;
26 ივლისი 2014      AnnLennon     4 კომენტარი     ნანახია 3650-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


"I never felt scandal and confession were necessary to be an actress.
I've never revealed my self or even my body in films. Mystery is very important."


♔ Claudia Cardinale - A Mesmerizing Beauty With Class and Style ♔


კლაუდია კარდინალე - იტალიელი ლამაზმანი, იტალიის სექსიმბოლო არის ქალი, რომლის მოხიბლვას თვით ალენ დელონი და მარლონ ბრანდო ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ეკრანზე ერთი მშვენიერი ქარაფშუტა, უდარდელი იმიჯის მქონე გოგონა, რეალურ ცხოვრებაში გახლდათ მიზანმიმართული და პრინციპული ქალბატონი, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანურობისა და საკუთარი თავის შენარჩუნება. კლაუდია დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს. მისი კარიერა დაიწყო 50-იან წლებში და მას შემდეგ 100-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მსახიობობასთან ერთად 2000 წლამდე გახლდათ იუნესკოს კეთილი ნების ელჩი და აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს. კარდინალე არაერთხელ დასახელდა ყველაზე ლამაზ ქალბატონად კინოს ისტორიაში. ამ ტიტულს კი ის უდავოდ იმსახურებს. მოდით უკეთ გავიცნოთ იტალიელი პრინცესა, რომლის სილამაზესა და პიროვნულობაზე დღემდე ლეგენდები დადის.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale



♕ მოკლე ბიოგრაფია ♕

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


კლაუდია ჟოზეფინა როუზ კარდინალე, იგივე კლაუდია კარდინალე დაიბადა ტუნისში. მამა სიცილიელი მშენებელი გახლდათ, ხოლო დედა კი ტუნისელი ქალბატონი. ოჯახში სამ ენაზე საუბრობდნენ იტალიურად, ფრანგულად და არაბულად. იმის გამო, რომ კლაუდია და მისი და წარმოშობით იტალიელები იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ აფრიკაში სკოლაში მათ მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის გამო ფაშისტებად მოიხსენიებდნენ. კლაუდია ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა თანაკლასელებს, ამიტომ მას ბავშვობიდან უცნაური, მამაცი, ველური ბავშვის იმიჯი ჰქონდა და ამასთანავე გულჩათხრობილიც გახლდათ. მუდამ არაამქვეყნიური სილამაზით გამოირჩეოდა და დასაწყისშივე ახლობლები ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ. დასთან ერთად საწყისი განათლება მიიღო წმინდა ჟოსეფის სკოლაში, ხოლო შემდგომ კი სწავლა გააგრძელა პოლ კამბონის უნივერსიტეტში პედაგოგიკის განხრით.

ბავშვები მკაცრი კანონებით ცხოვრობდნენ და მათთვის პრინციპები უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენდა ცხოვრებაში. თავად კლაუდია იყო მიზანმიმართული, პრინციპული და ძლიერი ქალბატონი, რომელსაც არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე დისგან განსხვავებით. ბაშვობიდანვე სურდა გამხდარიყო მასწავლებელი. მისი კუმირი გახლდათ ცნობილი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო, რომელიც მოგვიანებით მისი საუკეთესო მეგობარი გახდა და ისინი ახლო ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ.


♚ კარიერა - 1950-იანი წლები ♚

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


კლაუდიას პირველი ფილმი, რომელშიც მან მონაწილეობა თანაკლასელებთან ერთად მიიღო იყო მოკლემეტრაჟიანი ფრანგი რეჟისორის მიერ გადაღებული. ფილმი წარმატებით წარსდგა ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც მშვენიერი კლაუდია რეჟისორმა ჟაკ ბარატიერმა შენიშნა და მოისურვა მის ახალ პროექტში სწორედ ტუნისელ გოგონას ეთამაშა. თუმცა, დამწყები მსახიობისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა 1957 წელს, როდესაც ტუნისური კინოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გაემართათ კონკურსი სახელწოდებით ‘ყველაზე ლამაზი გოგონა ტუნისში’. კლაუდია რა თქმა უნდა კონკურსანტთა რიგებში მოხვდა და გაიმარჯვა. შემდგომ კი გაემგზავრა ვენეციაში, სადაც იგი ვენეციელმა კინოპროდიუსერებმა შენიშნეს და სწავლის გაგრძელება რომში შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი იტალიელი გახლდათ კლაუდიამ არც თუ ისე კარგად იცოდა იტალიური და სწავლა გაუჭირდა, ფარხმალი დაყარა და სწავლის დაწყებიდან სამ თვეში გადაწყვიტა მსახიობობაზე ხელი აეღო და სახლში დაბრუნებულიყო.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


ტუნისში დაბრუნებიდან მოკლე დროში მან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმე იყო. 17 წლის კლაუდია იტალიაში ყოფნისას ძალადობის მსხვერპლი გახდა ფრანგლი მამაკაცისგან, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა მას სურდა ბავშვის შენარჩუნება და ასეც მოიქცა. იმ პერიოდში მან 7 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ კომპანიასთან სახელწოდებით ‘ვაიდსი’. კომპანიის დირექტორი ფრანკო კრისტალდი გოგონას მენეჯერი გახდა და გზა გაუკვალა წარმატებისკენ. მათ შორის არაპროფესიონალური ურთიერთობა დამყარდა, რაც საბოლოოდ ქორწინებით დასრულდა. წყვილმა 1966 წელს იქორწინა და მათი ქორწინება 1975 წლამდე გაგრძელდა.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


ახალი კონტრატქის წყალობით, 1958 წელს კარდინალემ მონაწილეობა მიიღო კომედიური ჟანრის ფილმში ‘Big Deal on Madonna Street‘, სადაც მან პარტიორობა გაუწია ისეთ იტალიელ მსახიობებს, როგორებიც არიან ვიტორიო გასმანი, მარჩელო მასტროიანი და სხვები. ფილმმა დამწყებ მსახიობს არნახული წარმატება მოუტანა, იტალიური პრესა კი გამუდმებით მასზე წერდა. იმავე წელს, კლაუდიას მონაწილეობით საზოგადოებამ მორიგი რომანტიკული კომედიური ჟანრის ფილმი ‘Three Strangers in Rome’ იხილა.

თუმცა, ამ ყველაფერს ხელს ორსულობა უშლიდა, რასაც კარდინალე 7 თვემდე მალავდა. მსახიობი შიშმა და დეპრესიამ შეიპყრო და მოგვიანებით განაცხადა, რომ თავის მოკვლაზეც ხშირად უფიქრია. მენეჯერს კრისტალდის სთხოვა, რომ მასთან კონტრაქტი გაეუქმებინა, თუმცა მან კარდინალე ლონდონში გაუშვა, რათა იტალიური პრესის კლანჭებისგან ეხსნა, ხოლო გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ კარდინალეს ინგლისური ენა უნდა ესწავლა.

კრისტალდიმ უბრძანა კარდინალეს, რომ ეს ყოველივე საიდუმლოდ შეენახა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კლაუდია ყველას თვალში ნდობას დაკარგავდა, რაც მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდა. კარდინალემ მოგვიანებით ამაზე ისაუბრა: ‘მე არ ვიყავი არც ჩემი სხეულის, არც ჩემი სურვილებისა და ფიქრების ბატონპატრონი. უახლოეს მეგობრებთან საუბრისასაც კი უნდა მეკონტროლებინა თითოეული სიტყვა, რათა ჩემი კარიერა რისკის ქვეშ არ დამეყენებინა. ყველაფერი სხვა ადამიანების ხელში აღმოჩნდა.’ 7 წლის განმავლობაში კლაუდია და მისი მეუღლე კრისტალდი ამას საიდუმლოდ ინახავდნენ მანამ, სანამ იტალიელმა ჟურნალისტმა ენზო ბიაჯიმ ყველაფერი არ გამოაშკარავა. სიახლე ევროპული პრესის პირველ გვერდებს დიდი ხნის განმავლობაში არ თმობდა, რაც კლაუდიასა და მისი ოჯახისთვის დიდი ტკივილის მომტანი აღმოჩნდა, თუმცა მეორეს მხრივ მსახიობმა შვება იგრძნო და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


1959 წელს, მის კარიერაში კრიმინალური ფილმების დრო დადგა, რასაც იდეალურად გაართვა თავი და ლეგენდარული ფედერიკო ფელინისგან შექება დაიმსახურა. მან განაცხადა, რომ მსახიობის დავიწყება შეუძლებელია და რომ ის დიდხანს იარსებებს კინოინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სახედ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კარდინალეს ადრეულ როლებში მის ხმას დუბლიორი ასრულებდა, რადგან პროდიუსერების განცხადებით კარდინალეს ხმა მამაკაცური იყო, რაც მაყურებლებში გაღიზიანებას გამოიწვევდა.



✰ კარიერა - 1960-იანი წლები ✰

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


1960-იანი წლებისთვის კარდინალე უფრო გაიზარდა და დაიხვეწა. მის კარიერაში კი სერიოზული შემოთავაზებების დრო დადგა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი გახლდათ რეჟისორ მაურო ბოლოჯინინის დრამა ‘Il bell'Antonio’, სადაც კარდინალემ პარტნიორობა ცნობილ მსახიობს მარჩელო მასტროიანის გაუწია. ამ ფილმის წყალობით კარდინალე მაუროს მუზა გახდა და მის მორიგ პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა, ხოლო მარჩელომ კი საზოგადოების წინაშე აღიარა, რომ წრფელი გრძნობებით უყვარდა კლაუდია და მის ცოლად მოყვანას აპირებდა, თუმცა მიზანდასახულმა და თავის თავში დარწმუნებულმა ქალბატონმა მისი შემოთავაზება უარყო, რაც ყველასთვის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან მარჩელო ხომ სუპერვარსკვლავი და ყველასთვის სასურველი პიროვნების ტიტულს ატარებდა. თუმცა, მასტროიანი არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი მამაკაცი, რომელიც იტალიელმა ლამაზმანმა უარით გაისტუმრა. 60-იან წლებში მან მონაწილეობა მიიღ ფილმში ‘Rocco and His Brothers’ ალენ დელონთან ერთად. ფრანგი მსახიობი უმალვე მოიხიბლა მისით, თუმცა კარდინალემ თვით ალენიც კი უარყო.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


1961 წელს მსახიობის მონაწილეობით უამრავი სერიოზული პროექტი იხილა საზოგადოებამ, რამაც კარდინალეს უმთავრესი და ყველაზე პოპულარული ქალი მსახიობის ტიტული არგუნა საფრანგეთში. იმახანად, ის მხოლოდ 20 წლის გახლდათ. 1963 წელი ყველაზე დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა მისთვის. რეჟისორი ფედერიკო ფელინი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კლაუდიას ნამდვილი ხმა გამოიყენა ფილმში. ის არ შეუშინდა იტალიელების რეაქციასა და უარყოფით გამოხმაურებას. კრიტიკოსთა ნაწიილი აცხადებდა, რომ ნამდვილად გამაღიზიანებელი იყო ქალური სხეულის ნახვისას მამაკაცური ხმის ტემბრის მოსმენა და ამასთან იტალიური ენის ფრანგული აქცენტით საუბარი, თუმცა ფედერიკომ არც ერთი მათგანის აზრი არ გაითვალისწინა. მოგვიანებით, სწორედ ეს ხმა გახდა კლაუდია კარდინალეს სავიზიტო ბარათი. ‘როდესაც პირველად ჩამოვედი პირველი ფილმისთვის, ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი არ შემეძლო იტალიურად. ვუსმენდი ადამიანებს და ამასთანავე არ მესმოდა მათი. ვსაუბრობდი ფრანგულად და ჩემი ხმის ნაცვლად ფილმებში დუბლიორის ხმა ისმოდა. ფედერიკო ფელინი კი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა ჩემი ნამდვილი ხმა.’

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


1964 წელს, მის კარიერაში ჰოლივუდური პროექტების დრო დადგა. მან მონაწილეობა მიიღო ჰენრი ჰეტევეის ფილმში ‘ცირკის ქვეყანა’ ჯონ უეინთან და რიტა ჰეივორტთან ერთად. იმავე წელს, საზოგადოებამ მსახიობი იხილა მორიგ ჰოლივუდურ ფილმებში ‘The Magnificent Cuckold’, ‘Blindfold’.

1966 წელს, კარდინალე გახდა ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი იტალიაში და ეს ტიტული წაართვა თვით მასტროიანსა და სოფი ლორენს. უდიდესი წარმატება მოიპოვა ჰოლივუდშიც, თუმცა თავად კარდინალესთვის ეს ყოველივე უფერული და უმნიშვნელო იყო. ის გაცილებით უფრო მეტს ღელავდა საკუთარ პიროვნებაზე და მეობაზე, ვიდრე კარიერაზე. მეშინია დიდი წარმატების და არ მსურს სოფი ლორენის მსგავსად ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ მინდა კლიშე ვიყო, არ მომწონს ვარსკვლავური ცხოვრების სისტემა. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც მოსწონს და უყვარს ცხოვრება ევროპაში. მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა მე არ გავაფორმებ კონტრაქტს ჰოლივუდთან და ამ კონტრაქტის ფარგლებში არ ვიცხოვრებ ლოს ანჟელესში. ამგვარი მიდგომის შედეგად სცენარისტმა დევიდ სიმპსონმა განაცხადა, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ კლაუდიამ ვერ მოახერხა ისეთი წარმატების მოპოვება, როგორც სოფი ლორენმა და ჯინა ლოლობრიჯიტამ, თუმცა ეს ყოველივე მისი გადაწყვეტილება იყო.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


1966 წელს, კარდინალეს ერთ-ერთი ფოტო ბობ დილანის ალბომის ყდისთვის გამოიყენეს, თუმცა იმის გამო, რომ ეს კარდინალეს თანხობის გარეშე მოხდა სურათი გაუქმებულ იქნა. იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო მარკ რობსონის ფილმში ‘Lost Command ‘ ენტონი ქუინთან, ალენ დელონთან და ჯორჯ სეგალთან ერთად. ქუინმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლორენსა და კარდინალეს ერთნაირად აღმერთებდა გაცილებით მეტი პირობნული სიმპატიები გააჩნდა კარდინალეს მიმართ.


კარიერა - 1970/80/90 -იანი და შემდგომი წლები

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


კარდინალე წლების განმავლობაში პოპულარულობასა და აქტიურობას არ კარგავდა. ის ყველა პომპეზური დაჯილდოების უმთავრესი სტუმარი გახლდათ. 2010 წელს ‘Telluride Film Festival’-ზე მას უდიდესი პატივი მიაგეს და მისი შემოქმედება ეტაპობრივად გაიხსენეს. 2010 წელს ანტალიის კინოფესტივალზე, თურქეთში მას საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება მიანიჭეს. თითქმის ყველა ქვეყნის მათ შორის კანადის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, თურქეთის, სომხეთის, რუსეთის, ბულგარეთის, ეგვიპტის, ტუნისის, მაროკოს, ავსტრალიის, ბრიტანეთისა და ამერიკის დაჯილდოებათა ხშირი გამარჯვებული იყო.


❤ პირადი ცხოვრება ❤

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


კლაუდია კარდინალემ იტალიელი კინოპროდიუსერი ფრანკო კრისტალდი გაიცნო 1964 წელს ერთ-ერთ დაჯილდოებაზე და ცოლად გაყვა 1966 წელს. წყვილმა განქორწინება 1975 წელს გადაწყვიტეს. 1975 წლიდან დღემდე ის ცხოვრობს იტალიელ რეჟისორთან პასკალ სკუიტიერისთან ერთად. კარდინალეს ჰყავს ორი შვილი - პატრისიო, რომელიც არაკანონიერად დაიბადა და კრისტალდიმ მოგვიანებით შვილად ცნო და კლაუდია, რომლსი ბიოლოგიური მამა პასკალი გახლავთ.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


კარდინალე ლიბერალი გახლავთ და წლების განმავლობაში ფემინისტურ მოძრაობაში იყო ჩართული. 2000 წლამდე ის იუნესკოს კეთილინების ელჩი იყო და ქალთა უფლებებს იცავდა მსოფლიო მასშტაბით. 1995 წელს მან გამოსცა საკუთარი ავტობიოგრაფია, სადაც ეტაპობრივად ისაუბრა თავის განვლილ ცხოვრებაზე. ‘არასოდეს ჩამითვლია სკანდალი და რაღაც სკანდალური აღიარებები საჭიროდ, რათა გამხდარიყავი ცნობილი მსახიობი. არასოდეს გამომიაშკარავებია საკუთარი თავი და ჩემი სხეული ფილმებში. მისტიკა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.’

♛ საინტერესო ფაქტები ♛

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


☞ მისი სიმაღლეა 1.68 სანტიმეტრი.

☞ სავიზიტო ბარათია ბუნებრივი თმის ფერი და გამორჩეული ხმის ტემბრი.

☞ კლაუდია კარდინალეს კონტრაქტი უკრძალავდა გასუქებას, თმის შეჭრასა და გათხოვებას. ამიტომ მსახიობი თავის შვილს, რომელიც 17 წლის ასაკში შეეძინა, დედამისის შვილად, ანუ მის ძმად ასაღებდა მანამ, სანამ სრულწლოვანი არ გახდა.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


▲ მსახიობობამდე კლაუდიას სურდა ყოფილიყო მასწავლებელი ტუნისში.

▲ კლაუდია კარდინალე და ბრიჯიტ ბარდო დღემდე უახლოესი მეგობრები არიან.

▲ 1993 წელს ის კანის ფესტივალის ჟიურის წევრი გახლდათ.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


⇒ მიუხედავად იმისა, რომ დიდიხანია რომში ცხოვრობს პარიზს უწოდებს საკუთარ სახლს, რადგან ყველაზე დიდი პოპულარობა პარიზში მოიპოვა.

⇒ 1999 წლიდან 2000 წლამდე იუნესკოს კეთილი ნების ელჩი გახლდათ.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


❀ სასმელებიდან მას უყვარს მარტინი და მშრალი, წითელი ღვინო.

❀ მიუხედავად იმისა, რომ მამამისი იტალიელი იყო კლაუდია ბავშვობიდანვე საუბრობდა ფრანგულად, რამაც ხელი შეუშალა კარიერის დასაწყისში, რადგან იტალიური არ იცოდა.

❀ საუბრობს ფრანგულად, იტალიურად, ინგლისურად, ესპანურად და არაბულად.

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


♚ მიუხედავად იმისა, რომ სექსიმბოლოს ტიტულს ატარებდა არასოდეს გაშიშვლებულა კამერების წინაშე.

♚ მისი გულის მოსაგებად უამრავი მამაკაცი იბრძოდა მათ შორის ფრანგი ალენ დელონიც, რომელმაც მიუხედავად მცდელობისა კლაუდიას თანხოვა ვერ დაიმსახურა.

♚ კლაუდიას ახასიათებენ შემდეგნაირად ‘თვალისმომჭრელი სილამაზე, რომელსაც აქვს კლასიკურობა და საკუთარი სტილი.'

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


❤ მას მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ ფილმში.

❤ უამრავჯერაა დასახელებული მსოფლიოში ყველაზე სასურველ და ლამაზ ქალბატონად.

❤ კლაუდიას არაერთხელ უთქვამს, რომ არ ეშინია სიბერის.

❤ ის ყოველთვის ცდილობდა საკუთარი პირადი ცხოვრება მკაცრად გამოეყო საკუთარი კარიერისგან და იმ იმიჯისგან, რომელიც კინოინდუსტრიას სჭირდებოდა.

❤ ბრიჯიტ ბარდომ განაცხადა: ‘ მე უკვე ვიცი თუ ვინ დაიკავებს ჩემს ადგილს. BB-ს შემდგომ მოდის CC, არა?’

ფოტომასალა/გიფები:

♕ ♕ ♕


კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale


* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

* * *

კლაუდია კარდინალე/Claudia Cardinale

4


  • demetria თქვა:
    30 ივლისი 2014 20:20 - ID: 4,
    ბუნებრივობა უხდება ძაან ლამაზი ქალიაა love

  • M))10 თქვა:
    26 ივლისი 2014 17:53 - ID: 3,
    ღვთაებრივად ლამაზია love

  • liliana თქვა:
    26 ივლისი 2014 17:15 - ID: 2,
    ულამაზესია love სიახლეც კარგია

  • Gciffer თქვა:
    26 ივლისი 2014 16:29 - ID: 1,
    მაგარი ქალია სიახლეც კაია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top