7 May 2014      liliana     Views 3 628    
Category: Stars


Robyn Lawley

რობინ ლავლი არის 24 წლის პლიუს ზომის მოდელი.
იგი დაიბადა 1989 წლის 13 ივნისს სიდნეიში, ავსტრალიაში. რობინმა როგორც მოდელმა პოპულარობა 2011 წლის ივნისის იტალიური ვოგის ნახევრადშიშველი გარეკანის შემდეგ მოიპოვა.მიუხედავად იმისა რომ იგი სულაც არ გავს სტანდარტულ გამხდარ მოდელს სამოდელო სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს.რობინი პირველი პლიუს ზომის, მოდელია რომელმაც ავსტრალიური Vogue -სა და GQ Australia -ს გარეკნები დაამშვენა, აგრეთვე ფრანგული Elle.




2011 წელს რობინი ავსტრალიურმა ჟურნალმ Sydney Magazine-მა რობინი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა, 2013 წლის ივნისში კი იგი წლის მოდელად დაასახელეს. მან ცოტა ხნის წინ კონტრაქტს მოაწერა ხელი ერთ-ერთ გამომცემლობასთან და 2015 წელს კულინარიული წიგნის გამოშვებასაც აპირებს.



რობინმა სამოდელო კარიერა 18 წლის ასაკში სიდნეიში Bella model management-თან თანამშრომლობით დაიწყო. დღესდღეობით კი მის ანგარიშზე 40-ზე მეტი ცნობილი მოდური ჟურნალების გარეკნები, რამდენიმე სარეკლამო რგოლი და საკუთარი პლიუს ზომის საცურაო კოსტიუმების ხაზია,რომელიც 2013 წლის აგვისტოში გამოვიდა გაყიდვაში.

მისი პირადი მონაცემები:
სიმაღლე: 188სმ
წონა: 82 კგ
პარამეტრები:102-82-107
ტანსაცმლის ზომა: 14



















Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top