;
5 ივლისი 2014      AnnLennon     7 კომენტარი     ნანახია 4246-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


ადრიანო ჩელენტანო - დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს მილანში, იტალიაში და გახლავთ მომღერალი, მწერალი, მსახიობი, რეჟისორი და წამყვანი. ის ალბათ ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანია იტალიური პოპმუსიკის ისტორიაში და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი კინოში, სადაც ძირითადად კომიკურ პერსონაჟებს განასახიერებდა და მისი სიარულის მანერა და სახის ცვალებადი გამომეტყველება ადრიანოს სავიზიტო ბარათად ითვლებოდა. ჩელენტანოს მილიონობით დისკი აქვს გაყიდული მსოფლიოს გარშემო, ხოლო მისი ფილმები კი ყველაზე დიდი ანაზღაურებით და პოპულარულობით სარგებლობდა 70-იან 80-იან წლებში. ის აღიარებულია იტალიური კინოხელოვნებისა და მუსიკის მეფედ და დღემდე ინარჩუნებს ამ ტიტულს. დღესდღეობით ეს ლეგენდარული პიროვნება ქმნის ფილმებს და ასევე წამყვანის ამპლუაშიც ხშირად გვევლინება. მოდით, ერთად გადავხედოთ უკვდავი ადრიანო ჩელენტანოს ცხოვრებისეულ ისტორიებს, კარიერას, პირად ცხოვრებასა და საინტერესო ფაქტებს.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


მოკლე ბიოგრაფია, კარიერა, პირადი ცხოვრება

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


ადრიანო ჩელენტანო დაიბადა მილანში ‘14 Via Gluck’-ის ქუჩაზე, რომელსაც მოგვიანებით ცნობილი სიმღერაც მიუძღვნა სახელწოდებით "Il ragazzo della via Gluck" ("The boy from Gluck Street"). მისი მშობლები იტალიის ერთ-ერთი ადგილიდან აპულიადან გადავიდნენ სამხრეთით, რათა ემუშავათ უკეთესი მომავლისთვის. ჩელენტანო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სხარტი აზროვნებითა და მუსიკისადმი სიყვარულით.
ადრეული ასაკიდანვე ქმნიდა სიმღერებს და ცდილობდა მოერგო თითოეული ჟანრი, დაწყებული როკ ენ როლიდან დამთავრებული რეპით. საზოგადოებამ ის პირველად 1957 წელს იხილა მილანში გამართულ როკ ენ როლის ფესტივალზე, სადაც შეასრულა საკუთარი სიმღერა ‘Ciao Ti Dirò’, რომელიც მოკლე დროში გაჰიტდა. 1959 წელს მან იტალიელ მსმენელს შესთავაზა "Il Tuo Bacio è Come Un Rock", რამაც არანაკლები აღიარება მოუტანა მომღერალს. მას უკვე ყველა ცნობდა, რასაც მოწმობდა ის, რომ ლეგენდარულმა ფედერიკო ფელინიმ მიიწვია ‘La Dolce Vita’-ს შოუზე, როგორც როკ ენ როლის ვარსკვლავი.


1961 წელს მან მონაწილეობა მიიღო სანრემოს ფესტივალზე, სადაც მისი სიმღერა ‘Ventiquattromila Baci’ იქნა წარდგენილი და მეორე ადგილიც მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით კი იტალიური ჰიტპარადების სათავეში მოექცა. იმავე წელს, ჩელენტანომ საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია დაარსა ‘კლან ჩელენტანო’, რათა თავადვე გაეწია კონტროლი საკუთარი მუსიკისთვის.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


მუსიკალური კარიერის წინსვლის შემდგომ, ადრიანომ სცადა კინოინდუსტრია დაეპყრო, რაც არანკლებ წარმატებულად გამოუვიდა. მის მიერ შესრულებული კომიკური პერსონაჟები დაუვიწყარი და ღიმილისმომგვრელია, ხოლო ჩელენტანოს მოძრაობები და სახის სხვადასხვა გამომეტყველება კი მის სავიზიტო ბარათად ითვლება. თუმცა, მიუხედავად მსგავსი აღიარებისა იტალიურ კინოში ამ გენიოსს კინო კრიტიკოსები ეჭვისთვალით უყურებდნენ მანამ, სანამ 1969 წელს არ იხილეს ჩელენტანოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნამუშევარი ‘Serafino’, რომელმაც მას უდავო აღიარება მოუტანა. შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მსახიობი ყველაზე მოთხოვნადი სახე გახლდათ იტალიაში, ქმნიდა მუსიკას, იწვევდნენ სხვადასხვა ფილმებში თუ სატელევიზიო შოუებში. ადრიანოს ეკრანზე გამოჩენა ნიშნავდა უდიდესი წარმატების მოპოვებას თითოეული პროექტისთვის.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


1981 წელს კი გამოვიდა ცნობილი ფილმი ადრიანოსა და უმშვენიერესი ორნელა მუტის მონაწილეობით ‘ჭირვეულის მორჯულება’, რომელიც მეგაჰიტი გახდა არამხოლოდ იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
1987 წელს საზოგადოებამ ჩელენტანო ‘Fantastico’-ს შოუში იხილა და ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის არაჩვეულებრივი შოუმენი გახლდათ, თავისი ცინიკური გამოთქმებითა და იმპროვიზაციის უდიდესი ნიჭით. იმავე წელს, მან დაწერა წიგნი სახელწოდებით Il Profeta e i Farisei ("The Prophet and the Pharisees"), სადაც აღწერა საკუთარი გამოცდილება ტელევიზიაში. 1992 წელს კი მისი მონაწილეობით მორიგი სატელევიზიო შოუ შედგა ‘Svalutation’, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


როგორც რეჟისორი, ჩელენტანოს ფილმებში ხშირად თამაშობენ ორნელა მუტი, ელეონორა ჯორჯი და მისი მეუღლე კლაუდია მორი, რომელიც 1963 წელს ‘Il Monaco Di Monza’-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნო, ხოლო 1964 წელს მათ იქორწინეს. 50 წლიანი ქორწინების მიუხედავად ისინი დღემდე ერთად არიან და სამი შვილი ჰყავთ.

საინტერესო ფაქტები:

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


- მისი ზედმეტსახელია ‘Il Molleggiato’.

- მისი სიმაღლეა 1.78 სანტიმეტრი.

- სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მილანში მესაათედ.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


- 1958 წლიდან დღემდე გამოშვებული აქვს 40 ალბომი.

- უკრავს პიანინოზე, გიტარზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

- მისი შთაგონების წყარო გახლავთ ლეგენდარული მუსიკოსი ელვის პრესლი და ამერიკელი მსახიობი ჯერი ლუისი.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


- ჩელენტანოს ყველაზე ცნობილი სიმღერა გახლავთ ‘La coppia piu' bella del mondo’, რომლის მილიონობით ასლი გაიყიდა.

- 2005 წლიდან ის ვეგეტარიანელია და ცხოველების უფლებებს აქტიურად იცავს.

- ადრიანო ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ხოლო მისი საყვარელი საფეხბურთო ნაკრები გახლავთ ‘ინტერ მილანი.’

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


- მისი ბოლო კონცერტი შედგა 18 წლის შემდეგ იტალიურ არხზე ‘Canale 5’ და მიუხედავად იმისა, რომ შოუ არ შედგებოდა ლაივ პერფორმანსებისგან 9 მილიონი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

- 2005 წელს მისი ავტორობით გამოვიდა სატელევიზიო შოუ ‘Rockpolitik’, სადაც ჩელენტანომ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ მინისტი სილვიო ბერლუსკონი პრესის თავისუფლების ხელყოფის გამო.

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


- მას მონაწილეობა მიღებული აქვს ჯამში 41 ფილმში.
- მისმა ქალიშვილმა როზალინდა ჩელენტანომ მოირგო სატანის როლი მელ გიბსონის ფილმში ‘ქრისტეს ვნებანი.’

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


ფოტომასალა/გიფები

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


* * *

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


* * *

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


* * *

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო


* * *

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

Adriano Celentano/ადრიანო ჩელენტანო

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • NataLefayStew თქვა:
    7 ივლისი 2014 21:01 - ID: 7,
    love

  • demetria თქვა:
    6 ივლისი 2014 11:33 - ID: 6,
    მისი კომედიები რაც ვიც მართლა ძაან სახალისოო და მაგარია, აქ ის არ ეწერა რომ ორნელა მუტთანაც ქონდა რაგაც სანამ ცოლს მოიყვნადა მე რამდენადაც ვიცი feel

  • tamo თქვა:
    6 ივლისი 2014 00:29 - ID: 5,
    სასწაული კაციიაა.

  • anthea თქვა:
    5 ივლისი 2014 17:06 - ID: 4,
    მის შვილზე ვიცოდიიი... კარგად ასრულებს სატანის როლს winked

  • liii :) თქვა:
    5 ივლისი 2014 16:49 - ID: 3,
    უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს კაცი love სიმღერებიც და ფილმებიც love

  • 5sos თქვა:
    5 ივლისი 2014 16:02 - ID: 2,
    როგორ დაბერდა.მაგრამ დრო მიდის უნიჭიერესი კაცია .<3

  • smileyz_xato თქვა:
    5 ივლისი 2014 15:11 - ID: 1,
    ადრიანო დედაჩემმა შემაყვარა ბავშვობის მოგონებასავითაა ძალიან მიყვარს love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top