;
14 ივნისი 2014      AnnLennon     9 კომენტარი     ნანახია 3375-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

/ბიოგრაფია/საინტერესო ფაქტები/ფოტომასალა/გიფები/

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჩარლს მეთიუ ჰანემი, იგივე ჩარლი ჰანემი დაიბადა 1980 წლის 10 აპრილს, ნიუქასლში. მამამისი ბილი ჰანემი ლითონის ჯართით მოვაჭრე გახლდათ, ხოლო დედა ჯეიმს ჰანემი საკუთარ ბიზნესს მართავდა. მისი ბებია დედის მხრიდან საუკეთესო პორტრეტების მხატვარი იყო მთელს ნიუქასლში. ჩარლის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც მას 2 წელი შეუსრულდა. 12 წლის ასაკში კი ის ინგლისის ერთ-ერთ სოფელში მელმერბიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დედოფალი ელისაბედის გრამატიკის სკოლაში სწავლობდა. ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, მან დაამთავრა კუმბრიას კოლეჯი ხელოვნებისა და დიზაინის განხრით.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ამ ნიჭიერ ახალგაზრდას ბედმა გაუღიმა და სრულიად შემთხვევით, 17 წლის ასაკში, ფეხსაცმელების მაღაზიაში აღმოაჩინა საბავშვო შოუების მენეჯერმა ბაიკერ გროუმ. ჰანემი საახალწლო საყიდლებზე მოლში იმყოფებოდა დედასთან და ძმასთან ერთად, ნასვამი კაცის იმიტაციას აკეთებდა და ცდილობდა ძმას ფეხსაცმლის არჩევაში დახმარებოდა. მისი დებიუტი შედგა ბრიტანულ სატელევიზიო შოუში, სადაც მხოლოდ სამ ეპიზოდში გამოჩნდა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


18 წლიდან კი მისი კარიერული წინსვლა დაიწყო ‘Queer as Folk’-ში რასელ დევისის პერსონაჟის განსახიერებით. დრამამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. მალევე, 1999 წელს, საზოგადოებამ ახალბედა მსახიობი ფილმ ‘Whatever Happened to Harold Smith?’-ში იხილა, რის შემდეგაც ჩარლიმ კარიერა ბრიტანეთიდან ლოს ანჟელესში გააგრძელა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam
ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

2002 – 2003 წლებში მან მონაწილეობა მიიღო უმნიშვნელოვანეს პროექტებში ‘Cold Mountain’-სა და ‘Nicholas Nickleby’, სადაც პარტნიორობა გაუწია ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ნიკოლ კიდმანი, ჯუდ ლოუ, ენ ჰეტევეი და სხვანი. ჩარლი ჰანემის სახელს ჰოლივუდში ღირსეულად ახსენებდნენ და ახალგაზრდა მსახიობის ფანების რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


2005 წელს მის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი დადგა, როდესაც ელაიჯა ვუდთან ერთად ბრიტანულ ფილმში ‘მწვანე ქუჩის ხულიგნებში’ პიტ დანჰამის როლი მოირგო. ფილმი დღემდე არ კარგავს პოპულარულობას და ერთ-ერთ საუკეთესო დრამად ითვლება.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


დღესდღეობით ჩარლი ჰანემი პოპულარული ტელეშოუს ‘Sons of Anarchy’-ის სახეა. სერიალის შემქნელმა მსახიობის მთავარ როლზე დამტკიცება გადაწყვიტა ‘მწვანე ქუჩის ხულიგნების’ ნახვის შემდგომ. სერიალმა ჰანემს უამრავი ჯილდო და აღიარება მოუტანა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჰანემის გულშემატკივართა საყურადღებოდ, 2015 წლის ოქტომბერში მის მორიგ ფილმს ‘Crimson Peak’-ს იხილავთ. ესაა დელ ტოროს მორიგი საშინელებათა ფილმი, სადაც მსახიობთან ერთად მონაწილეობას იღებენ ჯესიკა ჩესტეინი, ტომ ჰიდლესტონი და მია ვასიკოვსკა.


კარიერასთან ერთად მის პირად ცხოვრებას, რომ გადავხედოთ, ჰანემმა 1999 წელს იქორწინა მსახიობ კეტრინ ტოუნზე, რომელიც ფილმ ‘Dawson's Creek’-ის ქასთინგზე გაიცნო. წყვილი 2002 წელს ოფიციალურად გაეყარა ერთმანეთს. 2007 წელს კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩარლი სამკაულების დიზაინერს მორგანა მკნელისს ხვდებოდა. ისინი დღემდე ერთად არიან და ლოს ანჟელესთან ახლოს მდებარე ქალაქში რანჩოს ფლობენ.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam



∞ საინტერესო ფაქტები ∞

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


∞ მისი სიმაღლე 1.85 სანტიმეტრი გახლავთ.

∞ ჩარლის სამი დედმამიშვილი ჰყავს.

∞ მისი ფავორიტი მსახიობები დენიელ დეი ლუისი და შონ პენი არიან.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


∞ ერთდროულად ცხოვრობს ლოს ანჟელესსა და ლონდონში.

∞ მას 25 წელია ღორის ხორცი არ უჭამია.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


∞ თავისუფალ დროს ხატვით, მუსიკითა და ფოტოგრაფიითაა დაკავებული.

∞ უსმენს ფოლკს, ბლუზსს, ჰიპ-ჰოპს. მისი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსები არიან ვან მორისონი და ტომ უეტსი.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


∞ 2005 წელს, ჟურნალ ‘Elle’-ს ’50 სექსუალურ მამაკაცთა’ სიაში მე-9 ადგილზე დასახელდა.

∞ მისი საუკეთესო მეგობრები არიან ჯეიმი ბელი, ენ ჰეტევეი და რომოლა გარაი, რომლებსაც 2002 წელს ფილმ ‘Nicholas Nickleby’-ის გადასაღევ მოედანზე დაუახლოვდა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


∞ მან ქასთინგი გაიარა ფილმისთვის ‘Thor’, თუმცა მთავარი როლი ავსტრალიელ მსახიობს კრის ჰემსვორტს ერგო.

∞ დაამტკიცეს კრისტიან გრეის როლზე ფილმ ‘Fifty Shades of Grey’-ში, თუმცა პირადი მიზეზებისა და გადატვირთული გრაფიკის გამო მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რითაც უამრავ ფანს გული დასწყვიტა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


∞ უნდა განესახიერებინა ალდოს სნოუს როლი კომედიური ჟანრის ფილმში ‘Forgetting Sarah Marshall’. სცენარისტმა და მსახიობმა ჯეისონ სეგელმა როლი სპეციალურად ჩარლისთვის შექმნა, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ მსგავსი პროექტი მისთვის არ იყო გათვლილი. საბოლოოდ კი როლი ბრიტანელ მსახიობსა და კომიკოსს რასელ ბრენდს ერგო.

∞ 2005 წელს მსახიობი ცნობილი დიზაინერული ბრენდის იმპერიო არმანის სახე გახდა.

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam


ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

ჩარლი ჰანემი/Charlie Hunnam

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • tako_takunebi თქვა:
    17 ივნისი 2014 01:08 - ID: 9,
    მაგარი ტიპია <3

  • ano... თქვა:
    16 ივნისი 2014 18:21 - ID: 8,
    ძალიან ნიჭერი და სიმპატიურია <3

  • mis nina თქვა:
    15 ივნისი 2014 13:50 - ID: 7,
    ეს ძაან ზეგზი კაცი <3 ისე კაია რო უარი თქვა 50 shady of Grey ში ,ჯეიმი უფრო მსგავსი ტიპაჟია.ვიდრე ქერა ჩარლი

  • demetria თქვა:
    15 ივნისი 2014 00:30 - ID: 6,
    vaime mwvane quchis xulignebshi ra magrad tamashobss <33

  • liliana თქვა:
    14 ივნისი 2014 23:34 - ID: 5,
    miyvarsssssssssssss kargi newsia <3

  • Gvanciola თქვა:
    14 ივნისი 2014 23:26 - ID: 4,
    love

  • Gciffer თქვა:
    14 ივნისი 2014 22:20 - ID: 3,
    love

  • Ann_J თქვა:
    14 ივნისი 2014 21:47 - ID: 2,
    როგორ მიყვარს ეს მსახიობიიი ^_^ . Green Street Hooligan - ში მაინც განსაკუთრებულია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top