8 January 2014      malvina22     Views 1 728    
Category: Stars

შაკირა ჟურნალ Glamour–ის ახალ ნომერში
36 წლის კოლუმბლიელი მომღერალი შაკირა გადაიღეს ჟურნალ Glamour-ის ახალ ნომერში. მომღერალი შაკირა არაჩვეულებრივად გამოიყურება,მისი შარმითა და ქალურობით. ჟურნალი Glamour კი გაგაცნობთ მასზე ახალ და საინტერესო ინფორმაციებს.

შაკირა ბრუნდება The voice 6-ე ზამთრის სეზონისთვის,2014 წელს.ის იყო იდეალური კანდიდატი ახალი ხმის გასული წლის 4-ე სეზონის და ასევე იქნება ჩვენი ჟურნალის Glamour ახალი ნომრისთვისაც.

შაკირა მუშაობს ახალ ალბომზე ის ძალიან დაკავებულია,მომღერალის თქმით მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია,არ უნდა ფანებს გული გაუცრუოს,ამიტომ ყოველდღე მუშაობის პროცესშია.

"ჩემი კარიერია იწყება ღრმა ბავშვობიდან,ყოველთვის ვცდილობდი სცენაზე ვყოფილიყავი.
ბავშვობიდან უკვე დავიწყე სიმღერების წერა,მიზიდავდა ჯაზი,ბლუზი,როკი.როცა პირველად 2001 წელს შემოვდგი ფეხი საერთაშორისო სცენაზე ჩემში გაიზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა.ვცდილობდი არ მოვდუნებულიყავი და ბევრი მემუშავა.რადგან აქ უკვე მთელი მსოფლიო გიყურებს და შეცდომას არ გპატიობენ."



შაკირა ჟურნალ Glamour–ის ახალ ნომერში


შაკირა ჟურნალ Glamour–ის ახალ ნომერში

თავად არ ამბობს, მაგრამ ჟურნალ Glamour–ს არც ის ფაქტი დარჩენია უყურადღებოდ, რომ მომღერალი ბავშვობაშიც არავის უთმობდა პირველობას.მას ჯერ კიდევ 13-14 წლისას მოგებული ქონდა თითქმის ყველა საერთაშორისო კონკურსი.


თვლის რომ ძალიან ბედნიერი ქალია,ზოგჯერ ეშინია კიდეც არ დაირღვეს ეს ჰარმონია: "საერთოდ ძალიან მომთხოვნი ვარ,არ მიყვარს უპასუხისმგებლობა.მადლობა ღმერთს არ ვარ ზარმაცი,ვიდრე შემიძლია ყოველთვის ესე ვიქნები."

არ უყვარს მაკიაჟი, მეტიც ცდილობს არ გაიკეთოს თუ აუცილებელი არაა: "არ მიყვარს მაკიაჟი,მე ვფიქრობ მაკიაჟში ადამიანის ნამდვილი სახე არ ჩანს, მე კი ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ.მინდა ის ვიყო რაც ვარ."

ეს კი მისი ლეგენდარული გამონათქვამია: "პოპულარულობა ხალხს რეალობისგან იზოლირებულს ხდის."
უფრო მეტს გაიგებთ ჟურნალ Glamour-ის ახალ ნომერში.


შაკირა ჟურნალ Glamour–ის ახალ ნომერში

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top