;
25 ივლისი 2014      liliana     2 კომენტარი     ნანახია 2137-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Rosario Dawson

როსარიო დოუსონი გახლავთ35 წლის ამერიკელი მსახიობი,მომღერალი და სცენარისტი,რომელიც დაიბადა 1979 წლის 9 მაისს ნიუ იორკში .დედა იზაბელ სელესტე მწერალი და მომღერალია ,რომელიც ეროვნებით ნახევრად პუერტო რიკოელია და ნახევრად აფრო კუბელი.როცა როსარიო დაიბადა დედამისი 16 წლის იყო და მისი დაბადებისთანავე გაწყვიტა ურთიერთობა როსარიოს ბიოლოგიურ მამასთან პატრიკ ჰარისთან. იზაბელმა მალევე მეორედ იქორწინა მშენებელ გრეგ დოუსონზე ,რომელთანაც ერთი ვაჟი ქლეი შეეძინა.მსახიობმა Jimmy Kimmel Live! -თან შოუში განაცხადა რომ გრეგი ყოველთვის იყო და დარჩება მის ნამდვილ მამად.დოუსონმა ბავშვობის წლები გარლენდში ,ტეხასში გაატარა სადაც Garland High School -ში დადიოდა.21 წლის ასაკში იზაბელი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა,საიდანაც დაიწყო დოუსონის წარმატებული კინოკარიერა .
15 წლის როსარიო ფოტოგრაფებმა ლარი კლარკმა და ჰარმონი კორინმა ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნეს და ჰოლივუდურ ფილმში Kids მიიწვიეს,ამის შემდეგ დოუსონი საბავშვო სატელევიზიო სერიალ Sesame Street-ში მონაწილეობდა. 1999 წელს როსარიო გამოჩნდა 3 მუსიკალურ ვიდეო რგოლში : პრინცის "1999", The Chemical Brothers-ის "Out of Control" და OutKast -ის "She Lives In My Lap".




Rosario Dawson
ჰოლივუდური აღიარება როსარიოს რეჟისორ სპაიკ ლის ფილმმა 25th Hour მოუტანა,რომელშიც მას პარტნიორობას ედვარდ ნორტონი უწევს. 2004 წელს დოუსონი ოლივერ სტოუნმა მიიწ ვია ფილმში Alexander,სადაც როსარიოს გარდა ანჯელინა ჯოლი, კოლინ ფარელი , ვალ კილმერი და ჯარედ ლეტო თამაშობენ.ამავე წელს გამოჩნდა Public Theater-ის სპექტაკლში : "Shakespeare in the Park",სადაც ჯულია როლი ითამაშა.2005 წელს როსარიომ დაფნ რუბი ვეგა ჩაანაცვლა ფილმში Rent,სადაც ეგზოტიკური მოცეკვავის მიმი მარკესის როლი შესარულა.ამავე წელს იგი გამოჩნდა რობერტ როდრიგესისა და ფრანკ მილერის გახმაურებულ ფილმში Sin City და რობ ზომბის ფილმში The Devil's Rejects.

2006 წელს როსარიო გამოჩნდა ფილმში Clerks II, ხოლო 2007 წელს კვენტინ ტარანტინომ თავად მიიწვია იგი 2 ფილმში : Death Proof,რომლის სცენარისტიც თავად გახლავთ და Grind House,რომელიც კვენტინმა რობერტ როდრიგესთან ერთად გადაიღო.2008 წელს კი ვილ სმიტთან ერთად გამოჩნდა ფილმში Seven Pounds და შაია ლაბაფთან და ბილი ბობ ტორტონთან ერთად სტივენ სპილბერგის ექშენში Eagle Eye.2010 წელს დოუსონმა პერსოფონეს როლი შესრულა რეჟისორ კრის კოლუმბუსის ფანტასტიკურ ფილმში Percy Jackson & the Olympians: The Lightning Thief, ხოლო კონის როლი ფილმში Unstoppable.


Rosario Dawson

როსარიოს კინოკარიერა 43 ფილმს მოიცავს და აღებული აქვს 21 ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოვებებზე მათ შორის: Image Awards,MTV Movie Awards,Teen Choice Awards და Black Reel Awards.

როსარიო 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა სერიალ Sex and the City-ის მსახიობ ჯეისონ ლუის. მასთან დაცილების შემდეგ კი რომანი გააბა რეჟისორ დენი ბოილთან რომელიც ფილმ Trance-ის გადაღებებზე გაიცნო.

დოუსონი აქტიურადაა ჩაბმული სოციალურ და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში და აქტიურად გამოდის ერთსქესიანი ქორწინებების,ცხოველთა დაცვის,გარემოსდაცვის და ამინისტიის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე.


სიმაღლე:170 სმ
წონა:60კგ
პარამეტრები:89-66-89


Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson Rosario Dawson
Rosario Dawson Rosario Dawson
Rosario Dawson Rosario Dawson

Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson
Rosario Dawson

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

2


  • ni_nini თქვა:
    25 ივლისი 2014 23:14 - ID: 2,
    ადრე არაუშავდა,ახლა კი ძალიან დაუშნოვდა... :/ უხეში ნაკვთები აქვს... რატომღაც ცხენს მახსენებს ეს გოგო)))

  • Ani ))) თქვა:
    25 ივლისი 2014 23:11 - ID: 1,
    ფუუ სიგარეტს ეწევა? ესეთი ქალები არ მომწოს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top