;
6 ივნისი 2014      nick23     21 კომენტარი     ნანახია 5513-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



23 წლის ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი უკვე 4 წელია ბრიტანელ მსახიობ ნიკოლას ჰოლტს ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს მაშტაბური ეკრანული როლი ერთად არ ქონიათ, თუ ”x-men first class-ს” არ ჩავთვლით, მათი ჰოლივუდური წყვილი ძალიან წარმატებულია. ჰოლტმა და ლოურენსმა ერთმანეთი ”x-men first class” გადასაღებ მოედანზე გაიცნეს 2010 წელს და მათი რომანი დღემდე სკანდალების გარეშე გრძელდება.

კადრი ფილმიდან X-Men: First Class
Hank McCoy (Nicholas Hoult) bonds with Raven Darkholme Jennifer Lawrence).












2013 წელს გაჩნდა ჭორები, რომ წყვილი ერთმანეთს გაშორდა, თუმცა რამოდენიმე კვირაში ლოურენსი და ჰოლტი კვლავ ერთად დააფიქსირეს. იყო საუბარი იმაზეც, რომ ლოურენსმა ახალი რომანი ბრედლი კუპერთან დაიწყო, თუმცა კუპერმა ეს ინფორმაცია უარყო: "მე და ჯენიფერი ერთად? არა ჯენიფერისთვის შემიძლია მხოლოდ მამა ვიყო, ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ."




წყვილის გაშორების ჭორები მაშინ გაბათილდა,
როდესაც ლოურენსი და ჰოლტი მონტრეალის ერთ-ერთ პარკში დააფიქსირეს.








მას შემდეგ კი წყვილი პაპარაცების გარემოცვაში ხშირად ხვდებოდა. 2013 წლის ოქროს გლუბის დაჯილდოვებაზე კი ლოურენსმა ტრადიცია დაარღვია და ცერემონიაზე მეგობარ ბიჭთან ერთად გამოჩნდა:



ლოურენსი და ჰოლტი საკუთარ ურთიერთობის გასაჯაროებას მაქსიმალურად ერიდებიან და ერთმანეთზეც იშვიათად საუბრობენ, თუმცა ბოლო დროს ლოურენსს მაინც დასცდა რამდენიმე სიტყვა ნიკოლასზე.




გთავაზობთ წყვილის ბოლო დროინდელ ინტერვიუებს, სადაც ერთმანეთზე საუბრობენ:

"როგორია ჩვენი ურთიერთობა? როდესაც ვმუშაობთ ჩვენ ერთმანეთს ვაიგნორებთ, არა სულ არაა.. უბრალოდ არ ვბრაზდებით, როდესაც მესიჯზე ან ზარზე არ ვპასუხობთ, რადგან ვიცით რომ დაკავებულები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცით რას აკეთებს თითოელი ჩვენგანი და ერთმანეთს ძალიან ვენდობით."




"ნიკი საოცარი ადამიანია, როდესაც მასთან ვარ ვხდები უფრო კარგი ადამიანი, ერთადერთი პრობლემა მისი დიდი ლურჯი თვალებია, როდესაც სხვაგან იყურება, მაშინაც მგონია, რომ ამ ლურჯი თვალებით სულ მე მაშტერდება. მაგრამ უკვე შევეჩვიე"



"ის ფანტასტიური მსახიობია და ჩემი კარგი ოთახის მეგობარი"
(roommate)

ერთ ჟურნალისტმა კი ნიკოლას ჰოლტს ერთი საინტერესო კითხვა დაუსვა: - თქვენმა მეგობარმა გოგონამ აღნიშნა, რომ როდესაც გოგების პლიაჟის ფეხბურთს უყურებდით მათ უკანალებს ერთად განიხილავდით ეს მართალია?

ნიკოლასი: "ხოო იყო რაღაც ამის მსგავსი" (იცინის)




წყვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთის ოჯახებთან, ჰოლტის და ლოურენსზე ასე საუბრობს:

"მათი ნორმალური ურთიერთობა აქვთ, როგორც ჩვეულებრივ წყვილს, როდესაც შორს არიან ერთმანეთისგან ინეტრნეტით საუბრობენ და მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთი, რაც შეიძლება ხშირად ნახონ. როგორია ჯენიფერი როდესაც ის ჩვენთანაა სახლში? არ ხდება არაფერი განსაკუთრებული, ვისაც საჭმელი მოუნდება გაიკეთებს, ვისაც წვენი მოუნდება ადგება და დალევს, ყველა თავის თავზე ზრუნავს, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში. "


ლოურენსი ნიკოლასის მშობლებთან ერთად "x-men days of future past"-ის პრემიერაზე:




წვილის ერთობილივი ფოტოები:


















კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

21


  • Mari.♫ თქვა:
    10 ივნისი 2014 00:14 - ID: 21,
    ძალიან უხდებიან ერთმანეთს, მიყვარს ეს წყვილი

  • verski თქვა:
    9 ივნისი 2014 00:22 - ID: 20,
    ორივე ძაან მიყვარს ვაიმე რა ბიჭია <3 შეეფერებიან

  • Anne თქვა:
    7 ივნისი 2014 21:31 - ID: 19,
    კარგები :- )

  • dim თქვა:
    7 ივნისი 2014 20:38 - ID: 18,
    Hermione...♥
    ვიღაცაში გეშლები. სულ არ მაინტერესებს შენ რას წერ და ეს პირველად გამოვეხმაურე შენ უარყოფით შეფასებას. ეგღა მაკლია შენ პოსტებს ვზდიო. თუ მოჩვენებები გაქვს და რაღაცეები გელანდება თავს უშველე. შეუგნებელიც შენთან მოიკითხე. ცხოვრებაზე დაბოღმილი ხარ როგორც ვატყობ და იმიტომაც არის სხვებს ასე თავისუფლად რომ აყენებ შეურაცყოფას. ცივი წყალი დალიე და ცოტა სუფთა ჰაერზე გაიარე იქნებ მოგეშვას :D მაგარად გიჭირს როგორც ვატყობ და აი შენნაირებთან საუბარს ნაღდად არ აქვს აზრი :D

  • 777 ANA 777 თქვა:
    7 ივნისი 2014 20:29 - ID: 17,
    უხდებიან ართმანეთს

  • Hermione...♥ თქვა:
    7 ივნისი 2014 20:27 - ID: 16,
    dim,
    ნუ წამოვეკიდები შენს აზრს?! რამდენჯერაც ლოურენსზე რამე დავწერე, იმდენჯერ თავად გამომეკიდე და შეგნებულად არ გპასუხობდი, ახლა ერთადერთხელ შეგეპასუხე და თურმე მე გეკიდები (ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, გადახედოს ამ http://www.angel.ge/fashion/make-up/111595-jenniferlawrences10mostbeautymoments.html და ამ ნიუსის http://www.angel.ge/stars/111585-vogue-.html კომენტარებს) :D ამტკიცებ, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაო და მერე განსხვავებულ აზრს უპატივცემულოდ ეპყრობი; ამბობ, კონკრეტულ ადამიანს შეუხედავი როგორ უნდა უწოდოო, მერე კი ამტკიცებ, სილამაზის სტანდარტები ყველასთვის სხვადასხვააო და ეს როგორ? პრინციპულობით აშკარად შენს "ინტელექტუალურ" ჯენიფერს ჰგავხარ, რომელიც ერთ დღეს აცხადებს, რომ მედიასაშუალებებში ადამიანისთვის მსუქნის წოდება მისთვის ყოვლად მიუღებელია და არალეგალური უნდა იყოს, მეორე დღეს კი კრისტიან ბეილს საჯაროდ მსუქნად მოიხსენიებს. ახლა რაც გინდა, ის დაწერე, მე შენნაირ შეუგნებელ და ურთიერთსაპირისპირო პოზიციების პატრონ ადამიანთან კამათს აღარ ვიკადრებ. Have a nice day :)

  • dim თქვა:
    7 ივნისი 2014 19:56 - ID: 15,
    Hermione..
    რაც გინდა ის თქვი. მეც ჩემ აზრს გამოვხატავ ისევე როგორც შენ. ასე რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება მეც მაქვს და მოდი ნუ წამოეკიდები ჩემ აზრს. ეს ჩემი პოზიციაა და მორჩა, შენ შენ სტანდარტებს მიხედე... შენზე მეტი მაინც ესმით ჰოლივუდში... სილამაზის სტანდარტებიც ყველასთვის სხვადასხვაა ასე რომ....

  • Hermione...♥ თქვა:
    7 ივნისი 2014 16:07 - ID: 14,
    dim,
    შენ თუ მოგწონს გეკითხები რატომ-მეთქი? ჩემი გადმოსახედიდან მახინჯია და თუ შეიძლება, დამიტოვე თავისუფალი არჩევანის ნება, ყველა შენნაირი სტანდარტებით ვერ ისარგებლებს :)

  • dim თქვა:
    7 ივნისი 2014 15:42 - ID: 13,
    სასტიკად შეუხედავია როგორ უნდა თქვა ჯენიფერზე არ მესმის...ორივე ძალიან კარგები არიან

  • beonce თქვა:
    7 ივნისი 2014 01:46 - ID: 12,
    როგორ უხდებიან ერთმანეთს.ორივე მიყვარს. :)))

  • N.N თქვა:
    7 ივნისი 2014 01:36 - ID: 11,
    ჩემი გოგო უსაყვარლესი და ულამზესიააა

  • lermaniac=) თქვა:
    6 ივნისი 2014 21:10 - ID: 10,
    ძაან მომწონს ეს წყვილი! <3

  • ELE-elene თქვა:
    6 ივნისი 2014 18:41 - ID: 9,
    არცერთი მომწონს მაგრამ ცუდი წყვილი ნამდვილად არ არის,უხდებიან ერთმანეთს.

  • ano... თქვა:
    6 ივნისი 2014 18:34 - ID: 8,
    ბიჭი ძალიან საყვარელი და სიმპატიურია რაც შეეხება ჯენიფერს საერთოდ არ მომოწნს

  • liliana თქვა:
    6 ივნისი 2014 18:23 - ID: 7,
    ასეთ ბატთან როგორ უნდა გაჩერდე მამაკაცი....

  • Ollivia თქვა:
    6 ივნისი 2014 14:35 - ID: 6,
    ძალიან საყვარლები არიან :)

  • natianatia თქვა:
    6 ივნისი 2014 12:56 - ID: 5,
    კარგები ძალიან კარგები <3

  • ni_nini თქვა:
    6 ივნისი 2014 12:42 - ID: 4,
    უსაყვარლესები არიან,მომწონს ეს წყვილია <3

    ჯენიფერი შესანიშნავი გოგოა,თან ბევრი ძერსკი სელებრითისაგან,რომელსაც სილამაზის გარდა არაფერი გააჩნია ნიჭიერიცაა...

  • demetria თქვა:
    6 ივნისი 2014 11:34 - ID: 3,
    ძაან საყვარელიი წყვილიაა, და ნიკოლოსაი ცაკლე უნდა ვთქვა უსაყვარკლესიაა <33

  • Hermione...♥ თქვა:
    6 ივნისი 2014 11:20 - ID: 2,
    ბიჭს გარეგნობას ვერ დაუწუნებ, ჯენიფერი კი სასტიკად შეუხედავია, მაგრამ მაინც ძალიან უხდებიან ერთმანეთს... საოცარი რამეა რაა ეს სიყვარული feel

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top