;
14 ივლისი 2014      ta_mo     20 კომენტარი     ნანახია 3073-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

"დღეს მოდის ინდუსტრიაში მრავლად არიან ლამაზი გოგონები,
ამიტომ მე ორიენტირებული ვარ ინდივიდუალურობაზე."

-----------------------------------------
ახალგაზრდა რუსი მოდელი კატია ბოგუჩარსკაია, რომელიც
მსოფლიო ბრენდების პოდიუმზე სულ რაღაც სამი სეზონის წინ
გამოჩნდა, ამ დროისთვის მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე
პოპულიარული და მოთხოვნადი ახალი სახეა. გოგონას პირველი ნაბიჯი
მაღალ მოდაში გახლდათ ოსკარ დე ლარენტას შოუ მილანში. შემდგომ მოდელი
გადაიღეს მოსკინოს ლუქბუქში, ყოველივე ამას კი მოჰყვა ის რომ მისით დაინტერესდნენ
ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან: მარკ ჯეიკობსი, ჟან პოლ გოტიე, ელი სააბი
და სხვ... სიახლეში შემოგთავაზებთ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს კატიასთან,
რომელშიც მან ისაუბრა კარიერაზე, მოდაზე და ა.შ..

ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."
^ელი სააბი 2013/14; შემოდგომა/ზამთარი

ეროვნება: რუსი.
სიმაღლე: 1.80
თვალის ფერი: მწვანე
თმის ფერი: შავი

ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

როგორ დაიწყეთ მოღვაწეობა მოდის ინდუტრიაში?

- ეს ყოველივე საოცრად სპონტანურად მოხდა. გაჩერებაზე ვიდექი,
ჩემთან კი მოვიდა ქალი, რომელმაც სავიზიტო ბარათი გამომიწოდა, რატომღაც
ეს შანსი მე ხელიდან გავუშვი, თუმცა როდესაც 17 წელი შემისრულდა მუზეუმში ვიყავი,
სადაც შევხვდი აგენტს, რომელმაც გადაღება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.
შემდეგ კი უკვე დამირეკა, მიუხედავად ამისა მე დიდი ხნის
განმავლობაში არ ვეხმიანებოდი მას.


და რა იყო ამის მიზეზი?

- ალბათ იმიტომ რომ არ მქონდა საკუთარი თავის რწმენა, თან
ვსწავლობდი პარალელურად. საბოლოო ჯამში მაინც გადავედი
მასთან.


ბედნიერი ხარ ახლა?

- ძალიან. მალევე მივხვდი, რომ მომწონდა და მაინტერესებდა ეს ყოველივე.

ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

რომელია შენი საყვარელი ფოტოსესია, რომელშიც მიგიღია მონაწილეობა?

- მილანში მქონდა გადაღება ჟურნალ ვოგისთვის, სადაც დემონსტრირება უნდა
გამეკეთებინა აქსესუარებისთვის. ფოტოსესია საკმაოდ საინტერესო გახლდათ, იგი
ორ ისტორიად იყოფოდა, ერთ-ერთ მათგანში უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი, ხოლო
მეორეში დრამატული. მე მთხოვეს ტირილი გადასაღებ მოედანზე, ამიტომ ვიჟაზისტები
ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის სტიმულის მოცემას. როდესაც პატარა ვიყავი,
მსახიობობაზე ვოცნებობდი, ძალიან მომწონდა ლივ ტაილერი, ამიტომ ეს
ფოტოსესია ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.


ვინ არის შენი ფავორიტი მოდელი?

- მარიაკარლა ბოსკონო.

გადაგხდენიათ თავს სასაცილო ისტორიები სამუშაო პროცესის დროს?

- კი, ეს იყო მილანში, ქასთინგის დირექტორთან ერთად წავედი პიცერიაში,
სადაც შეფ-პოვარმა გულის ფორმის პიცა მოგვართვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ
გადაიღეს ვიდეო ჩემი მონაწილეობით იტალიური ვოგის ვებგვერდისთვის, სადაც მკითხეს
თუ რა იყო ჩემთვის საუკეთესო მილანთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები, ძალიან ცუდად
ვსაუბრობდი ინგლისურად და მე მოვყევი პიცასთან დაკავშირებული ისტორია, შემდეგ
როდესაც სააგენტოში მივედი აგენტები იცინოდნენ და ტაშს მიკრავდნენ.


ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."
^ თურქული ვოგის მაისის გამოცემა; ფოტოგრაფი: ჯემ მიტჩელი

- რომელია შენი საყვარელი ქვეყანა?

- სიმართლე გითხრათ ამ ეტაპზე მე ნამყოფი ვარ იტალიაში, საფრანგეთსა
და გერმანიაში, თუმცა მაინც ალბათ იატლიას გამოვარჩევდი, რადგან სწორედ
ამ ქვეყანაში აიღო სტარტი ჩემმა კარიერამ.


ახლა უკვე იცი ინგლისური?

- კი, თუმცა არა იდეალურად. შემიძლია ვისაუბრო და
გავიგო რას ლაპარაკობენ სხვები.


რთულად ინარჩუნებ მოდელისთვის საჭირო ფორმებს?

- არა, მთავარია ყველაფერი დროულად გააკეთო, აგრეთვე დავდივარ
სპორტდარბაზში, სადაც საკუთარი მწრთვნელი მყავს.


ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

- ადამიანების დამოკიდებულება თქვენდამი შეიცვალა, მას შემდეგ
რაც დაიწყეთ მუშაობა მოდის ინდუსტრიაში?


-სოფელში ჩემზე ცუდი ჭორები აგორდა, ბევრს შურს კიდეც ჩემი.
მაგალითად ხშირად არის ხოლმე მომენტები, როდესაც ვზივარ, ვსვამ ყავას და
ამ დროს მესმის თუ როგორ ჩურჩულებენ ჩემზე.



-შურის გრძნობა გქონია ოდესმე ვინმეს მიმართ?

- არა, რადგან ეს ძალიან ცუდია.

ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

რა გაღიზიანებს ადამიანებში?

- არ მიყვარს შურით შეპყრობილი ადამიანები. ხშირად ხდება, რომ
გოგონები მეკითხებიან, რატომ გაქვს შენ ეს და არა ჩვენ?! ასეთ მომეტებში
მე უბრალოდ არაფერს ვამბობ.


და კაცები, ბევრ მათგანს სურს შენთან ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე სულ ვამბობ, რომ ჩემი პარტნიორი, ეს
ჩემი სამსახურია. ამ ეტაპზე მე ეს არ მაინტერესებს და შესაბამისად არც
არავინ მყავს ცხოვრებაში.


ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

რამოდენიმე ფერი მომწონს, ესენია: შავი, წითელი და მუქი იისფერი.

და რომელიც არ მოგწონს?

- ყვითელი.

საბოლოო ჯამში რას ნიშნავს შენთვის მოდა?

- მე არ შემიძლია ამის ახსნა, უბრალოდ ეს ჩემია. მართალია
მე ვსწავლობ და ფლორისტობაზე მაქვს ამბიცია, თუმცა როდესაც
სამსახურში ვარ თავი ნამდვილ ზღაპარში მგონია ხოლმე.


ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

- არ არის რთული მუდმივად საცხოვრებელი ადგილის ცვლა? ეს სტრესს
არ განგაცდევინებთ?


- რეალურად მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ჯერ კიდევ მაშინ,
როდესაც ბავშვი ვიყავი, სულ იმის სურვილი მქონდა რომ სადმე წავსულიყავი
და განმეცადა ახალი ემოციები, ამიტომ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.


ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

- რას ურჩევდი იმ გოგონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ
ნაბიჯებს მოდის ინდუსტრიაში?


- პირველ რიგში უნდა შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობა აგენტებთან,
ხოლო როდესაც კლიენტთან დარჩებიან ერთი-ერთზე მათთან, რაც არ უნდა
ცუდად გრძნობდნენ თავებს, უნდა იყვნენ დადებითად განწყობილები და
მომღიმრები.


რა არის შენი დევიზი?

- ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად.

რომელ დიზაინერებთან მოგეწონა ურთიერთობა და რომლებთან პირიქით?

- თითქმის ყოველი მათგანი ძალიან დადებითი იყო, თუმცა განსაკუთრებულად
ვისიამოვნე Just Cavalli-ს გადასაღებ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს
გაგრძელდა ფოტოსესია, ხალხი იმდენად კარგი იყო რომ დაღლილობას საერთოდ
ვერ ვგრძნობდი.


ისურვებდით რომ ყოფილიყავით სრული?

სიმართლე გითხრათ 13 წლამდე სწორედ ასეთი ვიყავი, ამის
გამო კი ხშირად დამცინოდნენ, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს.


ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."

რას ნიშნავს თვენთვის სიტყვა ბედნიერება?

- ბედნიერებაა როდესაც ახლობელი ადამიანები კარგად გყავს და შეგიძლია
დაეხმარო მათ, ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია იცხოვრო კომფორტულად
და ბედნიერებაა, როდესაც გაქვს იმის შესაძლებლობა შეიცნო რაღაც ახალი
სისტემატიურად.


- ისურვებდით მომავალში სარფიან ქორწინებას?

- ჩემი სურვილია გავთხოვდე ადამიანზე, რომელთანაც თავს
კომფორტულად ვიგრძნობდი. არ ვთვლი რომ ფული ბედნიერების
მთავარი კომპონენტია.

ეკატერინე ბოგუჩარსკაია - "ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად."
Dolce&Gabanna სარეკლამო კამპანია.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

20


  • სწერვა69 თქვა:
    17 ივლისი 2014 21:25 - ID: 20,
    დიდი მკეერდი ამას არც მოუხდებოდა wink

  • taka-tako თქვა:
    15 ივლისი 2014 00:58 - ID: 19,
    ღმერთო ჩემო ამას თუ ბადრიჯანივით ცხვირი აქ lol

  • ta_mo თქვა:
    14 ივლისი 2014 18:50 - ID: 18,
    ციტატა: liliana
    ციტატა: ta_mo
    liliana
    თუ გექნება სურვილი, ნიუსის კეთების დროს პირადში მომწერე ხოლმე და როცა რამეში გაიჭედები ვეცდები დაგეხმარო :)))

    უდიდესი მადლობა..აი სიმღერას ვერ ვადებ ნიუსს და ვიდეოს ვერ ვსვამ...

    am wams mogwere პირადში ^_^

  • liliana თქვა:
    14 ივლისი 2014 18:45 - ID: 17,
    ციტატა: ta_mo
    liliana
    თუ გექნება სურვილი, ნიუსის კეთების დროს პირადში მომწერე ხოლმე და როცა რამეში გაიჭედები ვეცდები დაგეხმარო :)))

    უდიდესი მადლობა..აი სიმღერას ვერ ვადებ ნიუსს და ვიდეოს ვერ ვსვამ...

  • ta_mo თქვა:
    14 ივლისი 2014 18:06 - ID: 16,
    liliana
    თუ გექნება სურვილი, ნიუსის კეთების დროს პირადში მომწერე ხოლმე და როცა რამეში გაიჭედები ვეცდები დაგეხმარო :)))

  • liliana თქვა:
    14 ივლისი 2014 18:01 - ID: 15,
    ციტატა: ta_mo
    liliana
    არცაა საჭირო მოგწონდეს, უბრალოდ ფოტო გაგიზიარე :)))))
    ხომ არ მითქვამს რატომ არ მოგწონსთქთქო ან რამე მსგავსი... ისე წესით უნდა გქონდეს ენჯელის სტატუსი მგონი უკვე..

    ვერ ვაკეთებ ნიუსებს კარგად,,,, ვიდეოს ვერ ვსვამ..ვერც სიმრერას ვადებ.... და არც გასწორება და ნიუსის დადება ვიცი ... recourse

  • ta_mo თქვა:
    14 ივლისი 2014 17:51 - ID: 14,
    liliana
    არცაა საჭირო მოგწონდეს, უბრალოდ ფოტო გაგიზიარე :)))))
    ხომ არ მითქვამს რატომ არ მოგწონსთქთქო ან რამე მსგავსი... ისე წესით უნდა გქონდეს ენჯელის სტატუსი მგონი უკვე..

  • liliana თქვა:
    14 ივლისი 2014 17:05 - ID: 13,
    ციტატა: ta_mo
    ციტატა: liliana
    http://img.scoop.it/fXIGtsGdE9K_Gn1EOn30Azl72eJkfbmt4t8yenImKBVvK0kTmF0xjctABnaLJIm9
    ადამიანს 100 გცვლის მაკიაჟი და თავის მოვლა..აი ნათელი მაგალითიც შეიკის ფოტო რომ აღარ დავდო. :D

    ხო ეგ პოლაროიდია და თან საშინელი რაკურსი, მაგრამ აგერაა კატიას აბსოლიტურად უმაკიაჟო ფოტო, დაჟე ბევრად ლამაზია ბუნებრივად
    http://a.pix.ge:81/b/p4oo7.jpg
    მადლობა მარ <3


    რა მნიშვნელობა აქვს.. პოლაროიდი კი არა კარიერის დასაწყისში გადაღებული ფოტოა... შენ რომ ფოტო დადე მანდ ახალგაგვიძებელ მამაკაცს გავს.. ნუ ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს რა..ვიღაცას ნამდვილი ქალის სილამაზე მოსწონს ვიღაცას ხელოვნური და ანდროგენული... არ გედავები შენთვის ლამაზია ჩემთვის არაფერია... თან ნუ კითხაზე პასუხმა ხომ საერთოდ.... lol

    ესეც პოლაროიდია? რომელ ფოტოშიც არ ვარგა ანუ ცხოვრებაში გადაღებულ ფოტოს ვგულისხმობ და არა დაფოტოშოფებულს ყველა უხარისხო პოლაროიდია?

    http://s4d4.turboimagehost.com/t1/12089404_IMG_00024.jpg

    ვაიმე აი ბულდოგივით იყურება ღმერთო.. http://s1.postimg.org/4xok13c8f/Screen_Shot_2013_05_01_at_7_05_05_PM.png

    http://unconditionalmagazine.com/wp-content/uploads/2014/04/KateB_07.jpg


    მის ფოტოებს ვათვალიერებდი და კრისტენ სტიუარტის შემდეგ ასეთი გამოშტერებული სახე არავისზე მინახავს.. მე არ მომწონს და ვსიო..

  • ta_mo თქვა:
    14 ივლისი 2014 16:36 - ID: 12,
    ციტატა: liliana
    http://img.scoop.it/fXIGtsGdE9K_Gn1EOn30Azl72eJkfbmt4t8yenImKBVvK0kTmF0xjctABnaLJIm9
    ადამიანს 100 გცვლის მაკიაჟი და თავის მოვლა..აი ნათელი მაგალითიც შეიკის ფოტო რომ აღარ დავდო. :D

    ხო ეგ პოლაროიდია და თან საშინელი რაკურსი, მაგრამ აგერაა კატიას აბსოლიტურად უმაკიაჟო ფოტო, დაჟე ბევრად ლამაზია ბუნებრივად
    http://a.pix.ge:81/b/p4oo7.jpg

    მადლობა მარ <3

  • gvanchaaa თქვა:
    14 ივლისი 2014 16:13 - ID: 11,
    განსხვავებული გარეგნობა აქვს love წარმატებული მომავალი ელიის დარწმუნებული ვარ love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    14 ივლისი 2014 15:41 - ID: 10,
    ლამაზია კატია, მაგრამ უფრო საყვარელი, სხეულიც საკმაოდ მიმზიდველი ჩანს, სახე კი ნაკვთების მიუხედავად მრავალმხრივია, მოდუნებაც შეუძლია კამერასთან და მნახველის დატყვევებაც, ინტერვიუშიც კარგად ისაუბრა love სიახლე love

  • liliana თქვა:
    14 ივლისი 2014 15:40 - ID: 9,
    http://img.scoop.it/fXIGtsGdE9K_Gn1EOn30Azl72eJkfbmt4t8yenImKBVvK0kTmF0xjctABnaLJIm9


    ადამიანს 100 % გცვლის მაკიაჟი და თავის მოვლა..აი ნათელი მაგალითიც შეიკის ფოტო რომ აღარ დავდო. :D


    რა არის შენი დევიზი?

    - ჩემი ოცნებაა, ვიქცე ოცნებად.

    lol typical model answer

  • Laaaa თქვა:
    14 ივლისი 2014 14:16 - ID: 8,
    რა კარგი გოგოა ძ|ააან მომეწონა რაღაც აქვს რაც მიგიზიდავ და მოგეწონება

  • gnr თქვა:
    14 ივლისი 2014 13:24 - ID: 7,
    საინტერესო ადამიანი ჩანს ^^ იმ მოდელებს არ გავს ორ სიტყვას რომ ვერ აბავენ ერთმანეთს love

  • natianatia თქვა:
    14 ივლისი 2014 11:57 - ID: 6,
    ვაა ვაა რა გოგოა love

  • Ani ))) თქვა:
    14 ივლისი 2014 10:13 - ID: 5,
    ძალიან პატარა მკერდი აქვს და სახეზეც არ მომწონს რაღაცა აქვს კარგი მაგრამ ვერ ვამჩნევ რა

  • doit თქვა:
    14 ივლისი 2014 08:30 - ID: 4,
    მე ძალიან მომეწონა რაღაც ძალიან სხვაა აქვს ამ გოგოს.

  • ta_mo თქვა:
    14 ივლისი 2014 00:52 - ID: 3,
    კატიას ყველაფერი აქვს იმისთვის რომ იყოს შემდგარი ტოპ-მოდელი, მისი გარეგნობა იდეალურია, დახვეწილი ნაკვთები, პროპორციული სხეული, ზომიერად გამხდარი, მომგებიანი პარამეტრები.. ერთი შეხედვით კლასიკური, ძალიან "ზუსტი" ნაკვთები აქვს, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ როდესაც უყურებ მოსაბეზრებელია, ან უინტერესო.. ეტყობა ყველანაირად ცდილობს იყოს რაც შეიძლება კარგი ფოტო მოდელი, ეს მონდომება მის თვალებში ჩანს, რადგან უსიცოცხლო ფაქტობრივად არასოდესაა. ერთადერთი რაც დიდად არ მხიბლავს მასში, ეს არის კოჭები, ცოტა შევუწვრილებდი, თუმცა მაინც იდეალურია.

  • N.J Siren თქვა:
    14 ივლისი 2014 00:42 - ID: 2,
    კარგი გოგოა, მაგრამ მკერდიი აქვს ძააააააააალიაააააააააან პატარა

  • liliana თქვა:
    14 ივლისი 2014 00:33 - ID: 1,
    თითქოს რაღაც აქვს მიმზიდველი მაგრამ ეს ბადრიჯანივით ცხვირი და მუწუკი მკერდი პლიუს გამომეტყველება 0..... დიდი ვერაფერი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top