2 April 2014      Hermione...♥     Views 3 077    
Category: Stars / Fun, Interesting

ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები
არავინ უარყოფს, რომ ორგზის ოსკაროსანი ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი არა მხოლოდ გამორჩეული არტისტული შესაძლებლობებით, არისტოკრატული გარეგნობითა და დახვეწილი გემოვნებით, არამედ მაღალი ინტელექტის დონითაც გამოირჩევა. 44 წლის ვარსკვლავი უამრავი ჟურნალისტის საყვარელი რესპონდენტია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბლანშეტი თითქმის არასოდეს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე და არც სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, მის გამონათქვამებში მკვეთრად იკვეთება მისივე ერუდიცია, იუმორის გრძნობა, ინდივიდუალიზმი და თავდაჯერებულობა.
ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

"თუ იცი, რომ აუცილებლად დამარცხდები, დამარცხდი ღირსეულად"

"დაბერების, რა თქმა უნდა, ყველას გვეშინია. სიკვდილზე ფიქრიც გვზარავს, ნურავინ ვუარყოფთ ამას. თუმცა, მთავარია დარჩენილი დრო შინაარსიანად გავატაროთ, რადგან გადახდენილი თავგადასავლებისა და სახალისო მოგონებების გარეშე, განვლილი გზა ამაოდ მოგვეჩვენება".

"მსახიობებს საოცარი ძალა შესწევთ ხალხს შთააგონონ და კონკრეტული ქმედებების განხორციელება მოუწოდონ. როცა ეს აღმოვაჩინე, გადაჭრით სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ გზის გაყოლა".


ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

"საკუთარი თავის შეცნობა ხანგრძლივი პროცესია და ნუ შეშინდებით, თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენი წარმოდგენები ხშირ-ხშირად შეიცვლება".

"საკუთარი თავი ლამაზად არასოდეს ჩამითვლია, მაგრამ ვცდილობ საუკეთესოდ გამოვიყურებოდე იმ ფიზიკური მახასიათებლებით, რომლებიც ბუნებამ მიბოძა".

"ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ხშირი მოგზაურობისა და სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების მიღების გარეშე".


ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

"რამდენიმე წელიწადი საკმარისია იმისთვის, რომ მიაღწიო რაიმე გრანდიოზულს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მიაღწიო იმას, რაც დროს გაუძლებს".

"ერთადერთი რამ, რაც ყველა ქალაქს საერთო აქვს არის ის, რომ ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება".

"შეუძლებელია გადაიღო ისეთი ფილმი, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოეწონება".


ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

"როგორც არტისტს, მე მაქვს მაყურებლის ყოლის და არა ტაბლოიდური პოპულარობის მოპოვების სურვილი".

"მსახიობი მხოლოდ თამაშით ვერავინ გახდება. დრო რეალურ ცხოვრებასაც უნდა დაუთმო, რათა მიღებული გამოცდილება და განცდილი ემოციები შემდგომში სცენასა თუ გადასაღებ მოედანზე ოსტატურად გამოიყენო".

"ქორწინება დიდი რისკია, მაგრამ თუ გაამართლებს, ასე აღარ მოგეჩვენება".


ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

"თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევს ვიყო იქ, სადაც მომესურვება".

"არ მიზიდავს ისეთი პერსონაჟების განსახიერება, რომლებსაც ჩემთან ბევრი საერთო აქვთ".

"თუ დროის ოპტიმალურად განაწილებას ისწავლით, წარმატებულნი იქნებით როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში".


ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

"თუ შენი საქმე გიყვარს, მისი შესრულება კი არ დაგღლის, არამედ ენერგიით აგავსებს".

"ძალადობა და რასიზმი უნდა დაიგმოს. თუ მათო მომსწრენი გავხდებით, მათზე თვალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხუჭოთ".

"ზოგიერთი მსახიობი ზედმეტად ბევრ დროს უთმობს თავის გარეგნობას. არადა, თუ ფორმაში ჩადგომის მიზნით იშიმშილებ, შენი ტვინის უჯრედებს ნორმალურად ფუნქციონირება გაუჭირდებათ და ვეღარც ხარისხიანად მუშაობას შეძლებ".


ქეით ბლანშეტის გამონათქვამებიქეით ბლანშეტის გამონათქვამები

Category: Stars / Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top