13 May 2014      liliana     Views 3 123    
Category: Stars

Angelina jolie vs Chelsea handler
ჩელსი ჰენდლერი წლებია ერთ-ერთი საუკეთესო ტელეწამყვანი და კომიკოსია სატელევიზიო სივრცეში. იგი გამოირჩევა გონებამახვილური თუმცა ბინძური იუმორით, რომლის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან ჰოლივუდის ვარსკვლავები. ჩელსის ბოლო ამოჩემებული სელებრითები ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი და ლუპიტა ნიონგია, თუმცა განსაკუთრებული დაუნდობელი კრიტიკით ჩელსი ანჯელინას მიმართ გამოირჩევა. ჟურნალისტები და ყვითელი პრესა ჩელსის ანჯელინასადმი ასეთ აგრესიას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება კომიკოსის ჯენიფერ ენისტონთან მეგობრობას აბრალებენ. ბრედი და ჯენი ხომ 2003 წელს დაცილდნენ ერთმანეთს და მათ შორის დღემდე ცივილური ურთიერთობაა, თუმცა როგორც ჩანს ამ საკითხს ჯენიფერზე მეტად მისი მეგობარი განიცდის, ის შანს არ უშვებს ხელიდან და თითქმის ყველა სატელევიზიო გადაცემის ჩაწერისას თუ კომედიური სკეტჩების კითხვისას ანჯელინას ბინძური სიტყვებით მოიხსენიებს.
ყველაფერი კი ჩელსის გადაცემაში Chelsea Lately 2007 წელს დაიწყო, როდესაც ჩელსიმ ანჯელინას "დემონი "უწოდა და შეურაცხყოფა მის აყვანილ შვილს მედოქს მიაყენა. იგი ფიქრობს რომ ანჯელინამ ბრედი ხელში ბინძური სექსუალური აქტებით ჩაიგდო და დღემდე ბრედი სწორედ ამიტომაცაა მასთან. გარდა ამისა More magazine-ის 2012 წლისათვის მიცემულ ინტერვუში ჩელსიმ ანჯელინას "არასანდო ადამიანი" უწოდა და გაანცხადა რომ მსგავს ადამიანებთან არ იმეგობრებდა რადგან ანჯელინამ არ იცის ქალებთან მეგობრობა. 2010 წლის ჟურნალ Glamour -სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩელსიმ ანჯელინას კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა და მას "ოჯახში ყველაზე ზიანის მომტანი უწოდა".
Angelina jolie vs Chelsea handler
მას შემდეგ რაც საჯარო გახდა რომ ანჯელინა ორივე მკერდის მოკვეთას აპირებდა, რათა თავიდან აეცილებინა მკერდის ავთვისებიანი დაავადება ჯენიფერ ენსტონმა განაცხადა რომ ბრედს და ენჯის საუკეთესოს უსურვებდა და ომი მასა და ანჯელინას შორის შეწყდა, თუმცა ჩელსიმ განცხადება გააკეთა და მორიგი დარტყმა ანჯელინას მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო მიაყენა. მისი ვარაუდით ანჯელინა ამ გზით "კარგი გოგოს" იმიჯის შექმნას ცდილობს და სურს რომ წარსული ბინძური ცხოვრება გამოისყიდოს. ანჯელინას დღემდე არ უპასუხია ჩელსის განცხადებებისათვის, ჯენიფერმა კი მას ურჩია რომ ჯობდა გაჩუმებულიყო, მაგრამ ჩელსიმ ტრადიციულად წელსაც გააგრძელა ბრანჯელინას დაცინვა. მისი ბოლო გამოხტომა ლუპიტა ნიონგის ოსკარის გადაცემას შეეხება, რომელიც მან ფილმისთვის 12 Year a Slave აიღო, რომლის პროდიუსერი ბრედ პიტია. ჩელსის განცხადებით ანჯელინას შუამავლობით, რომელსაც რამდნიმე ბავშვი ყავს ნაშვილები აფრიკიდან ლუპიტა ნიონგი როლზე დაამტკიცეს. თავიდან მისი განცხადება პრესამ და საზოგადოებამ რასისტულად ჩათვალეს, თუმცა ბოლოს მორიგ ბინძურ ხუმრობად აღიარეს.
Angelina jolie vs Chelsea handler
თუმცა ჩელსი ჰენდლერი ერთადერთი არაა ვინც ჰოლივუდის წყვილს მოსვენებას არ აძლევს. რამდენიმე წლის წინ მაიკლ დუგლასმა განაცხადა: "როგორ შეიძლება მიატოვო ისეთი ლამაზი ქალი როგორიც ჯენიფერ ენისტონია ანჯელინას ობლების გამო." გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს სადაც ჩელსი ანჯელინას მწარედ აკრიტიკებს და ბინძურ სიტყვებსაც არ იშურებს მის მიმართ.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top