30 May 2014      AnnLennon1     Views 4 985    
Category: Stars

სანდრა ბალოკი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან ?!


ახალი ჰოლივუდური რომანი ცნობილი მსახიობის სანდრა ბალოკისა და ფილმ ‘The Avenger’-ის ვარსკვლავის კრის ევანსის მონაწილეობით. პრესაში ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ორი ამერიკელი ვარსკვლავი ერთმანეთს ხვდება. სანდრო წყარო იუწყება, რომ ისინი ჯერჯერობით გაცნობის ეტაპზე არიან: ‘ოფიციალურად არაფერი ხდება, ურთიერთობის ამ ეტაპზე უბრალოდ ერთად დიდ დროს ატარებენ და ცდილობენ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ამ ყველაფრისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ, თუმცა ძალიან მოსწონთ ერთმანეთი.’

სიმპატიური კრისი 32 წლისაა, ხოლო მშვენიერი სანდრა კი 49. მათ შორის 17 წელია სხვაობა, თუმცა ჰოლივუდში ხომ ყველაფერი ხდება. ისინი თავდაპირველად ცნობილ წამყვანთან ჩელსი ჰენდლერთან ერთად დააფიქსირეს, ხოლო შემდგომ კი ოსკარის წვეულებაზეც შენიშნეს.

საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ევანსი ბალოკის დიდი გულშემატკივარი და ფანი გახლდათ და მსახიობის დიდი პოსტერიც კი ჰქონდა გაკრული კედელზე. ‘თინეიჯერობის პერიოდში სანდრას უდიდესი ფანი ვიყავი. მახსოვს მე-7 კლასში ვუყურებდი ფილმ ‘სიჩქარეს’ მისი მონაწილეობით და ვამბობდი ღმერთო ის ხომ საოცრებაა.’

სანდრა ბალოკი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან ?!


ევანსი წარსულში მსახიობ მინკა კელის ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთობა 2013 წელს გაწყვიტა. სანდრა კი 2010 წელს ჯესი ჯეიმსთან განქორწინების შემდეგ აყვანილი შვილის, ლუისის გაზრდით იყო დაკავებული.

სანდრა ბალოკი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან ?!

სანდრა ბალოკი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან ?!

სანდრა ბალოკი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან ?!

სანდრა ბალოკი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან ?!


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top