16 February 2014      GiaCarangi     Views 2 795    
Category: Stars

Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)

Johnny Lewis
(October 29, 1983 – September 26, 2012)

ჯონათან ლევისი დაიბადა და გაიზარდა ლოს ანჯელესში. 5 წლის ასაკში ის იღებდა მონაწილეობას სკოლის სხვადასხვა დადგმებში. სხვადასხვა ცნობილ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: Drake & Josh (2004); American Dreams (2003-2004); The O.C. (2005-2006); Raise Your Voice (2004); Aliens vs. Predator: Requiem (2007); Sons of Anarchy (2008-2009); Felon (2008); 186 Dollars to Freedom (2012), The Runaways (2010) და ა.შ.

2005-2006 წლებში ხვდებოდა ცნობილ მომღერალ კეთი პერის. მიუხედავად იმისა რომ ეკრანებზე ხალხისათვის საყვარელ პერსონაჟებს ქმნიდა, რეალურ ცხოვრებაში ჯონის პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან, და როგორ ქეთი პერი ამბობს საკმაოდ ხიფათიანი იყო და სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი.

2011 წლის 30 ოქტომბერს ჯონი მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა, რის გამოც მას ტვინი დაუზიანდა. როგორც გაირკვა ტრავმა ტვინის საღად ფუნქციონირებას აფერხებდა, ამას დაერთო ნარკოტიკებისგან გამოწვეული ფზიქოზი, მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში ის უკვე აღარ იყენებდა მათ.

სწორედ ამ შემთხვევის გამო ჯონი უცნაურად და არალოგიკურად იქცეოდა.
2012 წელს ის ორჯერ დააპატიმრეს, ერთხელ იმიტომ რომ 2 მამაკაცს თავს დაესხა, ხოლო 6 კვირის შემდეგ სახლის გაძარცვის გამო.

2012 წლის 26 სექტემბერს ჯონმა მოკლა თავისი სახლის მფლობელი, 81 წლის კეტრინ დევისი
. თვითონ ჯონის უსულო სხეული იპოვეს სახლის ეზოში. როგოც მეზობლები იუწყებიან მათ ჯერ გაიგეს ქალის კივილის ხმა, რის შემდეგაც დაურეკეს პოლიციას, ხოლო მათ მოსვლამდე დაინახეს როგორ გადმოხტა მამაკაცი ფანჯრიდან, სავარაუდოდ კი ჯონი. მიუხედავად ყველაფრისა აუტოფსიის შედეგად გაირკვა რომ ჯონს თავი არ მოუკლავს და ეს იყო უბედური შემთხვევა. ექიმები ვარაუდობენ, რომ მისი ასეთი საქციელი გამოიწვია ნარკოტიკებით გამოწვეულმა ფსიქოზმა. ის 28 წლის იყო.

სხვადასხვა სფეროში ნიჭიერების გამო მას Renaissance Man -საც კი ეძახდნენ, მსახიობობასთან ერთად ის იყო კარგი მწერალი, პოეტი და მხატვარი.

კრიტიკოსები ჯონის სამსახიობო ნიჭს დადდებითად აფასებენ, ის წარმატებულად ართმევდა თავს როგორც დრამა ასევე კომედიურ როლებს.

ახლობლები კი ამბობენ, რომ ის ადვილად იძენდა მეგობრებს - ყველგან სადაც კი წავიდოდა. ის კი ბევრს მოგზაურობდა: ევროპა, აზია, სამხრეთ ამერიკა. ადგილობრივებთან ერთად სამხრეთ აზიაში ბალახის ფაცხებში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდით, და იყო პირველი თეთრკანიანი კაცი, რომელსაც უფლება მისცეს ლაოსის წმინდა წყლის მიდამოებში ემოგზაურა.

მის კიდევ ერთერთ ნიჭად ასახელებენ მის უნარს, დახმარებოდა მეგობრებს. ბევრ მეგობარს სამსახიობო ბიზნესში გზის გაკვლევაში დაეხმარა და წარმატების გზაზე დააყენა.

როგორც მოგვიანებით გაარკვია, შესაძლოა ჯონი არის მსახიობ Diane Gaeta -ს ქალიშვილის მამა, ეს საკითხი მემკვიდრეობის დროს წამოიჭრა. დაიანი ამჟამად იმყოფება მსახიობ Logan Marshall-Green-თან ქორწინებაში და ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)

Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)

Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)Johnny Lewis (October 29, 1983 – September 26, 2012)

Tags:

Share it
Comments
Back to Top