5 August 2014      N.C 👙     Views 6 524    
Category: Stars



ბრუკლინ ბექჰემი ოფიციალურად ხვდება
ჰოლივუდელ, ახალგაზრდა მსახიობ ქლოი გრეის მორეცს


ტაბლოიდები რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდნენ ახალგაზრდა მსახიობის და ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი ვაჟის რომანზე, როდესაც ივნისის დასაწყისში წყვილი სანტა-მონიკის ქუჩაში შეამჩნიეს 15 წლის ბრუკლინი და 17 წლის ქლოი. ისინი სკეიტბორდინგით ირთობდნენ თავს. ჭორები გავრცელდა,რომ ზაფხულის არდადეგების გატარებას ლოს-ანჯელესში ერთად აპირებდნენ. ბრუკლინმა და ქლოიმ ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს, რის შემდეგაც გამუდმებით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და ხშირადაც დადიოდნენ გასართობად, როგორც ჩეულებრივი თინეიჯერები. დევიდი და ვიქტორია ბექჰემები სულაც არ არიან ამ 'რომანის' წინააღმდეგნი.




ბრუკლინის და ქლოის ფოტოები ქლოის ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა, სადაც ის ამბობდა:

"არ ვარ იმ ასაკში, რომ ვინმე შემიყვარდეს. ეს ცოტა უცნაური იქნება
17 წლის გოგოსთვის. ადამიანები ისე სწრაფად იცვლებიან, განსაკუთრებით ამ ასაკში..."

"არ მინდა სერიოზული ურთიერთობები. არ მინდა თავს ისე ვგრძნობდე,
რომ ჩემი თიოეული ნაბიჯი ვაკონტროლო. ეს სულაც არ მომწონს."

-ამბობს 17 წლის ლამაზმანი.




"ძალიან საყვარელი და უმანკო წყვილია. ყველაზე საყვარელი ფაქტი კი ისაა,რომ მანქანის ტარება არცერთს შეუძლია და ამიტომ ხან ვინ დაატარებს მათ და ხან-ვინ. მშვენიერი თინეიჯერები არიან. მათი შეხვედრები მხოლოდ თინეიჯერული გართობებით და თბილი საუბრით შემოიფარგლება."
-განუცხადა წყარომ Us Weakly-ს.





"ქლოის უნდა, რომ ბრუკლინი თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე წაიყვანოს.
თუმცა ბრუკლინს სულ მალე ლონდონში დაბრუნება მოუწევს სკოლის გასაგრძელებლად."







ბრუკლინის ოჯახს წარდგენა არ სჭირდება.
ისინი ხომ ყველასთვის ცნობილები არიან.







ბრუკლინს 9 წლის ძმა კრუზი, 10 წლის ძმა რომეო და 2 წლის და ჰარპერი ყავს.







ქლოის ძალიან რელიგიური ოჯახი ყავს. დედა ექთანია. მამა წარმატებული პლასტიკური ქირურგი. მისი მშობლები რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ქლოის 4 ძმა ყავს. ყველაზე უფროსი ტროი, გადაღებებზე დაყვება, როცა მისი მშობლები ვერ ახერხებენ.

"4 ძმასთან ერთად გავიზარდე. ასე, რომ ბიჭებთან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს,ვიდრე გოგოებთან."-ამბობს 17 წლის მსახიობი.






ბრუკლინი სკოლაში სწავლობს. შაბათ-კვირას კი მიმტანად მუშაობს, სადაც საათში £2.68 უხდიან.
რა თქმა უნდა მას ეს ფული სულაც არ სჭირდება მაგრამ, ბრუკლინმა უარი თქვა საკმაოდ სერიოზულ წინადადებებზე,რითაც შოუბიზნესში გზა ეხსნებოდა და შრომით გამომუშავებული ფული არჩია. დევიდი და ვიქტორია მიესალმებიან მის საქციელს. მათი აზრით, ბრუკლინი შრომის და ფულის ფასს გაიგებს. მიეჩვევა პატიოსან შრომას.





ახლა კი უფრო კარგად შევაფასოთ ახალგაზრდა წყვილი:
































Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top