1 February 2014      tata ۰۪۫۰     Views 4 075    
Category: Stars


Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
სრული სახელი: ოდეტ ჯულიეტ იუსტმენი
1985 წლის 10 მაისი (28 წლის)
ამერიკელი მსახიობი
სიმაღლე: 1.75
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Juliette Annable (Yustman) არის ამერიკელი მსახიობი. დაიბადა 1985 წლის 10 მაისს, ლოს ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. დაამთავრა Woodcrest Christian High School, რომელიც მდებარეობს რივერსაიდში, კალიფორნიის შტატი. დამთავრების შემდეგ მას უნდოდა გამოსულიყო ბიზნესვუმენი და მიეღო განათლება Loyola Marymount -ის უნივერსიტეტში, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა რომ ბედი ეცადა, როგორც მსახიობს.

მისი სამსახიობო დებიუტი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შედგა Kindergarten Cop-ში, სადაც ესპანელ სტუდენტ როზას ტამაშობდა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში და ფილმებში: South Beachდა October Road. ის თამაშობდა პატარა როლს 2006 წელს რომანტიკულ კომედიაში "The Holiday," სადაც ასევე თამაშობდა კეიტ უინსლეტი. 2007 წელს გამოჩნდა ფილმებში Reckless Behavior: Caught on Tape და ჯეი ჯეი აბრამსის ფილმში Cloverfield, რომელმაც პოპულარობა მოუტანა. ამ როლისთვის ნომინირებული იყო Teen Choice Award-ზე როგორც Choice Movie Actress: Horror/Thriller for Cloverfield (2008). შემდეგ კი სერიალში Walk Hard. ოდეტს ხმა ადევს ამატას Fallout 3-ში. 2008 წელს ტრანსფორმერებში ეპიზოდური როლი ითამაშა, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ მეგან ფოქსი და შია ლაბიაფი.
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
2009 წელს კი მისი მონაწილეობით გამოვიდა საშინელებათა ჟანრის ფილმი The Unborn. 2010 წელს ემბერ ჰერდთან გამოჩნდა საშინელებათა ჟანრის ფილმში “And Soon The Darkness”, ფილმებში “ჯგუფური სექსი“ და “ისევ შენ“. ის ასევე გამოჩნდა მუსიკალურ ვიდეოში "(If You're Wondering If I Want You To) I Want You To" by Weezer. ამასთან ერთად მონაწილეობას იღებდა სერიალებში, როგორებიცაა: Quintuplets, South Beach, Monk , October Road, Life on Mars, Brothers & Sisters, Breaking In, House, Golden Boy, Banshee, New Girl, Westside.
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
ფილმოგრაფია
Cloverfield / მონსტრო (2008)
ჟანრი: ტრილერი , საშინელება , ფანტასტიკა
მოკლე აღწერა: ნიუ-იორკში, ხუთი უახლვესი მეგობრის მიერ გამართულ, გამოსამშვიდობებელ წვეულებას ჩაშლის საშინელი მონსტრი, რომელიც მოულოდნელად ესხმის თავს ქალაქს.

The Unborn / დაუბადებელი (2009)
ჟანრი: ტრილერი , საშინელება

მოკლე აღწერა:
19 წლის გოგონას ამბავი,რომელსაც პერიოდულად აუშვიტცში დაღუპული პატარა ბიჭის მოჩვენება ევლინება..
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
And Soon the Darkness / და დადგება სიბნელე (2010)
ჟანრი: ტრილერი , საშინელება
მოკლე აღწერა: მოქმედება არგენტინაში ხდება. ორი ამერიკელი გოგონა მოტოციკლეტით მოგზაურობს ქვეყნის შორეულ ტერიტორიებთან. როდესაც ერთ-ერთი მათგანი უჩინარდება, მეორეს რჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ დაღამებამდე იპოვოს იგი. ღამის კოშმარები იწყება…

Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
You Again/ისევ შენ (2010)
ჟანრი: კომედია
მოკლე აღწერა: წარმატებული PR მენეჯერი მარნი თავისი ძმის ქორწილში ჩამოდის. იგი ქორწინდება გოგოზე, რომელსაც მარნი სკოლის პერიოდში წყობიდან გამოჰყავდა. სიტუაცია იძაბება, როდესაც ირკვევა, რომ პატარძლის დეიდა მათი დედის სკოლის კოშმარია.
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
2010–2011 Brothers & Sisters (სერიალი)
2010–2012 Breaking In (სერიალი)
2011–2012 House (სერიალი)
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Westside (სერიალი)

საინტერესო ფაქტები
ის იყო მოდელი, სანამ მსახიობი გახდებოდა.
მის ლეკვს ჰქვია Navy.
მისი სახელი გერმანულად ნიშნავს „სიმდიდრეს“,ფრანგულად კი ბედნიერს, შინაურს და მელოდიურს, ხოლო ებრაელები თვლიან რომ სახელი ოდეტი წარმოიშვა სახელი ოდელისგან, რაც ნიშნავს „პატივს ვაგებ ღმერთს“ .
დაინტერესებულია სპორტით და მოდით.
2007 წლიდან ცხოვრობს ატლანტაში (ჯორჯია).
ის თავისუფლად მეტყველებს ესპანურად.
ოდეტის მამა დაიბადა ბოგოტაში (კოლუმბია), რომელსაც აქვს ფრანგული და იტალიური ფესვები, იზრდებოდა ნიკარაგუაში. დედა კი კუბელია. ოდეტი გაიზარდა ლათინურ ოჯახში, ამიტომ თავისუფლად მეტყველებს ესპანურ ენაზე.
თამაშობდა სერიალებში 'October Road' და 'South Beach.'
შესულია FHM-ის რეიტინგში ყველაზე სექსუალურ ქალებს შორის.
ადრე იყო დანიშნული მსახიობ ტრევორ რაიტზე, შემდეგ კი დაქორწინდა დეივ ენეიბლიზე 2010 წლის 10 ოქტომბერს, ისინი ერთად თამაშობდნენ კიდევაც Brothers & Sisters-ში.
ბავშვობაში ძალიან უყვარდა კომპიუტერული თამაშების თამაში და საშინელებათა ფილმების ყურება.
ოდეტი მემარჯვენეა ( აღსანიშნავია რომ The Unborn-ში ის მარცხენა ხელით წერს) .
ის არის დიდი ფანი ანჯელინა ჯოლის.




















Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი
Odette Annable / ოდეტ ენეიბლი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top