23 March 2014      Qety     Views 5 108    
Category: Stars

ნახეთ ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები და სხვა ძვირადღირებული სამკაულები,
რომელიც ვარსკვლავებს ამშვენებდათ წითელ ხალიჩაზე.

ემი ადამსს
ეკეთა 8 მილიონი დოლარის ღირებულების Lorraine Schwartz-ის სამკაული ,,ოქროს გლობუსის'' 2014 წლის დაჯილდოვებაზე. 30 კარატიანი ალმასის კულონი, 12 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი და 10 კარატიანი ალმასის საყურეები.

2013 წლის ,,ოქროს გლობუსის'' დაჯილდოვებაზე ჯესიკა ალბას ეკეთა 5.8 მილიონ დოლარიანი Harry Winston-ის ყელსაბამი.

მსახიობ ქეით ბლანშეტს 2014 წლის ,,ოქროს გლობუსის'' დაჯილდოვებაზე ეკეთა Chopard-ის სამკაული. მისი თეთრი ბრილიანტის სამაჯური 35 კარატიანი იყო.

ქანთრის მომღერალ კერი ანდერვუდს 2013 წლის გრემის დაჯილდოვებაზე 31 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული ეკეთა.

2013 წლის ,,ემის'' დაჯილდოვებაზე სოფია ვერგარას ეცვა Vera Wang-ის კაბა, თუმცა უფრო მომხიბვლელი იყო მისი 7 მილინ დოლარიანი სამკაულები. მას ეკეთა 21 და 40 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდები.

რიზ უიზერსპუნს 2014 წლის ,,ოქროს გლობუსის'' დაჯილდოვებაზე ეკეთა 3.7 მილიონ დოლარიანი Harry Winston-ის სამკაულები.

2011 წლის ,,ოქროს გლობუსზე'' ჯენიფერ ლოპეზს ეკეთა 7 კარატიანი ბეჭედი რომელიც 2 მილიონი დოლარი ღირდა და 3 მილიონიანი ბრილიანტის საყურეები.

ჯულიანა რანჩიჩს 2014 წლის ,,ოქროს გლობუსზე'' ეკეთა 14.58 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი რომელი 3 მილიონი დოლარი ღირდა.

2011 წლის ,,ოსკარზე'' ენ ჰეთეუეის ეკეთა Tiffany & co 94 კარატიანი ყელსაბამი, რომელიც 10 მილიონი დოლარი ღირდა.

2014 წლის ,,ოქროსა გლობუსზე'' ჯენიფერ ლაურენსს ეცვა Neil Lane-ის ელეგანტური შავთეთრი კაბა და ეკეთა 4 შავთეთრი ბრილიანტის სამაჯური და საყურეები რომლის ფასი 2.5 მილიონი დოლარი არის.

ბინდის საგა: განთიადი, ნაწილი პირველის პრემიერაზე ლოს-ანჯელესში კრისტენ სტიუარტს Neil Lane-ის ბეჭედი რომელიც 38.000 დოლარი ღირს.

ნიკოლ კიდმანს 2008 წლის Academy Awards-ზე ეკეთა L'Wren Scott-ის სპეციალურად მისთვის მნილი 7 მილიონ დოლარიანი ყელსაბამი, 7,500 ბრილიანტით და 1400 კარატით.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top