24 January 2014      usernake     Views 4 248    
Category: Stars / Man

Tom Hiddleston   ♛
Tom Hiddleston

თომ ჰიდლსთონი 1981 წლის 9 თებერვალს ვესთმინსთერში, ლონდონში დაიბადა. მისი მამა შოტლანდიელია, დედა კი ინგლისელი. The Dragon School ის დამთავრების შემდეგ (ოქსფორდი) მან სწავლა ქემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო სამსახიობო სკოლაში გააგრძელა და წარმატებითაც გაართვა თვი ამ რთულ ამოცანას. მას ორი და ჰყავს ერთ-ერთი მათგანი ძმის მსგავსად მსახიობია, თუმცა უფრო მეტად თეატრში მოღვაწეობს. ჰიდლსთონის კარიერა თეატრთან ერთად ბრიტანულ ტელეშოუებში მონაწილეობითაც დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრიტანული ნაწარმოებების ეკრანიზაციებში, თუმცა, იმის გამო, რომ მსგავსი პროდუქცია ფართო მასებზე არ არის გათვლილი, ამას თომისათვის დიდი პოპულარობა არ მოუტანია.

საბედნიეროდ, შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჰიდლსთონის გამაოგნებელი სამსახიობო ნიჭი ამერიკელი პროდიუსერებისათვისაც
და მან პირველი მსოფლიო მასშტაბის როლი "THOR" ში მიიღო სადაც ქრის ჰემსვორთის გმირის ძმის, ლოკის როლს ასრულებს. ამ როლის წყალობით თომმა მოახერხა მაყურებლის გულის დაპყრობა, იმისდამიუხედავად რომ ლოკი უარყოფითი პერსონაჟია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის ძლიერ სამსახიობო შესრულების უნარზე.

2012 წელს მარველის მიერ გადაღებულ "შურისმაძიებლებში" (Avengers) შესრულებული იმავე როლით კი ფილმში მონაწილე ყველა სხვა სუპერგმირს წაართვა მაყურებლის სიყვარული. გასაოცარია, მაგრამ თვითონ მაყურებელსაც უკვირს როგორ შეძლო ასეთი უარყოფითი გმირის როლის შესრულებით ჰიდლსთონმა ფანები წაერთმია თუნდაც თორისა თუ რკინის კაცისათვის, მაგრამ ეს ფაქტია.

ახლა კი მსახიობი ბიბისის ახალ პროექტზე "The Hollow Crown" მუშაობს, სადაც ჰენრი მე-5 ეს განასახიერებს და კვლავ იმსახურებს კრიტიკოსთა დადებით შეფასებებს.



Tom Hiddleston   ♛
ფილმოგრაფია:

Thor: The Dark World
Exhibition
Only Lovers Left Alive
Stars in Shorts
The Avengers
War Horse
The Deep Blue Sea
Midnight in Paris
Thor
Archipelago
Wallander (TV Series) 2008-10
Cranford (TV Series) 2009
Miss Austen Regrets (TV Movie)
Unrelated
Suburban Shootout (TV Series) 2006-07
A Waste of Shame: The Mystery of Shakespeare and His Sonnets (TV Movie)
The Gathering Storm (TV Movie)
Armadillo (TV Series)
Conspiracy (TV Movie)
The Life and Adventures of Nicholas Nickleby (TV Movie)


























ინტელიგენტი, ნიჭიერი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, სექსუალური და მოქნილი:) გამოირჩევა ტომის ჩაცმულობის სტილი, რომელსაც ბრიტანული ქარიზმა დაჰკრავს, ამიტომ მისი პოპულარობა ერთი-ათად იზრდება.























2012







2011




Category: Stars / Man
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top