;
22 მაი 2014      AnnLennon     18 კომენტარი     ნანახია 7854-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

♥ ♥ ♥

დღესდღეობით ძალიან პოპულარული სალაპარაკო თემა გახდა ჰოლივიდური Bromance -ები. უკეთ, რომ აგიხსნათ Bromance - ესაა სრულიად არარომანტიკული ურთიერთობა ორ მამრობითი სქესის წარმომადგენელს შორის, რასაც სიტყვათა შერწყმაც ადასტურებს: Bro (Brother) და Romance.
პრესაში ხშირად წერდნენ ქალბატონი სელებრითების განუყრელი მეგობრობის შესახებ, აფიქსირებდნენ ერთად შოპინგისას, დაბადების დღეებზე და ა.შ, მაგრამ ავიწყდებოდათ ის ფაქტი, რომ მამაკაც სელებრითებსაც შეუძლიათ მეგობრობა და ერთად დროის გატარება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის მრავალწლიანი ურთიერთობა, რასთან დაკავშირებითაც ჯენიფერ გარნერმა იხუმრა კიდეც: ‘აი მაგალითი სიყვარულისა ჩემი საყვარელი მეუღლის ბენისა და მისი მეუღლის მეთის სახით.’

მოდით, გადავხედოთ მამაკაცი სელებრითების Bromance -ებს, რომლებიც ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძია, ამასთანავე სახალისოა.

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

მათი ბრომანსი ალბათ ყველაზე პოპულარული და მყარია ჰოლივუდურ წყვილებს შორის. მეთი და ბენი ერთად გაიზარდნენ, ხოლო შემდგომ კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ფილმ ‘Good Will Hunting’-თვის სცენარი დაწერეს და მონაწილებაც კი მიიღეს მასში. საუკეთესო სცენარისთვის მეგობრებმა ოსკარი აიღეს. წლების განმავლობაში მათ ურთიერთობას მიიჩნევდნენ, როგორც არაბლატონურს. ბენის მეუღლემ ჯენიფერ გარნერმა ერთ-ერთ დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას იხუმრა კიდეც: 'აი მაგალითი სიყვარულისა ჩემი საყვარელი მეუღლის ბენისა და მისი მეუღლის მეთის სახით.’

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი

ჯორჯს არაერთხელ უთქვამს, რომ მას არ სჭირდება ბავშვები, რადგან იმ შემთხვევაში თუ პატარებთან დროის გატარება მოუნდება მიემართება საუკეთესო მეგობრის ბრედის სახლისკენ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა ისინი დღემდე ახერხებენ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას. ეს ორი ერთმანეთს ფილმ ‘Ocean's’-ის გადასაღებ მოედანზე დაუახლოვდა. გასაკვირი არაა, რადგან ორივე არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩევა, ორივე გამუდმებით ფიქრობს სამყაროს განვითარებასა და გაჭირვებულების დახმარებაზე. ‘ბრედი უდიდესი კინოვარსკვლავია ინდუსტრიაში. ის უფრო პოპულარულია, ვიდრე მე, უფრო პოპულარულია, ვიდრე დიკაპრიო. აღტაცებაში მოვყავარ იმ ფაქტს თუ როგორ ახერხებს ყველაფრის ასე იდეალურად წარმართვას.’ - აცხადებს კლუნი.

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაიერი

ჰოლივუდური Bromance-ები


რა თქმა უნდა, მათი მეგობრობა ფილმ ‘დიდი გეთსბი’-დან არ დაწყებულა. 25 წელია ერთმანეთს იცნობენ და ბავშვობიდან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ტობიმ და ლეომ ერთმანეთი ღრმა ბავშვობაში ქასთინგზე გაიცნეს და უმალვე გამონახეს საერთო ენა. ‘როგორც კი ტობი დავინახე ვიგრძენი, რომ მსურდა ჩემი უახლოესი მეგობარი გამხდარიყო და მახსოვს, როდესაც ქასთინგიდან ვბრუნდებოდი მას ერთ-ერთ ფილმში იღებდნენ. მე მანქანიდან გადავძახე: ‘ტობი, ტობი მომეცი შენი ტელეფონის ნომერი.’ - ამბობს ლეო.

‘ჩვენ ერთი და იმავე ოჯახური ბექგრაუნდიდან მოვდივართ, ჩვენი მშობლები განქორწინდნენ მაშინ, როცა ორივე ადრეულ ასაკში ვიყავით, რამაც უფრო დაგვაახლოვა. არც ერთი ნაბიჯი ისე არ გადამიდგამს, სანამ მას არ დაველაპარაკები და რჩევას არ ვკითხავ.’ - აცხადებს დიკაპრიო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ლეო ტობის ქალიშვილის ნათლიაა და გოგონასთან ერთად დიდ დროს ატარებს და ანებივრებს მას.

ჰოლივუდური Bromance-ები



♥ ჯეი ზი და ქანიე უესტი

ჰოლივუდური Bromance-ები


მათი მეგობრობის დანგრევა ჰოლივუდის ყველაზე დივა პერსონად წოდებულმა ბიონსემ და კიმ კარდაშიანმაც კი ვერ შეძლეს. ჯეი ზი და ქანიე უესტი კვლავ განუყრელნი არიან, რაც დაიწყო 13 წლის წინ, როდესაც უესტმა ჯეი-ზის ალბომზე იმუშავა, როგორც პროდიუსერმა. 2011 წელს კი მათ საერთო ალბომი გამოუშვეს სახელწოდებით "Watch the Throne."

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ კრის ჰემსვორტი და ტომ ჰიდლესტონი

ჰოლივუდური Bromance-ები


მათი ბრომანსული წყვილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფანებმა ამ კავშირს ორიგინალური სახელი Hiddlesworth შეარქვეს. ‘ხუთი წლის განმავლობაში ეკრანზე განვასახიერებთ ძმებს, რეალურ ცხოვრებაშიც ვფიქრობ, რომ ასეა.’ - ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ტომმა. ‘კრისი ხუმრობს, რომ შვილად ამიყვანს და ერთ-ერთი ჰემსვორტი გავხდები.’ მათ ერთმანეთი 2010 წელს ‘Thor’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ორივეზე დაყრდნობით გაცნობისთანავე დამეგობრდნენ.

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ბენედიქტ კამბერბეთჩი და მარტინ ფრიმენი

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


Freebatch - ამგვარი სახელწოდებით მოიხსენიებენ მათ ურთიერთობას ფანები. ბენედიქტი და მარტინი ერთმანეთს სუპერპოპულარული სერიალის ‘Sherlock‘-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, ხოლო მათი მეგობრობა შემდგომ განვითარდა ‘Hobbit’-ის გადასაღებ მოედანზე.

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი
ჰოლივუდური Bromance-ები


Shevine - ად წოდებული ბრომანსი სატელევიზიო მუსიკალური შოუ ‘The Voice’-ის პირველივე სეზონიდან იწყება და გრძელდება ამ დრომდე. გადაცემის ბევრი ფანი აცხადებს, რომ მათი სახალისო ურთიერთობა შოუს ორმაგ პოპულარობასა და ნახვადობას ანიჭებს. ქანთრი მუსიკის სთარმა ერთ-ერთ ინტერვიუში იხუმრა კიდეც ამაზე: ‘დიახ, ყოველივე ეს სიმართლეა. მე მიყვარს ადამი, მე მსურს ვაკოცო მას და ჩავეხუტო. არ მაინტერესებს ორმხრივი გრძნობაა ეს თუ არა. ადამი ხომ ყველაზე სექსუალური არსებაა.’ ლევინი კი თამამად აცხადებს, რომ ბლეიკის ცოლთან მირანდასთან იდეალური ურთიერთობა აქვს, რადგან ისინი ხშირად განიხილავენ ბლეიკს და საუბრობენ მასზე.

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ედ უესტვიკი და ჩეის კროუფორდი

ჰოლივუდური Bromance-ები


მათ ერთმანეთი პოპულარული სატელევიზიო შოუს ‘ჭორიკანას’ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და პირველივე სეზონის დაწყებისთანავე ნიუ-იორკში ერთ-ერთი აპარტამენტი იქირავეს. ‘ჩვენ რუმმეითები ვიყავით სერიალის რამოდენიმე სეზონის განმავლობაში, რადგან არ გვქონდა შესაბამისი სახსრები და ამასთან არაჩვეულებრივად ვეწყობოდით ერთმანეთს.’ - განაცხადა კროუფორდმა. ედისა და ჩეისის მეგობრობა დღემდე გრძელდება.

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ რობერტ პატინსონი, ენდრიუ გარფილდი, ტომ სტარიჯი

ჰოლივუდური Bromance-ები


Brit Pack ანუ ბრიტანელების გუნდი, სწორედ ასე ჰქვია ამ სამი ბრიტანელი სელებრითის მეგობრულ კავშირს, რომლებმაც ერთმანეთი ქასთინგზე გაიცნეს. გავრცელდა ჭორები ენდრიუსა და რობერტის დაძაბულ ურთიერთობასთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც ორივე მათგანი იბრძოდა სპაიდერ მენის როლისთვის, თუმცა საბოლოოდ როლზე გარფილდი დაამტკიცეს. ‘მე არ ვთვლი რობერტს, როგორც კონკურენტს. ის ჩემი მეგობარია და ჩვენ მუდამ ერთმანეთის გვერდით ვართ.’ - განაცხადა ენდრიუმ.

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ჯეიმს მაკევოი და მაიკლ ფასბენდერი

ჰოლივუდური Bromance-ები


ისინი თავიანთ კავშირს თითქმის ყველა ინტერვიუში განიხილავენ. Fassavoy ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრომანსია ჰოლივუდში, რომელიც დაიწყო ფილმ ‘X-Men’-ის გადასაღებ მოედანზე. მაკევოიმ ერთ-ერთ ინტერვიუში იხუმრა, რომ ოთხჯერ ჰქონდა სექსუალური კავშირი მაიკლთან.

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ჯუდ ლოუ და რობერტ დაუნ უმცროსი

ჰოლივუდური Bromance-ები


მათი ბრომანსი დაიწყო ფილმ ‘Sherlock Holmes’-ის გადასაღებ მოედანზე და როგორც ქასთის წევრები აცხადებენ ამ ორ ადამიანს შორის შეუდარებელი ‘ქიმია’ იყო. თითოეული სცენის გადაღებას უამრავი ცდა სჭირდებოდა, რადგან ჯუდი და რობერტი თავიანთი არაჩვეულებრივი იუმორით ყველას ამხიარულებდნენ. ‘ჯუდს არ მოსწონს, როცა ჩვენს ურთიერთობას ბრომანსს ვუწოდებ’ - ამბობს რობერტი. ‘გადაღებების განმავლობაში ჩვენ ‘Warner Brothers’’-ის ბიუჯეტზე ვიზრუნეთ და აქედან გამომდინარე ერთ ოთახში, ერთ საწოლზე გვეძინა.’

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ჰარი სტაილსი და ლუის ტომლისონი

ჰოლივუდური Bromance-ები


ერთ-ერთი საინტერესო ბრომანსი ბრიტანულ ბრენდ ‘One Direction’-ის წევრებს შორისაც გვხვდება ჰარისა და ლუისის ურთიერთობის სახით. ისინი თავადვე აცხადებენ, რომ ბენდის დანარჩენს წევრებისგან განსხვავებული უფრო ახლო და მყარი ურთიერთობა აქვთ. ‘ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, თუმცა ყვითელი პრესა გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობა არაა პლატონური, არამედ სხვა დატვირთვას ატარებს, რაც გამაღიზიანებელია. მე და ჰარი უბრალოდ მეგობრები ვართდა გვიყვარს ერთმანეთი.’ - განაცხადა ლუიმ.

ჰოლივუდური Bromance-ები

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


♥ ჯარედ პადალეკი და ჯენსენ ეკლსი

ჰოლივუდური Bromance-ები


მათ ერთმანეთი 2005 წელს პოპულარული სატელევიზიო შოუს ‘ზებუნებრივის’ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და როგორც თავად აცხადებენ გაცნობის პირველივე დღიდან დამეგობრდნენ, ხოლო დღესდღეობით კი საუკეთესო, განუყრელი მეგობრები არიან და მათი ბრომანსი ერთ-ერთი სამაგალითოა ჩამოთვლილთა შორის. ‘სანამ დავოჯახდებოდით 24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით, ვმუშაობდით ერთად, ვცხოვრობდით ერთად. ახლა კი ორივე კანადაში ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და დღესასწაულებზე ორი დიდი ოჯახი ვიკრიბებით.’ - აცხადებს ჯენსენი.

♥ ტაილერ პოზი და დილან ო’ბრაიანი

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები


ისინი როგორც სერიალში ‘Teen Wolf’’-ში, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც განუყრელი მეგობრები არიან, რაც სწორედ, რომ ამ რეიტინგული სატელევიზიო შოუს დამსახურებაა. ერთმანეთზე საუბრისას აცხადებენ, რომ ხასიათებით, მანერებით და სიგიჟით ერთმანეთს გვანან. ‘დილანი ყველაზე გიჟი და მხიარული ადამიანია ვისაც ვიცნობ.’ - ამბობს ტაილერი მეგობარზე.

ჰოლივუდური Bromance-ები ჰოლივუდური Bromance-ები

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

18


  • MarinkA თქვა:
    14 სექტემბერი 2014 21:43 - ID: 18,
    Shevine -ზე მაგრად ვხალისობ :დ
    ლეო და ტობი< 3
    ბრომანსი კი არა ეს One Direction-ის ბიჭები ხო აშკარად გეები არიან

  • Nina_505 თქვა:
    12 სექტემბერი 2014 00:46 - ID: 17,
    Ian Somerhalder და Paul Wesley ც უნდა შეგეყვანათ
    კარგი და სახალიასო ნიუსია ^_^ love
    ჯუდ ლოუ და რობერტ დაუნი ძალიან მიყვარს <3 love

  • lovejohnnydepp თქვა:
    3 ივლისი 2014 21:22 - ID: 16,
    jared and jensen <3 tom and chris <3

  • Jomo Morgan თქვა:
    6 ივნისი 2014 19:47 - ID: 15,
    თუ აქ არიან ჯენსენი და ჯარედი მაშინ ამ სიაში უნდა ყოფილიყვენენ იანი და პოლიც

  • J I Q O თქვა:
    27 მაი 2014 15:56 - ID: 14,
    ჰაჰაა ცუნცულებიი <3 :D

  • ano... თქვა:
    23 მაი 2014 17:09 - ID: 13,
    ჯუდ ლოუ და რობერტ დაუნ უმცროსი ყველაზე გიჟებიი <3 რობერტ პატინსონი, ენდრიუ გარფილდი, ტომ სტარიჯი სამივე ძალიან საყვარელია <3 ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი <3 კრის ჰემსვორტი და ტომ ჰიდლესტონი <3 ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაიერი ორი უნიჭერესი <3 ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი <3 ჯეიმს მაკევოი და მაიკლ ფასბენდერი <3

  • Aniutaa თქვა:
    23 მაი 2014 14:12 - ID: 12,
    ჰემსვორდი და ტომი <3
    იანი და პოლიც უნდა შეგეყვანათ <3

  • elga თქვა:
    23 მაი 2014 12:47 - ID: 11,
    ტობი და ლეონარდო.ერთად რასაყვარლები არიან. ლეო მის გოგოს როგორ ეხუტება და ათამაშებს ხოლმე.
    ჯარედი და ჯენსენი მთელი ცხოვრებაა "ზებუნებრივის" გადაღებებზე არიან და რა გასაკვირიარო მეგობრობენ.
    ჯეიმსი და მაიკლი ოხ ორივე სასტიკად სიმპატიური მამაკაცია ორივე ერთმაანეთზე უკეთესია.
    კარგი ნიუსი იყო ღიმილი არ მშორდებოდა

  • Gvanciola თქვა:
    23 მაი 2014 00:34 - ID: 10,
    ჯენსენ ეკლსი და მიშა კოლინსი სადაა <3

  • keetaa თქვა:
    22 მაი 2014 22:49 - ID: 9,
    კლუნი უფრო მევასება მამაკაცია რა

  • Lovatic ♥ თქვა:
    22 მაი 2014 21:32 - ID: 8,
    <3

  • johnnydeppforever თქვა:
    22 მაი 2014 21:32 - ID: 7,
    ბრედ პიტის და ჯორჯ კლუნის Bromance მართლა საუკეთესოა! ორივე საოცრად მაგარი ადამიანია და კარგი იქნებოდა მათ prank-ებზე დაგეწერა რამე.საერთო ჯამში ძალიან კარგი ნიუსია♡♡

  • • Angel M • თქვა:
    22 მაი 2014 20:35 - ID: 6,
    ქანიე და ჯეი ზი love Watch the Throne ზე ალბომია love

  • her. თქვა:
    22 მაი 2014 20:16 - ID: 5,
    Hiddlesworth და Fassavoy ♥ ტობის და ლეონარდოს ბრომანსზეც ვგიჟდები

  • demetria თქვა:
    22 მაი 2014 19:37 - ID: 4,
    აიიიი ლეო ჩემი ბიჭი და ტობიი სუპერ მეგობრებიი ვგიჟდებიი უსაყვარლესები არიანნნ <33
    კრის ჰემსვორტი და ტომ ჰიდლესტონი ვგიჟდებიი <33
    ჰარიი და ლუიი :დ <33
    ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი
    უმაგრსიი ნიუსიი ყოჩაღ ძაან დიდი ინტერესით წავიკითხეე )))))

  • ni_nini თქვა:
    22 მაი 2014 19:34 - ID: 3,
    ჩემი ბრედი <3 დზაან მაგარი ნიუსიიყო მომეწონა

  • Hermione...♥ თქვა:
    22 მაი 2014 18:57 - ID: 2,
    ჰმმ, როგორც მე ვიცი, პატინსონი და ენდრიუ ერთმანეთს სულ სხვა მიზეზის გამო წაეკიდნენ და დღემდე არ შერიგებულან... აი, ლეოს და ტობის კი მართლა მაგარი მეგობრობა აქვთ და ბავშვობიდან - დღემდე ერთმანეთს მუდამ მხარში უდგანან ♥

    სახალისო ნიუსი იყო :))

  • anthea თქვა:
    22 მაი 2014 18:50 - ID: 1,
    ზაღვარლები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top