29 January 2014      NiNi_N     Views 5 636    
Category: Stars

გრემის დაჯილდოება პროფესიული თვალსაზრისით, მუსიკოსებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიებში ნომინირებული მომღერლებიც ელიან გამარჯვებას და ოქროს გრამაფონის აღებას. ამ დღისთვის ვარსკვლავები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან: უშვებენ ახალ სინგლებსა და ალბომებს, იღებენ მუსკალურ ვიდეოებს, ატარებენ მსოფლიო მაშტაბის ტურნეს, ეს ყოველივე კი მათ ეხმარებათ საკუთარი ნაშრომების პოპულარიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების უმეტესობა ცდილობს დაესწროს დაჯილდოების ცერემონიალს, არიან ცნობილი ადამინები, რომლებიც ვერ ახერხებენ საღამოზე მისვლას. თუმცა წლევანდელი წელი ამ მხრივ ნამდვილად ყველაზე განსხვავებული იყო. წითელ ხალიჩაზე არ გამოცხადნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორიცაა: რიანა, ლედი გაგა, ნიკი მინაჟი, ქანიე უესტი, ადელი და სხვები. კრიტიკოსთა აზრით, ამდენი ცნობილი სახის დაჯილდოებაზე დაუსწრებლობამ, საგრძნობლად დაუგდო რეიტინგი შოუს.
გადავხედოთ იმ ვარსკვლავების სიას, რომლებიც არ ესწრებოდნენ 2014 წლის გრემის დაჯილდოებას.


1. გაურკვეველია თუ რატომ არ დაესწრო დაჯილდოებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი რიანა, მაშინ როდესაც ის გრემის დაჯილდოებისთვის გამართულ ორ სხვადასხვა წვეულებაზე გამოცხადდა. ამასთანავე, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო თუ სად იჯდებოდა რიანა. მართალია, იგი არ დასწრებია შოუს, თუმცა მან შეძლო ორი ნომინაციიდან ერთ-ერთში გამარჯვება და რიგით მერვე გრემიც მოიპოვა.
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
2. ქანიე უესტი ამჟამად The Yeezus Tour-ში იმყოფება და შეგვიძლია მისი დაჯილდოებაზე არ გამოცხადების მიზეზად ეს ფაქტი დავასახელოთ, თუმცა კრიტიკოსების აზრით, საქმე არა მოუცლელობაში, არამედ იმ ორ ნომინაციაშია, რომელიც რეპერმა მიიღო და ცერემონიალიც პროტესტის ნიშნად გამოტოვა. რამოდენიმე თვის წინ, ტურის ერთ-ერთ კონცერტზე ქანიემ სიმღერა შეწყვიტა და მსგავსი განცხადება გააკეთა: "Yeezus-სი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ალბომია, თუმცა მან მხოლოდ ორი ნომინაცია მიიღო გრემიზე. რის თქმას ცდილობენ ისინი (დაჯილდოების ორგანიზატორები)?" სამწუხაროდ რეპერმა ვერც ამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
3. ერთ-ერთ ინტერვიუში დრეიკმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გრემის მოგება უკვე არც თუ ისე რთული საქმეა და მისი აღება ბევრს არაფერს ნიშნავს. მოგვინებით კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ასხამს იგი სპირტიან სასმელს იმ გრამაფონში, რომელიც გასულ წელს მოიგო და იყენებს მას როგორც ჭიქას.
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
4. ლედი გაგა
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
5. ჯასტინ ბიბერი
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
6. ჯასტინ ტიმბერლეიკი
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
7. ნიჯი მინაჟი
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
8. ადელი
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
9. ჯენიფერ ლოპესი
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards
10. მაილი საირუსი
Big Stars Who Skipped the 2014 Grammy AwardsBig Stars Who Skipped the 2014 Grammy Awards


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top