17 March 2014      NuCaaa     Views 9 972    
Category: Stars

ვარსკვლავური ცხოვრება ერთი შეხედვით სრულყოფილად გვეჩვენება,
თუმცა ამ ყველაფრის უკან ხანგრძლივი და რთული მუშაობა დგას.

ისინი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ მოვლილი კანით, თმით, ძვირფასი კაბებითა და სამკაულებით.
მოდით გავეცნოთ, როგორ ცდილობენ ცნობილი მსახიობები და მოდელები ფორმაში ყოფნას


ჯესიკა ალბა
წონა:57
სიმაღლე:167
ასაკი:32


ჯესიკა ალბას ოჯახს აწუხებდა ჭარბწონიანობა ამიტომ 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, თვითონვე მოემზადებინა თავისი ულუფა საკვები. ორი შვილის დედა ძალიან წუხდა თავის წონაზე ორსულობის პერიოდში, ჟურნალ ელლესთან ინტერვიუში მან თქვა: "ორსულობის შემდეგ მე მქონდა დეპრესია, შემპყრობილი ვიყავი ჩემი წონით და არაღარაფერი მაბედნიერებდა"



მშობიარობის შემდეგ მან დაიწყო ეგრედ წოდებული "slimming girdle"-ს გამოყენება



პარალელურად კი იცავდა დიეტას:
საუზმე: მოხარშული კვერცხი ან ომლეტი, ნატურალური წვენი ან ატამი
ლანში: სალათი (სალათის ფურცლები, პომიდორი, კიტრი და ლიმონის წვენი) და ქთმის თეთრი ხორცი
სადილი: სადილზე ის ყოველთვის მიირთმევს ქათმის ხორცს, ბოსტნეულს ან მოხარშულ თევზს
ვახშამი: საღამოთი ცდილობს მიირთვას ხილი ან გაყინული იოგურტი



კარა დელევინი

წონა:51
სიმაღლე:171
ასაკი:21


კარლ ლაგერფილდის რჩეული კარა დელევინი მაკდონალცის დიდი მოყვარულია და არც მალავს, რომ ყოველთვის მიირთმევს სწრაფი კვების ობიექტებში. ის ამბობს, რომ არ შეუძლია უარი თქვას გემრიელ საკვებზე და ცდილობს ვარჯიშით შეინარჩუნოს წონა.

გთავაზობთ კარას ვარჯიშის განრიგს.

ორშაბათი: 45 წთ სირბილი და 15 წთ ლახტით ხტუნვა
სამშაბათი: 1 სთ კრივი
ოთხშაბათი: 15 წუთით ლახტით ხტუნვა და 20 წთ სირბილი
ხუთშაბათი: 25 წთ ფეხის ვარჯიში 25 წთ მუცლის პრესი და 15 წთ ლახტით ხტუნვა
პარასკევი: 45 წთ იოგა და მედიტაცია
შაბათი: 45 წთ გაწელვები და 15 წთ მუცლის პრესი
კვირას კი სრულიად თავისუფალია :))



მეგან ფოქსი

წონა:45
სიმაღლე:163
ასაკი:27


ჰოლივუდში მეგანი ერთ-ერთ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ვარსკვლავად ითვლება. ის სტუმრობს ექიმს ყოველთვიურად და ბალანსირებულ დიეტას ამჯობინებს. ის ჭამს ხშირად და ცოტას. დღეში 6 ჯერ. - "მიყვარს თეთრი ნივრიანი პური და ცხელი ჩაი, ტკბილეულობა კი ჩემი სისუსტეა."
ვარჯიშს რაც შეეხება არ უყვარს სპორტით დაკავება. ყოველდღიურად მისი ვარჯისი ცურვით შემოიფარგლება რადგან თვლის, რომ ცურვა არაჩვეულებრივ ფორმებს აყალიბებს. ისე კი ჭადრაკის და ნარდის თამაში უყვარს.



მონიკა ბელუჩი

წონა:61
სიმაღლე:170
ასაკი:49


სილამაზის ეტალონი მონიკა ბელუჩი, ისევე როგორც მეგან ფოქსი, მომხრეა პატარ-პატარა ულუფებით თუმცა ბევრჯერ იკვებოს. მისი თქმით ამ ხერხს ბევრი ევროპელი მსახიობი მიმართავს. მეგანისა და მონიკას ფორმაში ყოფნა ნამდვილად გავს ერთმანეთს. მონიკაც კვირაში 4 დღე 45 წთ. ცურავს



ქეით მოსი

წონა:48
სიმაღლე:168
ასაკი:40


მოდელი, რომელიც 300 ჟურნალის გარეკანზეა მოხვედრილი წონის შენარჩუნებას ტოქსინებისგან გათავისუფლებით ინარჩუნებს. მისი დღიური მენიუ ასე გამოიყურება

საუზმე: ვაშლის ნატურალური წვენი
ლანჩი: 1 პომიდორი და 1 ვაშლი
სადილი: ბოსტნეულის სუპი, ფორთოხლის წვენი ან სალათი
ვახშამი: 1 ჭიქა ჩაი (შაქრით) და ფორთოხლის წვენი

40 წლის მოდელი აქტიურად ცეკვავს და დარბის





ჰეიდი კლუმი

წონა 54
სიმაღლე 174
ასაკი 40


ჰეიდის გარეგნობის საიდუმლო ჯანსაღ კვებაში და ვარჯიშშია. ის ახალგაზრდა გოგოებს მიმართავს:
"გოგოებო, თუ გინდათ რომ დაიკლოთ, აუცილებლად მიმართეთ დიეტოლოგს"


1-2 კვირის განმავლობაში ბოსტნეულით იკვებება, უპირატესობას კომბოსტოს ანიჭებს
მე-3 კვირას დიეტური ნახშირწყლებით: თინუსითა და პომიდვრით
მე-4 კვირას: მჭლე ხორცი, თოხლო კვერცხი და სერი პური

40 წლის მოდელს ყავს პერსონალური ტრენერი, რომელთან ერთადაც კვირაში 5 დღე ვარჯიშობს.



ჯენიფერ ლოპესი

ასაკი 44
წონა 60
სიმაღლე 165


დიეტის პარალელურად მომღერალი ყოვველდღიურად ცეკვავს. მას ზღვის პროდუქტები უყვარს ყოველდღიურად მიიღტმევს ცილებიტ სავსე საკვებს და არასდროს სვამს ალკოჰოლს. როდესაც მანს რამოდენიმე კილოს დაკლება სურს საკვები რაციონიდან სრულიად იღებს მაკარონს, ბრინჯს და ნახშირწყლებს. დღის განმავლობაში კი 8 ჭიქა წყალს სვამს.



Category: Stars
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top