8 May 2014      ta_mo     Views 2 409    
Category: Stars

Carlotte Gainsburg For Interview Russia

შარლოტა გენსბურგის ინტერვიუ ჟურნალ "Interview"-სათვის

"მე ყოველთვის ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ გამოვიდე ჩემი კომფორტის ზონიდან."
ფრანგი მუსიკოსის სერჟ გენსბურგისა და ბრიტანელი მსახიობის ჯეინ
ბირკინის ქალიშვილი, რომელიც აგრეთვე გახლავთ სკანდალური რეჟისორის ლარს
ფონ ტრიერის მუზა. შარლოტამ ინტერვიუში ისაუბრა მის კარიერაზე, ოჯახზე,
მოდაზე, ხელოვნებაზე და სხვ...


Carlotte Gainsburg For Interview Russia
კაბა: Celine, ფეხსაცმელი: Chanel, ბოდი:Yasmine Eslami.

ჟურნალისტი: საინტერესოა, როგორ ემზადება როლის განსასახიერებლად შარლოტა?

- მსახიობების გარკვეული ნაწილი თავადვე ქმნიან თავიანთ
პერსონაჟებს, მე ასე არ გამომდის. მე შემიძლია განვასახიერო ჩემი თავი,
ოღონდ, რა თქმა უნდა, იგი უნდა იყოს სხვა განზომილებიდან: ვპოულობ ჩემში
ემოციას, ხასიათის რაღაც დეტალებს, რომლებზეც წარსულში არ ვფიქრობდი. მთავარია,
არ ეცადო ყველაფრის გაკონტროლება. ისიც უნდა ავღნიშნო რომ ლარსთან ეს შეუძლებელია,
რადგან მას პირდაპირ შეუძლია თქვას, რომ ვერ თამაშობ კარგად. სწორედ ესაა, რაც ასე
ძალიან მომწონს მასში. იგი ხალხს ყოველთვის უბიძგებს შეშლილობისკენ და
ძალაუნებურად გადაყავხარ ახალ ეტაპზე. გადაღებების პირველივე დღეს მოდის
და ამბობს: "მე არ ვიცი რა გადავიღო, მაჩვენეთ თქვენ რა შეგიძლიათ" და ამ დროს
იწყებ საშინლად ნერვიულობას, როდესაც არ იცი რა უნდა აკეთო, უბრალოდ
უნდა იყო იმისათვის მზად, რომ პირველი მცდელობის შემდეგ
შენზე აუცილებლად გაიღიმებენ.


- სამაგიროდ თვენ გაქვთ იმპროვიზირების საშუალება..

- კი, ეს ასეა. ლარსს შეუძლია იყოს ძალიან მკაცრი მსახიობებთან, მაგრამ
იგი ყოველთვის ბოლომდე გულწრფელია. მე მისი ძალიან კარგად მესმის.


- ყოველივე ეს თვქვენი პროფესიისთვის ნორმალურია, მაგრა ნუთუ
თვენ არ თამაშობთ როლებს?


- კი, მუდმივად, მაგრამ მე არ ვხუმრობ. ყოველთვის ვთვალთმაქცობ, მე ეს
კიდევ უარესად მაღიზიანებს. თუნდაც ახლა, მე ვისმენ ჩვენს საუბარს და მესმის,
რომ მე ამ მონეტშიც ასე ვიქცევი.


Carlotte Gainsburg For Interview Russia
კაბა: Louis Vuitton, ბიუსტჰალტერი: Eres.

- ხელოვნებაში გაუგებარია, თუ სად მთავრდება ფანტაზიები და სად იწყება
რეალური ცხოვრება. თვენი აზრით სადაა ეს ზღვარი?


- არ ვიცი და შენ შეგიძლია იყო გულწრფელიი ყოველთვის?

ჟურნალისტი: არ ვიცი.

შარლოტა: მე - არა, მაგალითად, მე ყოველთის ვებრძვი ჩემს ზრდილობიან მხარეს,
რადგან ეს მიშლის ხელს, რომ ვიყო ჩემი თავი.


ჟურნალისტი: ამით შენ გინდა თქვა, რომ შენი ცხვრის იმიჯის მიღმა იმალება
ველური ცხოველი?


- კი, და თან როგორი...

Carlotte Gainsburg For Interview Russia
კაბა: Proenza Schouler

- მაშინ განთავისუფლდი. როდის დაიწყე თამაში?

- 12 წლის ასაკში. დედა ყოველთვის მატარებდა ფილმების გადასაღებ მოედანზე,
მაშინ იგი ჩემზე ცოტა უფროსი გოგოს როლს განასახიერებდა ფილმში "მეკობრე", მახსოვს
მას ისეთი შურით აღსავსე თვალებით ვუყურებდი, რომ ჯეინმა ეს მარტივად შენიშნა და
დამიწერა ბარათზე: "ისინი ეძებენ შენი ასაკის გოგონას, ღირს ცდად".
მე მალევე წავედი ქასთინგზე.


- როგორ გრძნობდი თავს კამერის წინაშე? ნერვიულობდი?

- ძალიან მორცხვი ვიყავი. როდესაც კამერა მიახლოვდებოდა, არ ვიცოდი
რა უნდა მეკეთებინა.


Carlotte Gainsburg For Interview Russia
ქვედაბოლო: Hermes, ბიუსტჰალტერი: Carine Gilson.

- შენ ძალზედ უჩვეულო ბავშვობა გქონდა. გარკვეული წვლილი ალბათ ამაში
შენმა მშობლებმაც შეიტანეს, ყველაფერი კოლაჟის მსგავსად აღიქმება უცხო თვალისათვის...


- შენ მართალი ხარ, ჩემი ცხოვრება მართლა კოლაჟისებრია. მაგრამ მაინც ალბათ ყველა
ოჯახს გააჩნია უცნაურობები. მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ვიყავი 9 წლის, ჩემი
დედინაცვალი 12 წლით უფროსი იყო ჩემზე, მალევე დაიბადა ჩემი და. დედამ იპოვა ახალი
კაცი, 19 წლის აკაკში კი მე შევხვდი ჩემს მომავალ ქმარს ივანს. ჩვენ ერთად ვართ უკვე 22 წელია.


- და როდის გადაწყვიტე მუსიკალური კარიერის დაწყება?

- მშობლები მუდმივად დადიოდნენ ხმის ჩამწერ სტუდიებში, მე კი ათასი
ჟანრის მუსიკას ვუსმენდი, ბახს, Pink Floyd, The Beatles....


Carlotte Gainsburg For Interview Russia
შორტი: Dolce & Gabbana, ფეხსაცმელი: Prada.

- შარლოტა, შენ ყოველთვის ე.წ კოვბოის ფეხსაცმელი გამშვენებს...

- კი, მე არ ვარ მოდური. მამას გარდერობში მხოლოდ 3 წყვილი Repetto-ს
ფეხსაცმელი ჰქონდა, დედა მხოლოდ სახლიდან გასვლის დროს იმოსებოდა
საგულდაგულოდ. აი დები კი, რომლებსაც სულ სხვადასხვა მამები ჰყავთ და შესაბამისად,
საკმაოდ განსხვავებულებიც ვართ, საკუთარ თავებს ეძებდნენ მოდურ წვეულებებსა
და ღონისძიებებზე. მე ასე არ შემიძლია, მე კინოდან გამომდინარე ვაკეთებ ყველაფერს.


ჟურნალისტი: ეს ძალიან მაგარია, ბევრად მიმზიდველი, ვიდრე სავსე
გარდერობი მოდური სამოსით...


Carlotte Gainsburg For Interview Russia

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top