30 May 2014      AnnLennon1     Views 8 343    
Category: Stars

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ $ $

ცნობილი სახეები თავისი ნიჭისა და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების წყალობით ყოველწლიურად მილიონებს შოულობენ. ზოგიერთი მათგანი ქველმოქმედებაში მილიონებს ხარჯავს და ცდილობს სამყაროს განვითარებაში და გაჭირვებულთა დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. სელებრითების გარკვეული ნაწილი კი ქველმოქმედებასთან ერთად საკუთარ თავზე ზრუნვას, სურვილების დაკმაყოფილებას ზედმეტად დიდ დროს უთმობს. ფული, ფული, ფული.... სად უნდა დაიხარჯოს ის? მოდით გადავხედოთ ტოპ 10 ყველაზე მხარჯველ სელებრითთა სიას და გავიგოთ თუ რაში ხარჯავენ ისინი ათასობით დოლარს.


$ მადონა და Kabbalah-ის წყალი $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


მადონა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი მუსიკოსია, რომელსაც 300 მილიონამდე რეკორდი აქვს გაყიდული მსოფლიოს ირგვლივ. მომღერალი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და პოპულარულობას. ‘Time Magazine’-მა ის მე-20 საუკუნის 25 ყველაზე ძლევამოსილ ქალბატონთა სიაში შეიყვანა. ყველაფერ აქედან გამომდინარე, პოპდივა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სელებრითია, რომელსაც როგორც აღმოჩნდა Kabbalah-ის წყალში ყოველთვიურად 10,000 დოლარის დახარჯვა არ ენანება. მოგეხსენებათ, რომ მომღერალი იუდაიზმს ეზიარა, Kabbalah-ის რელიგიას, შესაბამისად სუპერპოპულარული ქალბატონი მხოლოდ Kabbalah-ის წყალს სვამს, რაშიც ათასობით დოლარის გაფლანგვა სიამოვნებას ანიჭებს.

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ ოვენ ვილსონი და რუჯი $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


რომანტიკულ კომედიური ჟანრის ფილმების ნამდვილი ვარსკვლავი ოვენ ვილსონი იმ სელებრითთა სიაში შედიან, რომლებიც სიამოვნებით ხარჯავენ ფულს სურვილების დაკმაყოფილებაში. მსახიობი ყოველკვირა დაახლოებით 4000 დოლარს ხარჯავს გასარუჯი პროცედურებისთვის. მართლაც, ოვენის სხეული ყველა ინტერვიუში იდეალურად გარუჯული და ბზინვარეა.

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ 50 ცენტი $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი გავლენიანი რეპერი 50 ცენტი საკუთარ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მისი ნამდვილი სახელი კურტის ჯეიმს ჯექსონ მესამე გახლავთ. 80-იან წლებში, 12 წლის ასაკში რეპერი ნარკოტიკებით მოვაჭრე გახლდათ. ამ საქმიანობას თავი 2002 წელს დაანება და მუსიკალურ ბიზნესში ჩაება. მას ცნობილი რეპერი ემინემი და Dr. Dre დაეხმარნენ წარმატებული კარიერის შექმნაში. რეპერს ბნელი წარსული მოსვენებას არ აძლევს, შესაბამისად უსაფრთხოების მიზნით ყოველკვირა 20,000 დოლარს უხდის უსაფრთხოების სამსახურს.

$ რიანა და ვარცხნილობა $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


როდესაც ხარ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ჰოლივუდის სუპერპოპულარული ვარსკვლავი რა თქმა უნდა, მუდამ იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. რიანას თმა და ვარცხნილობები მუდამ ყურადღების ცენტრშია მის პერსონასთან ერთად. მომღერალი ხშირად იცვლის თმის ფერს, ფორმას, ხშირად ძვირადღირებული პარიკები ამშვენებს მას. ეს ყოველივე კი მომღერალს კვირაში 23,000 დოლარი უჯდება.

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ ბიონსე და მისი ლეგინსები $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


ბიონსე ერთ-ერთი უმდიდრესი სელებრითია მუსიკალურ ინდუსტრიაში. მისი კარიერა გოგონათა ჯგუფ დესთინის ჩაილდიდან დაიწყო და ბრწყინვალე სოლო კარიერით გრძელდება. მისი მეუღლე გავლენიანი რეპერი ჯეი-ზი გახლავთ, რომელიც პროფესიულ საქმიანობასთან ერთად უამრავი ბიზნესის მფლობელია. პოპდივას საკუთარი სიამოვნებისთვის და მოდური აქსესუარებისთვის ფულის ხარჯვა არ ენანება. მან 2007 წლის BET Awards-თვის ბალენსიაგას ლეგინსი 100,000 დოლარად შეიძინა, რომელმაც მხოლდო ერთხელ დაამშვენა მისი სხეული.

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ ვიქტორია ბექჰემი და შოპაჰოლიზმი $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


ის მოდის აიკონია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მეუღლე. ვიქტორია მუდამ გემოვნებიანად იმოსება და ყოფილი მომღერალი დღესდღეობით წარმატებული დიზაინერია. სანდრო წყარო იუწყება, რომ ვარსკვლავი ნამდვილი შოპაჰოლიკია და მას შეუძია მილიონობით დოლარი დახარჯოს შოპინგისას. ვიქტორიას მილანში ერთდღიანი შოპინგი 1.6 მილიონი დოლარი დაუჯდა. შეძენილ ნივთთა სია შედგებოდა 12 წყვილი ვესაჩეს სათვალისგან, ბრენდ ლუი ვიტონის ჩანთებისგან, 5 სავარძლისგან და როლექსის საათისგან, რომელიც მეუღლეს აჩუქა.

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ ჯეი ლენო და კოლექციონერობა $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


ცნობილი ტელეწამყვანი ჯეი ლენო თავის მილიონებს ავტომობილებისა და მოტოციკლეტების ყიდვაში ხარჯავს. მის კოლექციაში 200 მანქანა შედის, დაწყებული ფერარით დამთავრებული ლამბორჯინით. ამბობს, რომ ამ რიცხვზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში მის კოლექციას რამოდენიმე ძვირადღირებული მანქანა შეემატება.

$ რომან აბრამოვიჩი და მისი სისუსტე სუში $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


ის რუსი ბილიონერია, რომელსაც უამრავი იახტა, მანქანა და ვერტმფრენი ჰყავს. მის საკუთრებაში შედის ლონდონის ჩელსის ფეხბურთის კლუბი. წარმოიდგინეთ თუ რამდენ მილიონს დოლარს შოულობს აბრამოვიჩი ყოველწლიურად. ასე, რომ გასაკვირი არაა, რომ მან იაპონური სუშის დაგემოვნებისთვის 40,000 ევრო დახარჯა. აზერბაიჯანში ერთ-ერთი ვიზიტისას მან დააგემოვნა სუში, რომელიც მისი თქმით საუკეთესო იყო. კანარის კუნძლებზე ყოფნისას მან 1,200 ევროს ღირებულების სუში შეუკვეთა და პირადი თვითმფრინავით გადაფრინდა აზერბაიჯანში, რათა სურვილი დაეკმაყოფილებინა.

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითებიტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


$ კიმ ბესინჯერი $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


‘9½ weeks’-ის ოსკაროსანი მსახიობი კიმ ბესინჯერი ერთ-ერთი მდიდარი პერსონაა ჰოლივუდში. მან 20 მილიონ დოლარად ჯორჯიის შტატში არსებული ქალაქი ბრასელტონი იყიდა. ინვესტორებთან ერთად მსახიობი გეგმავდა ქალაქის სტუდიად გარადქმნას და პარკების გაშენებას, თუმცა ეს ყველაფერი ვერ განხორციელდა. კიმმა მოგვიანებით ქალაქი 1 მილიონ დოლარად გაყიდა.


$ ლარი ელისონი $

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


ის ერთ-ერთი მოგულია ინტერნეტ სივრცისა, რომელიც ბილიონებს შოულობს. დაახლოებით 41 ბილიონ დოლარად მან ჰავაის მეშვიდე ყველაზე დიდი კუნძული, ლანაი შეიძინა. ამბობენ, რომ ეს მულტი ბილიონერი ელისონის ერთ-ერთი ოცნება იყო.

$ $ $

დასასრულს კი, ეს ფრაზა ალბათ მწარე რეალობას ასახავს
))

ტოპ 10 ყველაზე მხარჯველი სელებრითები


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top