგორ გამახარე ამ ბრწყინვალე ნიუსით love

    ციტატა: BarcaFan
    ციტატა: Hermione...♥
    Hermione...♥

    WoW... love ამ ადამიანზე სიყვები არ მყოფნის.... არ ვიცი მისი რომელი როლი გამოვარჩიო .... უბრალოდ გენიოსია <3

    მიხარია, რომ ასე მოგეწონათ feel love

  • BarcaFan თქვა:
    8 იანვარი 2014 19:16 - ID: 14,
    ციტატა: Hermione...♥
    Hermione...♥

    WoW... love ამ ადამიანზე სიყვები არ მყოფნის.... არ ვიცი მისი რომელი როლი გამოვარჩიო .... უბრალოდ გენიოსია <3

  • MARAUDER თქვა:
    8 იანვარი 2014 00:03 - ID: 13,
    ისტვუდი გენიალური მსახიობი და არაჩვეულებრივი რეჟისორია love
    თიკა, ნეტა იცოდე როგორ გამახარე ამ ბრწყინვალე ნიუსით love

  • Hermione...♥ თქვა:
    7 იანვარი 2014 20:07 - ID: 12,
    B2UTY,
    liii :),
    WelchIrene,
    - Dreamer,
    tamo,
    უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თქვენი თანადგომისა და გამხნევების გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა feel love აი, დაკარგვას რაც შეეხება, ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ როცა შემეძლება, ვიაქტიურებ :)

  • angel from paradise თქვა:
    7 იანვარი 2014 19:19 - ID: 11,
    ცოცხალი ლეგენდაა ყველაზე მაგარი მსახიობი და კიდე უფრო კარგი რეჟისორი, მარტო მერილ სტრიპთან ერთად ფილმში რად ღირს პირველად ავტირდი ფილმის ყურებისას აიაი არ ვიცი ჩემი ფავორიტია love

  • tako_takunebi თქვა:
    7 იანვარი 2014 17:30 - ID: 10,
    love

  • tamo თქვა:
    7 იანვარი 2014 17:03 - ID: 9,
    ამბობენ, რომ ქორწინება ზეციური საჩუქარია, მაგრამ კრიზისისას იგი ქვესკნელის რისხვას ემსგავსება.


    ვაიმე ვგიჟდები,მის მიერ შექმნილ ფილმზებზე ჰო საერთოდ.
    მგონი ცუდად ვარ ეს მოხუცი კაცი მაგიჟებს,ახლაც რა სიმპატიური ღმერთო ჩემო და მის ნიჭიერებაზე ჰო ზოგადად ვჩუმდები :D
    კარგი სიახლეა და ფავორიტებში რა თქმა უნდა fellow

  • - Dreamer თქვა:
    7 იანვარი 2014 16:40 - ID: 8,
    ვგიჯდები love აღფრთოვანებული ვარ love სტატია ნამდვილად სრულყოფილია! ყოჩაღ! love

  • WelchIrene თქვა:
    7 იანვარი 2014 13:10 - ID: 7,
    თიკა, აღფრთოვანებული ვარ შენი პროფესიონალიზმით. ყოველი შენი სტატია მართლაც სრულყოფილია! ყოჩაღ! request

  • liii :) თქვა:
    7 იანვარი 2014 11:24 - ID: 6,
    კარგი სიახლეა love

  • B2UTY თქვა:
    6 იანვარი 2014 23:23 - ID: 5,
    Arachveulebrivi xar TAKO♡♥♡♥ agar daikargo xolme :3 wow humphrey da james chemi sayvareli msaxiobebic arian

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 22:35 - ID: 4,
    IamSally,
    მწერალი, როგორც ასეთი, ახლავე შეგიძლია გახდე თუ ნიუსს დაამატებ. თუმცა, მის გამოსაქვეყნებლად საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომლებსაც აქ ნახავ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ადმინისტრატორი რამდენიმე დღეში ან საათში შენს ნიუსს გამოაქვეყნებს და თუ ბევრ ნიუსს გამოგიქვეყნებენ, მერე სავარაუდოდ ენჯელიც გახდები და დამოუკიდებლად დადებ სიახლეებს. თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, მომწერე და როგორც შემეძლება, დაგეხმარები :)
    keetaa,
    რისი მადლობა, გოგო, ძალიან მიხარია, რომ ისიამოვნე love

  • keetaa თქვა:
    6 იანვარი 2014 22:15 - ID: 3,
    ციტატა: Hermione...♥
    მრცხვენია..! ძალიან მრცხვენია! ძალიან, ძალიან მრცხვენიააა!!! ძალიან დიდი ხნის წინ შეგპირდით კლინტზე ნიუსს, მაგრამ... ზუსტად იმ პერიოდში ჯერ კომპიუტერს ვირუსი შეეყარა, მერე კი სულ გადამავიწყდა ჩვენი ისტვუდი(!) იმ დღეს ჩემს არქივებს გადავხედე და სკორსეზეზე ნიუსი რომ დავინახე, ყველაფერი გამახსენდა და კინაღამ გული გამიჩერდა. ვიცი, რომ ეს არ მამართლებს, მაგრამ... სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) სტატია ეძღვნება ჩემს ქეთას, რომელიც საიტზე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანია love და რომელსაც კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს რადგან მაშინ მივწერე კიდეც, ახლა ვაკეთებ ნიუსს-მეთქი.

    ვაიმე რა საყვარელი ხარ მე საოერთოდ აღარც მახსოვდა wink ძაან დიდი მადლობა ძალიან გამახარე და ძალიან მომეწონა სიახლე როგორც ყოველთვის სრულყოფილია და უნიჭიერესი ხარ გკოცნი ძაან გამიხარდა მართლა love კლინტ ისტვუდი ბავშვობიდან მიყვარს The Good, the Bad and the Ugly - დან შემაყვარა თავი მისმა გამოხედვამ ხო სულ დამატყვევა :D ყოველ მხრივ უნიჭიერესია და უსიმპატიურესი იყო ეხლაც კი გავყვებოდი ცოლად ისე შვილი ჰყავს აი კოპიო ამის ახალგაზრდობაა

    ფავორიტებში ულაპარაკოდ love

  • IamSally თქვა:
    6 იანვარი 2014 22:08 - ID: 2,
    ერთი კითხვა მაქვს. ამ საიტზე შეიძლება, რომ მწერალი გახდე? თუ შეიძლება, მაშინ როგორ? :)

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 21:49 - ID: 1,
    მრცხვენია..! ძალიან მრცხვენია! ძალიან, ძალიან მრცხვენიააა!!! ძალიან დიდი ხნის წინ შეგპირდით კლინტზე ნიუსს, მაგრამ... ზუსტად იმ პერიოდში ჯერ კომპიუტერს ვირუსი შეეყარა, მერე კი სულ გადამავიწყდა ჩვენი ისტვუდი(!) იმ დღეს ჩემს არქივებს გადავხედე და სკორსეზეზე ნიუსი რომ დავინახე, ყველაფერი გამახსენდა და კინაღამ გული გამიჩერდა. ვიცი, რომ ეს არ მამართლებს, მაგრამ... სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) სტატია ეძღვნება ჩემს ქეთას, რომელიც საიტზე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანია love და რომელსაც კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს რადგან მაშინ მივწერე კიდეც, ახლა ვაკეთებ ნიუსს-მეთქი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top