23 February 2014      • Angel M •     Views 3 517    
Category: Stars / Photos

მექსიკური Marie Claire-ს ქავერზე მოხვდნენ Keeping Up With the Kardashians-ის ახალგაზრდა
ვარსკვლავები - ქენდალ და კაილი ჯენერები. ისინი Tory Burch და PAVON-ში არიან შემოსილნი.
მათ თავიანთი მრავალფეროვნება მოდელობაში გამოავლინეს. "კარგად გავერთეთ. კაილისთვის ცოტა
უცხო იყო, ის სხვაგვარად მოგვევლინა და თავი ძალიან კარგად გაართვა."
- აცხადებს ქენდალი. 18
წლის ქენდალმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველთვის მოსწონდა მაღალი მოდის მოდელებისა
და სუპერმოდელების სურათების თვალიერება. უნდოდა, რომ მათ ადგილზე ყოფილიყო. თვლიდა,
რომ ისინი ლამაზები და ელეგანტურები იყვნენ. "ეს ის არის რაც მე ყოველთვის მინდოდა რომ
ვყოფილიყავი." ქენდალმა ასევე გაამხილა, რომ მისი შთაგონებები ჟიზელ ბიუნდჰენი, მირანდა
ქერი
და როუზი ჰანთინგტონ-ვაითლი არიან. კაილიმ კი განაცხადა: "ახლა დიზაინერობა მომწონს
და ვაპირებ, რომ მომავალში გავყვე ამ საქმეს, მაგრამ აუცილებლად ვინანებ თუ მახიობობაში არ
გამოვცდი ბედს. აუცილებლად ვცდი და ვნახოთ რა გამოვა."











Category: Stars / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top