28 April 2014      Britain     Views 5 875    
Category: Stars

მურატ ილდირიმი საქართველოშიამურატ ილდირიმი საქართველოშია
ცნობილი თურქი მსახიობი, 35 წლის მურატ ილდირიმი საქართველოშია. ის საქართველოს "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ინიციატივით სტუმრობს. ილდირიმი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას აპირებს. როგორც ცნობილია, ის დღეს იაშვილის საავადმყოფოს ესტუმრება. თბილის მარიოტში გამართულ კონფერენციაზე მურატმა განაცხადა: "მადლობას გიხდით, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებით. მინდა, მეც მხარში დაგიდგეთ. აქედან ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სანახავად მივდივარ. რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს გავხდებით, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, მათ მდგომარეობას შევუმსუბუქებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც – ბუნებრივია, სახელმწიფო გადაწყვეტილებების გარეშე მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს მუშაობა გაუჭირდებათ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. ამიერიდან ხშირად ჩამოვალ, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა შორს არაა, ჩამოვალ და ბავშვებს დავეხმარები".
მსახიობი თურქეთში ხვალ, 29 აპრილს დაბრუნდება.

მურატ ილდირიმი საქართველოშიამურატ ილდირიმი საქართველოშია

შეგახსენებთ, რომ მურატ ილდირიმი მრავალ სერიალში მონაწილეობს და მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ის ცნობილი ფილმი "სიყვარული და სასჯელი"-თ გახდა, რომელშიც ის მთავარ, სავაშ ბალდარის როლს თამაშობს.



Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top