;
24 ივლისი 2014      ni_nini     6 კომენტარი     ნანახია 3431-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჟურნალმა ''Forbes''-მა 2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი,მსახიობი მამაკაცების სია გამოაქვეყნა.

ჟურნალმა ''ფორბსმა'',ამჯერად ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობთა სია გამოაქვეყნა.პირველ ადგილზე რობერტ დაუნი უმცროსი - $75 მილიონით ლიდერობს.უკვე მეორე წელია,დაუნს ტონი სტარკის როლმა,სურათში „რკინის კაცი“ საშუალება მისცა პირველი პოზიცია დაეკავებინა.ბოლო სურათმა კი „რკინის კაცი 3“,კინოგაქირავებაში $ 1.2 მილიარდი შემოსავლის მოტანა შეძლო და 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა.მეორე ადგილს $52 მილიონით დუეინ ჯონსონი იკავებს,მას მოყვება ბრედლი კუპერი $46 მილიონით. გთავაზობთ სიის პირველ ათეულს.


გთავაზობთ სიის პირველ ათეულს:

10.მარკ უოლბერგი – 32 მილიონი დოლარი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

9.უილ სმიტი – 32 მილიონი დოლარი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

8.ქრისტიან ბეილი – 35 მილიონი დოლარი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

7.ბენ აფლეკი – 35 მილიონი დოლარი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

6.ლიამ ნისონი – 36 მილიონი დოლარი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

ტოპ ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება.

5.დაუნი არ არის ერთადერთი გმირი ფორბსის სიაში.მეხუთე ადგილი ახალბედა სუპერგმირს,კრის ჰემსორტს ერგო,რომელმაც თორის როლი განასახიერა ამავე სახელწოდების ორივე სურათში.Thor: The Dark World-ის შემოსავალმა $200 მილიონს გადააჭარბა და მსახიობს $37 მილიონის მოგება მოუტანა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

4.მეოთხე ადგილზე ლეონარდო დიკაპრიო39 მილიონი დოლარით გავიდა.მსახიობს თითო სურათში ყველაზე ნაკლებს $15 მილიონს უხდიან.მისი მონაწილეობით გამოსულმა ფილმებმა ''The Great Gatsby'' და ''Wolf of Wall Street'', მსოფლიო სალაროებში მოსალოდნელზე მეტი,კომბინირებული $ 743 მილიონის მოგება შეძლო.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

3.მესამე ადგილზე ბრედლი კუპერი$46 მილიონით ლიდერობს.გასული წლიდან დღემდე მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმები ''The Hangover'' და ''American Hustle''.ამ უკანასკნელის შემოსავალმა $250 მილიონს გადააჭარბა და კუპერსაც ამ მოგებიდან საკმაოდ დიდი ნაჭერი ერგო.(პლუს ოსკარის ნომინაცია.)
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

2.მეორე ადგილზე $52 მილიონით დუეინ ჯონსონი გავიდა.მსახიობი მის წარმატებას ამჯერად ფილმ ''Fast & Furious'' უნდა უმადლოვდეს.სულ რამოდენიმე დღის წინ კი კინოგაქირავებაში დუენის მონაწილეობით კინოსურათი ''Hercules'' ჩაეშვა.კიდევ ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, ''San Andreas'' კი კინოგაქირავებაში მომავალი წლის ზაფხულში ჩაეშვება.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

1.რობერტ დაუნი მეფობს, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი ჰოლივუდში,მსახიობმა $75 მილიონის გამომუშავება 2013წლის ივნისიდან 2014წლის ივნისამდე შეძლო.სტუდია Marvel-ს კი $4 მილიარდი მოგება მოუტანა.სწორედ მისი დამსახურებაა,რომ რკინის კაცზე გადაღებული ფილმები წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები ''ფორბსი''

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

6


  • demetria თქვა:
    30 ივლისი 2014 19:35 - ID: 6,
    ლეონარდოოო love

  • Ani ))) თქვა:
    25 ივლისი 2014 10:05 - ID: 5,
    რობერტიი love

  • anushki თქვა:
    24 ივლისი 2014 23:04 - ID: 4,
    რობერტი ყველაზე საყვარელია love

  • Aniutaa თქვა:
    24 ივლისი 2014 22:40 - ID: 3,
    რობერტი მაგარიკაცია ^^

  • Mrs Hale თქვა:
    24 ივლისი 2014 22:36 - ID: 2,
    რობერტი მართლა დზ მაგარია love

  • HotMess თქვა:
    24 ივლისი 2014 21:21 - ID: 1,
    RDJ love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top