;
18 ივნისი 2014      AnnLennon     10 კომენტარი     ნანახია 4609-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


გიომ კანე 41 წლის ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი გახლავთ, რომელიც დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს საფრანგეთში. კარიერა თეატრითა და ტელევიზიით დაიწყო მანამ, სანამ დიდ კინოში სცდიდა ბედს. წარმატებულ სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ის არაჩვეულებრივი რეჟისორიც გახლავთ, რასაც მოწმობს ‘César’-ის დაჯილდლოებაზე ‘საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოპოვება’ ფილმისთვის ‘Tell No One’. ამასთან, გიომი საფრანგეთში ერთ-ერთი სასურველი პიროვნებაა და ‘სექსუალური მამაკაცის’ წოდება არაერთხელ მიანიჭეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანე წლებია ‘ყველაზე მაღალანაზღაურებადი’ ფრანგი მსახიობების სიის ერთ-ერთი წევრია. 2001-2006 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა, ცნობილ გერმანელ მსახიობთან დაიანა კრიუგერთან, ხოლო დღესდღეობით კი ყველასთვის საყვარელი ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის პარტნიორია.

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


ადრეული ცხოვრება და კარიერა

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


გიომ კანე დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს Boulogne-Billancourt -ში, საფრანგეთში ცხენების მომშენებელთა ოჯახში. ბავშვობიდან ცხენზე პროფესიონალურ დონეზე ჯირითობდა. 10 წლის ასაკში ფრანგულ საცირკო შოუში იღებდა მონაწილეობას და სურდა გამხდარიყო ცნობილი ცხენოსანი, თუმცა 18 წლის ასაკში საკუთარი ცხენიდან ჩამოვარა და სერიოზულად დაშავდა. მას შემდეგ, კანე დრამის სკოლაში ‘Cours Florent ‘-ში ჩაირიცხა. 1994 წელს, საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეატრის ‘ებერტოტის’ სცენაზე მოხვდა და კრისტოფ მალავოისთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში სახელწოდებით ‘La Ville dont le prince est un enfant’. უამრავ სატელევიზიო შოუებისა და სარეკლამო რგოლების შემდგომ, მისი სამსახიობო დებიუტი ფილმ ‘Fils unique’-ში შედგა.

Guillaume Canet/გიომ კანე


1997 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა თრილერი ‘Barracuda’, რისთვისაც მსახიობმა 1999 წელს ფესტივალ ‘Saint-Jean-de-Luz’-ზე საუკეთესო მსახიობის წოდება დაიმსახურა. იმავე წელს, წარდგენილი გახლდათ ‘ცეზარის დაჯილდოებაზე’ ვინსენტ მაზეტის როლისთვის, კომედიური ჟანრის ფილმში ‘En plein cœur’. მოპოვებული წარმატების შემდეგ, დადგა დრო საერთაშორისო აღიარებისა. მისი პირველი ფილმი საფრანგეთის საზღვრებს გარეთ დენი ბოილის ‘The Beach’-ია, სადაც პატრიორობა გაუწია ცნობილ ამერიკელ მსახიობს ლეონარდო დიკაპრიოს.

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


2002 წელს, მან ფრანგ მსახიობ ჟერარდ დეპარტესთან ერთად ითამაშა ფილმში ‘Vidocq’. იმავე წელს, მისი რეჟისურითა და სცენარით ფრანგულმა კინოინდუსტრიამ იხილა ‘Mon idole’, სადაც მისი მეუღლე დაიანა კრიუგერი მონაწილეობს. 2003 წელს, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე წარმატებული პერიოდი დადგა მსახიობისთვის. მან რომანტიკულ დრამაში ‘Love Me If You Dare’-ში სცადა ბედი და გადასაღებ მოედანზე გაიცნო ამჟამინდელი პარტნიორი და მისი შვილის დედა მარიონ კოტიარი. ფილმმა საერთაშორისო აღიარება უმალვე ჰპოვა და დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო სიყვარულის ისტორიაა ამ ჟანრში.

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე


გიომის ერთ-ერთი სერიოზული პროექტი ყოფილ მეუღლესთან დაიანა კრიუგერთან ერთად ‘Joyeux Noël ‘-ია, სადაც აღწერილია შობა პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე. ‘‘Joyeux Noël’ წარდგენილი იყო, როგორც ‘საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი’. 2006 წელს გიომის ხელმძღვანელობითა და რეჟისურით მეორე ფილმის ‘Tell No One’-ის პრემიერა შედგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროექტია ფრანგული კინოინდუსტრიის ისტორიაში. ფრანგული ოსკარის ანუ იგივე ‘ცეზარის დაჯილდოებაზე’ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


დღესდღეობით, მსახიობი აქტიურად განაგრძნობს სამსახიობო და სარეჟისორო კარიერას. მომავალში მისი მონაწილეობით იხილავთ ფილმებს ‘In the Name of My Daughter’, ‘Untitled Lance Armstrong Biopic’, ‘La prochaine fois je viserai le coeur’.

პირადი ცხოვრება

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


1999 წელს, გიომ კანემ სასიყვარულო ურთიერთობა გააბა წარმოშობით ფრანგ მსახიობთან და მოდელთან დაიანა კრიუგერთან. 2001 წლის 1 სექტემბერს ისინი შეუღლდნენ, ხოლო 2006 წელს კი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. მოგვიანებით კრიუგერმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი თანაცხოვრება დატყვირთულმა რეჟიმმა და კარიერამ შეიწირა.

Guillaume Canet/გიომ კანე


2007 წელს, ფრანგულ პრესაში შორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანე ‘Love Me If You Dare ‘-ის პარტნიორს მარიონ კოტიარს ხვდებოდა. წყვილს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მიუხედავად ამისა, ფრანგული პრესა მუდმივად ჩასაფრებული იყო მათზე. 2009 წელს, მარიონმა და კანემ მონაწილეობა მიიღეს ფილმში ‘The Last Flight’ კირა ნაითლთან ერთად. იმავე წელს კი, ‘კანის კინოფესტივალის’ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ ერთად საზოგადოების წინაშე. 2011 წელს, ჟურნალ ‘People’-ის ინტერვიუში წყვილმა განაცხადა, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. 2011 წლის, 19 მაისს სამყაროს მათი ვაჟი, მარსელი მოევლინა. უნდა აღინიშნოს, რომ მათი ურთიერთობა დღემდე იდეალურად, სკანდალების გარეშე მიმდინარეობს.

- საინტერესო ფაქტები -

Guillaume Canet/გიომ კანე


- მისი სიმაღლეა 1.80 სანტიმეტრი.

- მისი მშობლები გატაცებულნი იყვნენ ცხენების მოშენებით.

- მისი საყვარელი მსახიობი გახლავთ პატრიკ დევუარი

- როგორც მსახიობს, არ უყვარს ქასთინგებზე სიარული.

- კანეს უახლოესი მეგობარია ფრანგი ფეხბურთელი ბიქსენტე ლიზარაზუ.

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


- კანე ევროპული ‘Leucodystrophia’ ასოციაციის დიდი მხარდამჭერია.

- ბავშვობისას სწავლობდა წმინდა ლუისის ‘Notre-Dame-Du-Bel-Air’-ის სკოლაში.
- მისი ერთ-ერთი საყვარელი ხელოვნების ნიმუში გახლავთ ავგუსტ როდინის ‘The thinker’.

- მისი საყვარელი მუსიკოსები არიან ჯენის ჯოპლინი, ალ გრინი, ჟაკ ბრელი.

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


- თავდაპირველად სურდა გამხდარიყო პროფესიონალი ცხენოსანი, მაგრამ 18 წლის ასაკში არასასიამოვნო ინციდენტის შედეგად მან ვერ შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება და გახდა მსახიობი.

- კანეს ჰყავს ორი და.

- 2007 წლის ივნისში, ფრანგული ჟურნალის ‘Elle’-ს მიერ დასახელდა ’15 სექსუალურ მამაკაცთა’ შორის.

- 2007 წელსვე ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის მიხედვით შევიდა ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრანგ მსახიობთა სიაში მე-7 ადგილზე.

Guillaume Canet/გიომ კანე


- წარსულში მას ურთიერთობა ჰქონდა ნიკოლა სარკოზის მეუღლესთან კარლა ბრუნისთან და ელოდი ნავარესთან.

- 10 წლის ასაკში გიომი მუშაობდა ფრანგული ცირკის არენაზე.

- ყოფილ მეუღლესთან, ცნობილ გერმანელ მსახიობთან დაიანა კრიუგერთან დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.

Guillaume Canet/გიომ კანე


- ამონარიდები ინტერვიუებიდან -


‘ვფიქრობ, რომ ჩემი სფეროს საუკეთესო მხარეა ყოველდღიურად საინტერესო ხალხის გაცნობა, რის შედეგადაც იბადება მორიგი არაჩვეულებრივი პროექტები.’

‘ყველაფრის კეთება მიყვარს ემოციურად და არა კონტროლის ქვეშ.’

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


‘პიროვნებას, რომელსაც სულს ადამიანთა ყურადღება მიიპყროს უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის და უნდა იფიქროს ნაკლები. ვფიქრობ, რომ ის საკუთარ ინსტინქტებს უნდა მიყვეს.’

‘როგორი ვიქნებოდი მომავალში? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ვიქნებოდი მსახიობი, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ ირჩებს როლებს და არა მსახიობი, რომელიც ამას აკეთებს ფულის გამო.’

‘ცხენზე ჯირითი და ცხენოსნობა ჩემი ბედი იყო. ვცხოვრობდი მხოლოდ და მხოლოდ ცხენებისთვის.’

Guillaume Canet/გიომ კანე


მარიონ კოტიარის შესახებ: ‘უმეტესად, გიწევს მუშაობა ისეთ ქალბატონ მსახიობებთან, რომლებიც თავს იზღვევენ, ბევრს ფიქრობენ თუ როგორ გამოიყურებიან და ეშინიათ სიახლის. ხოლო მარიონი არის პიროვნება, რომელსაც არ ადარდებს თუ როგორ გამოიყურება ან როგორ ჟღერს. ის უბრალოდ საყვარელი საქმისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის ნამდვილად გამორჩეულია.’

ფოტომასალა/გიფები

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე


Guillaume Canet/გიომ კანე




Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე


Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე



Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე



Guillaume Canet/გიომ კანე



Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე





Guillaume Canet/გიომ კანე




Guillaume Canet/გიომ კანე



Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე Guillaume Canet/გიომ კანე


Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

Guillaume Canet/გიომ კანე

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

10


  • ano... თქვა:
    20 ივნისი 2014 12:12 - ID: 10,
    uniwieresi kacia <3

    uniwieresi kacia <3

  • ani-anuka თქვა:
    20 ივნისი 2014 00:37 - ID: 9,
    ვგიჟდები ორივეზეეეეეე love

  • salomka თქვა:
    19 ივნისი 2014 21:06 - ID: 8,
    ვგიჟდებიი

  • NataLefayStew თქვა:
    19 ივნისი 2014 16:04 - ID: 7,
    მაგიჟეეეეეეეეეეეეეეეეეეეეებს! love

  • mariami-mako თქვა:
    19 ივნისი 2014 00:17 - ID: 6,
    მარიონი ძალიან მიყვარს, ჩემი აზრით ძალიან კარგი წყვილია <3

  • nini:)(: თქვა:
    18 ივნისი 2014 21:44 - ID: 5,
    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლეი მსახიობია ♥♥ და მადლობა ამ ნიუსისთვის...^_^

  • tamo თქვა:
    18 ივნისი 2014 21:37 - ID: 4,
    ორი ფილმი ვიციი და ორივეში ძალიან კარგად თამაშობს.
    ძალიან უხდებიან ეს და მარიონი ერთმანეთს.
    კრიუგერის ქმარი თუ იყო კი არ ვიცოდი.

  • rukuta თქვა:
    18 ივნისი 2014 21:13 - ID: 3,
    მომწონს ეს ბიჭი რაღაცნაირი განსხვავებულია love

  • Imaginary თქვა:
    18 ივნისი 2014 19:12 - ID: 2,
    ძაან მომწონს ეს ბიჭი, ეს და მარიონი შეეფერებიან ერთმანეთს. კრიუგერის ქმარი თი იყო ეგ არ ვიცოდიი

  • demetria თქვა:
    18 ივნისი 2014 19:11 - ID: 1,
    vaime aii chemtvis auketeso drmaa da arcerts sxva ar shevadareb shemiyvare tu gabedavv momowns am kacis sherulebac da marionii xom saertod superr <33

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top