22 February 2014      • Angel M •     Views 3 793    
Category: Stars / Photos

დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა დაამშვენა Allure-ის მარტის თვის
ნომერი. ვიქტორიას სტილზე Allure-ის რედაქტორმა Paul Cavaco-მ იზრუნა,
ხოლო ფოტოგრაფი Alexi Lubomirski გახლდათ. ყოფილმა Spice Girl-მა ისაუბრა თავის
სამუშაოზე რეჟიმსა და წარმატებაზე, ასევე თავის სკოლაზე, სადაც
როგორც თვთონ ახსენა ინტერვიუში, ჩაგრავდნენ.

სკოლის შესახებ:
“მე კერძო სკოლაში არ მივლია, საჯაროში დავდიოდი. არც ისე კარგი სკოლა იყო. მუდმივად მჩაგრავდნენ, რადგან
ყველასგან განსხვავებული ვიყავი. ნამდვილად არავის არ ვუსურვებ ამ ყველაფერს, რადგან საშინელება იყო.”


როგორ ქმნის ესკიზებს ნამდვილი ქალბატონებისთვის:
“ჩემი აზრით, ყველაზე უბრალო კაბასაც კი, თუ ის კარგად არის შეკერილი და ხარიხიანი ქსოვილისაა, შეუძლია
ჩვეულებრივისაგან განსხვავებით უკეთესად მოგერგოს, განურჩევლად შენი ზომისა თუ ფორმისა.” 2014 წელს
ვიქტორია ხსნის თავის მაღაზიას ლონდონში: “მომხმარებელს საშუალება ექნება ტანისამოსი ცალობით შეიძინოს.”


წარმატების შესახებ:
“ნიჭით დაჯილდოვებული არასოდეს ვყოფილვარ. საბოლლოდ აქ იმიტომ აღმოვჩნდი, რომ მჯეროდა თუ მართლა
ვიშრომებდი, ბევრს მივაღწევდი. ჩემი ამბიციები მაშინ გაიზარდა, როცა Spice Girls-ში მოვხვდი. ეს ძალიან
სასიამოვნო გრძნობა იყო, სანამ მალევე არ გამოვეთიშე ჯგუფს. ინგლისში ერთი წუთით ყველაფერი კარგად
მიდის - პრესა მლიქვნელობს, რაც რაღაც მხრივ სასიამოვნოა. კიდევ ერთი წუთის შემდგეგ კი ეს ყველაფერი ქრება.”




Category: Stars / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top