9 July 2014      ta_mo     Views 4 722    
Category: Stars

ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

ინტერვიუ ტანია კატიშევასთან

19 წლის რუსმა ტანია კატიშევამ, რომელიც მოდის ინდუსტრიაში
"ამომავალი ვარსკვლავის" სტატუსით სარგებლობს, მალევე მიიპყრო
საყოველთაო ყურადღება დიზაინერების მხრიდან. გოგონას კლასიკურმა,
ბავშვურმა და ამავდროულად საინტერესო ვიზუალმა, სწრაფადვე დააინტერესა
ცნობილი რედაქტორებიც. გასულ სეზონზე კატია გამოჩნდა ისეთი მოდის სახლების
ჩვენებებზე, რორებიცაა: კრისტიან დიორი, შანელი, ჟამბატისტა ვალი, ვერსაჩე,
ელი სააბი, მაქს მარა, ჟან პოლ გოტიე და სხვა მრავალი...

ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

ეროვნება: რუსი
თმის ფერი: ყავისფერი
თვალის ფერი: ცისფერი
სიმაღლე :1.80
პარამეტრები: 33-24-35 (US)
სააგენტო: NEXT

ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

- გაზაფხულის მიწურულს, მეგობართან ერთად ვსეირნობდი. სწორედ
ამ დროს აღმომაჩინა აგენტმა. დანარჩენი კი ყველამ ისედაც იცის....

გაგახარათ შემოთავაზებამ?

- მე არა, თუმცა დედამ მიბიძგა პირველი ნაბიჯების გადადმისკენ
მოდის ინდუსტრიაში.


ამ პერიოდში სწავლობდი?

- 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ეკონომიკის აკადემიაში, შემდეგ
კი წამოვედი
.

ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

მას შემდეგ, რაც გახდი მოდელი, შენი ცხოვრება საფუძვლაინად შეიცვალა?

- ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სინგაპურში გადავედი საცხოვრებლად. ზუსტად
ამ პერიოდში დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება და შესაბამისად დროზე ადრე
მომიწია გაზრდა.

გყავს საყვარელი ადამიანი?

- ამ ეტაპზე პირადი ცხოვრებისთვის არ მაქვს დრო. არ მინდა მოვცდე
და არც იმის სურვილი მაქვს, რომ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა მქონდეს.


და ოცნება გაქვს?

- ოცნებები არა, თუმცა მაქვს გეგმები. ოცნებები ხომ არარეალურია.

და რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

- გავხდე დიზაინერი.

- საინტერესოა, ვინ არის შენი საყვარელი დიზაინერი?

- მაქქუინი და მუჩია პრადა.

სამოსს, რომელსაც შენ შექმნი, იქნება მიმსგავსებული ზემოთ ხსენებული
ბრენდების ნამუშევრებთან, თუ ეს იქნება რადიკალურად განსხვავებული?


- არ ვიცი აზრი აქვს თუ არა ორიგინალურობაზე საუბარს. ალბათ არა, რადგან
ამას ცდილობს აბსოლიტურად ყველა.. მე გავაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ჩემშია...


და რა არის შენში?

- ქაოსი.


ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

გიყვარს კითხვა?

- არა, როდესაც ვიწყებ კითხვას მომენტალურად მეძინება.

და მაინც რომელია შენი საყვარელი წიგნი?

- რამდენჯერმე წავიკითხე "ანა კარენინა".

როგორი დამოკიდებულება გაქვს არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი?

- ისინი არაფრით არ გამოირჩევიან სხვებისგან.

ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

- კოსმონავტობაზე, ან უბრალოდ კოსმოსში გაფრენაზე.

- ერთი შეხედვით მოდის სამყარო მაგიურად წარმოჩინდება, არის
რეალურად ეს ასე?


- დიახ, ეს მართლაც მაგიურია.

თავს ნიჭიერად მიიჩნევ?

- კამერასთან მუშაობა შემიძლია, ესაა ჩემი ნიჭი.

არის ისეთი რამ, რისიც გეშინია?

- ოდესღაც მოჩვენებების მეშინოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ
ისინი უბრალოდ არ არსებობენ. ეს იყო ჩემი ერთადერთი შიში, რომელიც
პანიკაშიც კი მაგდებდა ძალიან ხშირად.


ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

- ისურვებდი ნატალია ვოდიანოვას მსგავსად მწვერვალების დაპყრობას ინდუსტრიაში?

- მე სულ სხვა გეგმები მაქვს ცხოვრებაში, მითუმეტეს მისი კარიერა 2000 წელს
დაიწყო და მე მსგავსი წარმატების მიღწევა მეეჭვება შევძლო, მითუმეტეს მაშინ ეს არც
თუ ისე რთული იყო და კონკურენციაც არ იყო ასეთი. ხდება ხოლმე ისე, რომ რიგში 300
მოდელი ვართ და მხოლოდ ერთ ქასთინგს დაახლოებით სამი საათი ესაჭიროება.


შენთვის ფსიქოლოგიურად მარტივია მუშაობა?

- მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ხშირ შემთხვევაში
პიროვნულად ძალიან რთულები არიან, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში
ნიღბის ტარება გიწევს და ყოველთვის უნდა იყო ძალიან თბილი და დადებითად
განწყობილი, ეს ყოველივე კი ძალიან რთულია.


როდესაც გახდი მოდელი, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან
იმატა ყურადღებამ?


- კი, განსაკუთრებულად უფროსი მამაკაცები აქტიურობენ. თუმცა მათივე
პირველივე სიტყვას მე შემდეგნაირად ვპასუხობ: "მაპატიე, ნახვამდის.." მე არ
მივეკუთვნები იმ გოგონების ტიპაჟს, რომლებიც ეყრდნოაბიან ძლიერი მამაკაცის
მხარს და ამით იქმნიან კარიერას, უზრუნველ ცხოვრებას და ა.შ...


ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

რა არის მოდა?

- ეს ხელოვნებაა.

სამსახურის გამო მსხვერპლს გაიღებდი?

- მე მზად ვარ შევწირო ჩემი ფსიქიკა.

რომელი ქალაქი არ მოგწონს?

ლოს-ანჯელესი. ამ შტატის მცხოვრებლებს შეუძლიათ მთელი
დღის განმავლობაში უყურონ ტელევიზორს, ჭამონ ბურგერები და აკეთონ
აბსოლიტურად არაფერი.


თავისუფალ დროს რით კავდები?

- იოგით.

ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში

რომელია შენი ყველაზე საყვარელი ფეი და პირიქით?

-საყვარელი-შავი და რომელიც არ მომწონს ესაა ვარდისფერი.

და რომელია შენთვის ვნების ფერი?

- შინდისფერი.

სიყვარულის?

- ალბათ წითელი.

როდესაც საზღვარგარეთ ხარ, დადიხარ კლუბებში?

- კი, მაგრამ მე რუსეთში არსებული კლუბები ბევრად მირჩევნია ევროპულ
კლუბებს, რადგან პაპსა შემაწუხებელია ჩემთვის, აგრეთვე არ მსიამოვნებს, როდესაც
ტურისტები დიდ აურზაურს ქმნიან.


ტანია კატიშევა-19 წლის რუსი ამომავალი ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიაში
^ რუსული ვოგი(2014, მაისი)

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top