;
21 აგვისტო 2014      liliana     2 კომენტარი     ნანახია 2282-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



დაშა ალექსანდროვნა ჟუკოვა გახლავთ რუსი მილიარდელის რომან აბრამოვიჩის მეგობარი გოგონა, რომელიც დაიბადა 1981 წლის 3 ივნისს მოსკოვში.მამამისი ალექსანდრე რადკინ ჟუკოვი ერთ-ერთი რუსული ნავთობის კომპანიის თანადამაარსებელია,რომელიც ნავთობს ბალკანეთის ტერიტორიაზე ჰყიდიდა,ხოლო დედა ეკატრეინა ჟუკოვა კალიფორნიის უნივერსიტეტში ლექციებს მოლეკეულური ბიოლოგიის განხრით კითხულობდა. ჟუკოვას დედა ებრაელია,ისევე როგორც თავად დაშა ,ხოლო მამა ქრისტიანი,მართმადიდებელი. დაშა სულ რაღაც 3 წლის იყო როცა მისი მშობლები დაცილდნენ, ამიტომ მას საცხოვრებლად დედასთან კალიფორნიაში გადასვლა მოუწია.



1999 წელს დაშამ Pacific Hills School წარმატებით დაასრულა და სწავლა „კალიფორნიის უნივერსიტეტში“ სლავური ლიტერატურის ფაკულტეტზე გააგრძელა. 2004 წელს როცა დაშამ რომან აბრამოვიჩთან თანაცხოვრება დაიწყო და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა ,მან სწავლა „ლონდონის კოლეჯში“ ნეუროპათიული მედიცინის განხრით დაიწყო.




დაშა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში : მას საკუთარი გალერეა აქვს მოსკოვში სახელწოდებით „გარაჟი“ Garage Center for Contemporary Culture სადაც დამთვალიერებლებლებს თანამედროვე ხელოვნების ყველა სახის ნამუშევრები შეუძლიათ იხილონ ,ხოლო ბავშვებისათვის არსებობს ხელოვნების წრეები,აგრეთვე დაშა LACMA (Los Angeles County Museum of Art).[8]-ის ბორდის წევრია და ჟურნალ Pop-ის რედაქტორი.აგრეთვე დარია სხვადასხვა მოდური ჩვენებებისა თუ წვეულებების ხშირი სტუმარია და უამრავი მოდური გამოცემის ქავერს ამშვენებს ყოველწლიურად.



რომან აბრამოვიჩამდე დაშას ურთიერთობა ჰქონდა რუს ჩოგბურთელ მარატ საფირთან. აბრამოვიჩთან დარიას 2 შვილი ჰყავს: აარონ ალექსანდრე, რომელიც დაიბადა 2009 წლის 3 დეკემბერს და ლეა ლოუ,რომელიც 2013 წლის 15 აპრილს დაიბადა. აბრამოვიჩს დარიასთან გაჩენილი პატარების გარდა სხვადასხვა ქორწინებებიდან 5 შვილი ჰყავს.
































კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

2


  • Ggvantsa თქვა:
    23 აგვისტო 2014 00:18 - ID: 2,
    ბედის ირონია რომ სწორედ საფინისგან გაიცნო აბრამოვიჩი:)))

  • liliana თქვა:
    21 აგვისტო 2014 20:18 - ID: 1,
    მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად დაშა საერთოდ არ მომწონს და ვერც გავიგებ როგორ შეიძლება მოგეწონოს მილიარდების პატრონს როგორც მეგობარი ქალი ... რაღაც მაინც დადებით ემოციას იწვევს ეს ქალი ჩემში... სტილს არაუშავს ..რამდენიმე ლუქი მომწონს... მაგრამ ეს უროდი სახე რავი აბა...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top