;
3 აპრილი 2014      Hermione...♥     16 კომენტარი     ნანახია 2024-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Lauren Bacall Lauren Bacall
ლეგენდარული მსახიობი და მოდის კერპი, ლორენ ბეკოლი (Lauren Bacall) ბეტი ჯოან პერსკის სახელით მოევლინა ქვეყანას. თავისი ხანგრძლივი და შინაარსიანი კარიერის მანძილზე მან მოახერხა უამრავი პრესტიჟული ჯილდოს (მათ შორის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის) მოპოვება და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური კინოვარსკვლავის სტატუსის დამკვიდრება. მიუხედავად იმისა, რომ ბეკოლი უკვე 89 წლისაა, იგი დღემდე მონაწილეობს ფილმებში.
Lauren Bacall

საინტერესო ფაქტები:

დაბადების თარიღი: 1924 წლის 16 სექტემბერი
დაბადების ადგილი: ნიუ-იორკი, აშშ
სიმაღლე: 1.74 მ


Lauren Bacall
Lauren Bacall

* ლორენის მშობლები, ებრაული წარმოშობის ემიგრანტები, ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა მომავალი მსახიობი 5 წლის იყო.

* ბევშვობაში ბეკოლს სურდა მოცეკვავე გამხდარიყო, მაგრამ აზრი მალევე შეიცვალა და სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.
Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall
* 17 წლის იყო, როცა გრეგორი პეკი გაიცნო. მათმა მეგობრობამ ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე გასტანა.

* ლორენის სილამაზე შეუმჩნევლად არ დარჩენილა და სწავლის პარალელურად მას მოდელობა შესთავაზეს. სულ მალე, იგი Harper's Bazaar-ის გარეკანზეც გამოჩნდა და ამით რეჟისორ ჰოვარდ ჰოუკსის მეუღლის მოხიბვლა შეძლო, რომელმაც ბეკოლი ჰოუკსის მორიგი ფილმის, "გქონდეს და არ გქონდეს"(To Have and Have Not) ქასთინგზე მიიწვია.
Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall
* ბეკოლმა ფილმ "გქონდეს და არ გქონდეს" ქასთინგი წარმატებით გაიარა და 19 წლის ასაკში არა მხოლოდ მისი კინოდებიუტი შედგა, არამედ მომავალი მეუღლე, ლეგენდარული ჰამფრი ბოგარტიც გაიცნო.

* მიუხედავად 25-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, ბოგარტისა და ბეკოლის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მათ 1945 წელს იქორწინეს, 2 შვილი ეყოლათ და ერთად კიდევ არაერთ ფილმში ითამაშეს, რომელთაგანაც ყველაზე წარმატებული "გრძელი სიზმარი" (The Big Sleep) გამოდგა.
Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall
* გამოირჩეოდა ჩახლეჩილი, სექსუალური ხმითა და კატისებრი თვალებით.

* ჰამფრი ბოგარტის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ ლორენი ჯეისონ რობარდსზე დაქორწინდა. 8 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ. მათ ერთადერთი შვილი ეყოლათ, რომლის ნათლიაც ბეკოლის ახლო მეგობარი და ოთხგზის ოსკაროსანი კეტრინ ჰეპბერნი იყო.
Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall
* ჟურნალმა Empire ბეკოლს კინოს ისტორიის ყველაზე ქექსუალურ ვარსკვლავთა სიაში მე-6 ადგილი უბოძა.

* 2010 წელს საპატიო ოსკარი გადასცეს კინემატოგრაფიის "ოქროს ხანაში" ღირსეული მოღვაწეობისთვის.
Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall Lauren Bacall

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • Hermione...♥ თქვა:
    7 აპრილი 2014 14:53 - ID: 16,
    MARAUDER,
    Sassy-Classy,
    ძალიან დიდი მადლობა feel love

  • Sassy-Classy თქვა:
    4 აპრილი 2014 23:28 - ID: 15,
    რა ლამაზია love
    ძალიან კარგი სიახლეა :))))

  • MARAUDER თქვა:
    4 აპრილი 2014 20:55 - ID: 14,
    კეტრინ ჰეპბერნს ვასმგავსებ fellow ულამაზესია love კარგი სიახლეა smile

  • Hermione...♥ თქვა:
    4 აპრილი 2014 18:51 - ID: 13,
    keetaa,
    B2UTY,
    უღრმესი მადლობა!!! love აუ, რა მაგარი გრძნობა იქნება შენი კუმირი რომ მოგილოცავს წარმატებას winked
    Little-star,
    კარგია, რომ გამახსენე :)

  • B2UTY თქვა:
    4 აპრილი 2014 15:11 - ID: 12,
    ვაიჰ ვის მოაგონდა ეს ქალი :დდ მიყვარს მისი ფილმები.. the big sleep, key largo, to have and have not, how to marry a millionaire, the mirror has two faces, dark passage ესენი მიყვარს ♥ გარეგნულად ადრე უფრო მომწონდა, ეხლა აღარ :დ ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს კარგი ქალია ზოგადად და მგონი ერთადერთი ძველი მსახიობია, რომელიც დღესაც ცოცხალია ნუ ოლივიას თუ არ ჩავთვლით...ჰამფრი ხო ლეგენდაა საერთოდ. რა დრო იყო... უი ისე, ლორინი ბეტის ფანი იყო ადრე მანამ კარიერას დაიწყებდა და იხსენებდა პირველად რო შეხვდა რა სიხარული განიცადა და როცა უკვე წარმატებული მსახიობი გახდა, ბეტი მივიდა პირადად კულისებში და მიულოცა ♥♥ კარგი ნიუსია

  • mis nina თქვა:
    4 აპრილი 2014 12:02 - ID: 11,
    ჩემდა სამწუხაროდ პირველად გავიგე ამ ქალის შესახებ feel ძალიან ლამაზი ქალია,მომწონს ასეთი ტიპის ქალები love გამოხედვა კი მართლაც დამატყვევებელი აქვს love

  • Little-star თქვა:
    4 აპრილი 2014 01:19 - ID: 10,
    ძააან მაგარი ქალია love რომის გავს მომენტებში და მართლა ძალიან კარგი მსახიობია love ავტორო გთხოვ რიტაზე ერთი კარგი სტატია გააკეთე რაა love ჩემი დიდი სურვილიია love

  • keetaa თქვა:
    4 აპრილი 2014 00:02 - ID: 9,
    მართლა გავს რომის ოღონდ ეს უფრო სექსუალური ვარიანტია. წინიდან იმდენად არ მომწონს, პროფილი აქვს ლამაზი, თვალები და გამოხედვა მაგრამ მთლიანობაში მაგარი ქალია. ამის რამდენიმე კინო მაქვს ნანახი ოდესმე აუცილებლად ვნახავ უამრავი კინო მაქვს სანახავი. ძალიან კარგი სიახლეა

  • mariamininutsa თქვა:
    3 აპრილი 2014 23:22 - ID: 8,
    ვაიმე რა ლამაზია love

  • Hermione...♥ თქვა:
    3 აპრილი 2014 22:21 - ID: 7,
    liliana,
    ano...,
    demetria,
    დიდი მადლობა, გოგონებო feel love

  • NataLefayStew თქვა:
    3 აპრილი 2014 21:55 - ID: 6,
    კეტრინ ჰერბერნს ჰგავს ძალიან კაკრას.რა ქალიაა! love

  • demetria თქვა:
    3 აპრილი 2014 21:48 - ID: 5,
    ვაუ რა სილამზის პატრონიი ყოფილაა მომეწონა ძლაიანნ კარგი სიახლე იყოო love

  • ano... თქვა:
    3 აპრილი 2014 21:25 - ID: 4,
    ამ ქალის ყუებისას რაღაც მემართება ძალიან ელეგანტური დახვეწილი და რაღაც საოცარიი თვალები აქვს love ნუ მის ფილმებზე და შესრულებაზე აღარაფერს ვამბობო. სიახელაა როგორც ყოველთვის ძალიან კარგია

  • liliana თქვა:
    3 აპრილი 2014 21:24 - ID: 3,
    ra lamazi qalia.. siaxle momewona.. :*

  • Hermione...♥ თქვა:
    3 აპრილი 2014 21:20 - ID: 2,
    ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალია, იერით მომენტებში რომი შნაიდერს ვამსგავსებ, მაგრამ ლორენს ისეთი იდუმალი და დამატყვევებელი გამოხედვა ჰქონდა, რომ ბევრად მირჩევნია ამ უკანასკნელს. სხვათა შორის, თავისი ასაკის პირობაზე, დღემდე მშვენივრად გამოიყურება. როგორც მსახიობიც შესანიშნავია, თავისი თაობის არტისტებიდან ბევრი ჯობდა, მაგრამ მაინც ღირსეული და საინტერესო კარიერა განვლო. ჰამფრისთან ერთად მაინც გამორჩეულად ეფექტური იყო, შეუძლებელია მათმა ერთობლივმა ნამუშევრებმა არ აღგაფრთოვანოთ love

  • ANGEL თქვა:
    3 აპრილი 2014 21:18 - ID: 1,
    როგორი გამოკვეთილი სახის ნაკვთები ქონდა ამ ქალს, ტელეგენურია მართლაც
    "გამოირჩეოდა ჩახლეჩილი, სექსუალური ხმითა და კატისებრი თვალებით." <3 <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top