;
1 ივნისი 2014      AnnLennon     19 კომენტარი     ნანახია 8591-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ტაბლოიდებისთვის და პრესისთვის არაფერია ისეთი მომგებიანი, როგორიც ჰოლივუდური სკანდალე ბი, რომლებიც გამოწვეულია ღალატით. ვარსკვლავები არ არიან გამონაკლისნი და მათაც ისევე შეუძლიათ ღალატი, როგორც არაპოპულარულ ადამიანებს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ სელებრითების სკანდალური ისტორიები ფართოდ განსახილველი და საჯარო ხდება. მოდით, გადავხედოთ რამოდენიმე საინტერესო და სკანდალურ ‘Cheating’ ისტორიებს ცნობილი ადამიანების მონაწილეობით.


- პრეზიდენტი ჯონ კენედი და სექსიმბოლო მერლინ მონრო -

ღალატი ჰოლივუდში


ალბათ, არავის გაუკვირდებოდა ისტორია ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედისა და მერლინ მონროს ურთიერთობის შესახებ, რადგან ეს უკანასკნელი ხომ ქალის იდეალი და ჰოლივუდის სექსიმბოლოდ იყო აღიარებული. მათი ფარული კავშირი 1962 წელს დაიწყო . ამბობენ, რომ წყვილს სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი და კენედი თითოეულ ღამეს მერლინთან ატარებდა. ლამაზმანმა ურთიერთობიდან რამოდენიმე თვეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა , თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. კენედის კლანმა მონროს მოკვლა ბრძანა , რათა ქვეყანა და პრეზიდენტი კენედი საქვეყნო სკანდალისგან ეხსნა.

ღალატი ჰოლივუდში

ღალატი ჰოლივუდში


- ვუდი ალენი და აყვანილი შვილი სუნ ძი პრევინი -

ღალატი ჰოლივუდში


ოჯახური სკანდალი, რომელიც ცნობილი რეჟისორის ვუდი ალენის ოჯახში განვითარდა საკმაოდ საინტერესოა . ვუდი და მია ფეროუ არ იყვნენ ოფიციალურად შეუღლებულნი, თუმცა ერთ-ერთი პოპულარული წყვილის სტატუსს ატარებდნენ, რომლებიც საერთო შვილსა და აყვანი შვილებს ზრდიდნენ . უდიდესი სკანდალი აგორდა 1992 წელს, როდესაც მიამ ვუდისა და წინა ქორწინებაში კორეიდან აყვანილი ქალიშვილის სუნის შიშველი ფოტოები ნახა . ვუდი მაშინ 56 წლის გახლდათ, ხოლო სუნი კი 21-ის . საქმე სასამართლოში გაგრძელდა შვილების მეურვეობის მინიჭებაზე. სიტუაცია კი გამწვავდა მაშინ, როდესაც მიამ ვუდი კიდევ ერთ აყვანილ შვილთან დილანთან ურთიერთობაში დაადანაშაულა, თუმცა ყოველივე ეს საბოლოოდ სიცრუე აღმოჩნდა. ბავშვებზე მეურვეობის დავაში მიამ გაიმარჯვა, ხოლო ალენმა და სუნიმ 1997 წელს იქორწინეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ ორ აყვანილ შვილთან ერთად.

ღალატი ჰოლივუდში


- ევა ლონგორია და ტონი პარკერი -

ღალატი ჰოლივუდში


‘სასოწარკვეთილი დიასახლისების’ ვარსკვლავმა ევამ ლონგორიამ 3 წლიანი ქორწინების შემდეგ 2010 წელს ღალატის შედეგად გაწყვითა ურთიერთობა კალათბურთელ მეუღლესთან ტონი პარკერთან . ევამ მეუღლის ღალატი წერილის საშუალებით გაიგო. აღმოჩნდა, რომ ტონი მას ერთ-ერთი თანაგუნდელის მეუღლესთან ღალატობდა. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 2011 წელს გაეყარა.

ღალატი ჰოლივუდში


- ბრანჯელინა ანუ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი -

ღალატი ჰოლივუდში


ყველაფერი 2005 წელს ‘მისტერ და მისის სმიტის’ გადასაღებ მოედანზე დაიწყო , მაშინ, როდესაც ბრედი მშვენიერ ჯენიფერ ენისტონთან ქორწინებაში იმყოფებოდა. თუმცა, პიტმა აგორებული სკანდალის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ ანჯელინასთან არანაირი სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია მეუღლესთან განქორწინებამდე. დავამ დიდხანს გასტანა ამ სამკუთხედს შორის, რადგან ენისტონს სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე და ბოლომდე იბრძოდა მის შესანარჩნებლად. თუმცა, ამაოდ საქმე ხომ ჯოლის ეხებოდა. დღესდღეობით, ბრანჯელინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია ჰოლივუდში, რომლებიც ექვს შვილს ზრდიან და სამაგალითო მშობლების სტატუსს ატარებენ.

ღალატი ჰოლივუდში


- ეშტონ კატჩერი და სარა ლილი -

ღალატი ჰოლივუდში


ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ მსახიობმა დემი მურმა 2011 წელს ეშტონ კატჩერთან ოფიციალურად განქორწინება გადაწყვიტა. ამბობენ, რომ კატჩერს ახალგაზრდა და მშვენიერ სარა ლინთან ჰქონდა რომანი და ქორწინების მე-7 წლისთავის წინა ღამეც მასთან ერთად გაატარა. კატჩერმა ჭორები უმალვე უარყო, თუმცა სარამ განაცხადა, რომ ამ სკანდალმა მას ცხოვრება დაუნგრია. არაა დაუშვებელი, რომ ლილმა ეს ისტორია მომგებიანი პიარისთვის გამოიყენა.

ღალატი ჰოლივუდში


- ტერმინატორი და დამლაგებელი -

ღალატი ჰოლივუდში


2011 წელს კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა და მარია შრივერმა 25 წლიანი ქორწინება დაასრულეს . მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ცოლს დამლაგებელთან ღალატობდა და მისგან 15 წლის ვაჟი ჰყავს . ყოველივეს ფარდა მარიამ ახადა, რომელმაც საეჭვო მსგავსება შენიშნა უკანონო შვილსა და არნოლდის ბიოლოგიურ შვილებს შორის და აიძულა მარია სიმართლე განეცხადებინა.

ღალატი ჰოლივუდში


- ლეან რაიმსი და ედი სიბრიანი -

ღალატი ჰოლივუდში


ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც ორივე მათგანი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ . მათ ერთმანეთი ‘Northern Lights ‘-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მალევე პაპარაცებმა პიკანტურ სიტუაციაში გამოიჭირეს. ლეანი მეუღლეს დინ შერემეტს 2009 წელს დაშორდა, ხოლო 2011 წლის აპრილს კი რაიმსი და ედი შეუღლდნენ და დღემდე ერთად არიან.

- ჰოლი ბერი და ერიკ ბენეტი -

ღალატი ჰოლივუდში


ჰოლივუდის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა და სასურველმა ქალმა ჰოლი ბერიმ მეუღლე ერიკ ბენეტი ღალატში 2003 წელს გამოიჭირა და უმალვე გაწყვიტა მასთან ყველანაირი ურთიერთობა. განქორწინების პროცესს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ბენეტი სექსუალური ვიდეოს გამოაშკარავებით ემუქრებოდა ბერის , თუმცა მუქარა ცრუ განგაში აღმოჩნდა. დღესდღეობით ბერი ცნობილი ფრანგი მსახიობის ოლივიერ მარტინესის მეუღლე გახლავთ.

ღალატი ჰოლივუდში


- კრისტენ სტუარტი და რუპერტ სენდერსი -

ღალატი ჰოლივუდში


კრისტენ სტუარტისა და რობერტ პატინსონის ურთიერთობა ‘ბინდის’ გადასაღებ მოედანზე დაიწყო და წლები გრძელდებოდა. ისინი ერთ-ერთი სამაგალითო და პოპულარული წყვილი იყვნენ ჰოლივუდის ინდუსტრიაში. თუმცა, მათი კავშირიც ღალატმა იმსხვერპლა. სტუარტმა ბრიტანელ მსახიობს ‘ფიფქია და მონადირის’ რეჟისორთან რუპერტ სენდერთან უღალატა , რომელიც ფილმზე მუშაობისას გაიცნო. პაპარაცებმა წყვილი რამოდენიმეჯერ გამოიჭირა ერთად და მალევე ღალატის ამსახველმა ფოტოებმა პრესა თუ ინტერნეტ სივრცე მოიცვა. სენდერსის მეუღლემ განქორწინება მოითხოვა, ხოლო კრისტენი და რობერტი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ, თუმცა ამაოდ. რამოდენიმე თვის შემდეგ ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. რობმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად მცდელობისა იცოდა, რომ უწინდებურად აღარაფერი იქნებოდა.

ღალატი ჰოლივუდში


- სკანდალი თეთრ სახლში - ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი -

ღალატი ჰოლივუდში


ღალატის ამ ისტორიამ მთელი ამერიკა შეძრა , რადგან ბილ კლინტონი იმხანად ყველაზე ძლევამოსილი პიროვნება გახლდათ ამერიკაში, რომელსაც ბრალად ედებოდა თეთრ სახლში მომუშავე ვინმე მონიკა ლევინსკისთან საიდუმლო კავშირი . 1998 წელს პრეზიდენტმა ყოველივე უარყო, თუმცა მოგვიანებით განსხვავებულ ისტორიაზე ალაპარაკდა: ‘დიახ, მე მქონდა კავშირი მონიკასთან, თუმცა ეს უდიდესი შეცდომა იყო და ჩემთვის შეუფერებელი საქციელი.’ მიუხედავად ამ სკანდალური ისტორიისა, პრეზიდენტმა შეინარჩუნა თავისი პოზიცია ქვეყანაში და ასევე პირად ცხოვრებაში მეუღლესთან ჰილარი კლინტონთან.

- სანდრა ბალოკი და ჯესი ჯეიმსი -

ღალატი ჰოლივუდში


2010 წელს, პრესაში აგორდა ჭორები, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ წარმატებულ მსახიობს სანდრა ბალოკს მეუღლე ჯესი ჯეიმსი სხვადასხვა ქალბატონთან ღალატობდა . იმავე წელს, სანდრამ განქორწინება მოითხოვა და ოფიციალურად გაეყარა მეუღლეს.

- ჯუდ ლოუ და სიენა მილერი -

ღალატი ჰოლივუდში


2005 წელს, ბრიტანელმა ვარსკვლავმა ჯუდ ლოუმ სახალხოდ მოუხადა ბოდიში საცოლე სიენა მილერს და აღიარა, რომ მას ბავშვების ძიძასთან ღალატობდა (3 შვილი პირველი მეუღლე სედი ფროსტისგან), ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიენასაც ქონდა რომანი დენიელ კრეიგთან. ჯუდი და სიენა დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მოდელი სამანტა ბრუკი ჯუდისგან შვილს ელოდა, სამანტას გოგონა შეეძნა, ეს ჯუდისთვის მე-4 შვილია. ჯუდმა და სიენამ 2009 წლის დეკემბერში უერთიერთობა აღადგინეს, თუმცა 2011 წლის თებერვალს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. დღესდღეობით, სიენა მსახიობ ტომ სტარიჯთანაა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.

ღალატი ჰოლივუდში


- ჰიუ გრანტი და ელიზაბეთ ჰარლი -

ღალატი ჰოლივუდში


მათ ერთმანეთი 1987 წელს ‘Remando Al Viento’-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მათ სიყვარულზე ჰოლივუდში ლეგენდები დადიოდა და ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ჰიუს ცანცარით დასრულდებოდა. როდესაც პრესაში დაიწერა, რომ ბრიტანელი მსახიობი გრანტი გამუდმებით სტუმრობდა სხვადასხვა ბორდელებს მეუღლე მას მხარში ამოუდგა და ყოველივე უარყო. თუმცა, 2000 წელს, მათ 13 წლიანი ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულეს.

- ეთან ჰოუკი და უმა თურმანი -

ღალატი ჰოლივუდში


კიდევ ერთი სკანდალური ძიძა ჰოლივუდური ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. 2003 წელს, 5 წლიან ურთიერთობას ეთანსა და უმას შორის წერტილი დაესვა, როდესაც ჰოუკმა საჯაროდ აღიარა ღალატი ბავშვების ძიძასთან . 2008 წელს ეთანმა და რაიანმა იქორწინეს და დღესდღეობით ერთად ბედნიერად ცხოვრობენ და ორი საერთო შვილის მშობლები არიან.

ღალატი ჰოლივუდში


- მეგ რაიანი და რასელ ქროუ -

ღალატი ჰოლივუდში


დენის ქუეიდისა და მეგ რაიანის 9 წლიანი ქორწინების დასასრული ცნობილი მსახიობი რასელ ქროუ გახდა , მას შემდეგ რაც მეგმა და რასელმა ერთმანეთი ‘Proof of Life’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

ღალატი ჰოლივუდში ღალატი ჰოლივუდში


- ედი ფიშერი და ელიზაბეთ ტეილორი -

ღალატი ჰოლივუდში


ედი ფიშერმა და დები რეინოლდსმა 1955 წელს იქორწინეს, თუმცა მოკლე დროში 4 წელიწადში გაწყვიტეს ურთიერთობა , რადგან ედის სასიყვარულო ობიექტი ჰოლივუდის მშვენება ელიზაბეთ ტეილორი გახდა.

ღალატი ჰოლივუდში


* * *

ღალატი ჰოლივუდში

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

19


  • annabanna თქვა:
    17 ივნისი 2014 22:30 - ID: 19,
    ენისტონზე და ბრედზე გული დამწყდა. რატომღაც ადამიანებს გვგონია რომ როცა წყვილი შორდბა გულის სიღრმეში მაინც ახსოვთ ერთმანეთი. მეც ასე მგონია ამ წყვილზე. ანჯელინა ანჯელინაა მაგრამ.. ჯენიფერი სულ სხვანაირი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ბრედს ის უფრო შეეფერება.

  • lermaniac=) თქვა:
    5 ივნისი 2014 22:35 - ID: 18,
    ბოლოში კაი იყო:))))

  • Imaginary თქვა:
    3 ივნისი 2014 17:16 - ID: 17,
    უმა თურმანს იმ უროდ ქალთან როგორ უღალა ეთანმა? თვალებიი ტრაკში ჰქონდა? O.O
    ბრედის ღალატი გასამართლებელია :D მახინჯი ჯენიფერის მერე მსოფლიოს მშვენება რომ შეუყვარდა გასაკვირი არ არიის

  • Lel Oo★ თქვა:
    2 ივნისი 2014 21:56 - ID: 16,
    რა საშინელებაა ღალატიიიიიიი

  • mariamininutsa თქვა:
    2 ივნისი 2014 17:39 - ID: 15,
    ვუდი ალენზე ამბობენ პედოფილი არისო და აუპატიურებს გოგონებსო,რავიცი აბა.არადა რა ნიჭიერია,ღმერთო საწყალი მისი ცოლი.
    ღალატი არის საშინელება ვერ ვამართლებ,კოცნასაც კი არ შემიძლია საშინელებაა.მერე თავს სიყვარულით რო იმართლებენ ან ვნებით,ასეთ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია.მხოლოდ ცხოველური ინსტიქტებით მოქმედებენ.
    ორ ვარსკვლავში ჯავახიშვილი რო იყო იმედის სახე,მან 3 შვილი და ცოლი მიატოვა.ახალი ცოლი რო მოყავდა შვილებმა ეკა ხოფერიას გადაცემით შეიტყვეს( წარმომიდგენია რას იგრძნობდნენ). ამ ეკა ხოფერიამ კი უფასოდ მოუწყო თაფლობის თვე,მოღალატე ჯავახიშვილს და მის ახალ მეუღლეს,კიდე იმდენი საჩუქრები გადასცეს ვერც კი ვითვლი.რა უსამართლოა ცხოვრება საწყალი ცოლი და სამი შვილი..

  • Kathy თქვა:
    2 ივნისი 2014 16:57 - ID: 14,
    ზუსტად! მეც ვერასდროს ვაპატიებ ღალატს! და უმას რომ უღალატა ეტყობა თვალები გაქირავებაში ქონდა :D :D
    ციტატა: Ann_J
    ჩემთვის ღალატი არის უპატიებელი. ერთადერთი რამაა, რასაც ადამიანს არ ვაპატიებ არასდროს. თუ ერთელ გიღალატებს მუდამ ასე იქნება.

    უმა თურმანს აი ამ სიმახინჯესთან რატო უნდა უღალატო :დ ალოგიკურია

  • ano... თქვა:
    2 ივნისი 2014 13:01 - ID: 13,
    რა საშინელელიი რამ არის ღალატი ძალიან ძნელი საპატიებელია. და არ მესმის სხვის უბედურობაზე რატომ უნდა აგოო შენი ბედნიერება.. შოკში ჩავარდი ითანმა უმა იმ მაჯინჯ ქალში როროგ გაცვალა

  • AnnLennon თქვა:
    2 ივნისი 2014 09:06 - ID: 12,
    Mari__Angel

    ეთანზე რო მოვიძიე მასალა ცოლის სურათი არ იდო. მერე გადავედი ცოტახანში მოსაძევნად და ლამის წნევამ ამიწია )))) კაცებს სად აქვთ თვალები გავგიჟდი. )))) და ის სურათი, რომელიც დალინკე შეგნებულად არ დავდეე შეგნებულად )))))))

  • tako_takunebi თქვა:
    2 ივნისი 2014 01:52 - ID: 11,
    უმას რატო უღალატა იმ მახინჯი ქალის გამო, გადაირევი კაცი

  • smileyz_xato თქვა:
    1 ივნისი 2014 21:41 - ID: 9,
    ფუ ეს ბოზი ძიძები რა ამიტომაც უნდა აიყვანო გადახრწნილი უროდი ძიძა ყველაზე მეტად მოღალატეები მეზიზღებიან ღალატობენ და მერე იმ ძუკნებთან ცხოვრობენ ბედნიერად ფუფ სადაა სამართალი -_-

  • tamo თქვა:
    1 ივნისი 2014 21:29 - ID: 8,
    ციტატა: Ann_J
    უმა თურმანს აი ამ სიმახინჯესთან რატო უნდა უღალატო :დ ალოგიკურია


    აი,მეც ეგ კითხვა დავსვიი.რა ქალია უმა და ამას როგორ გახედა.
    აუუ რასეეელ :*

  • natu თქვა:
    1 ივნისი 2014 20:44 - ID: 7,
    ლონგორია-პარკერის წყვილზე დამწყდა გული ))

  • Gciffer თქვა:
    1 ივნისი 2014 19:30 - ID: 6,
    ვაიმე კრისტენზე მეშლება ყველაზე მეტად ნერვები

  • Ann_J თქვა:
    1 ივნისი 2014 19:20 - ID: 5,
    ჩემთვის ღალატი არის უპატიებელი. ერთადერთი რამაა, რასაც ადამიანს არ ვაპატიებ არასდროს. თუ ერთელ გიღალატებს მუდამ ასე იქნება.

    უმა თურმანს აი ამ სიმახინჯესთან რატო უნდა უღალატო :დ ალოგიკურია

  • luckygirl თქვა:
    1 ივნისი 2014 18:53 - ID: 4,
    მოკლედ რა, ღალატისგან არავინაა დაზღვეული :(((((((

  • liliana თქვა:
    1 ივნისი 2014 17:26 - ID: 3,
    ეჰჰ ჰოლი ბერი... <3

  • demetria თქვა:
    1 ივნისი 2014 17:22 - ID: 2,
    ღალატს არანაერი გამართლება არ აქვს და ყველა შემთხვევაშიი განქორწინებით უნდა დასრულდეს
    ენჯიი და ბრედიი ენისტოინთან დაშშორებაზე დღემდე არ ამბობენ სიმართლესს

  • • Angel M • თქვა:
    1 ივნისი 2014 17:15 - ID: 1,
    უმას რატო უნდა უღალატო :/

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top