;
23 იანვარი 2014      tata ۰۪۫۰     9 კომენტარი     ნანახია 5203-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ელისონ ლომანი არის ამერიკელი მსახიობი. მას ჰქონდა მთავარი როლები ფილმებში: White Oleander, Where the Truth Lies, The Big White, Matchstick Men, Nausicaa of the Valley of the Wind, Flicka და Drag Me to Hell, პატარა როლები კი ფილმებში: Big Fish, Gamer და Beowulf. ის ასევე იღებდა მონაწილეობას სერიალებში, როგორებიცაა: 7th Heaven, Crusade, Tucker და Pasadena.
Alison Lohman / ელისონ ლომანი
ელისონი დაიბადა 1979 წლის 18 სექტემბერს Palm Springs-ში (კალიფორნია). 9 წლის ასაკში დაიწყო თეატრში თამაში, 11 წლის ასაკში კი პირველად მიიღო თეატრალური ჯილდო, როგორც კომედიური როლების შემსრულებელი ქალი. სკოლის დამთავრებისას მან გადაწყვიტა რომ არ წასულიყო უნივერსიტეტში და წავიდა ლოს-ანჯელესში რადგან გამხდარიყო მსახიობი. (1997)
Alison Lohman / ელისონ ლომანი
ფილმოგრაფია
2002 White Oleander (Astrid Magnussen)
ლომანი თეთრ ოლენადრში მიშელ ფაიფერთან და რენე ზელვეგერთან ერთად თამაშობდა. მიუხედავად იმისა რომ ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა სალაროებში, მან მიიიღო კეთილშობილური მიმოხილვა და მისმა შესრულებამ კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია. ამ როლმა მას სხდასხვა ჯილდოები მოუტანა, როგორებიცაა: Hollywood Film Festival Award for Supporting Actress of the Year, ShoWest Award for Female Star of Tomorrow, Young Hollywood Award for Superstar of Tomorrow და ნომინაცია - Phoenix Film Critics Society Award for Best Newcomer.
ჟანრი: დრამა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა გოგონას ასტრიდის (ელისონი) და მის დედის ინგრიდეს (მიშელ ფაიფერი) უდარდელი და ბედნიერი კალიფორნიული ცხოვრება იმის მერე აირევა, რაც ინგრიდის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი – ბარი კოლკერი შემოიჭრება. ინგრიდის და ბარის შორის ანთებული ვნება, მალე მას დამსხვრეული გულით და გატეხილი ცხოვრებით ტოვებს. შურისძიების სურვილი დანაშაულის ჩადენას მოიყოლებს, რომელსაც ინგრიდი ჩაიდენს... ის თავის შეყვარებულს თავისი საყვარელი ყვავილის - თეთრი ოლეანდრის შხამით მოწამლავს.


Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი


Alison Lohman / ელისონ ლომანი
2003 Matchstick Men (Angela)
მომავალ წელს ის გამოჩნდა ფილმში Matchstick Men, ნიკოლას ქეიჯთან და სემ როქველთან ერთად. ელისონის თამაში, კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.
ჟანრი: კრიმინალი , დრამა , ტრილერი , კომედია ,
მოკლე აღწერა: როი და ფრენკი - პროფესიონალი თაღლითები არიან. ბოლო დაგეგმილი თაღლითობა შეიძლება ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდეს მათ ცხოვრებში და მომავალში უზრუნველი ცხოვრება ორივეს გაუნაღდოს. მოულოდნელად როის სახლში 14 წლის ქალიშვილი გაჩნდება, რომლის არსებობაზე ის ეჭვობდა, მაგრამ ვერ ბედავდა ამის დაზუსტებას. ანჟელას გამოჩენამ წინასწარ დაგეგმილი მამის ცხოვრების მიმართულება შეცვალა, და ახლა მას თვითონ უნდა გახდეს მათი თანასწორუფლებიანი პარტნიორი.


2003 Big Fish (Young Sandra Templeton)
მოგვიანებით ამავე წელს, ის გამოჩნდა ტიმ ბარტონის ფილმში „დიდი თევზი“, ამის შემდეგ ის ჩნდებოდა აღიარებულ მაგრამ კომერციულად წარუმატებელ ფილმებში.
ჟანრი: დრამა , კომედია , სათავგადასავლო , ფენტეზი ,
მოკლე აღწერა: უილიამ ბლუმი, რეპორტიორია, იგი ბრონდება ალაბამაში თავის მშობლიურ ქალაქში . უილიამის მამა ედავრდი მომაკვდავია და იგი მამის გამო დაბრუნდა. იგი ცდილობს რაც შეიძლება ბევრი გაიგოს მამის შესახებ, მოულოდნელად ფაქტების საფუძველზე სულ სხვა რამეს გებულობს საკუთარი მამის შესახებ...


Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
2005 The Big White (Tiffany)
შემდეგი ფილმი იყო The Big White, სადაც თამაშობდა რობინ ვილიამსთან, ჰოლი ჰანტერთან და თიმ ბლეიქ ნელსონთან ერთად.
ჟანრი: კრიმინალი , დრამა , კომედია ,
მოკლე აღწერა: რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება... გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს...


Flicka (Katy McLaughlin)
2006 წლის 20 ოქტომბერს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „ფლიკა“. 25 წლისა თამაშობდა 16 წლის გოგონას, რომელიც დაუმეგობრდება გარეულ მუსტანგს ფილმში. ლომანი არასდროს ყოფილა ცხენოსანი და ამიტომ ის ფილმისთის 1 თვე მკაცრად ვარჯიშობდა.
ჟანრი: ოჯახური , დრამა , სათავგადასავლო ,
მოკლე აღწერა: ისტორია გოგონაზე, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა დოღში მიეღო, იმისათვის რომ თავისი ცხენი დაიბრუნოს, რომელიც მისმა მამამ ამ დოღის დამაარსებელს...

Alison Lohman / ელისონ ლომანი






2007 Things We Lost in the Fire (Kelly)
ფილმში Things We Lost in the Fire ნარკომანის როლს თამაშობდა.
ჟანრი: დრამა ,
მოკლე აღწერა: ქვრივი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა ქმარი, დაპატიჟებს მის პრობლენურ საუკეთესო მეგობარს მასთან და მის ორ შვილთან ერთად იცხოვროს. ჯერი დაეხმარება ოჯახს დანაკლისის დაძლევაში და ნელნელა თავის ცხოვრებასაც მოაწერიგებს.


Drag Me to Hell (Christine Brown)
თავიდან კრისტინას როლზე ელენ პეიჯი განიხილებოდა, სემ რეიმის საშინელებათა ფილმში Drag Me to Hell, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. ელისონს ამ როლმა ნომინაციები მოუტანა, როგორებიცაა: Detroit Film Critics Society Award for Best Actress, Saturn Award for Best Actress, MTV Movie Award for Best Frightened Performance.
ჟანრი: ტრილერი , საშინელება ,
მოკლე აღწერა: ბანკის თანამშრომელი კრისტინ ბრაუნი უარს ეტყვის კრედიტის გაგრძელებასე უცნაურ მოხუც ქალს, რომელიც სინამდვილეში ძველებური დემონი აღოჩნდება. ალქაჯი გოგონას ძველებურ წყევლით დაწყევლის – კრისტინს აქვს სამი დღე იმისათვის, რომ მოიხსნას ის, სხვა შემთხვევაში მას ჯოჯოხეთში ჩაითრევენ


საინტერესო ფაქტები

მან განასახიერა 14 წლის გოგონა "Matchstick Men"-ში. სინამდვილეში ამ დროს 23 წლის იყო და ფილმის გამოსვლისას 24 წლის გახდა.
პატარა როლი ჰქონდა კევინ კოსტნერის ფილმში "Dragonfly", ის თამაშობდა კიბოიან პაციენტს, მაგრამ ეს სცენები ამოჭრილი იქნა, ამის შემდეგ მას ჰქონდა გაპარსული თავი და მისი შემდეგი ფილმის „White Oleander-ის“ გადაღებების დროს პარიკებს იკეთებდა.
მას აქვს ინგლისური, შოტლანდიური, გერმანული და ფრანგულ-კანადიური ფესვები.

ის სწავლობდა მსახიობობას, ბალეტს, ცეკვას, და საბოლოოდ ამით მოიგო ჯილდოები და აიღო სტიპენდია.
ის არის გარემოს დაცვის სპეციალისტი და მხარს უჭერს ბევრ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც აუმჯობესებს და იცავს გარემოს.
მამამისი გარი ლომანი არის არქიტექტორი, დედამისი დაიანა დანემი კი ფრანგი პურის მცხობელია.
ერთ-ერთია Esquire ჟურნალის სიიდან "Women We Love".
უყვარს ნირვანას და პარამორეს მოსმენა.
ქრისტინა ბრაუნის როლზე ფილმიდან "Drag Me to Hell" ელენ პეიჯი განიხილებოდა მაგრამ განრიგის გამო ეს ვერ მოხერხდა.
ფილმში „ფლიკა“ თამაშობს 11 წლით უმცროსს ვიდრე სინამდვილეშია.
მას ყავს უმცროსი ძმა რობერტი. (დაიბადა 1982 წელს)
ის არის ბუნებრივი ქერა.
ელისონს ჰყავს 2 კატა, Monk და Clint.
ლომანი დაქრწინდა Mark Neveldine-ზე ნიუ-იორკში 2009 წლის 19 აგვისტოს.
2010 წელს შეეძინა პირველი შვილი (ბიჭი) Billy Neveldine.


















Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი
Alison Lohman / ელისონ ლომანი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    28 იანვარი 2014 16:19 - ID: 9,
    fuck selena
    მიხარია, რომ მოგეწონა :) love
    nina (: ... ❤
    ძაააალიან დიდი მადლობა, საყვარელო feel love love აი ისე მიხარია, რო აი რავი, საერთოდ არ მოველოდებოდი :)) ნინა, ძალიან მომენატრე, სად დაიკარგები ხოლმე love love

  • nina (: ... ❤ თქვა:
    27 იანვარი 2014 16:25 - ID: 8,
    გუშინ ვუყურე White Oleander ს, მართლა ძაან მაგარია, ამ გოგოს დედამ როგორ მომიშალა ნერვები angry და ეს გოგო რა საყვარელია, ძალიან ნიჭიერია და ლამაზი love სხვა ფილმებსაც ვუყურებ, მაინტერესებს
    მომენატრა ენჯელი, ამ ბოლო დროს ვეღარ შემოვდივარ ესე ხშირად, თათა შენ კი გილოცააავ! მალე გაენჯელებაც მომელოცოს, მართლა ძააალიან გამიხარდა, მაგარი ნიუსები გაქვს, ყოჩაღ :*** მაგარია ძაან
    winked love

  • fuck selena თქვა:
    26 იანვარი 2014 23:22 - ID: 7,
    Matchstick Men" ვნახე დღეს და მომეწონა კიი winked love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    26 იანვარი 2014 20:18 - ID: 6,
    fuck selena
    "Matchstick Men" ნახე, დრამაცაა და კომედიაც, თეთრი ოლეანდრი ამას ჯობია ბევრად მარა ესეც კარგი ფილმია ან ტიმ ბარტონის "Big Fish", მართალია ელისონს პატარა როლი აქვს მარა ისე ძაან კარგი ფილმია, კიდევ "ფლიკა", ესეც კარგია :) რომელიმეს თუ ნახავ, მერე მითხარი თუ მოგეწონება, კარგი? love

  • fuck selena თქვა:
    25 იანვარი 2014 22:33 - ID: 5,
    ვუყურე და გამახსენდა ადრე ნანახი მქონდა ოღონდ შუა ნაწილიდან
    ძალიან კარგი ფილმია
    და მსახიობიც თავისთავად !
    კიდევ რომელს მირჩევ მისი ფილმებიდან? დრამა რომ იყოს love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    25 იანვარი 2014 13:05 - ID: 4,
    ჩემი პატარა :დ love აი ვაფშე არ ეტყობა რომ 34 წლისაა, უუსაყვარლესია, ულამაზესი+ უნიჭიერესი, პირველად "თეთრი ოლეანდრიდან" გავიცანი, ძლიერი დრამაა, ისე რომ ვუყუყრე ცოტა დამგრუზა, არაჩვეულებრივი ფილმია და ელისონი ხომ ძაან მაგრად თამაშობს, ყველას გირჩევთ რომ ნახოთ love "დიდ თევზშიც" ძაან საყვარელია, ფილმიც ძაან მაგარია... ნუ ბევრი რო არ გავაგრძელო, საკმაოდ ძლიერი მსახიობია, ძაან მაგარი გოგოა love
    fuck selena
    არაფრის, პირიქით, დიდი მადლობა love

  • fuck selena თქვა:
    24 იანვარი 2014 22:13 - ID: 3,
    ზუსტად მაგ ფილმს ვუკურებ ახლა
    დიდი მადლობა ნიუსისთვის <3

  • gvanntsi თქვა:
    24 იანვარი 2014 16:06 - ID: 2,
    White Oleander კარგი ფილმია საკმაოდ . დანარჩენები არ ვიცი , საყვარელი გოგოა love

  • smileyz_xato თქვა:
    24 იანვარი 2014 00:00 - ID: 1,
    White Oleander ძალიან მიყვარს love drag me to hells აუცილებლად ვუყურებ winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top