;
16 აპრილი 2014      Nina√     21 კომენტარი     ნანახია 8295-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის-ირინა შეიკისა და კრიშტიანუ რონალდუს სიყვარულის ისტორია

როგორც იცით, ირინა შეიკი 28 წლის საკმაოდ ცნობილი მოდელი და მსოფლიოში მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალბატონია. ირინას ისტორია კონკაის ისტორიას გავს. ირინა რუსეთის ერთ პატარა დასახლებაში გაიზარდა და თუ გარეგნობას არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ისიც სხვების მსგავსი იყო და დანარჩენებივით არაფრით განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ, გავიდა დრო, ირინა გახდა სწრულწლოვანი და გადაწყვიტა ბედი მოდის ინდუსტრიაში ეცადა. გოგონას ბედმა გაუღიმა. როგორც თავად ამბობს, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, რის შედეგადაც 2004 წელს შეიკი მის ჩელიაბინსკი გახდა. სწორედ ამ დროიდან იწყება მოდელის თავბრუდამხვევი კარიერული წარმატება და არა მარტო. ირინას გარეგნობით მალევე მოიხიბლა საზოგადოება. მისი ვიზუალის განსაკუთრებულობა არც სპორტის წარმომადგენლებს გამოპარვიათ. მათ შორის იყო 28 წლის სახელგანთქმული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჯამად რეალ-მადრიდში ასპარეზობს. რონალდუ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული. რაც შეეხება მათ რომანს, ის 2010 წლის ივლისიდან იწყება. ცნობლი ფაქტია, რომ ირინა არ არის დაინტერსებული ფეხბურთით და სპორტის არც ერთი სახეობით. შესაბამისად, ადვილი გამოსაცნობია, რომ წყვილს ერთმანეთი ფეხბურთის მატჩზე არ გაუცნია. მათი შეხვედრა გადასაღებ მოედანზე შედგა. წყვილი მალევე დაახლოვდა და რამდენიმე თვეში, 2011 წლის თებერვალში ცნობილი გახდა ირინასა და კრისტიანუს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. წყვილმა საკმაოდ რთული და გრძელი გზა გაიარა, იმისთვის რომ მათი ურთიერთობა მტკიცე ყოფილიყო.





ურთიერთობის დასაწყისში, რონალდუს ბიჭი შეეძინა ამერიკელ უცნობ ქალბატონთან, მაგრამ ირინა ამ ფაქტს აუღელვებლად შეხვდა. ვრცელდებოდა ასევე ჭორები იმის შესახებაც, რომ კრიშტიანუს დედას შეიკი არ მოსწონდა და წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის. როგორც ირკვევა, რონალდუს ბრაზილიელ მოდელთანაც ჰქონდა ურთიერთობა და თითქოს წყვილმა კავშირი გაწყვიტა. თუმცა, ესეც ტყუილი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, საზოგადოებამ ისინი კვლავ ერთად იხილა. ფოტოებიდან ჩანდა, რომ ირინა ფეხბურთელთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. მათ ქორწილის თარიღიც კი დათქვეს, მაგრამ გარკვევული მიზეზების გამო მათი ქორწილი არ შედგა. ამის მიუხედავად, წყვლი დღემდე ერთადაა. როგორც აღვნიშნეთ , ირინა არ არის სპორტით დაინტერესებული, მაგრამ ბოიფრენდს ყველა თამაშზე თუ დაჯილდოვებაზე თან დაჰყვება და აქტიურად გულშემატკივრობს. აი , რას ამბობს მოდელი ფეხბურთელთან ურთიერთობის შესახებ: " მე ბედნიერი ვარ მასთან და ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ოჯახი. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემი გამხიარულება, მას შეუძლია მაქციოს ყველაზე ბედნიერ ქალად. მას უსიტყვოდ ესმის ჩემი. ის შესანიშნავი გულშემატკივარია. მე ვამაყობ მისით. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ურთიერთობის მომხიბლელობა და მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვბეზრდება."

გთავაზობთ, წყვილის ერთობლივ ფოტოებს მათი ურთიერთობის დაწყებიდან დღემდე.




















































მოგწონთ ირინა შეიკისა და კრიშტიანუ რონალდუს წყვილი?

დიახ, საუკეთესო წყვილია, ძალიან მომწონს
კარგი წყვილია, მაგრამ არა საუკეთესო
არა, ნამდვილად არ მომწონს მათი წყვილი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

21


  • ani:) თქვა:
    22 აპრილი 2014 22:45 - ID: 21,
    ძალიან მომწონს ორივე ვგიჟდდებიი love

  • anna239 თქვა:
    19 აპრილი 2014 12:05 - ID: 20,
    ულამაზესი წყვილი feel

  • natianatia თქვა:
    18 აპრილი 2014 20:30 - ID: 19,
    კარგები არიან love

  • ancho_ano თქვა:
    18 აპრილი 2014 15:27 - ID: 18,
    ირინა შოკიაა მაგრამ რონალდოს ვერ ვიტან რა ვქნა wink მარტო ტანი მომწონს

  • Ggvantsa თქვა:
    18 აპრილი 2014 01:35 - ID: 17,
    ვაიმე უამრავი ქალია ამისთანა რუსეთში და ბევრად უკეთესებიც, უბრალოდ გაუმართლა რა

  • demetria თქვა:
    17 აპრილი 2014 21:09 - ID: 15,
    მომწონსს ორივეე ერთადდ love

  • anukaanuka თქვა:
    17 აპრილი 2014 19:03 - ID: 14,
    ციტატა: ni_nini
    ულამაზესია love არ ვარ მისი ფანი მაგრამ ძალიამ მომწონს ეს გოგო
    რაც შეეხება ქვემოთ მოყვანილ ფოტოებს კარგით რა დებთ ისეთ ფოტოებს,როდესაც კარიერას იწყებდა ჯერ კიდევ ბავშვი... მას შემდეგ დაიხვეწა და გალამაზდა თუ რამე შეიცვალა სწორად უქნია შედეგი მიიღო მაგარი.რა მნიშვნელობა აქ რა იყო მთავარია რა არის ეხლა,თან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ეტყობა ფული და თავის სწორი მოვლა მათ შორის ჩაცმაც ბევრს ნიშნავს და მკვეთრად ცვლის ადამიანის გარეგნობას...

    გეთანხმები თუნდაც ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე ბავშვობაში ყველა ისე გამოვიყურებით მერე ვხვდებით რა გვიხდება და რა არა და ვიხვეწებით ეგრე იყო ირინაც არაფრის ოპერაცია არ აქვს გაკეთებული ერთადერთი კბილები აქვს ჩასმული მეტი არაფერი

  • TikuSi თქვა:
    17 აპრილი 2014 18:44 - ID: 13,
    Irina saswaulia love , dzaan lamazia magram kristianostvis ar memeteba

  • J I Q O თქვა:
    17 აპრილი 2014 18:37 - ID: 12,
    ვაიმეე ვგიჯდები ორივეზეე ვაფანატებბ ჩემებია არიიაანნნნნნ ვაიმეეეეეეეეე <3 <3 <3 ნეტა სულ ერტად იყვნენ <3 love love winked

  • ReaL-gvaNca თქვა:
    17 აპრილი 2014 14:48 - ID: 11,
    yvelaze magari wyvili msoflioshi <3 love

  • doit თქვა:
    17 აპრილი 2014 13:01 - ID: 10,
    ირინა ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ქალია winked ეგ როგორ უნდა მოგბეზრდეს belay

  • ni_nini თქვა:
    17 აპრილი 2014 12:48 - ID: 9,
    ულამაზესია love არ ვარ მისი ფანი მაგრამ ძალიამ მომწონს ეს გოგო

    რაც შეეხება ქვემოთ მოყვანილ ფოტოებს კარგით რა დებთ ისეთ ფოტოებს,როდესაც კარიერას იწყებდა ჯერ კიდევ ბავშვი... მას შემდეგ დაიხვეწა და გალამაზდა თუ რამე შეიცვალა სწორად უქნია შედეგი მიიღო მაგარი.რა მნიშვნელობა აქ რა იყო მთავარია რა არის ეხლა,თან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ეტყობა ფული და თავის სწორი მოვლა მათ შორის ჩაცმაც ბევრს ნიშნავს და მკვეთრად ცვლის ადამიანის გარეგნობას...

  • Annnn...♥♥ თქვა:
    17 აპრილი 2014 12:25 - ID: 8,
    ულამაზესები არიან ორივე love ერთმანეთი ან როგორ უნდა მობეზრდეთ ამათ

  • smileyz_xato თქვა:
    17 აპრილი 2014 12:20 - ID: 7,
    მიყვარს ეს წყვილი ძალიან უხდებიან ერთმანეთს love

  • odmerly თქვა:
    17 აპრილი 2014 12:12 - ID: 6,
    რონალდოს მაგარი ტანი აქვს , თითქოს სახეზე ყველა ნაკვთი აქვს კარგი მაგრამ საერთო ჯამში ძაან არ მომწონს რაღაცნაირად აქვს ეს სახე რა არ მომწონს. ქცევებიც ისეთი აქვს პოლუ გეი პოლუ მუჟიკ. ირინას ხო მე საერთოდ არ ვთვლი მოდელად არის რონალდოთი მაგარიი , სიცილი არ უხდება საშინლად, ვულგარულია ძაან ჩემთვის, ყოველთვის მარტო საცვლებში , იმ დაუნ ვიქტორია სეკრეტშიც არ მიიღეს , და საერთოდ დღEვანდელმა მოდამ დაკარგა ხელოვნების სტატუსი ! წინათ რო ვუყურებ რას ქმნიდნენ ხოლნე რას ! არაამქვეყნიური სილამაზის სამოსი, მოდელები ხო საერთოდ სავსე ფორმებით დახვეწილები და სიარულის მანერა love დღეს რო არიან ცხენებივით კიარ მოქანაობნენ დაფრინავდნენ. ახლა ყველა ვინც წითელ ან ყვითელ პარიკს ატარებს ან მეშოკი აცვია ყველა ორიგინალურია და გენიალური. smile

  • Lel Oo★ თქვა:
    17 აპრილი 2014 03:20 - ID: 5,
    კაი წყვილია, ორივეე კარგად არიან ერტად :)

  • liliana თქვა:
    17 აპრილი 2014 00:53 - ID: 4,
    აი ეს რატომ უნდა მოგეწონოს recourse

    http://2.bp.blogspot.com/-ob7IKzb_NG4/UPM2HP4ZgrI/AAAAAAAAAyY/U2lfiJNsURg/s1600/Irina+Shayk+Without+Makeup+Orignal+Beauty+Photo+2013+03.jpg

    http://4.bp.blogspot.com/_OveJgXCOExU/TFk69zydmJI/AAAAAAAAAwg/LD5Be5MlqOo/s400/cazq8jq4cq4.jpg

    http://4.bp.blogspot.com/_OveJgXCOExU/TFk6-P9gLKI/AAAAAAAAAwo/V4VGvsghbZw/s1600/ca8o7xnwpo0.jpg
    პლასტიკური ქირურგიის მერე უარესია.. recourse sad
    http://downloads.xdesktopwallpapers.com/wp-content/uploads/2011/01/Irina-Sheik-Laughing-At-Camera.jpg

    http://downloads.xdesktopwallpapers.com/wp-content/uploads/2011/01/Irina-Sheik-Side-Pose-Laughing.jpg

    http://www.hairstylesguide.org/wp-content/uploads/Colorful-Wicks-Hairstyle-1.jpg

    http://2.bp.blogspot.com/_OveJgXCOExU/TCdkPrLmA7I/AAAAAAAAAL8/iS1cjEVDmT8/s1600/irina-sheik-062510-8.jpg

    https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash2/t31/c0.0.851.315/p851x315/338019_453746354666027_305168216_o.jpg

    არანაირი სილამაზე ქალურობა და დახვეწილობა არ იგრძნობა ამ ქალში.. ერთი ალქაჯია..
    აი ვის გვერდითაა მისი ადგილი
    http://i4.irishmirror.ie/incoming/article3415991.ece/ALTERNATES/s615/Irina-Shayk-3415991.jpg

  • ano... თქვა:
    17 აპრილი 2014 00:32 - ID: 3,
    არცერთი არ მომოწნს

  • maryam17 თქვა:
    16 აპრილი 2014 22:49 - ID: 2,
    ძალიან მომეწონა ეს ნიუსი ყოჩაღ!!! love love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top