;
26 იანვარი 2014      • Angel M •     19 კომენტარი     ნანახია 3877-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა


ქანიე ვესთის გამონათქვამები

დღევანდელ შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პიროვნება 36 წლის - ქანიე
ვესთია. ქანიეს მოულოდნელი განცხადებები ხშირად ხდება საზოგადოებისთვის განხილვის
საგანი. ამის მიუხედავად ის არ უშინდება მათ აგრესიას და წარმატებით განაგრძობს თავის
საქმეს. გთავაზობთ ქანიე ვესთის გამონათქვამებს და ამონარიდებს სხვადასხვა ინტერვიუებიდან.




✖ ✖ ✖

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

მე ისეთ რაღაცებს ვამბობ, რაც სერიოზულია, მაგრამ მათ ირონიულად და სასაცილოდ გადმოვცემ, რადგან ეს
ხახლს მოსწონს. ჩვენ ტირილის მაგივრად ვიცინით.

ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის ისაა, რომ ვერასოდეს შევძლებ საკუთარ თავს მოვუსმინო ლაივში.

მე არ მაქვს დრო, რომ ვიკითხო ისტორია, რადგან თავად ვწერ მას.

მე არ ვუსმენ რეპს. ჩემი ბინა საკმაოდ კარგია იმისათვის, რომ იქ რეპს მოუსმინო.

არ ვიცი რომელი ჯობია, ის რომ შენი იმედი აქვთ, თუ ის, რომ კარგად გიხდიან.

დაიჯერებდი იმას, რისიც გჯერა, თუ შენ იქნებოდი ის ერთადერთი ვისაც ამის სჯერა?



მე ვიცი, რომ უფალი ჩვენ გამო დაიღუპა, მაგრამ არ ვიცი ვინ იღებს გადაწყვეტილებას ომების შესახებ.

იცოდე შენი თავის ფასი! ხალხი ყოველთვის ისე მოიქცევა, თითქოს ისინი იმაზე მეტს აკეთებენ
შენთვის, ვიდრე შენ მათთვის.


მე არასდროს არაფერში არ ვყოფილვარ კარგი, გარდა შესაძლებლობისა, რომ ვისწავლო.

მაიკლ ჯორდანმა ბევრი რამ შეცვალა კალათბურთში. მან მთელი თავისი ენერგია ჩადო იმაში, რომ
ცვლილება შეეტანა მასში. მუსიკაშიც თითქმის იგივე ხდება - ვიღაცამ უნდა შეიტანოს ცვლილება.

მე დღემდე ვქმნი ხელოვნებას. ეს არის მოდა, კრეატიულობა, ტკივილი, წყენა, ვნება, მაგრამ ეს არის
შესაძლებლობა, რომ ჩემმა ხმამ, მუსიკის საშუალებით, გარეთ გამოაღწიოს.

ყველაფერი რაც მე არ ვარ, შექმნა ის, რაც ვარ.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

ვიღაც ყოველთვის იქნება შენზე ლამაზი, გონიერი, ახალგაზრდა, მაგრამ ის ვერასოდეს გახდება ის,
ვინც შენ ხარ.

შენ მხოლოდ 90% უნდა დაიჯერო იმისა, რასაც მე ვამბობ. ფაქტია, რომ საკუთარი თავის ბოლომდე
არც მე არ მჯერა. შეიძლება შენ ხშირად გეხუმრებოდე, და მსოფლიოს - ყოველთვის.

თავისი სტილის შესახებ, დაახლ. 5 წლის წინ: „უბრალოდ თავი მოიკალი!“

წარმატება ყველაზე კარგი შურისძიებაა.

მოგონებები ჩვენი ყველაზე მტკივნეული საშუქრებია.

ჩემთვის თავის დანებება უფრო რთულია, ვიდრე ცდა.

ზოგიერთი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი მაინც სულელია.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

მე არ მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს ბრბო, რადგან ბრბო არ ფიქრობს!

ხალხს ეშინია იმის დაკარგვის, რის შესანარჩუნებლადაც არც კი იბრძვიან.

ფულის ქონა ყველაფერი არ არის, მაგრამ ფულის არ ქონა არის.

თავის დედას: წინა ღამით დამესიზმრე, ახლა კი ვერ ვითმენ, როდის დავიძინებ.

ექიმები ამბობენ, რომ ცუდად ვარ, რადგან რეალობისგან ვიტანჯები.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

გიყვარდეს ის ადამიანები, ვისაც სძულხარ, რადგან ისინი შენი ყველაზე დიდი ფანები არიან.

ძალიან მინდა, რომ შემეძლოს ყველა ჩემ მოძულე ადამიანს პირისპირ დაველაპარაკო და საუბრის
დროს ჩემზე აზრი შევაცვლევინო.

მე ვარ დასაჩუქრებული იმით, რომ შემიძლია ვიცოდე, რა არ მომწონს.

მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა, ჩემი ცხოვრება ხშირად ჩავარდა საფრთხეში. არ ვიცოდი
რისთვის უნდა მეცხოვრა. ახლა, კი ორი ადამიანი მყავს, რომლებისთვისაც ღირს ცხოვრება.

ჩემი მუსიკა, არა მხოლოდ მუსიკა, არამედ - მედიცინაა.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

როცა ჩემთან ერთად ხარ, არ ილაპარაკო სტილზე, რადგან შეგარცხვენ

ხანდახან, როცა ვხედავ, რომ ხალხი ცუდ შესრულებას ტაშს უკრავს, ვფიქრობ: იმიტომ უკრავენ ტაშს,
რომ მოეწონათ თუ, იმიტომ რომ დამთავრდა?

მე ჩემი თავის ისევე მჯერა, როგორც 5 წლის ბავშვს. როდესაც ის რაღაცას აკეთებს, ამობს:
„შემომხედეთ“. შეიძლება მისი გაკეთებული რაღაც არც ისე კარგია, მაგრამ ის ტაშს მაინც ელოდება.

საზოგადოებამ ძალიან ბევრი საზღვრები და ლიმიტები დააწესა იმის შესახებ, თუ რა არის კარგი
და რა - ცუდი.
მაგალითად, პატარა ბავშვი, ბიჭი, რომელიც ფერებს უყურებს, მან ჯერ არ იცის
რომელია უკეთესი, სანამ მას ვიღაც არ ეტყვის, რომ ვარდისფერი არ უნდა აირჩიოს, რადგან მაშინვე
გეი გახდება. რატომ ლურჯი და არა ვარდისფერი? ვარდისფერი გაცილებით უკეთესი ფერია. ყოველი
ადამიანი ინდივიდუალური და თავდაჯერებული იბადება, მაგრამ საზოგადოება ცდილობს,
რომ ეს ყველაფერი წაართვას.


ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

მთელ ინდუსტრიას უნდოდა, რომ ჩემ ყოფილ შეყვარებულთან(ემბერ როუზი) დაწოლილიყო. ერთადერთი,
ვისაც პატივს ვცემ ეს - ვიზია. ვაღიარებ, რომ მე კიმი შემიყვარდა, ამ დროს კი, მას სხვა შეუყვარდა(კიმის
ყოფილი ქმარი).

დროთა განმავლობაში ჩვენი გულები ცივდება. რაც გვრჩება, მხოლოდ ტკივილია. ჩვენ შეურაცხოფილები
ვართ სხვებისგან და ვკარგავთ ნდობას მათ მიმართ. მეგობრებისგან გულნატკენები ვართ. გვიჭირს სხვას
გავუწოდოთ დახმარების ხელი. გულს გვიტეხავენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვიყვარს იმის მიუხედავად,
რომ ჩვენ მათ ყველაფერი მივეცით რაც შეგვეძლო.

დალევის წინ მიზანი ტკივილის გაქრობა იყო, მაგრამ შედეგი - ნაბახუსევზე ტკივილი.


თუ შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ ითამაშო ცხოვრების თამაშები, მაშინ შენ უნდა შეგეძლო, შეაფასო
ყოველი მომენტი. ზოგიერთი ადამიანი მომენტებს იქამდე ვერ აფასებს, სანამ ის არ მოხდება.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

არ იწუწუნო იქამდე, სანამ გამოსავალს არ იპოვი.

ჩვენ ყველა ერთ თამაშში ვართ, უბრალოდ სხვადასხვა დონეზე.

იოცნებე და იფიქრე ყველანაირი ლიმიტების გარეშე.

მე შემიძლია მივიღო ნეგატივი და გადავაქციო პოზიტივად, ყოველთვის.

მე ვარ ჩემი საყვარელი რეპერი.

მე დაკარგული ვარ ამ პლასტმასის სამყაროში.

მე ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი იმისა, რომ ჩემ ცხოვრებაში ნათელი სხივი გაბრწყინდებოდა.
სანამ ეს ყველაფერი მექნებოდა, მე ვხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი კარგ ცხოვრებას.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი სიტყვები ჩემზე მოქმედებს, ძალიან სულელია. და, თუ რამის ჩემზე
უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, დაე გააკეთეთ.


ძალიან ძნელია გაიღიმო მაშინ, როცა იცი, რომ შენს გარშემო მყოფი ხალხი, მხოლოდ ფულის
გაკეთებას ცდილობს შენგან.

რომ ვთქვა არ ვარ გენიოსი-მეთქი. მე უბრალოდ მოგატყუებთ თქვენ და ჩემ თავს.

თქვენ ან შემიყვარებთ, ან შეგძულდებით, მაგრამ მე ის ვიქნები და დავრჩები, ვინც ვარ.

ჩემი მოწინააღმდეგეები პირში მიცინიან, რაც ძალიან არ მომწონს.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

მე შეიძლება ყოველთვის სწორ რაღაცას არ ვამბობ, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის
სწორ ადგილზეა.


მე ვცდლიობ ჩემი შეცდომები გამოვასწორო, მაგრამ სასაცილოა, რადგან სწორედ ეს
შეცდომები მეხმარებიან, დავწერო სიმღერები.

მე ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ ეს ძველი მეა.

ხალხი რომელიც ყველაზე მაღლა დგას, ყველაზე დაბალი თვითშეფასება აქვს.

ყველაზე ლამაზი ადამიანები, ყველაზე მახინჯ(ცუდ) რაღაცებს აკეთებენ.

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

ცხოვრებაში არაფერი არ არის ისე გარანტირებული, როგორც სიკვდილი.

მე არასოდეს არ მივცემ ჩემ შვილს(ბიჭს), იმის ნებას, რომ ჯიუტი საკუთარი მე ჰყავდეს. ის ყველასთან
თავაზიანი იქნება, სადაც არ უნდა წავიდეთ. შევეცდები გავხადო რესპუბლიკელი. ყველას ეცოდინება,
რომ მას ეყვარება თეთრკანიანი ხალხი. არ მივცემ იმის ნებას, რომ თავისი კოლეჯის შეყვარებული
მიატოვოს, რომ საშიშ ჯგუფებში გაწევრიანდეს. მე მინდა, რომ მას ადვილი ცხოვრება ჰქონდეს, არა
ჩემნაირი, არამდედ ვინმე სხვისნაირი... არ მინდა, რომ ის მუდამ სძულდეთ და განსჯიდნენ.

არ გავუშვებ სტრიპტიზ კლუბში, რადგან საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ იქ სიყვარულს ვერ იპოვის.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნველობა, თუ რამდენი ადამიანი მეტყვის:
რომ ესე ძალიან არ უნდა მჯეროდეს ჩემი თავის,
რომ შევწყვიტო იმის ლაპარაკი, თუ რისი გაკეთება შემიძლია,
რომ შემდეგ ეს ყველაფერი ცხოვრებაში დავაკომპლექტო,
რომ ეს არ არის სწორი გზა...
მე უარვყოფ საზოგადოების დაწესებულ წესებს
და გზებს, რომლებითაც ცდილობენ გააკონტროლონ ხალხი,
დაბალი თვითშეფასებით.


ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

* * *

ქანიე ვესთის გამონათქვამები♛

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

19


  • DapeSmeabooda თქვა:
    20 ივნისი 2014 05:16 - ID: 19,
    trousse longchamps La crise aurait elle eu raison des excentricités de Patricia Field, la célèbre styliste du film? Pour le savoir, il nous faudra patienter jusqu'au 28 mai 2010, date de sortie du film sur les écrans français..Ce matin là, Shaïka se réveillait dans le creux de ses draps.
    Beurp.Fais quelque chose ou meurs.caractère; Allison à un caractère bien à elle. soldes sacs longchamp En fait, on voulait juste faire n'importe quoi pour se faire remarquer..Si vous avez des questions relatives à la cpam, je suis là!Mamans d'août grâce à la pmaEt si on se faisait une petite récap.
    Après avoir vu une semelle rouge, vous pouvez sans aucun doute le comprendre, et dire que peut être les chaussures Louboutin.TENDANCE. portefeuille longchamps "Mes talons préférés sont les aiguilles, car ils mettent la silhouette féminine sur un piédestal comme une oeuvre d'art, explique l'Italien Gianvito Rossi, qui a ouvert cet hiver sa première boutique à Paris, rue du Mont Thabor..Cela a une vraie influence sur mon travail..


    http://gina.gov.gy/temp/longchamp-5.php?p=longchamp-solde

  • bago თქვა:
    29 იანვარი 2014 21:42 - ID: 18,
    დიდი მადლობა <333

  • • Angel M • თქვა:
    28 იანვარი 2014 23:25 - ID: 17,
    bago

    ქანიესია, Flashing lights love

  • bago თქვა:
    28 იანვარი 2014 23:08 - ID: 16,
    ბავშვებო ამ მუსიკის სახელი თუ შეგიძლიათ მითხრათ <333

  • bkgal თქვა:
    28 იანვარი 2014 17:47 - ID: 15,
    როგორ მიყავრს ეს ადამიაანიი

  • mari___ თქვა:
    28 იანვარი 2014 15:50 - ID: 14,
    ''დაიჯერებდი იმას, რისიც გჯერა, თუ შენ იქნებოდი ის ერთადერთი ვისაც ამის სჯერა?''

    საინტერესო იყო ზოგი feel

  • mariami.P თქვა:
    27 იანვარი 2014 15:36 - ID: 13,
    საოცრად ამბიციურია wink თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ცხოვრებით და საოცარი მუსიკით მაინც არ გამოირჩევა ..

  • beonce თქვა:
    26 იანვარი 2014 22:50 - ID: 12,
    "იცოდე შენი თავის ფასი! ხალხი ყოველთვის ისე მოიქცევა, თითქოს ისინი იმაზე მეტს აკეთებენ შენთვის, ვიდრე შენ მათთვის."
    ეს სიტყვები მომეწონა მარტო.ძირითადი ნაწილი მისი გამონათქვამებისა სიამაყითა და პატივმოყვარეობით არის გაჟღენთილი.ყველაზე მეტად ადამიანში თავმდაბლობას ვაფასებ,რაც მას ერთი გრამითაც არ გააჩნია.

  • brookedavis თქვა:
    26 იანვარი 2014 19:24 - ID: 11,
    რატო ინტერესდებით ამის გამონათქვამებით? ბრძენია? :D :D :D არ ეტყობა :D ან თუნდაც ზოგადად ვინმე მსგავსი პიროვნების გამონათქვამებს :(

  • PrincetonGirl თქვა:
    26 იანვარი 2014 16:18 - ID: 10,
    "მე არ მაქვს დრო, რომ ვიკითხო ისტორია, რადგან თავად ვწერ მას." რაი ? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

  • kikimaari თქვა:
    26 იანვარი 2014 15:46 - ID: 9,
    გენიალურია,მიყვარს!

  • Bao თქვა:
    26 იანვარი 2014 15:20 - ID: 8,
    ამის თქმასააც ტვინი და ნიჭი უნდა fellow თავის თავზე უზომოდ შეყვარებული და ამპარტავანი ხალხი. ყველა არც წავიკითხე ... მაგრამ ამის შემდეეგ მე მიყვარსს ოსკარ უაილდი... // მაგრაამ მთლადდ არ მომწონსს მისი ასეთი გამონათქვამები.

  • Challo თქვა:
    26 იანვარი 2014 14:29 - ID: 7,
    (facepalm) აღარ მინდა ამ პლანეტაზე ცხოვრება wink

  • demetria თქვა:
    26 იანვარი 2014 14:25 - ID: 6,
    მოწონს იმის მიუხედავდ რომ ცოტა ამბიჩიური ფრაზებიტ გამოირჩევა და ზოგადა ამბიციურიაა მაინც არაჩვეულებრივი კაციაა love

  • badgal_94 თქვა:
    26 იანვარი 2014 13:44 - ID: 5,
    ვგიჯდებიიი love

  • Countess A. თქვა:
    26 იანვარი 2014 13:13 - ID: 4,
    ამის გამონათქვამებს როდესაც ვკითხულობ, სულ ოსკარი მახსენდება..

  • 26 იანვარი 2014 12:30 - ID: 3,
    ვაჰ მომეწონა

  • keetaa თქვა:
    26 იანვარი 2014 11:33 - ID: 2,
    მომეწონა

  • QeTT თქვა:
    26 იანვარი 2014 03:19 - ID: 1,
    მაგარი სიკო კაცია :D :DDD

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top