;
24 აგვისტო 2014      DarkPassionPlay     6 კომენტარი     ნანახია 1632-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

რატომ დატოვა ტარია ტურუნენმა Nightwish?


დაახლოებით 10 წლის წინ სიმფონიური-მეტალ ჯგუფის ნაითვიშის ფანებმა გაიგეს სამწუხარი ნიუსი, რის მიხედვითაც ტარია ტურუნენი განთავისუფლებული იქნა ჯგუფიდან. დღესაც მსმენელთა უმეტესობამ არ იცის ნამდვილი მიზეზები. წარმოგიდგენთ ყველა იმ შესაძლო მიზეზს რის გამოც ტარიამ დატოვა ჯგუფი:

"ვერასოდეს დავივიწყებ იმას, რაც შენ მე მითხარი ტურნეზე ყოფნის დროს, მე მაშინ დამეუფლა საშინელი გრძნობა, მაგრამ ეს არ იყო ბრაზი, ეს იყო დიდი გულისტკვილი, რადგანაც შენ ჩვენ დიდ მეგობრობას ასე უბრალოდ გადაუსვი ხაზი" - ტომას ჰოლოპაინენი(ჯგუფის წევრი და დამაარსსებელი)

რატომ დატოვა ტარია ტურუნენმა Nightwish?


ტურნეს ბოლო კონცერტის დასრულების შემდეგ ბიჭებმა ტარიას გადასცეს წერილი,
სადაც ახსნილი იყო მიზეზები თუ რატომ გაანთავისუფლეს ის ჯგუფიდან.

ტომასის წერილი:


სამწუხაროდ, სახელწოდებას End Of An Era-ს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა.
ძვირფასო ტარია დრო დადგა არჩევნისა, ნაითვიშის ისტორია აქ მთავრდება მაგრამ ეს დროებითია. Nightwish ჯერ კიდევ იცოცხლებს. ჯერ 9 წელია რაც ეს ჯგუფი არსებობს და ჩვენ მზად არ ვართ მივატოვოთ იგი. ნაითვიშ არის სიცოცხლის გზა. ეს ნათელია რომ ჩვენ შენთან და მარჩელოსთან(ტარიას ქმარი) აღარ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა. ამ ბოლო წელიწადში მოხდა ის რაც არ შემიძლია ამოვიგდო თავიდან. ყოველდღე მახსენდება შენი სიტყვები, დილაა თუ ღამე, შუადღე თუ საღამო. საბედნიეროდ შენი ასეთი საქციელი დიდხანს ვეღარ გასტანს, მაგრამ მე ვეღარ ვიჯერებ რომ ჩემ ძველს მეგობარს ვეღარ ვნახავ. ადამიანი რომელიც 1 წლის მანძილზე არ ელაპარაკება თავის მეგობრებს აღარ ეკუთვნის მათ. რათქმაუნდა აუცილებელია ბიზნესზე და შემოსავალზე ზრუნვა მაგრამ შენ ისიც არ უნდა დაგევიწყებინა რომ მუსიკას რომელსაც ჩვენ ვწერდით მოდიოდა გულიდან, და ჩვენთვის ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ფული.

ნაითვიშ ეს არის ერთი მთლიანი ჯგუფი და ემოცია, სამწუხაროდ შენთვის ეს იყო მხოლოდ ფულის შოვნის გზა და წარმატება. მგონი შენ უნდა ხვდებოდე რომ განმარტოვდი, ჯგუფს ჩამოსცილდი, მუსიკალური კარიერა შენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჯგუფი და ჩვენ. ეს უფრო ნათლად დავინახე მაშინ როდესაც ტორონტოში მიმავალ თვითფრინავში მითხარი "ტომას მე აღარ მჭირდება ნაითვიშ და დაიმახსოვრე მე შემიძლია ნებისმიერ დროს დავტოვო იგი და გაგაფრთხილოთ ერთი დღით ადრე" ამის შემდეგ მე ვერასდროს დაგიწერ სიმღერებს. შენ იყავი ერთგვარი სტუმარი ჯგუფისთვის ახლა კი შენი სტუმრობა დასრულდა. შენ უნდა წახვიდე ჩვენ კი ახალი ვოკალისტი უნდა ვიპოვოთ, დარწმუნებული ვარ შენ ეს შვებას მოგცემს ისევე როგორც ჩვენ. შენ თქვი რომ ეს ალბომი ბოლო იყო ჯგუფისთვის მაგრამ შენ ცდები, ჩვენ მუსიკას მანამ დავწერთ სანამ ჩვენს გულებში მუსიკის სიყვარულის ცეცხლი ინთება, ასე რომ აზრი არ აქვს შენთან მომდევნო ალბომის ჩაწერას.


რატომ დატოვა ტარია ტურუნენმა Nightwish?


ჩვენ ოთხივე დავფიქრდით შენს საქციელზე. 2004 წელს შენ გერმანიაში თქვი რომ 2 კვირაზე მეტს აღარ იმოგზაურებდი. ისიც თქვი რომ ჩვენ უნდა დაგვევიწყებინა კონცერტები ავსტრალიასა და ა.შ.შ-ში ერთი უბრალო მიზეზის გამო რომ შენ სცენის ტემპერატურა არ მოგწონდა და იმდენ ფულს არ იღებდი რამდენსაც ევროპაში.
ინტერვიუებში მე ვამბობდი რომ თუ შენ წახვდიდოდი ჯგუფი დაიშლებოდა მაგრამ მე ვცებოდი. მე არ შემიძლია დავოტოვო ამდენი ადამიანი შენს გამო. 9 წლის განვმალობაში შენ ჩვენთან არასდროს გაგივლია რეპეტიცია, ტურის დროს ყოველთვის განცალკევებით გინდოდა შენ ქმართან ყოფნა. შენ მთელი 9 წლის მანძილზე არ დაგიწერია არცერთი სიმღერა ან მისი ტექსტი. ჩვენ შევთანხმდით რომ შევეგუებოდით ყველაფერს გარდა ფანების დაუფასებლობისა და სიხარბისა. საბოლოო მაგალითი იყო ოსლოში სადაც შენ გინდოდა კონცერტის გაუქმება რადგან გინოდდა გასეირნება კინოში შენს ქმართან და მეგობრებთან ერთად. ეს იყო ერთერთი მაგალითი უამრავიდან. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამ მიგვიყვანა აქამდე, როგორღაც შენ მარჩელომ შეგცვალა. შენ საყვარელი გოგო გახდი დივა რომელიც არ ფიქრობს თავის მეგობრებზე და ძალიან თვითდაჯერებულია თავის შეუცვლელობაში. შენს სტრესსში გვადანაშაულებ ჩვენ ოთხს. ჩვენ შენ ყოველთვის პატივს გცემდით როგორც კარგ ვოკალისტს და მეგობარს და ძალიან ხშირად ბოლო წლების განვმალობაში მხოლოდ შენი გადაწვეტილების მიხედვით ვაწყობდით გეგმებს. შენ იყავი ერთადერთი რომელსაც უფრო მეტი ფული უნდოდა შოუებიდან. შენ ამბობდი "ანაზღაურება და უფრო მეტი ფული ყველაფრიდან". შენ უნდა უსმინო შენს გულს და არა მარჩელოს. მე არ ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით მაგრამ შენ არ გვიტოვებ სხვა გზას. უფსკრული ჩვენს შორის ძალიან დიდია.
გისურვებთ წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს.
-ტომასი, მარკო , ემპუ და იუკა.


რატომ დატოვა ტარია ტურუნენმა Nightwish? რატომ დატოვა ტარია ტურუნენმა Nightwish?

ტარიას შემდეგ ჯგუფის ვოკალისტი იყო პოპ მომღერალი ანეტ ოლზონი რომელიც 2012 წელს გამოაგდეს. ანეტის დროს ნაითვიშმა ფანების უმრავლესობა დაკარგა. ტომასმა თქვა რომ ანეტი არ შეეფერებოდა ჯგუფს. ახლა ჯგუფის ვოკალიტი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული მეტალის პრინცესა ფლორ იანსენი, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ჯგუფს, ფანების რიცხვი ბევრად გაზარდა. როგორც მარკო ამბობს ახლა ნაითვიშ უფრო ძლიერია ვიდრე აქამდე ყოფილა.



ახალი ვოკალისტი ფლორ იანსენი და მისი ვოკალური შესაძლებლობები:




კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

6


  • DarkPassionPlay თქვა:
    26 აგვისტო 2014 00:12 - ID: 6,
    ფლორი ძალიან კარგი მომღერალია მგონი მოსასმენად ღირს. თან ჯგუფს მასთან ერთად ალბომი არ ჩაუწერია ამიტომ მისი ასე ბრმად შეფასება არ ღირს. რაც შეეხება ტარიას იმედი გამიცრუვდა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ. 2011 წელს ბიჭებს სასამართლოშიც კი უჩივლა ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

  • tamo თქვა:
    25 აგვისტო 2014 19:54 - ID: 5,
    ტარიას მერე მეც გამოვაკლდი ამ ჯგუფს,ის ანიტაო თუ ვიღაც ვინ იყოოო არ ვიცი რა,თუმცა რამოდენიმე სიმღერა მომწონდა.
    ტარიას ინტერვიუს მოვუსმინე სადაც ტიროდა და განიცდიდა ამ ყველაფერს და ამბობდა მოულოდნელი იყოო.
    შეიძლება ზედმეტიც მსდიოდა,მაგრამ იმის მერე ამ ჯგუფის სიმღერებს მითუმეტეს ახლებს იშვიათად ვუსმენ.

  • mariami-mako თქვა:
    25 აგვისტო 2014 01:01 - ID: 4,
    ფლორი ძალიან მაგარია, იმ ანეტეს წიკვინი გულს მიწყალებდა და ახლა ისევ დაბრუნდა ნაითვიში, დაჟე ჯობია კიდეც ტარიას

  • Ggvantsa თქვა:
    24 აგვისტო 2014 21:50 - ID: 3,
    მე კიდე ვიცოდი რომ თავისით წავიდა..ნუ ყოველშემთხვევაში ტარიას შემდეგ ჯგუფიც მოკვდა

  • gnr თქვა:
    24 აგვისტო 2014 20:41 - ID: 2,
    არც მე fellow

  • liliana თქვა:
    24 აგვისტო 2014 20:36 - ID: 1,
    და ტარიას წასვლის მერე აღარც მომისმენია ამ ჯგუფისათვის

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top