26 March 2014      ANGEL     Views 6 126    
Category: Stars



10 წლიანი ქორწინების შემდეგ გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი დაშორდნენ

წყვილი 2003 წელს დაქორწინდა და მათ 2 შვილი ყავთ - 9 წლის ეპლი და 7 წლის მოსე.
ოფიციალური წერილი მსახიობის lifestyle-საიტზე Goop-ზე გამოქვეყნდა, წერილში 41 წლის მსახიობი, რომელიც ეს ბოლო წლებშია მომღერლის ამპლუაშიც ვიხილეთ სერიალ Glee და სხვა შოუებში (გვინეტი აღნიშნავს, რომ კრისის დახმარებით გაღვივდა მასში მუსიკალური ნიჭი) და 37 წლის Coldplay-ს ვოკალისტი განქორწინებას "ცივილიზებულად" აღნიშნავენ, დიახ სწორედ ასე მოიხსენიებს მათ დაშორებას მედია, წყვილის განქორწინებას "ყველაზე ცივილიზებული და გააზრებული" -ს სტატუსიც კი მიანიჭეს და მაინც ძალიან გულს გვწყვეტს ეს ამბავი.



წყვილი წერილში ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ერთმანეთის უდიდესი სიყვარულის მიუხედავად დაშორდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი არიან და მუდამ იქნებიან ერთი ოჯახი და მათ ძალიან მჭიდრო სიახლოვე აქვთ, როგორც არასდროს. წერილიდან ისინი თხოვენ მედიას გაგებით პატივისცემით მოეკიდნონ მათ გადაწყვეტილებას და ნუ ჩაერევიან მათი და ბავშვების ცხოვრებაში.




პელტროუ-მარტინის ოჯახი სამაგალითოდ ითვლებოდა მრავალი წლის განმავლობაში და კვლავაც ასე ითვლება!
ორივე მათგანი წარმატებულ კარიერას ეწეოდა და არ ეხვეოდნენ სკანდალებში, მათი ოჯახი მშვიდ ცხოვრობდა და პაპარაცებიც კი ვერ აბეზრებდნენ თავს. ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ, იყო პერიოდი, როდესაც ისინი ცალცალკეც კი ცხოვრობდნენ, როგორც ამბობენ გადაღებების დატვირთული გრაფიკის გამო, თუმცა ახლა მათი დაშორება ოფიციალურია და გვიმხელენ, რომ მათი ურთიერთობის გადასარჩენად დიდი ძალისხმევა გაიღეს, ახლა კი თვლიან, რომ დაშორება ლოგიკური დასასრულია მათი ურთიერთობის.



Mila Fürstová-ის ნახატი, სწორედ რომელიც სავარაუდოდ კრისმა აჩუქა გვინეტს განქორწინების სიმბოლოდ

კრისმა განქორწინების სიმბოლოდ მეუღლეს Mila Fürstová-ს ნახატი აჩუქა - ჩიტი, რომელიც მიფრინავს. ახლა, ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კი აწ. უკვე ყოფილმა წყვილმა ბავშვებთან ერთად ბაჰამის კუნძულებს მიაშურა თავი! წყვილს სურს ბავშვები გაარიდონ პრესაში გამოწვეულ აჟიოტაჟს და უჩვენონ მათ, რომ ისინი ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ერთი ოჯახი არიან, მათ ასევე არ სურთ განქორწინების შემდეგ გაუცხოების ეტაპის გავლა. კრისი და გვინეტი კი როგორც ამბობენ მუდამ შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს და ისინი პირველ რიგში მეგობრები და ერთმანეთის შემოქმედების ფანები არიან. გამოთქმული ვერსია, რომ განქორწინება გვინეტის ღალატმა გამოიწვია, არ დასტურდება და ამ ჭორს ორივემხარე სასტიკად უარყოფს, საერთოდ მათი განშორების შესახებ როგორც ჩანს ვერანაირი ჭორი ვერ აგორდება, ეს ხომ გვინეტი და კრისია!


წყვილი განქორწინების წერილის ოფიციალურად გამოქვყენების შემდეგ ბავშვებთან ერთად გაემზავრა ბაჰამის კუნძულებზე



ბოლოს წყვილი ერთად ჰაიტის დასახმარებლად გამართულ გალა წვეულებაზე დააფიქსირეს იანვრის თვეში.
10 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ისინი სულ რამდენჯერმე თუ დაუფიქსირებიათ ფოტოგრაფებს ერთად, თუმცა რა თქმა უდნა ეს წყვილის ცუდ რომანზე არ მეტყველებს. უბრალოდ მათ არ მოსწონდათ საჯაროობა.








გვინეტი და კრისი - სრულიად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ ამ ფაქტებისდა მიხედვით:

>> გვინეტი - ამერიკელი, კრისი - ინგლისელი
>> გვინეტი ცნობილი ოჯახიდან: დედა - მსახიობი ბლიტ დენერი,
მამა პროდიუსერი ბრიუს პლეტროუ, ძმა ჯეიკ პელტროუ რეჟისორია.
>> კრისი, ბრიტანული საშულოა შემოსავლის 5 შვილიანი ოჯახიდან,
მამა - ბუღალტერი, დედა - მუსიკის მასწავლებელი

>> 1998 წელს 25 წლის ასაკში გვინეტმა ოსკარი მოიგო და უკვე დაფასებული მსახიობი იყო
>> კრისმა კი 1998 წელს ჯგუფ Coldplay-სთან ერთად დაიწყო მუსიკალური მოღვაწეობა

კრის მარტინი და გვინეტ პელტროუ დაშორდნენკრის მარტინი და გვინეტ პელტროუ დაშორდნენ

>> კრისი კი ერთერთ იტნერვიუში გამოტყდა, რომ პირველად სექსი 22 წლის ასაკში ქონდა, ის ამბობს,
რომ იყო ძალიან მორცხვი და რელიგიური მოსაზრებებიდანაც გამომდინარე იყო ასეთ მდგომარეობაში.
>> გვინეტი კი როდესაც 22 წლის იყო ხვდებოდა ბრედ პიტს და მრავალი თაყვანისმცემელი ყავდა!
>> პელტროუს ოჯახი - პელტროვიჩი ებრაელები არიან.

>> წყვილმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნო, როდესაც ბენდი მათი მეორე ალბომის A Rush Of Blood To The Head ტური მიმდინარეობდა. კრისი დაეხმარა გვინეტს გამკლავებოდა მამის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას, მან გვინეტს მიუძღვნა სიმღერები "Fix You" და "Swallowed in the Sea". წყვილმა 2003 წლის დეკემბერში იქორწინა, რაც გვინეტის ორსულობით იყო დაჩქარებული.
>> ქორწინებისას კრისი 25 წლის იყო, გვინეტი კი 30 წლის.







ბოლოდროინდელი სიახლეები


გვინეტი კვლავ ვიხილეთ სერიალ Glee-ში, სერიალის მე-100 ეპიზოდში,
სადაც შეასრულა ფარელის Happy




კრისი კი Coldplay-ს წევრებთან ერთად ცოტა ხნის წინ SXSW ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ჯგუფმა ახალი სიმღერები “Always In My Head,” “Magic,” “Midnight” და “Another’s Arms” შეასრულეს მათიმომავალი ალბომიდან Ghost Stories, ჯგუფის ეს, რიგით მე-6 ალბომი 19 მაისს გამოვა. ალბომის ილუსტრაცია Mila Fürstová-ს ეკუთვნის, ასევე გამოქვეყნდა ალბომიდან პირველი სინგლი “Magic” -ის ოფიციალური ჩანაწერი.







Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top