;
29 მაი 2014      ANGEL     16 კომენტარი     ნანახია 5911-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

დემი მურისა და ბრიუს უილისის 22 წლის ქალიშვილი სკაუტ უილისი ნიუ იორკში, სუპერმარკეტში გაემართა სრულიად ტოპლეს-შიშველი, გოგონა ამგვარად გამოხატავს ინსტაგრამის "სიშიშვლის" კოდექსის პროტესტს, აპლიკაციაში აკრძალულია და შლიან ფოტოებს, სადაც კი შიშველი სხეულია ასახული. სკაუტი ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტში გაავრცელა ასეთ დახასიათებას უკეთებს: "ეს ლეგალურია ნიუ იორკში, მაგრამ არალეგალური @instagram-ზე" და "ის, რისი ნახვის უფლებასაც არ გაძლევთ @instagram"

@Scout_Willis თვითერის საშუალებით წერს: "თუ კი არ მოგწონთ რასაც ხედავთ, unfollow me", ასევე თქვა: "ის, თუ რაოდენ კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს სხეულში არ უნდა განისაზღვრებოდეს იმის მიხედვით თუ სხვები როგორ აღმიქვამენ, არ ხართ ვალდებული და მე არ გიბიძგებთ, რომ მიყუროთ"



უილისის ინსტაგრამის ფეიჯი მრავალრიცხოვანი დაბლოკილი ფოტოების გამო წაშლილია, გოგონა წუხს და თხოვს ინსტაგრამს დაუბრუნონ მას მისი ფოტოები და აღარც აღადგენს ინსტაგრამს. თუმცა მას აზრი სწრაფად ეცვლება, თავდაპირველად ინსტაგრამის დაბლოკვისას, მან გადაწყვიტა გაეკეთებინა ახალი გვერდი, სადაც შიშველი ნატურის ფოტოებს დადებდა, იმის შესამოწმებლად თუ რამდენ ხანში წაშლიდნენ ამ ექაუნთს, თუმცა მალევე მიხვდა იდეის უაზრობას და საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადა ინსტაგრამს.

ახლა, სკაუტი იშველიებს სხვათა მაგალითებს, ის აპროტესტებს ინტერნეტში გავრცელებულ რამდენიმე ფაქტს, მაგალითად, კანადელ ქალბატონს, წაუშალეს ფოტო, სადაც ის ახალშობილ შვილს მკერდით კვებავდა, ინსტაგრამის სიშიშვლის კოდექსი ამბობს, რომ დასაშვებია ასეთი სიუჟეტის ფოტო, მაგრამ კადრში არ უნდა ჩანდეს სრულიად მკერდი (ასევე საჯდომი და/ან ინტიმური ზონა), ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა განათავსა ფოტო, რომელმაც მკერდის კიბო დაამარცხა. მისი ფოტოც წაიშალა.



ასევე გვახსენდება, მოდელ ქენდის სვეინპოლს რამდენიმე კვირის წინ ვიქტორიას სიქრეტისთვის გამართული ფოტოსესიიდან გავრცელებული ფოტო წაუშალეს, სადაც მას საჯდომი უჩანდა, რიანას კი სრულიად მოუწია ინსტაგრამის გაუქმება, თუმცა მიზეზები არ კონკრეტდება.




კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • Ggvantsa თქვა:
    31 მაი 2014 14:42 - ID: 16,
    ერთ-ერთი იაფფასიანი გზა ყურადღების მიქცევის :( so boring..

  • tamo თქვა:
    30 მაი 2014 19:10 - ID: 15,
    ასეთ ფოტოებს რომ აქვეყნებენ ვიღაც გადარეული ფანი აყვება და იგივეს გააკეთებ.მიბაძავენ.ძAლიან კარგია თუ შლიან

  • Nia თქვა:
    30 მაი 2014 12:24 - ID: 14,
    .

  • Michel თქვა:
    30 მაი 2014 01:29 - ID: 13,
    ამას დემი მურის და ბრუს უილისის შვილობა აუვარდა თავში, თუ რა უნდა, რა გამოხტა ? :დ

  • beonce თქვა:
    29 მაი 2014 22:59 - ID: 12,
    ინსტარგრამის წესები სამართლიანად მიმაჩნია.უამრავი ადამიანი შედის ყოველდღიურად ამ საიტზე (მათ შორის ბავშვებიც) და ცენზურა უნდა არსებობდეს.
    ღმერთო,საით მიექანება ეს სამყარო?!მალე ყველა პირველყოფილებივით შიშველი ივლის ქუჩაში.იქამდე ბევრი აღარ გვიკლია.რა აზრი აქვს ამ განვითარებას თუ კვლავ პირუტყვის დონეზე დავეცემით.ეჰჰ...

  • gvantsa777 თქვა:
    29 მაი 2014 21:54 - ID: 11,
    დაქლიავებულიააა! :)

  • Ann_J თქვა:
    29 მაი 2014 17:52 - ID: 10,
    Hermione...♥
    გეთანხმები ყველანაირად.

    არ მესმის ამაზე მეტი სადარდებელი როგორ არ უნდა ქონდეს ადამიანს მაგრამ ორი აზრი არაა რომ პიარისთვის აკეთებს.

  • Aniutaa თქვა:
    29 მაი 2014 16:36 - ID: 9,
    ღმერთო რა იდიორია... სხვანაირად უბრალოდ ვეღარ იქცევენ ყურადღბას და ყველაფერზე მიდიან.. მხარს ვუჭერ ყველანაირად ინსტაგრამს !!

  • marika0704 თქვა:
    29 მაი 2014 16:34 - ID: 8,
    დედამიწაზე ამის მეტი გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა? შტერი!

  • Hermione...♥ თქვა:
    29 მაი 2014 14:26 - ID: 7,
    რა დეგენერატი გოგოა, მსოფლიოში ეკოლოგიური პრობლემები მძვინვარებს, ადამიანების უფლებები კი გამუდმებით ირღვევა და იმის მაგივრად, რომ რაიმე ღირებულის სასარგებლოდ იაქტიუროს, დგას და ინსტაგრამის წესებს აპროტესტებს. თუ ასე ძალიან სურს, რომ მსოფლიოს თავისი შიშველი ფოტოები ანახოს, ამისთვის ინსტაგრამის გარდა უამრავი სოციალური ქსელი არსებობს, არც ზოგიერთი ჟურნალი ეტყვის თამამ ფოტოსესიებზე უარს, და, როგორც თავად აღნიშნა, შეუძლია ნიუ-იორკში სულ ეგრე იაროს, მაგრამ მისი უმთავრესი მიზანი ყურადღების ცენტრში მოხვედრაა და მეტი არაფერი. დედამისი და მისი დები კარიერის თვალსაზრისით ნამდვილად არ ბრწყინავენ, მაგრამ ეს მათთან შედარებითაც კი ნულია და ასე საცოდავად ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ფუ, ნერვები მომეშალა რაა...

  • verski თქვა:
    29 მაი 2014 13:37 - ID: 6,
    კარგია ეგრე რომაა

  • demetria თქვა:
    29 მაი 2014 13:28 - ID: 5,
    ძაან კაია აი ეგრე მოუხდებოდა არც მიშუვებდენ რამდენიცუნდა იხვერწოს :დდ

  • Imaginary თქვა:
    29 მაი 2014 12:04 - ID: 4,
    იდიოტი

  • freezing moon თქვა:
    29 მაი 2014 11:11 - ID: 3,
    მორიგი ჩამოუყალიბებელი დოყლაპია

  • kotiko თქვა:
    29 მაი 2014 11:10 - ID: 2,
    უი დედა აწი რა გვეშველება ქენდისის რიანას და კარდიშიანის უკანას რომ ვერ ვნახავთ?! :D
    მთლად გადაირია ხალხი ოღონდ რამეთი მიიპყრონ ყურადღება და ყველაფერზე არიან წამსვლელები.
    იმედია მალე facebook და twitter-იც მიბაძავს instagram და დაბლოკავს მსგვს ფოტოებს.

  • liliana თქვა:
    29 მაი 2014 10:45 - ID: 1,
    იდიოტობაა რა.. უნიჭო ადამიანების ყველაზე მარტივი ხერხი ყურადღება მიიქციონ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top