13 February 2014      B2UTY     Views 3 718    
Category: Stars

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

10 თებერვალს გარდაიცვალა ყველასთვის საყვარელი მსახიობი შირლი ტემპლი.
ტემპლის მიერ შესრულებული ბავშვების როლები მუდამ დარჩება ჰოლივუდის ისტორიაში.

მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გთავაზობთ მისი კარიერისა და ცხოვრების მცირე მიმოხილვას.
შირლი ტემპლი გარდაიცვალა


შეგახსენებთ, რომ შირლი ტემპლმა სახელი ყველაზე ადრეულ ასაკში გაითქვა თავისი სამსახიობო მონაცემებით, რომელიც 4 წლის ბავშვის კვალობაზე ნამდვილად ფენომენალური იყო.

შირლიმ თავი დაგვამახსოვრა ფილმებით "ნათელი თვალები", "პატარა პრინცესა", "ჰეიდი" და სხვა მრავალი. პატარაობაში განსახიერებულმა როლებმა განაპირობა ტემპლის წარმატებები და სულ რაღაც 7 წლის ასაკში აიღო მცირე ზომის ოსკარი.

ტემპლის გარდაცვალების შემდეგ უცხოური პრესა წერს, რომ შირლი მუდამ დარჩება ჰოლივუდის ყველაზე საყვარელ პატარა გოგონად.

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა


1932 წელი: შირლის პირველი ნაბიჯები კინოში. გოგონას ჰქონდა რამდენიმე მცირე როლი, მაგრამ ფილმმა Baby Burlesks განსაკუთრებული წარმატება და პირველი აღიარება მოუტანა.

1935 წელი: შირლისთვის წარმატებული გამოდგა. ამ პერიოდში მან საყოველთაო აღიარება მიიღო, მიუხედავად მცირე ასაკისა. 20th Century Fox-მა ტემპლი ნამდვილ ვარსკვლავად დაასახელა და კონტრაქტიც დადო მასთან. შირლი ტემპლს წელიწადში საშუალოდ 5 ფილმში მაინც იწვევდნენ. ამავე დროს, ის იყო პირველი პატარა მსახიობი, რომელმაც ჩინური თეატრის წინ თავისი ხელის ფორმა გამოსახა. ეს ნათითურები დღემდეა შემორჩენილი, ისევე როგორც სხვა ლეგენდარული მსახიობების.
შირლი ტემპლი გარდაიცვალა


1940 წელი: ეს პერიოდი ტემპლისთვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მან გააუქმა კონტრაქტი 20th Century Fox -თან. დედამისის მოთხოვნით სწავლობდა ქალთა სკოლაში, თუმცა მაინც ჰქონდა როლები, ოღონდ ამჯერად MGM-თან. ის ძირითადად თინეიჯერების როლებში იყო, თუმცა, რათქმაუნდა, ის ინტერესი ჩაცხრა, რომელიც პატარა შირლის ეკრანებზე გამოჩენას მოჰყვებოდა-ხოლმე.

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

21 წლის ასაკში შირლიმ მსახიობობას საერთოდ დაანება თავი.
მსახიობი ორჯერ იყო დაქორწინებული- ჩარლს ბლექსა და ჯონ აგარზე. მას ერთი შვილი ჰყავდა-სიუზანი.
ჩარლს ბლექისა და შირლი ტემპლის თანაცხოვრება 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს გარდაიცვალა შირლის მეუღლე ჩარლსი.

60-იან წლებში შირლი მკერდის კიბოს ებრძოდა, მსახიობის კარიერის გარდა, მან მოახერდა პოლიტიკოსის საკმაოდ წარმატებული კარიერის შექმნაც. ტემპლი განაში ამერიკის წარმომადგენელი იყო 70-იან წლებში.

შირლი ტემპლი გარდაიცვალა


მიუხედავად საკმაოდ აქტიური სოციალური საქმიანობებისა, შირლი ტემპლი მაინც ყველასთვის ასოცირდება უსაყვარლეს პატარა გოგონასთან, თავისი დაუვიწყარი სამსახიობო შესრულებით.

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალაშირლი ტემპლი გარდაიცვალა
შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა

შირლი ტემპლი გარდაიცვალა


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top