5 February 2014      yeezy     Views 5 796    
Category: Stars

Miley Cyrus Covers W Magazine
ნახევრად შიშველი მაილი საირუსი ჟურნალ W-ს გარეკანზე!


21 წლის პოპ-მომღერალმა ისაუბრა უამრავ თემაზე, ძირითადად კი მის მშობლებზე და აღზრდის მეთოდებზე. დისნეის გოგონადან ცუდ გოგოზე გადასვლის შესახებ... და აქვე ახსენა, მას უყვარს მარიხუანა.



''ვერ ვიტან ბავშვებს. ისინი საშინლად მოსაბეზრებელები არიან! ხანდახან ვუსმენ ბავშვების საუბარს მშობლებთან და მინდება მათთან მისვლა და სახეში შემოლაწუნება. როცა მესმის, როგორ ეუბნებიან ისინი მშობელს 'დედა, ნუთუ შენ არ იცი როგორ უნდა გამოიყენო აიფონი? სურათის გადაღება მაინც შეგიძლია?'. იცით, მე როცა ბავშვი ვიყავი, დედაჩემთან ასე ლაპარაკს ვერ ვბედავდი რადგან ვიცოდი, რომ მომიწევდა მობილურთან, ტელევიზორთან და კომპიუტერთან გამომშვიდობება!" - საუბრობს აღზრდის მეთოდებზე მომღერალი, შემდეგ კი აქვე იხსენებს:

''მე ვგიჟები ზაფხულზე. ბავშვობაში არასდროს შევდიოდი სახლში და შიშველი დავრბოდი გარეთ. მგონი ამის ბრალია, რომ დღესაც არ მიყვარს ტანსაცმლის ტარება.''


''არასდროს მყოლია ძიძა. დედაჩემი მუდამ მიკეთებდა ბუტერბროდებს. მამაჩემი ყველაზე მიმნდობი ადამიანია და ენდობა ყველას მანამ, სანამ ზედ არ გადაუვლიან. დედაჩემი ყოველთვის ამაყობს ჩემით (ჩვენით).''

''ყველა ვინც გაკრიტიკებს, ყოველთვის გადევნებს თვალს.
მათ ეზიზღები მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვს ის - რაც არ აქვთ მათ
!''



Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top