;
1 აგვისტო 2014      AnnLennon     13 კომენტარი     ნანახია 3855-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


♔ ♔ ♔

დიპიკა პადუკონე გახლავთ ინდოელი კინოვარსკვლავი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1986 წლის 5 იანვარს, დანიაში. მან წარმატებული სამსახიობო კარიერა დაიწყო ბოლივუდში და დღესდღეობით აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ბოლივუდის პრინცესა. ინდურ საზოგადოებასა და მედიაში დიპიკა არამხოლოდ კარგი მსახიობია, არამედ შესანიშნავი პიროვნება. მსახიობობასთან და მოდელობასთან ერთად ის ყოფილი სპორტსმენი გახლავთ. ამასთანავე, პადუკონე წარმატებით მოღვაწეობს თეატრში, წერს სტატიებს და გახლავთ უამრავი ინდური ბრენდის სახე და წარმომადგენელი. დიპიკა ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახლავთ ბოლივუდის ინდუსტრიაში და პიროვნება, რომლის შესახებ ყველაზე ხშირად საუბრობენ. მოდით, გაცილებით მეტი გავიგოთ ინდოეთის პრინცესად აღიარებულ დიპიკა პადუკონეს შესახებ.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


✿ ადრეული ცხოვრება ✿

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


დიპიკა დაიბადა დანიაში და როდესაც 1 წელი შეუსრულდა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ინდოეთში. მამამისი, პრაკაშ პადუკონე ცნობილი სპორტსმენი, ბადმინტონის მოთამაშე გახლავთ, ხოლო დედა უჯალა კი მუშაობს ტურისტულ სააგენტოში. მისი უმცროსი და ანიშა გოლფის მოთამაშეა. დიპიკა მე-10 კლასამდე პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ბადმინტონს, თუმცა შემდგომ გადაწყვიტა სამოდელო ბიზნესში ეცადა ბედი. სწავლა გააგრძელა ინდირა განდის უნივერსიტეტში ხელოვნების განხრით, თუმცა მოგვიანებით სწავლას თავი მიანება, რადგან დატვირთული სამოდელო გრაფიკის გამო უნივერსიტეტში სიარულს ვერ ახერხებდა.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცნაური ბავშვი იყო, არ ჰყავდა ბევრი მეგობარი და უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირდა. 8 წლის ასაკში მან რამოდენიმე რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც გადაწყვიტა მოდელი გამხდარიყო. ‘გავაცნობიერე, რომ სპორტით მხოლოდ იმიტომ ვიყავი დაკავებული, რომ ეს ჩემი ოჯახის ტრადიცია იყო. ამიტომ, სანამ გადაწყვეტილება მივიღე დავეკითხე მამას შემეძლო თუ არა უარი მეთქვა სპორტზე. მან თანხმობა მომცა და თავისუფლება ჩემი სურვილისამებრ გადამეწყვიტა მომავალი.’

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


2004 წლიდან, დიპიკა მოდის ინდუსტრიაში ჩაება, როგორც მოდელი და უმალვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2005 წელს, პირველად გამოჩნდა ჩვენებაზე ‘ლაკმეს მოდის კვირეულზე’ და წარადგინა სუნეტ ვარმას კოლექცია. იმავე წელს, მან ‘წლის საუკეთესო მოდელის’ ტიტული მოიპოვა. პადუკონეს ცნობადობა გაიზარდა 2006 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ‘Kingfisher Calendar’-ის ფოტოსესიაში ვენდელ როდრიკის ხელმძღვანელობით. დიზაინერმა განაცხადა, რომ აიშვარია რაის შემდეგ მათ არ ჰყოლიათ ასეთი ლამაზი გოგონა. 21 წლის ასაკში, დიპიკა საცხოვრებლად გადავიდა მუმბაიში მამიდასთან. იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო Himesh Reshammiya -ს მუსიკალურ ვიდეოში, რამაც გოგონას არნახული წარმატება მოაპოვებინა. ამის შემდგომ, მას შემოთავაზებები გამოუჩნდა კინოდან. თუმცა, სანამ ბოლივუდში სცდიდა ბედს გადაწყვიტა სამსახიობო აკადემიაში ჩაებარებინა, რათა გამოცდილება მიეღო. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერა ბოლივუდში.


★ სამსახიობო კარიერა
2006-2009 წლები ★


დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


მისი დებიუტი დიდ კინოში შედგა 2006 წელს რომანტიკულ კომედიაში ‘Telugu’, სადაც მან პარტნიორობა გაუწია ლეგენდარულ აიშვარია რაის. პირველი შეფასება კრიტიკოსებისგან არც თუ ისე ნეგატიური იყო დასაწყისისთვის. მათ ერთხმად განაცხადეს, რომ პადუკონეს სჭირდებოდა საკუთარ თავზე მუშაობა, რათა ემოციური სცენები უფრო დამაჯერებლად შეესრულებინა.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


2006 წელს, დამწყებ მსახიობს ოცნება აუსრულდა და მონაწილეობა მიიღო მელოდრამაში ‘Om Shanti Om’ შაკ რუხ ხანთან ერთად. გავიზარდე მის ფილმებზე და ახლა კი მასთან ერთად მიწევს მუშაობა. ეს არაჩვეულებრივი და საოცარი შეგრძნებაა.’ ფილმმა 2007 წელს ყველაზე მაღალი ანაზღაურება მოიპოვა, ხოლო პადუკონეს კი გადასცეს ჯილდო, როგორც ‘საუკეთესო ქალი მსახიობის დებიუტი’ კინოში. კრიტიკოსებმა ერთხმად განაცხადეს: ‘დიპიკას აქვს ყველაფერი იმისთვის, რათა ტოპ ვარსკვლავი გახდეს. პიროვნულობა, ფიზიკური მონაცემები, ის საერთო ჯამში იდეალურია.’ 2009 წელს, მას ყველაზე დიდი წარმატება მოუპოვა ფილმმა ‘Love Aaj Kal ‘, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებად პროექტი გახდა. კრიტიკოსებმა მისი შესრულება დადებითად შეასრულეს და 55-ე ‘Filmfare Awards’-ზე ‘საუკეთესო მსახიობის’ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone



★ 2010-2011 წლები ★

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


2010 წელს მისი მონაწილეობით ბოლივუდში გამოვიდა 5 ფილმი. პირველ გახლდათ ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელმაც არც თუ ისე დიდი პოპულარობა მოუტანა მსახიობს. მის მიერ შესრულებული პერსონაჟი კრიტიკოსებმა უარყოფითან შეაფასეს და განაცხადეს, რომ ფილმის ერთ-ერთი ნათელი წერტილი მხოლოდ დიპიკა იყო. იმავე წელს, მან ბრბმა გოგონა განასახიერა ფილმში ‘Lafangey Parindey’. დიპიკა ბევრს ვარჯიშობდა, რათა ბრმა ადამიანი განესახიერებინა. ფილმმა საბოლოო ჯამში წარმატება მოიპოვა და ბევრი ადამიანის მიდგომა და ცხოვრება შეცვალა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ. 2011 წელს მისი მონაწილეობით ინდოელმა საზოგადოებამ იხილა ფილმი ‘Dum Maaro Dum’. თუმცა, კრიტიკოსებისგან პროექტს უარყოფითი შეფასება მოჰყვა. იმავე წელს, გამოვიდა კომედიური დრამა ‘Desi Boyz’. უმრავლესობის გადაწყვეტილებით ამ ფილმში მონაწილეობა მსახიობისთვის ფატალური გადაწყვეტილება იყო.


★ 2012-2013-2014 წლები ★

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


2012 წელს გამოვიდა ფილმი ‘Cocktail ‘ და შესრულებულმა როლმა პადუკონეს განვილი წლებისგან განსხვავებით დიდი აღიარება მოუტანა. მან დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ ლამაზი მსახიობია, არამედ კარგად თამაშიც შეუძლია. 2013 წელს, დიპიკა ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა ბოლივუდის ინდუსტრიაში და მისი მონაწილეობით 4 მაღალანაზღაურებადი ფილმი გამოვიდა. ‘Chennai Express’-ში მან კიდევ ერთხელ გაუწია პარტნიორობა შაჰ რუხ ხანს და მათმა ტანდემმა უდავოდ გაამართლა. შესრულებულმა როლმა კი უამრავი ჯილდო მოუტანა და მისი პოპულარობაც ერთი ორად გაზარდა. დღესდღეობით, დიპიკა პადუკონე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია ბოლივუდში.


▲ პირადი ცხოვრება ▲

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


პადუკონეს ახლო ურთიერთობა აქვს ოჯახთან და ხშირად სტუმრობს მათ ბანგალორეში. ‘მენატრება ჩემი ოჯახი, თუმცა იღბლიანი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება მაქვს. მე არ მსურს ჩემ გამო მათ ყველაფერი და მათ შორის საყვარელი ადგილი მიატოვონ და მუმბაიში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.’ დიპიკა ყველაფერთან ერთად საოცრად რელიგიური ადამიანია. რეგულარულად სტუმრობს ტაძარს და ცდილობს უფრო მეტი ისწავლოს რელიგიის შესახებ.


❤ სასიყვარულო ურთიერთობები ❤

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


☛ 2008 წელს, ფილმ ‘Bachna Ae Haseeno’-ს გადასაღებ მოედანზე პადუკონემ გაიცნო რენბირ კაპური, რომელთანაც უმალვე დაახლოვდა. წყვილს იმდენად უყვარდა ერთმანეთი, რომ დიპიკამ კაპურის ინიციალებისგან ტატუც კი გაიკეთა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რენბირთან ურთიერთობამ მას თავდაჯერებულობა შეჰმატა. ინდური პრესა ხშირად წერდა მათი ნიშნობის შესახებ, თუმცა ერთ წლიანი ურთიერთობა კრახით დასრულდა. მსახიობმა მოგვიანებით ისაუბრა ამ თემაზე და კაპური ღალატში ამხილა, თუმცა დასძინა, რომ ისინი დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ‘როდესაც პირველად მიღალატა ჩავთვალე, რომ პრობლემა ჩემში ან ამ ურთიერთობაში იყო, მაგრამ შემდგომ ამ ყველაფერმა სისტემატიური ხასიათი მიიღ და გავაცნობიერე, რომ პრობლემა მასში იყო. თუმცა, იმდენად სულელი ვიყავი რამოდენიმე შანსი მივეცი ყველაფერი გამოესწორებინა. ჩემს ირგვლივ ყველა მეუბნებოდა, რომ ის ცხოვრების წესს არ შეიცვლიდა, თუმცა მე მჯეროდა მისი სანამ ყველაფერი საკუთარი თვალიც არ ვიხილე. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპმა დიდიხნის წინ ჩაიარა და მე არაფერს ვნანობ.’

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


☛ 2011 წელს, პადუკონე კრიკეტის მენეჯერთან სიდჰარტ მელიასთან ერთად დააფიქსირეს, როდესაც წყვილი ერთმანეთს კოცნიდა. იმავე წელს, ხმები მათი დაშორების შესახებ ინდურმა პრესამ გაავრცელა. ‘მარტო იმიტომ, რომ პაპარაცულ ფოტოებში ხშირად ერთად არ ვჩნდებით, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვმეგობრობთ.’-თქვა პადუკონემ. 2012 წელს, გაურკვეველი მიზეზით წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


☛ დღესდღეობით პადუკონე რანვერ სინხს ხვდება. წყვილს ხშირად აფიქსირებენ ერთად ღამისკლუბებსა თუ წვეულებაზე. თუმცა, ოფიციალური კომენტარი მათი მხრიდან ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


✖ ✖ ✖

საინტერესო ფაქტები


დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


✮ დიპიკას სიმაღლეა 1.74 სანტიმეტრი.

✮ მისი საყვარელი ფილმებია: Kabhie Kabhie (1976), Dilwale Dulhania Le Jayenge (1995),The Color of Paradise (1999), Cinderella Man (2005), and Mary Poppins (1964).

✮ მისი საყვარელი ქალი მსახიობები არიან: ჰემა მალინი, მადჰური დიქსიტი, შრიდევი, კაჯოლი.

✮ მისი საყვარელი მამაკაცი მსახობების სია კი ასეთია: ამირ კჰანი, შაკ რუქ ხანი, ჯონი დეპი, რიჩარდ გირი, ბრედ პიტი და ამიტაბ ბაჩანი.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


✿ უყვარს მუსიკა, ჭამა, ძილი და ფილმების ყურება.

✿ თამაშობს კალათბურთს, ტენისს და ბეისბოლს.

✿ მე-10 კლასამდე პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ბადმინტონს და მიჰყვებოდა მამის კვალს, თუმცა 3 თვით ვარჯიში შეწყვიტა, რადგან გამოცდები უნდა ჩაებარებინა. ამ დროის შემდეგ მან გადაწყვიტა საბოლოოდ აეღო ხელი ამ პროფესიაზე და თავი სამოდელო კარიერაში სცადა. თავდაპირველად ჰობის დონეზე, ხოლო შემდეგ მიხვდა, რომ სურდა ეს საქმე ცხოვრების ბოლომდე ეკეთებინა.

✿ სწავლობდა ‘სოფიას სკოლაში’, ხოლო შემდგომ კი ‘Mount Carmel’-ის კოლეჯში.

✿ ჰყავსუმცროსი და ანიშა, რომელიც თამაშობს თითქმის ყველა სახეობის სპორტს, გარდა ბადმინტონისა.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


✗ დიპიკა გახლავთ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სახე და წარმომადგენელი, მათ შორის: Liril, Dabur Lal powder, Close-Up toothpaste, Limca, Jewels of India, Parachute's Advanced Massager, Levi Strauss და სხვები.

✗ ინდოელი დიზაინერებისგან გამოარჩევს ტარუნ ტაილიანს, მანიშ მალჰოტრასა და როჰიტ ბალს.

✗ მისი საყვარელი სიმღერები გარდა ინდურისა: ლიონელ რიჩის ‘ანგელოზი’, მაიკლ ჯექსონის ‘We Are The World’.

✗ საყვარელი ფილმების ჩამონათვალი კი ასეთია: Life Is Beautiful (1997), Cinderella Man (2005), Dilwale Dulhania Le Jayenge (1995), Dil To Pagal Hai (1997), Darr (1993), Baazigar (1993), Devdas (2002), Dil (1990), Hum Hain Rahi Pyar Ke (1993), Kabhi Kabhie (1976), The Color of Paradise (1999), Mary Poppins (1964), Scent of a Woman (1992) and Vicky Cristina Barcelona (2008).

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


✔ ბაშვობისას მას არც თუ ისე ბევრი მეგობარი ჰყავდა.

✔ სამოდელო კარიერა 2004 წელს დაიწყო და მას ცნობილმა დიზაინერმა და ქორეოგრაფმა პრასად ბიდაპამ გაუწია მენთორობა.

✔ სამსახიობო გაკვეთილები მან ანუპამ ხერისგან მიიღო, ხოლო ცეკვა კი შაიმაკ დავარმა ასწავლა.

✔ დიპიკას საყვარელი ბრენდია ზარა და ძირითადად იმოსება სწორედ ამ ბრენდის სამოსით.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


♢ მისმა ყოფილმა ბოიფრენდმა სიდჰარტ მალიამ მას მდიდრულ უბანში ბინა აჩუქა.

♢ მსახიობობასთან და მოდელობასთან ერთად პადუკონე შესანიშნავი მწერალი გახლავთ. 2009 წელს ის ცნობილი ინდური გაზეთისთვის წერდა სტატიებს.

♢ ყოველწლიურ ‘Kingfisher Fashion awards’-ზე მან ‘წლის მოდელის’ ტიტული მოიპოვა.

♢ მისი საყვარელი ფერებია: თეთრი და მოვარდისფრო.

♢ მისი რჩეული ბრენდია ჰუგო ბოსი და ძირითადად მათ სუნამოებს ხმარობს.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


♕ მისი საყვარელი ადგილია საფრანგეთი და ხშირად სტუმრობს პარიზს.

♕ რეჟისორები და პროდიუსერები მას ახასიათებენ, როგორც კარგად აღზრდილ, თავმდაბალ, შრომისმოყვარე ადამიანს.

♕ 2013 წელს მსახიობმა 4 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფილმში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ‘Chennai Express’-ში შაკრუხ ხანთან ერთად.

♕ მას ხშირად ამსგავსებენ ბოლივუდის კიდევ ერთ პრინცესას პრიანკა ჩოპრას. პრიანკა მისი უახლოესი მეგობარი გახლავთ. ისინი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ, დაჯილდოებებსა თუ წვეულებებზე.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


☄ მას აქვს 3 ძვირადღირებული მანქანა. მათ შორის ერთ-ერთი ‘BMW’ გახლავთ.

☄ პადუკონე მსახიობობასთან და მოდელობასთან ერთად ქველმოქმედებითაა დაკავებული.

☄ 2013 წელს, მან საკუთარი ტანსაცმლის ხაზი დააარსა.

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


ფოტომასალა/გიფები:

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone


* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

* * *

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone

დიპიკა პადუკონე/Deepika Padukone






კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

13


  • N.J Siren თქვა:
    7 აგვისტო 2014 10:24 - ID: 13,
    არ მომწონს, აიშვარიასთან ვერც მივა

  • lovejohnnydepp თქვა:
    3 აგვისტო 2014 16:07 - ID: 12,
    mec irina sheiks vamsgavseb :D
    ციტატა: kloe ♥
    ხანხან რაღაცით პრიანკას ირინა შეიკს ვამსაგსებ feel კაი ნიუსია love

    vicodi rom sayvareli mamakaci msaxiobebis siasi johnny deppic eyoleboda :D

  • sophieee თქვა:
    2 აგვისტო 2014 10:28 - ID: 11,
    ვიცი ამის ფილმები კარგი გოგოა love

  • Bellania თქვა:
    2 აგვისტო 2014 01:19 - ID: 10,
    ''Om Shanti Om'' როგორ მიყვარდა... ძალიან ძალიან ლამაზია. ნიუსი სუპერ winked

  • mako.lomidze თქვა:
    1 აგვისტო 2014 21:44 - ID: 9,
    ამის ყველა კინო მაქვს ნანახიი დზალიან მაგაიმსახიობიაა...მეც ირინას ვამსგავსეებ :D

  • Mrs Hale თქვა:
    1 აგვისტო 2014 20:12 - ID: 8,
    http://www.isok.ru/img/full/02a5b2b760a26dff3fda43f007bbac7a.png
    ამ ფოტოზე ირინას გავს wink

  • M•A•R•I•A თქვა:
    1 აგვისტო 2014 20:06 - ID: 7,
    ძაან ლამაზია love

  • mariami-mako თქვა:
    1 აგვისტო 2014 19:32 - ID: 6,
    ძალიან ლამაზია, მე აიშვარიასაც მირჩევნია, მითუმეტეს ახლანდელს <3 პროსტა რა ამისი ბრალია ინდური ფილმები დებილობა რომაა თავიდან ბოლომდე, ამის ნახვის მუღამითაც ვერ ვუყურებ რა.

  • kloe ♥ თქვა:
    1 აგვისტო 2014 19:27 - ID: 5,
    ხანხან რაღაცით პრიანკას ირინა შეიკს ვამსაგსებ feel კაი ნიუსია love

  • GiaCarangi თქვა:
    1 აგვისტო 2014 19:03 - ID: 4,
    აიშვარიას გავს :))) ლამაზია ძაან <3

  • ni_nini თქვა:
    1 აგვისტო 2014 18:51 - ID: 3,
    რა საყვერელი გოგოა love ნიუსი,როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია love

  • woody თქვა:
    1 აგვისტო 2014 18:40 - ID: 2,
    რა ლამაზი გოგოა love კარგი ნიუსია feel

  • liliana თქვა:
    1 აგვისტო 2014 18:20 - ID: 1,
    ულამაზესია და უკარგესი ნიუსია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top